Skip to content

ბლოგი Gizmodo, რომლემაც ორიოდე თვის წინ პირველმა გამოაქვეყნა ჯერ არ გამოსული აიფონის ფოტო-ვიდეო მასალა, არ მიიწვიეს პრესის აკრედიტაციით WWDC 2010-ზე.

ეს მოსალოდნელი ფაქტი იყო.

სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ მათი ბლოგის საშუალებით ღონისძიების პირდაპირ ეთერში ყურებას. თუმცა წყაროებს რა დალევს? უახლოეს ხანში მოგაწვდით იმ საიტების ბმულებს, სადაც შეგეძლებათ WWC 2010-ის ყურება.

ლამაზი ჭორი სტივ ბალმერის WWDC-ზე გამსოვლის შესახებ არ დასტურდება. რედმონდიდან მოვიდა ამ თემის გაბათილება ტვიტერის მეშვეობით.

Steve Balmer — WWDC
Steve Balmer — WWDC

მოკლედ, ბალმერი არ დაესწრება WWDC-ის. არაუშავს საინტერესო ისედაც ბევრი გველის 7 ივნისს.

4

სრულიად შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ 7 ივნისს სტივ ჯობსთან ერთად კონფრენეციაზე სტივ ბალმერიც გამოვიდეს.

Trip Chowdhry, Global Equities Research-ის ანალიტიკოსი ამტკიცებს, რომ მთელი 7 წუთი დაჯავშნულია Visual Studio 2010-ის პრეზენტაციისათვის.

ასევე ის ამტკიცებს, რომ VS-ის ახალი ვერსია საშუალებას მისცემს დეველოპერებს დაწერონ აპლიკაციები iPhone-ისათვის, iPad-ისათვის და Mac OS-ისათვის.

Steve Balmer at WWDC
Steve Balmer at WWDC

და ყველაზე მთავარი: Chowdhry თვლის, რომ პრეზენტაციას წაიყვანს თვით ბალმერი!!!

P.S. მოკლედ, ისედაც ძალიან საინტერესო კონფერენცია, რომლის ყურებასაც მე პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად ვაპირებ, კიდევ უფრო საინტერესო ხდება! არ გამოტოვოთ, დარჩით ჩვენთან!

7 ივნისს, თბილისის დროით 21 საათზე სან-ფრანცისკოში გაიხსნება დეველოპერთა კონფრენცია WWDC. წელს ბევრ სურპრიზებს უნდა ველოდეთ ამ კონფერენციაზე: ახალი iPhone-ი, ახალი iTunes-ი, iPhone OS 4-ი აიპადისათვის, დაბოლოს Mac OS X 10.7-ის ჩვენება... რაც მთავარია, დადასტურდა, რომ სტივი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას კონფრენეციაში, მეტიც, ის მას გახსნის.

Steve Jobs WWDC 2010
Steve Jobs WWDC 2010

„Apple-ი გახსნის ყოველწლიურ კონფერნციას სტივ ჯობსის გამოსვლით ორშაბათს, 7 ივნისს, ადგილობრივი დროით 10 საათზე. წელს კონფერენციაზე დასასწრები ხუთი ათასივე ბილეთი სულ რვა დღეში გაიყიდა“.

ერთ-ერთმა სულწასულმა მისწერა სტივის წერილი: „Google-ი გიტევთ, აქვს კი რაიმე ისეთი Apple-ს, რომ ჩაძიროს კონკურენტი?“, რაზეც სტივმა უპასუხა: „თქვენ იმედგაცრულებული არ დარჩებით“.

როგორც ცნობილია, მალე გამოვა iPhone OS 4.0, რომლის წამოდგენაც დაგეგმილია 7-11 ივნისს WWDC კონფერენციაზე.

WWDC 2010
WWDC 2010

აღნიშნული ღონისძიება გაიმართება Moscone Center-ში სან-ფრანცისკოში. საგამოფენო ცენტრი 5000 კაცს იტევს.

ბილეთების გაყიდვიდან სულ 8 დღე გავიდა და ამ დროისათვის ყველა ბილეთი გაყიდულია. და ეს იმის გათვალსიწინებით, რომ შარშანდელთან შედარებით ბილეთის ფასმა მოიმატა, 1295-დან 1599 დოლარამდე

WWDC 2010
WWDC 2010

შეგახენებთ, რომ WWDC 2009-ის ბილეთების გაყდვას ერთი თვე დასჭირდა. გამოდის, რომ ყოველწლიურად ინტერესი იზრდება დეველოპერების მხირდან და რომ გაისად ფასმა შეიძლება კიდვ უფრო მოიმატოს.

Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა დეველოპერთა ყოველწლიური კონფერენციის ჩატარების დრო — 7-დან 11 ივნისის ჩათვლით სან-ფრანცისკოში.

WWDC 2010 June
WWDC 2010 June

კომპანიის განცხადებით, WWDC-ის დღეებში საგამოფენო კომპლექსში Moscone West იმუშავებს კომპანიის 1000-ზე მეტი ინჟინერი, რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ დეველოპერებს.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება iPhone-ის ახალი ვერსიის წარმოდგენა.

