Skip to content

ვიცი რომ დაგპირდით ჩემი პირადი მიმოხილვის მომზადებას Snow Leopard-ის შესახებ. მაგრამ ბოლო 1,5 თვის განმავლობაში ჩემს გარშემო განვითარებული ფანტასტრიურად მაგარი ამბების გამო (თუ რა, ზუსტად 2 დღეში მოგახსენებთ) ეს ვერ მოხერხდა.

ბოდიშს გიხდით, ვინც ელოდით მიმოხილვას და პირობას გაძლევთ რომ ის აუცილებლად დაიწერება!

4

ჩემი ფისო ჩამოვიდა:

Snow Leopard Unboxing
Snow Leopard Unboxing
Snow Leopard Unboxing
Snow Leopard Unboxing

ხვალ ირბისის ჩემი ასლი ჩემთან იქნება უკვე!

თუ კვირის ბოლომდე არ დამხვრიტეს სამსახურში, აუცილებლად შემოგთავაზებთ მიმოხილვას!

64 Bit
Snow Leopard

ბოლო დროს ქსელში დიდი გაურკვევლობაა იმასთან დაკავშირებით, თუ ირბისის რომელი ნაწილი მუშაობს 64-ბიტიან რეჟიმში და რომელი - 32-ბიტიანში. წერენ , რომ ირბისში მაკების უმრავლესობა იტვირთება 32 ბიტიან რეჟიმში და თუ როგორი საშინელებაა ეს მთელი კაცობრიობისათვის. ამის გარდა, მაკების ბევრი მოდელის EFI (Extensible Firmware Interface, BIOS-ის ანალოგი), არ უზრუნველყოფს 64-ბიტიან რეჟიმს.

ამ ყველაფერს არეულობა შეაქვს მომხმარებელთა ტვინებში და იწვევს უმარავი კითხვის გაჩენას ეფლის მიერ განცხადებული 64 ბიტიას შესახებ, მაგალითად: „რა, სინამდვილეში არა აქვთ ეს 64-ბიტი?“, „და მე ეს რაში გამომადგება?“ და ა.შ. ის ფაქტი, რომ კომპიუტერის ჩატვირთვისას ღილაკებზე „6“ და „4“ დაჭერით შესაძლებელი ხდება ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში ჩატვირთვა, კიდევ უფრო აბნევს ხალხს - გაუგებარია, რატომ არ ჩართო ეს რეჟიმი ეფლმა ნაგულისხმევად. ეს პატარა სტატია იმედია გაგარკვევთ ამ საკითხში.

პროცესორი და ბირთვი

როდესაც ეფლი ამბობს იმაზე, რომ ირბისი სრულიად მხარს უჭერს 64-ბიტიან რეჟიმს, კომპანია ამაში გულისხმობს, რომ თითქმის ყველა აპლიკაცია, რომელიც ოს-ს მოყვება, გადაწერილი იქნა ამ რეჟიმში სამუშაოდ. და აი რატომაა ეს კარგი: ჯერ ერთი, 64 ბიტიანი გამოთვლები საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ 4 გბ მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. მეორეც, პროგრამების 64-ბიტიან რეჟიმში მუშაობისას წარმოიქნება წარმადობის განსაზღვრული მატება. ინეტლის პროცესორები, რომლებიც თქვენს მაკებშია, შეიცავენ ჩადგმულ მათემატიკურ ოპერაციებს, რომლებიც ამ რეჟიმში უკეთ მუშაობენ. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთი ამოცანა, სადაც ინტენსიურად გამოიყენება მათემატიკური ოპერაციები, უკეთ და სწრაფად იმუშავებს.

თუ თქვენს მაკში პროცესორი არის Intel Core 2 Duo ანდა Intel Xeon, თქვენი მაკი მხარს უჭერს 64-ბიტიან რეჟიმს. და აპლიკაციებიც ამ რეჟიმში იმშავებენ, მიუხედავად იმისა, თუ რა რეჟიმშია გაშვებული ბირთვი, 32 თუ 64 ბიტი. ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში გაშვების ერთადერთი უპირატესობა გახლავთ 32 გბ-ზე მეტი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება.

