Skip to content

გამარჯობა, მეგობრებო. დიდი, ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია საკუთარ ბლოგში, მითუმეტეს, Apple-ის თემატიკაზე. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა/აქვს, რაზეც ალბათ სხვა დროს დავწერ. მოდი, ახლა იმ თემას მივხედოთ, რაც სათაურში გამოვიტანე და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დღეებში.

დავიწყოთ იმით, რომ Apple-ის სპეციალური ღონისძიებები უკვე მრავალი წელია რაც ტარდება, მათ შორის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღონისძიებაა. მასზე როგორც წესი წარმოადგენენ ხოლმე კომპანიის პროგრამული უზრუნველყოფის დიდ განახლებებს და ხანდახან აპარატურული უზრუნველყოფის განახლებასაც მიაშველებენ ხოლმე. ასეთი ღონისძიებების კოლექტიური ყურება მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე ტრადიციად იქცა და არც ქართული Apple-საზოგადოება ჩამორჩება მსოფლიოს.  2008 წლიდან, კერძოდ 1 აპრილიდან ჩაეყარა საფუძველი ჩვენს შეკრებას. ეს ხან რომელ კაფე-რესტორანში ხდებოდა და ხან — რომელში. მთავარია, ინტერნეტი ყოფილიყო გამართული. მერე ორიოდე წლით ჩავარდა შეკრების ტრადიცია, რაც ფრიად სამწუხაროა. მაგრამ აი, უკვე წლევანდელი წლიდან ჩვენ შევეცდებით აღარ ცავაგდოთ არცერთი ღონისძიება და რეგულარულად შევიკრიბოთ. ამჯერად შეკრების ადგილი არცერთი თბილისური საზ. კვების ობიექტი არ გამხდარა, არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გვიმასპინძლა. ამ შეკრების ამსახველ ფოტოებს სხვა სტატიაში შემოგთავაზებთ, ამჯერად იმას გეტყვით, რომ სამწუხაროდ ხალხის ის ოდენობა, რომელმაც თავდაპირველად სურვილი გამოთქვა მოსვლაზე, ვერ/არ მოვიდა. მოკლედ, ოციოდე კაცი შევიკრიბეთ და დაველოდეთ ღონისძიების ვიდეო-ტრანსლაციის დაწყებას.

ჩვეულებისამებრ, კონფერენციის საკვანძო პრეზენტაცია კომპანიის ამჟამინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა გახსნა. ტრადიცია, CEO-ს მიერ პრეზენტაციის წაყვანისა, ჯერ კიდევ სტივ ჯობსისგან მოდის და უცვლელად ხორცილედება უკვე მრავალი წელია. ჩვენ მოგვიანებით, ან თუნდაც ცალკე სტატიაში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რითი იყო ეს კონფერენცია გამორჩეიული, განსხვავებული და რატომ აღარ არის Apple ის კომპანია, რომელსაც ჩვენ სტივ ჯობსის დროს ვიცნობდით. კარგია, თუ ცუდი, ამას ჩვენ ალბათ რამოდენიმე წლის შემდეგ გავიგებთ.

წელს იყო მოლოდინები, რომ პროგრამულთან ერთად, აპარატურულსიახლეებსაც მივიღებდით 2 ივნისს. თუმცა ეს არ დადასტურდა და 2 საათიანი პრეზენტაცია მხოლოდ საოპერაციო სისტემების საკმაოდ დიდ ცვლილებებს დაეთმო.

აქცენტი გადატანილი იყო იმ სიახლეებზე, რომლებიც დეველოპერებისათვის იქნება მნიშვნელოვანი და რომლებიც განსაზღვრავენ იმ კურსს, რომელიც Apple-მა აირჩია უახლოესი რამოდენიმე წლისათვის. ამის შეფასება ამ ეტაპზე ცოტა ძნელია, თუმცა ის ხელსაწყოები, რაც ღონისძიებაზე აჩვენეს, შესაძლებლობას მოგვცემს შექვმნათ ისეთი რამეები, რაც Android-ზე გაცილებით გვიან გამოჩნდება.

ახლა მოდი თანმიდევრულად მივყვეთ წარმოდგენილ სიახლეებს.

...continue reading "WWDC 2014 — მოლოდინები და შედეგები"

თანახმად "Apple-ის საიმედო წყაროებისა", ახლა კომპანია სერიოზულად ფიქრობს წელიწადში ორი კონფერენციის ჩატარების შესაძლებლობაზე.

როგორც ცნობილია, წლევანდელ კონფერენციაზე ძირითადი აქცენტი გაკეთდა iOS პლათფორმაზე, ხოლო სამაგიდე Mac OS X-ისათვის აღარ დარჩა დრო.

გამოითქვა წყრომა ორ ციკლიანი კონფერენციების გამო (ერთ წელს მობილური გადაწყვეტილებები, მეორე წელს — სამაგიდე), ეს ფრიად შეაფერხებს ორივე პლათფორმის განვითარებას. შესაბამისად გაჩნდა იდეა, რომ იანვარში ჩატარდეს WWDC რომელიც მხოლოდ Mac OS X-ს მიეძღვნება.

მეგობრებო, ახლაღა დავბრუნდით მე და ჩემი მეუღლე! ძალიან მაგარი ღონისძიება გამოვიდა! ახლა ძალიან დაღლილი ვარ (მანამდე სამსახურში 9 საათი რთულ სამუშაოს ვაკეთებდი), ხვალ დილიდანვე შემოგთავაზებთ კუპრეტინოს სიახლეების სრულ ჩამონათვალს!