როგორც გასული წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, მარტის თვე და აპრილის დასაწყისი იდეალური დროა WWDC-ზე ბილეთების დასაჯავშნად. ზუსტად ამის გამო მრავალი მაკ-პროგრამისტი გაურკვევლობაშია: რატომ აჭიანურებს Apple-ი WWDC 2010-ის ანონსს?

WWDC 2010
WWDC 2010

ტრადიციულად მსოფლიოში უმსხვილესი კონფერენციის გამართვის ვადები ცნობილი ხდება უკვე გაზაფხულზევე: როგორც წესი მარტში კომპანია ოფიციალურად აცხადებს, რომ ივნისის ხუთი სამუშაო დღე დაეთმობა მაშტაბურ ღონისძიებას Moscone Center-ში, სან-ფრანცისკო, კალიფორნია.

რა არის ცნობილი აპრილის ბოლოსათვის? ქსელში მოძრაობს ჭორი, რომ ახალ iPhone-ს გვიჩვენებენ 22 ივნისს სპეციალურ პრეზენტაციაზე, რომლისთვისაც კუპერტინომ უკვე იქირავა Yerba Buena Center.

ამავდროულად Apple-ის პრეს-სამსახური სდუმს პარტიზანივით, რის გამოც იქმნება შთაბეჭდილება, რომ კუპერტინოს არ სურს დეველოპერების მოსვლა WWDC-ზე. მაგრამ რატომ?..

გუშინ, WWDC-ის კონფერენციაზე Apple-მა მოახერხა თითქმის შეუძლებელი, გაახარა ყველა — მაკის მომხმარებლებიც, აჩვენა რა ახალი ოპერაციული სისტემა, აიფონის ფანებიც — კიდევ ერთხელ მოგვიყვა ახალი შესაძლებლობების შესახებ. აპოგეად იქცა აიფონის ახალი მოდელის წარმოდგენა — iPhone 3G S, რითაც ბოლომდე გაგვთიშა ყველა!

მხოლოდ ისინი დავრჩით გულნაკლულები, ვინც ბოლო მომენატმდე ველოდებოდით სტივ ჯობსის გამოჩნეას სცენაზე - როგორც ცნობილია, ის მკურნალობს ივნისის ბოლომდე და სავარაუდოდ გამოჩნდება რომელიმე Special Event-ზე, რაიმე კიდევ უფრო ახალი და მაგარი პროდუქტის პრეზენტაციით.

შევეცდები ზოგოერთი აზრი მოგახსენოთ გუშნდელი ანონსების შესახებ - დეტალურად ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ვინაიდან ეფლის საიტზე ყველაფერი ისედაც შესაანიშნავადაა დაწერილი და დახატული.

მივყვეთ თანმიმდევრობით.

განახლებული პორტატული კომპიუტერები

როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეფლმა გამოუშვა ახალი მოდელი გამჯობესებული აკუმულატორით. ამიერიდან კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გამიჩნდა რომ მალე შევიძნო ახალი მოდელი, თუმცა 2010 წლის ბოლომდე ამას ვერ გავაკეთებ ოჯახის ბიუჯეტის გაჩნაგების გარეშე :)

ახალ მოდელებს დაემატა ქარდ-რიდერი, რომელიც პირადად მე არაფერში მარგია, მაგრამ ბევრი მომხმარებელი მოითხოვდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ პროფესიული კამერების უმეტესობა იყენებს ბარათებს CF ფორმატში, ასე რომ ეს ნაბიჯი პირველ რიგში რიგით მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებიც იყენებენ იაფფასიან „სასაპნეებს“ და ნახევრად პროფესიულ კამერებს.

კიდევ ერთი სერიოზული ცვლილება ეხება სამოდელო ხაზსს. ამიერიდან MacBook-ი არის მხოლოდ ერთი მოდელი, პლასტმასის თეთრი ფერის, ხოლო ყველა ალუმინის კორპუსიანი გახდა პრო ვერსიის 13''-დან 17''-ის ჩათვლით. ამის გარდა ფასების დაწევამ თითქმის ყველა მოდელზე ფანტასტიური საჩუქარი იყო თითოეული ჩვენგანისათვის (ხანდახან კრიზისიც სასარგებლოა ;)). ისე, საინეტრესოა, ეს საპასუხო ნაბიჯი ეყო მაიკროსოფტის სარეკლამო რგოლებზე, სადაც ის ეფლს კბენდა მაღალი ფასების გამო?

ირბისი

ირბისთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო დაიწყება მას შემდეგ, რაც მომხმარებლები მის გამოყენებას დაიწყებენ. მარტო Finder-ის Cocoa-ზე გადაწერა რად ღირს!

Exchange-ის მხარდაჭერა, 64-ბიტიანი გაანგარიშებები, OpenCL, ახალი QuickTime-მი - ყველაფერი ეს სამომავლო ზრდის საფუძელს წარმოადგენს. ხოლო წყაროს დამატებითი გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია კიდევ უფრო სწრაფსა და მოხმერხებულს გახდის ირბისის გამოყენებას. თუმცა, გუშინ არაფერი თქმულა უსაფრთხოების მატებაზე, იმედს ვიტოვებთ რომ ამაში მაგარი ქინება ეფლი.