აპლიკაციებს, რომლებიც ირბისში იმუშავებენ, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ 16 ეგზაბაიტი (1 EB = 1024 პეტაბაიტი) ვირტუალური მეხსიერება ზუსტად ისევე, როგორც მათ ემუშავათ 64-ბიტიან რეჟიმში. შედეგად სხვაობა ბირთვის ჩატვირთვის რეჟიმებს შორის პრაქტიკულად არ არსებობს.

არსებობს მოსაზრება რომ ირბისის შემდგომ ვერსიებში 64-ბიტიან რეჟიში ბირთვის ჩატვირთვა ნაგულისხმევად იქნება ჩართული.

EFI

მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი ბირთვის 64-ბიტიან რეჟიმში გაშვებისათვის გახლავთ EFI, რომელიც უზრუნველყოფს 64 ბიტს. ამის გასაგებათ ტერმინალში აკრიფეთ:

ioreg -l -p IODeviceTree | grep firmware-abi

შედეგად მიიღებთ ან „EFI32“ ან „EFI64“ - ვფიქრობ გასაგებია რასაც ნიშნავს ეს. თუ არ გაგიმართლა და მიიღეთ EFI32 - ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ბირთვი ვერ ჩაიტვირთება ამ რეჟიში, მაგრამ აპლიკაციები იმუშავებენ 64-ბიტიან რეჟიმში.

მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება - „რატომ?“, იმ გაგებით, თუ რატომ მოაწყო ეფლმა ასეთი აურზაური ამ საკითხთან დაკავშირებით. პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია, ჯერ-ჯერობით ბირთვის ყველა kext-ი (kernel extension, იგივე დრაივერები) არ არის გადატანილი 64 ბიტზე ამიტომაც ეფლმა ბირთვის ჩატვირთვა 32 ბიტზე დააყენა ყოველი შემთხვევისათვის. ამის გარდა, როგორც უკვე ზემოთ გავარკვიეთ, აპლიკაციებისათვის მნიშვნელობა არა აქვს ამ პრობლემას, ამიტომაც თქვენც ნუ მიაქცევთ ყურადღებას.

განსაკუთრებით ცნობისმოყვარეთათვის არსებობს პროგრამა 32- or 64-bit Kernel Startup Mode Selector, რომელიც არა მარტო გაჩვენებთ, თუ რისი მხარდაჭერა აქვს კომპიუტერს, არამედ სურვილის შემთხვევაში ჩატვირთავს მას სასურველ რეჟიში.

ამ და ამ მასალებზე დაყრდნობით

ტესტები

ტესტებს შორის, რომლებშიც ირბისმა აჯობა ლეოპარდს, იყო დამარქაფების (ირბისი საშუალოდ 32%-ით უფრო სწრაფი იყო), გამორთვ ის, ვიდეოს H.264 ფორმატში კოდირების, PDF დოკუმენტების დათვალიერების, JavaScript-ბენჩმარკის Sunspider-ის, 2 გბ საქაღალდის დაარქივების, iPhoto-ში ფოტოების იმპორტის და Pages-ში დოკუმენტების გადაფურცვლის ტესტები. კიდევ ორ სხვა ტესტში უკეთესი აღმოჩნდა ლეოპარდი, ხოლო დანარჩენ ტესტებში შედეგები პრაქტიკულად იდენტური აღმოჩნდა.

ჩემს მიერ ირბისის რამდენიმეკვირაინი კვლევის სუბიექტური გამოცდილება ძირითადში შეესაბამება ლაბორატორიული კვლევების შედეგებს. როგორც ჩანს, ზოგიერთი ამოცანა ირბისზე უკეთ სრულდება, ზოგში - ცვლილება არაა. მთლიანობაშ ვფიქრობ, რომ მომხმარებელთა უმეტსეი ნაწილი გადაწყვეტს, რომ ირბისი უფრო სწრაფად მუშაობს.

მიუხედავად ამისა, იმ პროგრამულ უზურნველყოფას, რომელიც ირბისზე მუშაობს, აქვს შანსი უფრო აჩქარდეს მომავალში. ეს მოხდება იმის გამო, რომ ეფლმა დეველოპერებს ორი ახალი ტექნოლოგია წარმოუდგინა, რომელთა გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა აჩქარება.