ჰო, ძალიან კარგი წიგნით დამასაჩუქრეს!

WWDC 2010 Tbilisi
WWDC 2010 Tbilisi

2

წარმოგიდგენთ მსოფლიო ლატარეას, რომლის შედეგებიც პირდაპირ არის დამოკიდებული სტივის პრეზენტაციაზე.

ჟურნალისტი Matt Hickey, მისი განცხადებით ნამყოფია სტივ ჯობსის 5 ან 6 გამოსვლაზე მაინც. აი რას წერს იგი: „ეს ყველაფერი ძალიან მხიარული რამ გახლავთ, როდესაც თქვენ იქ არ იმყოფებით. ხოლო თუ იქ ხართ (როგორც ჟურნალისტი), თქვენ ზედმეტად კონცენტრირებული ხართ პრეზენტაციის სწორ აღქმაზე, სტატიის დაწერაზე, ფოტოების გადაგზავნაზე და ა.შ.

Bingo
Bingo

ამჯერად მე გართობას ვაპირებ, ვინაიდან არ ვესწრები WWDC-ის. მე გავაკეთე ლოტოს ეს ბარათი, რათა კიდევ უფრო მეტი სიამოვნება მივიღო პროცესისაგან. თქვენც შეგიძლიათ დაბეჭდოთ ის. უყურეთ პრეზენტაციას და შეეცადეთ შეავსოთ მთელი მწკრივი ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად ან დიაგონალზე.“

4

Apple-მა დაიწყო ბანერებისა და პლაკატების გამოკიდვა. მთავარი ბანერი განთავსებულია შენობის შიგნით და ზედ აწერია „The center of the app universe“ (აპლიკაციების სამყაროს ცენტრი). პარასკევს პაპარაცებმა გადაიღეს ახალი ფოტოები მოსკონე ცენტრიდან. სარეკლამო მასალები გვარწმუნებს იმაში, რომ წელს მთელი ღონისძიება კონცეტრირებული იქნება iPhone OS-ის გარშემო.

WWDC iPhone
WWDC iPhone
WWDC iPhone
WWDC iPhone

დანარჩენი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ.

როგორც გვატყობინებს AppleInsider-ი, უახლოეს ორ კვირაში შეიძლება განახლდეს Mac MINI, სადაც Mini-DVI პორტის ნაცვლად დაემატება ასე დიდხანს ნანატრი HDMI.

ამაზე მიუთითებს მაკ მინის უჩვეულო დეფიციტი აშშ-ში, სადაც დაფიქსირდა მოწოდების ვადის გადაწევებიც კი.

ამის გარდა, რამოდენიმე ეგზემპლარის შეკვეთის მცდელობისას, მივიღეთ უარი განმარტებით: „არ გვაქვს საწყობში და არ ვიცით როდის გვექნება“.

ყველა ამ ფატორს ნარნარად მივყავართ მაკ მინის ახალ მოდელამდე, რომლებიც... ცოტა მოულოდნელია. საქმე იმაშია, რომ ეფლის ტრადიციულად ძალზედ იშვიათად ანახლებს ამ კომპიუტერს, თუთქოს ეზარება ხოლმე. ბოლო განახლებას, რომლეიც გასულ შემოდგომაზე მოხდა, ორი წელი ველოდით. ამიტომ 6 თვის მერე ახალი განახლება ცოტა არ იყოს და უცნაურია.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ან დღევანდელი WWDC გადაწყვეტს ამ საკითხს (რაც მეეჭვება), ან არადა უახლოეს ხანში ვიხილავთ ახალ მინის.

WWDC-ის დაწყებამდე ზუსტად 24 საათი და 45 წუთი დარჩა.

უკვე სამი წელია ამ ღონისძიებაზე გამოდის აიფონის ახალი ვერსია. 2007 წელს გამოვიდა iPhone 2G, 2008 წელს — iPhone 3G, ხოლო შარშან, 2009 წელს — iPhone 3GS.

რაც შეეხება iPod Touch-ებს, მათი გამოჩენა WWDC-ზე არ არის მოსალოდნელი. სავარაუდოდ ეს მოხდება It’s Only Rock ‘n Roll 2010-ზე სექტემბერში.

ესეც ასე, დაიწყო! Apple-ი შეუდგა საგამოფენო დარბაზის Moscone Center-ის მორთვას.

თუ რას წარმოგვიდგენს კომპანია ამ ღონისძიებაზე ჯერ-ჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, თუმცა ეფლი არ მალავს, რომ ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება iPhone OS-ის პლათფორმაზე. იმის ალბათობა, რომ შევძლებთ ვიხილოთ Mac OS X 10.7 ძალიან დაბალია.

მანამდე კი მოდით ვნახოთ ზოგიერთი ფოტო.

WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010
WWDC 2010

Apple-მა გამოუშვა სპეციალური აპლიკაცია დეველოპერებისათვის WWDC 2010-ის ჩატარებასთან დაკავშირებით. პროგრამა შეიცავს ყველა მიმდინარე სესიის სიას, პრეზენტაციების ჩატარების განრიგს, კონფრენციის სიახლეებს და სხვა საცნობარო მსალებს.

WWDC App
WWDC App

აპლიკაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომია მხოლოდ დეველოპერებისათვის, ვინც შეიძინა WWDC-იზე დასაწრები ბილეთი.