Fusion-ის მომდევნო ბეტა-ვერსია Leopard Server-ის მხარდაჭერას მიიღებს

კომპანია Vmware–მა განაცხადა, რომ ვირტუალური მანქანა Fusion 2.0–ის მომდევნო ბეტა–ვერსიაში, სტუმარი საოპერაციო სისტემის, სახით Mac OS X Leopard Server–ის მხარდაჭერა გაჩნდება.

სტუმარი საოპერაციო სისტემის სახით Leopard–ის სერვერული ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა, წლის დასაწყისში Apple–ის მიერ სალიცენზიო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ერთ სისტემაში რამდენიმე ვირტუალური სერვერის გაშვების საჭიროება შესაძლოა მაშინ დადგეს, როდესაც რამდენიმე სერვერს შორის ამოცანის განაწილება, ან ერთდროულად რამდენიმე საოპერაციო სისტემის – მაგალითდ Mac OS X Server–ის, Windows–ის და Linux–ის გამოყენებაა საჭირო.

Fusion 2.0–ის ფინალური ვერსიის გამოშვების თრიღი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია.

წყარო: VMware

VMWare-მა გამოუშვა Fusion 1.1.1

კომპანიამ VMware გამოუშვა თავისი ვირტუალური x86-მანქანის განახლება — Fusion 1.1.1.Fusion-ის ახალ ვერსიაში უნიფიცირებულია მუშაობა მალსახმობ კლავიშებთან კლავიატურის Mac- და Win-განლაგებებში – ისეთების, როგორიცაა, Command-C და Control-C. ამის გარდა, გამოსწორდა პრობლემები File Vault-თან Leopard-ში, Ethernet-ის და Wi-Fi-ის მუშაობა, გაუმჯობესებულია მუშაობა Boot Camp-თან და ა.შ. განახლება უფასოა რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის.

წყარო: VMware

VMware-ი წარმოგვიდგენს Leopard Server-ის მუშაობას ვირტუალურ მანქანაში

კომპანიამ VMware ამ დღეებში სან-ფრანცისკოში გამართულ გამოფენაზე Macworld Conference & Expo 2008 წარმოგვიდგინა ოპერაციული სისტემის Mac OS X 10.5 Leopard Server ვირტუალურ მანქანაში მუშაობა.

კომპანია ხაზს უსმევს, რომ ვირტუალურ მანქანაში ეშვება Leopard-ის არამოდიფიცირებული ვერსია, გამოიყენება სტანდარტული დრაივერები, მათ შორის – USB-პორტების, მყარი დისკების კონტროლერების, Ethernet-ადაპტერების.

რამდენიმე დღის წინ VMware-ის კონკურენტმა, კომპანიამ Parallels განაცხადა სერვერული ვირტუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის გამოსვლის შესახებ იგივე ფუნქციებით.

Mac OS X 10.5 Leopard-ის გამოშვებით, Apple-მა ცოტათი შეცვალა თავისი პოლიტიკა ოპერაციული სისტემების ვირტუალურად გაშვებასთან დაკავშირებით. ადრე Mac OS X Server-ის ლიცენზიაში ნაქვამი იყო, რომ Apple-ი არ იძლევა ამ ოპერაციული სისტემის რამდენიმე ეგზემპლარის ერთდოული გაშვების უფლებას.

წყარო: VMware

VMWare Fusion 1.1-ი მხარს უჭერს DirectX 9.0-ს

კომპანიამ VMware განაცხადა მათი პროგრამის ახალი ვერსიის – VMware Fusion 1.1, აგრეთვე ახალი უტილიტის გამოსვლის შესახებ, რომელიც ავტომატურად აკონვერტირებს ვირტუალურ მანქანებს, რომლებიც სხვა პროგრამებშია შექმნილი (მაგალითად, Parallels Desktop), Fusion-ის ფორმატში.

განახლება უფასოა VMware Fusion 1.0-ის მფლობელებისათვის. კომპანიის განცხადებით, ახალი ვერსია შეიცავს 25 განახლებას, მათ შორის – Mac OS X 10.5 Leopard-ის, სამგანზომილებიანი გრაფიკის და DirectX 9.0-ის ექსპერიმენტალურ მხარდაჭერას, ვირტუალური მანქანის Boot Camp Vista ტომიდან გაშვება, გამჯობესებები ფუნქციაში Unity, რომელიც შესაძლებლობას იძლევა განთავსდეს Windows-ფანჯრები Mac OS X-ის სამშაოდაფაზე და სხვ.