პირველი მათგანი გახლავთ Grand Central Dispatch-ი, რომელიც პროგრამისტებს ეხმარება დაყონ პროგრამები მცირე ნაწილებად, რათა მათ უკეთ გამოიყენონ მრავალბირთვიანი პროცესორის შესაძლებლობები. პროგრამისტებს მოუწევთ გარჯა პროგრამის დაყოფისათვის, მაგრამ ეფლი ამბობს, რომ მათ იმედი აქვთ, რომ ეს გაცილებით მარტივი იქნება ვიდრე ადრე. შედეგად მივიღებთ უფრო სწრაფად მომუშავე პროგრამულ უზურნველყოფას.

მეორე ტექნოლოგია გახლავთ OpenCL - ეს არის სისტემა, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ პროგრამისტებმა სისტემაში არსებული გრაფიკული პროცესორის სიმძლავრეების მოსახმარად. ცალკეული ამოცანების გრაფიკულ პროცესორზე გადატანა ხელს შეუწყობს ძირითადი პროცესორის განტვირთვას, რაც ასევე ხელს უწყობს აჩქარებას.

შორსმიმავალ პერსპექტივაში კომპიუტერული წარმოება მიდის კიდევ უფრო მრავალბირთვიანი პროცესორების და ზემძლავრი გრაფიკული პროცესორების გამოშვებისაკენ. შესაძლოა, ახლა თქვენ მაკს არ ააქვს მძლავრი GPU, მაგრამ ირბისში ახალი ტექნოლოგიის დამატებით ეფლი საფუძველს უყრის მომავლის კომპიუტერებში არსებული სიმძლავრეების გამოყენებას.

სიმართლე ითქვას, არცერთი ეს ტექნოლოგია არ არის საფუძველი იმისა, რომ ირბისი შეიძინოთ, მაგრამ მომავალში შეძენილი მაკი გაცილებით უფრო სწრაფი იქნება.

და ბოლოს, ორიოდე სიტყვა სტაბილურობაზე. როგორც წესი სისტემის ყოველი განახლება - ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი ფუნქციონალურობის მატებაში და სტაბილურობის კლებაში. ეფლის ინჟინრებს თითქმის ორი წელი ჰქონდათ იმისათვის, რომ აღმოეფხვრათ ლეოპარდის ყველა პრობლემა. ეჭვი არაა, ახალ ფუნქციებს ახალი შეცდომები მოყვება. მაგრამ სიხარულით მინდა გაუწყთ, რომ საერთო ჯამში ირბისი ისეთივე სწრაფი და სტაბილურია. დიახ, მე გახლდით მოწმე Safari-ს რამდენიმე დაცემისა და მომიწია მენახა Mail-ის რამდენჯერმე ავარიული დასრულება. მიუხედავად ამისა არ ვნანობ, რომ ლეო-დან ირბისზე გადმოვედი.

Macworld-ის რჩევა მომხმარებლებს

Snow Leopard-ი გახლავთ ოპერაციული სისტემის ყველაზე იაფი განახლება ბოლო 8 წლის განმავლობაში. გარანტირებულად, რომ ეს არის განახლებების და ფუნქციების კოლექცია. მაგრამ ფასი იმდენად დაბალია, რომ უბრალოდ ვალდებულიხ ართ რომ შეიძნოთ ახალი ოს-ი.

წყარო: MacWorld

დღეს გთავაზობთ გუშინ დაწყებული სტატიის მეორე ნაწილს. ხვალ ბოლო, მესამე ნაწილი იქნება

ცვლილებები აპლიკაციებში

Mac OS X-თან ერთად მომხმარებელი იღებს ორმოცდაათამდე დიდ და პატარა აპლიკაციას და სამარჯვს, რომლებიც ქმნიან მაკის მომხმარებელთა გამოცდილების საფუძველს (Mac user experience). თუ თქვენ გაქვთ საყვარელი პროგრამა, ნამდვილად შეამჩნევთ მცირე, მაგრამ ცვლილებას.

