Skip to content

ბოლო დრომდე კომპანია Google-ი აქტიურად იყენებდა Windows-ს, ხოლო იშვიათად Linux-სა და Mac-ს. მაგრამ იანვრის „ჩინურმა შემოტევამ“ ცხადყო, რომ საჭიროა ამ საკითხში კორექტივების შეტანა.

გუგლი აღარ შეიძენს მაიკროსოფტის პროდუქციას ადრეული რაოდენობით — კორპორაცია ირჩევს მაკს, ვინაიდან თვლის ამ ოპერაციულ სისტემას უფრო დაცულს და უსაფრთხოს. ჯერ-ჯერობით საუბარია სამაგიდე კომპიუტერებზე. გუგლის გეგმებშია ასევე საკუთარ ოს-ზე გადასვლა.

1

ტოპ-მენეჯრების ყოველწლიურ კონფრენციაზე CEO Summit საუბრისას, Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა აღიარა, რომ მისმა კომპანიამ ტყუილად დაკარგა დრო ოპერაციული სისტემა Windows Vista-ს შექმნაზე. „ჩვენ ძალიან ვეცადეთ და შედეგად ტყუილად დავკარგეთ ათასობით კაც-საათი“, — განაცხადა ბალმერმა.

Windows Vista-ს წარმოება ძალიან გაიწელა, ალბათ უფრო იმის გამო, რომ Microsoft-ი ჯიუტად ცდილობდა დაენერგა გამჭოლი DRM-ი. ეს მართლაც ტიტანური შრომა გამოვიდა, რომელმაც ადექვატური აღიარება ვერ პოვა. მაშინ როდესაც Microsoft-ი ამ ამოცანაზე ტვინს ასხამდა, კონკურენტებმა Apple-ისა და Google-ის სახით დაიპყრეს ინტერნეტ-შიგთავსის ბაზარი. ბალმერის გამოსვლის ფრაგმენტები შეგიძლიათ ნახოთ 30-წუთიან ვიდეოში (Silverlight).

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის ახალი ვერსია, 7.7, რომელიც საჭიროა მთელი რიგი სიახლეების გასააქტიურებლად, — iPhone 3G, iPhone OS X-ის ახალი ვერსია, ინტერნეტ-მაღაზია AppStore და სერვისი MobileMe, რომელმაც .Mac-ი შეცვალა.

აღნიშნული სიახლების მხარდაჭერის გარდა, iTunes 7.7-ის სიახლეებს შორისაა iPhone/iPod touch -ის საშუალებით მაკის კომპიუტერის დისტანციური მართვის შესაძლებლობა სპეციალური პროგრამით, რომლის ჩამოტვირთვაც შესაძლებელია AppStore-დან.

განახლების დაყენება შესაძლებელია Apple Software Update-ის მეშვეობით Mac OS X და Windows სისტემებისათვის.

წყარო: Apple

განახლება აყენებს პუ-ს, რომელიც შესაძებლობას იძლევა უსადენო მიერთებით გამოვიყენოთ ოპტიკური დისკწამყვანები, რომლებითაც აღჭურვილია Mac ან PC კომპიუტერები, MacBook Air-თან ერთად გამოსაყენებლად.

განახლების Mac-ვერსია დაყენებსიათვის მოითხოვს Mac OS X 10.4.10 Tiger-ს ან უფრო ახალს ან Mac OS X 10.5 Leopard-ს. დისტანციურ დისკწამყვანად გამოყენებისათვის, რომელიც დაყენებულია PC-ში, საჭიროა Microsoft Windows XP ან Vista.

განახლების გადმოტვირთვა შესაძლებლია აქედან: Mac OS X (ფაილის ზომა — 61,4 მბაიტი), Windows (4,8 მბაიტი).

წყარო: Apple

რა გველის 2011 წელს? თუ ძალიან გაგვიმართლებს, ზუსტად სამი წლის შემდეგ ვიხილავთ Microsoft-ის შემდეგი თაობის ახალ ოს-სს — ე.წ. Windows 7, რომელზეც ჯერ-ჯერობით არაფერი არაა ცნობილი, თუ არ ჩავთვლით განცხადებას შემუშავების სამწლიანი ვადის შესახებ. მზიანი კალიფრონიის კონკურენტების პერსპექტივები გაცლებით უფრო თვალწარმტაცია - Gartner-ის ანალიტიკოსების აზრით, იმავე 2011 წელს Apple-ის საბაზრო წილი აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში გაორმაგდება.