როგორც იქნა Apple-მა გამოაცხადა, თუ როდის გამოვა ირბისი და რა ეღირება. სექტემბერში ვიხილავთ მას. ფასი როგორც ყოველთვის იქნება 129 დოლარი. ხოლო ლეოპარდის ოფიციალური მფლობელებისათვის განახლება... 29 დოლარი. ძალიან ბევრ ასლს გაყიდის სტივიკო, ასე მგონია მე. ერთ-ერთს მე რომ ვიყიდი, ეს უეჭველია!

iPhone OS 3.0

აიფონის ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია მარტის პრეზენტაციის გადამღერება იყო - ეს ყველაფერი ვიცოდით და ცოტა მთქნარებაც აგვიტყდა. სიახლეები, რომლებიც მარტში არ უთქვამთ: ტელეფონში მონაცემების დისტანციური წაშლა აპარატის დაკარგვის შემთხვევაში, დაკარგულ ტელეფონზე გზავნილის გაგზავნა.

მაყურებლებს ძალიან მოეწონათ გუშინ ახალი ფუქნცია - ტელეფონის რუკაზე აღმოჩენის შესაძლებლობა - MobileMe-ს ხელმომწერები შეძლებენ რუქაზე იხილონ დაკარგული ტელეფონი.

გუშნდელი დღის მთავარი სიახლე - ახალი მიკროკოდი 17 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი უფასოდ ტელეფონის მფლობელებისათვის, ხოლო მცირე ფასად iPod Touch-ისათვის.

iPhone 3G S

და რათქმუნდა ჩაროზად ეფლმა დაგვიტოვა ახალი ტელეფონოს წარმოდგენა, რასაც სიმართლე გითხრათ არავინ ელოდა. როგორც დასახელებიდან ჩანს, ახალი ტელეფონი იქნება სუპერსწრაფი (S ნიშნავს Speed-ს). აპარატში მოიმატა წარმადობამ (ახალი პროცესორი, დამატებითი ოპერატიული მეხსიერება), თუმცა გარედან დიზაინი არ შეცვლილა. ასევე დაემატა ახალი კამერა, 3 მეგაპიქსელიანი, ავტოფოკუსით, ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

ამის გარდა დაამატეს ციფრული კომპასი, Nike+ მხარდაჭერა, ხმოვანი მართვა, ფრიად გააუმჯობესეს აკუმულატორი - მაიერიდან ტელეფონი საშუალებას გაძლევთ ინტერნეტში იხეტიალოთ 9 საათის განმავლობაში, ან 10 საათი უყუროთ ვიდეოს, 12 საათი ილაქლაქოთ ტელეფონით. ფასი, როგორც ყოველთვის აშშ-ში უცვლელია - 199 დოლარი 16 გიგაბაიტიანი ვერსია და 299 32 გიგაბაიტიანი.

სხვათაშორის, ახლანდელი iPhone 3G არსად არ გამქარალა. მისმა ფასმა დაიკლო და გახდა 99 დოლარი.

მოკლედ, ფრიად დატვირთული პრეზენტაცია იყო, უმრავი სიახლე მივიღეთ. კარგა ხანია ასეთი პრეზენტაცია არ მინახავს ეფლისაგან. პატარა იმედგაცრუება დამრჩა სტივის გამო, ველოდი მის გამოჩენას თუნდაც 5 წუთით :(

მაგრამ წინ ივნისის ბოლოა ;), როდესაც სტივი ფირმაში დაბრუნდება. აი მერე ვნახოთ! ;)

მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ ხვალ საღამოს 9 საათიდან დაიწყება პირდაპირი ტრანსლაცია WWDC-იდან.

გავაკეთე ახალ არხი ტვიტერზე: http://twitter.com/gemug ვინც ვერ ახერხებთ ხვალ საღამოს ბარ დუნაში მოსვლას, შეგიძლიათ აქ უცქიროთ.

კვირაზე ნაკლები დრო დარჩა კონფერენციის დაწყებამდე. უკვე 8 ივნისს ფილ შილერი მოხსენებით გამოვა და გახსნის ღონისძიებას. დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ცალი თვალით შევიჭყიტოთ ღონისძიების ჩატარების ადგილზე.

ადამ ჯეკსონის მიერ გადღებული ფოტოების მიხედვით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წლევანდელი კონფერენციის ლოზუნგი იქნება: „One year later. Light-years ahead“ (ერთი წლის შემდეგ. წინ სინათლის წლებია).

ეს ფრაზა ეხება პროგრამების მაღაზიას AppStore, რომელიც შარშან გაიხსნა და ამ ხნის განმავლობაში ამ მაღაზიიდან მილიარდი გადმოქაჩვა განხორციელდა.

WWDC 2009
WWDC 2009
WWDC 2009
WWDC 2009

დანარჩენი 20 ფოტო შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.flickr.com/photos/adamjackson/sets/72157619180454716/detail/