Snow Leopard Review — Preview
Snow Leopard Review — Preview

ყველაზე მეტი ცვლილება განიცადა Preview-მ, უნივერსალურმა სამარჯვმა სურათების და PDF-დოკუმენტების სანახავად. მე მას ვიყენებ როგორც ნაგულისხმევ აპლიკაციას PDF-დოკუმენტების სანახავად უკვე მრავალი წელია და ვთვლი, რომ ის სჯობნის Adobe Reader-ს სიჩქარით და ინტერფეისით. ამ პროგრამის ახალ ვერსიაში სასიამოვნო სიახლეებია, მაგალითად ტექსტის ახლებული მონიშვნა სვეტებიან დოკუმენტში. ასევე დაემატა ანოტაციების ახალი პანელი, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარები დოკუმენტზე.

Snow Leopard Review — Quick Change
Snow Leopard Review — Quick Change

ზოგიერთ პროგრამას, TextEdit-ს, Mail-ს და iChat-ს, მაგალითად შეუძლიათ გამოიყენონ ცვლილებების ერთიანი სერვისი, რომელსაც შეუძლია გაასწოროს ტიპიური შეცდომები (მაგალითად the-ი the-ზე), შეცვალოს უბრალო ფრჩხილები მომრგვალებულით და პირიქით, გადააქციოს ორმაგი მინუსი და სამი წერტილი გრელ ტირედ (em dashes) და სამწერტილად შესაბამისად. კიდევ მეტი, ჩანართი „ტექსტი“ ენის და ტექტის პანელზე შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ საკუთარი ცვლილებები.

სისტემური პარამეტრები - ეს ის ადგილია, სადაც ყველაზე მეტად ჩანს 64 ბიტიან აპლიკაციებზე გადასვლის კვალი. თუ მხოლოდ სტანდარტული პატამეტრების პანელებს იყენებთ, ყველაფერი კარგად იქნება. მაგრამ თუ ასხვა მწარმოებლების პანელზე გადახვალთ, სისტემა გაგაფრთხილებთ რომ უნდა გადახვიდეთ 32 ბიტიან რეჟიმში, რათა შეძლოთ ამ პანელის გახსნა. რათქმაუნდა, ერთი-ორჯერ ეს მოსათმენია, მაგრამ პარამეტერების ხშირად ცვლისას მოსაბეზრებელი ხდება ნამდვილად. იმედია დეველოპერები მალე გადააკეთებენ თავიანთ პროგრამებს 64 ბიტიანი სისტემისათვის. ირბისს მოყვება Safari 4, ბრაუზერის ყველაზე ბოლო ბერსია. ეს ვერსია ხელმისაწვდომი იყო უკვე ლეოშიც, მაგრამ ირბისში ის მუშაობს 64 ბიტიან რეჟიმში. ეს აჩქარებს JavaScript-ის მათემატიკურ ოპერაციებს. კიდევ უფრო მნშვნელოვანია ის, რომ ბრაუზერის ჩადგმები (მაგალითად Flash-ი) ეშვება როგორც ცალკეული პროცესები, რაც იმას ნიშნავს რომ ბრაუზერის „დაკიდება“ პარქიკულად გამორიცხულია.

Snow Leopard Review — QuickTime
Snow Leopard Review — QuickTime

QuickTime Player-ი, ძველი, მრავალნაცადი ხელსაწყო აუდიო და ვიდეო ფაილების გასაშვებად, მთლიანად გადასხვაფერდა ირბისში. როგორც ადრე მოგახსენეთ, ახალ ვერსიას იმდენი ფუნქცია აკლია ძველ ვერსიასთან შედარებით, რომ ეფლმა დაამატა QuickTime Player 7 დამატებითი დამკვრელის სახით.

ეფლი ამბობს, რომ ახალი QuickTime Player-ი გამიზნულია მედიის დაკვრაზე და ტრაბახობს ახალი ინტერფეისით. თუმცა ინტერფეისი პრაქტიკულად არ არსებობს. უბრალოდ გახსენით ფილმი და დაინახავთ რომ ის სრულიად მარტოდ გამოჩნდება, მხოლოდ ზემოდან ექნება ჩარჩოს შავი ზოლი. როდესაც რთავთ ვიდეოს, ინტერფეისი მთლიანად ქრება, მხოლოდ გამოსხულება რჩება, ინტერფეისის ყველა ელემენტი მხოლოდ მაუსის მიმთითებლის გამოსხაულებაზე მიტანისას ჩნდება.