ასეთი წარმატების მიზეზი ორმაგია: ერთის მხრივ, სტაბილურად მზარდი მოთხოვნილება, მეორეს მხრივ - კონკურენტების უსუსურობა წარმოადგინონ შესაბამისი სიძლიერის პროდუქტები. Gartner-ი აგრეთვე ვარაუდობს, რომ 2012 წლისათვის პორტატული კომპიუტერების წილი მობილურ მოწყობილობებს შორის მხოლოდ ნახევარი იქნება - დიდი პოპულარობას მოიპოვებენ „ჯიბის ინტერენტ-კომუნიკატორები 400 დოლარად ან უფრო იაფად".

ძალიან ჰგავს iPhone-ს, არა?

საინსტალაციო დისკებზე, რომლებიც მოყვება Apple Mac Pro-ს, Boot Camp-ის დრავიერების შემადგენლობაშ შედის დრაივერები Microsoft Windows Vista-ს 64-ბიტიანი ვერსიისათვის.

Boot Camp-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ ამ პროგრამული უზურნველყოფით შეიძლება სარგებლობა Microsoft Windows XP-ის და Vista-ს მხოლოდ 32-ბიტიანი ვერსიებთან, იმ შემთხვევის გამოკლებით, როდესაც ინსტალაცია მიმდინარეობს Mac Pro-ზე, - ამ შემთხვევაში შესაძლებელი ხდება 64-ვერსიების გამოყენება.

გამორიცული არაა, რომ Leopard-ის მორიგი განახლება, Mac OS X 10.5.2, აღჭურვილი იქნება Boot Camp-ის განახლებული ვერსიით, სადაც მხარდაჭერილი იქნება 64-ბიტიანი ოს-ების მხარდაჭერა ყველა Mac-ზე Intel Core 2 Duo პროცესორით.

წყარო: MacRumors

მოკლედ: პირველ რიგში რათქამუნდა iTunes-ი: ახალ ვერსიაში 7.6 გაჩნდა ვიდეო-გაქირავების ახალი ფუნქცია (გამოსახულების DVD-ხარიასხი, გარჩევადობა 720p HD). ჩვენთვის არცთუისე აქტუალურია. გადმოქაჩეთ Apple.com-ის შესაბამისი განყოფილებიდან 

ახალი QuickTime 7.4:

განახლდა Front Row: შესწორებულია შეცდომები, გაუმჯობესებულია თავსებადობა iTunes-თან.

განახლდა iMovie 7.1.1 ვერსიამდე:

პირველი ოქტომბრისათვის კომპანია Net Applications-ის ექსპერტებმა გამოიყვანეს კვარტალური სტატისტიკა Apple-ის პროდუქციასთან მიმართებაში. მათი არითმეთიკა 2007 წლის სექტემბრისათვის შემდეგნაირია: PPC-სისტემების წილი შეადგენს მსოფლიო ბაზრის 3,38%-ს, სულ ცოტათი ჩამორჩება ინტე-ვერსია – 3,23%, რაც ჯამში გვაძლევს 6,61%-ს მსოფლიო ბაზრისა. ეხლა შევადაროთ ეს სამი ციფრი ამ წლის ივნისის თვის მონაცემებს – მაშინ მაკინტოშების წილი შეადგენდა 6,46%-ს. ხოლო ოთხი წლის წინანდელი შედეგების გათვალიწინებით გამოვა, რომ ამ პერიოდში Apple-ის პროდუქციის წილი დაახლოებით ორი პროცენტით გაიზარდა.

გრაფიკზე გამოსახულია Microsoft Windows-ის და Mac OS X-ის წილის ზრდის დინამიკა ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში. უკომენტაროდ.

რათქმაუნდა Net Applications-ის ახალი გამოკვლევა სრული არ იქნებოდა Web-ბრაუზერების პოპულარობის გამოკვლევის გარეშე: ამ ეტაპზე Apple Safari-თ სარგებლობს 5,07% ინტერნეტ-მომხმარებელი. საერთო სურათი კი ასეთია: MS Internet Explorer – 77,86%, Mozilla Firefox – 14,88%, Apple Safari – 5,07%, Opera – 0,87% и Netscape – 0,72%. გრაფიკულად ეს ყველაფერი ასე გამოიყურება.

Apple-მა გამოუშვა iTunes-ის Windows-ვერსია - iTunes 7.4.3.

განახლება ასწორებს მთელ რიგ უწესროგობებს, რომლებიც წარმოიშვება ახალი პორტატული მედია-საკრავის iPod touch-ის PC კომპიუტერებზე ინციალიზაციისას.

Apple-ის საინფორმაციო ვებ-საიტზე, რომელიც ეძღვნება iTunes 7.4.3-განახლებას, შესაძლებელია ამ ბმულით. იქვე შესაძლებელია ჩამოსატვირთი ბმულის მიღება. ფაილის ზომაა 49 მბაიტი.

განახლების დაყენება აგრეთვე შესაძლებელია Mac OS X Software Update-ის საშუალებით.

წაყარო: Apple