ეს ინტერფეისი კარგია, თუ იყენებთ ყურების სრულეკრანიან რეჟიმს, წინააღმდეგ შემთახვევაში სრული კატასტროფაა. პარამეტრების ნებისმიერი ცვლილება აიძულებს გამოჩნდეს მცურავი ზოლი, რომელიც ვიდეოს ნაწილობრივ ფარავს. ყოველთვის, როდესაც მინდოდა ხმის აწევა ან დაწევა, ეს მცურავი ზოლი ჩნდება ეკრანზე რჩება ერთი-ორი წამი. არა მგონია, რომ გაქრობადი ინტერფეისი კარგი იდეა იყოს. კომპიუტერთან მუშაობის მრავალი წლის განმავლობაში ვისწავლე ყოველი ფანჯრის გარჩევა დამახასიათებელი ზედა ზოლის მიხედვით. ახლა კი გაჩნდა პროგრამა, რომელსაც არ გააჩნია არანაირი ჩარჩოები, ის თავისთვისაა. სიმართლეს გეტყვით, ეს შეცდომაა. მე მომხრე ვარ, რომ სრულეკრანიან რეჟიმში დარჩეს მარტო გამოსახულება, მაგრამ თუ მე ფილმს ვუყურებ ფანჯარაში, მინდა რომ ის გამოჩნდეს როგორც ფანჯარა და არა რაღაც ანონიმური ვიდეო, რომელსაც საკუთარი ფანჯარაც კი არა აქვს.

Snow Leopard Review — Windowless
Snow Leopard Review — Windowless

მიუხედავად იმისა, რომ QuickTime Player X-ი გამიზნულია ძირითადად ვიდეოს საყურებლად, მას აგრეთვე გააჩნია ჩასწორების ზოგიერთი ფუნქცია. შესაძლებელია ფილმის დამოკლება, მხოლოდ საბაზო ფუქნცია, მარტივი. ფუქნცია „გაზიარება“ ასევე შეკვეცილია: შესაძლებელია ფილმის ექსპორტი სამ სტანდარტულ ვარიანტად და აგრეთვე მათი ათვირთვა MobileMe-ზე ან YouTube-ზე. მთლიანობაში, ამ პროგრამის ახალი ვერისა იმედებს გაგიცრუვებთ.

QuickTime-ს გააჩნია აგრეთვე ჩაწერის ფუქნციაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაიწეროთ ეკრანი და შეინახოთ ფილმად. არაჩვეულებრივი მცირედი ცვლილებები

ვინაიდანინტერფეისის გლობალური ცვლილება არ მომხდარა, მარტო მცირედი საჩუქრებით დაკმაყოფილერბა მოგვიწევს, რომელბიც ირბისში მრავლადაა.

Snow Leopard Review — Eject
Snow Leopard Review — Eject

დისკის ამოღება ამიერიდან გაცილებით მარტივია. ამიერიდან, როგორც კი მომინდება დიკის ამოღება, მისი ხატულა ნელ-ნელა უფერულდება და სისტემა ყველა გაშვებულ აპლიკაციას უგზავნის სიგნალს, რომ მათ უნდა გაათავისუფლონ დისკი. უმეტეს შემთხვევებში დიკი უპრობლემოდ ამოვა, თუ რათქმაუნდა იმ მომენტში არ ხდება მისდგან წაკითხვა. მაგრამ თუ დაკავებულია, სისტემა შემატყობინებს, რომ მე ვერ შევძლებ დისკის ამოღებას და დამსიახელებს იმ პროგრამას, რომელიც ამ მონეტში ახდენს წაკითხვას.

როგორც მაკის მუდმივი მომხმარებელი, მე მუდმივად ვამყოფებ მას ძილის რეჟიში როდესაც არ ვსარგებლობ. ლეოპარდში (და წინა ვერსიებშიც), მიმაუნტებული სერვერები ითიშებოდნენ დაძინების შემდგომ. ირბისი ამ სიტუაციას უკეთ უმკლავდება. ის ცდილობს ხელახლა მიუერთდეს სერვერს. მთლიანობაში ეს ფუნქცია კარაგდ მუშაობს. ირბისი ასევე უფრო ჭკვიანიცაა, როდესაც საქმე ეხება ფაილების ზიარ გამოყენებას დაძინებულ მაკებთან. როდესაც რომელიმე სხვა მაკი შეეცდება გამოიყენოს ფაილი თქვენს ჩაძინებულ კომპიუტერში, ის გაიღვიძებს, მიაწვდის ფაილს და ხელახლა ჩაიძნებს. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ სწორად დააკონფიგურირებთ ქსელს, შეძლებთ იქონიოთ წვდომა ფაილებთან, როდესაც ამის საჭიროება იქნება.

Snow Leopard Review — Editor
Snow Leopard Review — Editor

პროგრამისტებისატვის საინტერესო იქნება ის, რომ ირბისში შრიფტი Monaco შეიცვალა ახალი შრიფტით, Menlo-თი, რომელიც დაფუძნებულია გარნიტურებზე Vera და DejaVu. დარწმუნებული ვარ, რომ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც მისწონთ ძველი მონაკო შროფტი, თუმცა მე არ მომწონს.

ბოლოს სკრიპტებმა და ავტომატორმა კარგი განახლება მიიღეს ირბისში. ირბისის ფარული ფუნქციაა ჩამოტვირთული ფაილების მავნებლობაზე შემოწმება - ტროანებზე და ვირუსებზე. ეს ახალი შესაძლებლობა ჩართულია დაცვის არსებულ სისტემაში, რომელიც გაფრთხილებთ საფრთხის შემთხვევაში. ეს მინიმალური სახის დაცვაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში სრულიად საკმარისი. მიუხედავად ამისა, ეს ანტივირუსი მაინც არაა, ამას არც ეფლი არ უარყოფს.

გაგრძელება იქნება...

2009 წლის 28 აგვისტოს ეფლმა გამოუშვა თავისი ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია - Mac OS X 10.6 Snow Leopard-ი. ჩემს მიერ ოფიციალურად შეძენილი დისკი (რომელიც 24.99 დოლარი დამიჯდა ამაზონზე) მხოლოდ ორ კვირაში ჩამოაღწევს თბილისში, მანამდე გთავაზობთ Macworld-ის დეტალურ და ზუსტ მიმოხილვას.

Snow Leopard Review
Snow Leopard Review

ბოლო ათწლეული ეფლმა მიუძღვნა თავისი ოპერაციული სისტემის, Mac OS X-ის შექმნა/გაუმჯობესებას, გააერთიანა რა კლასიკური Mac OS-ი და სტივ ჯობსის კომპანია Next-ის ტექნოლოგიები შთამბეჭდავ ოპერაციულ სისტემაში, რომელსაც მრავალი საუკეთესოდ თვლის. მაგრამ მუდმივი გაუმჯობესებების და განახლებების ათწლეულის შემდეგ ეფლმა ტაინ-აუტი აიღო Snow Leopard-ის გამოშვებით. ახალი ფუნქციების დამატების მაგივრად, ეფლმა გადაწყვიტა გამოიყენოს ახალი ოს-ი, რათა საბოლოოდ გაწყვიტოს კავშირი წარსულთან, დაგეგმოს მომავალი და გაანადგუროს კონკურენტები.

შედეგად მივიღეთ Mac OS X-ის განახლება, რომელიც არ გაქვს არცერთ დანარჩენს, ისეთი განახლება, რომელიც აჩქარებს კომპიუტერს, ამცირებს გამოყენებულ დისკურ სივრცეს, ასწორებს ათობით ფუქნციას და საფუძველს უყრის ახალი თაობის კომპიუტერებს, რომლებიც აღჭურვილნი არიან 64 თანრიგიანი მრავალბირთვიანი პროცესორებით, ზემძლავრი გრაფიკული პროცესორებით და ოპერატიული მეხსიერების შთამბეჭდავი მოცულობით. ეს თვისებები განახლების დაბალ ფასთან ერთად ($29) ხდის Snow Leopard-ს ყველაზე დიდ განახლებად Mac OS X 10.1-ის შემდეგ (რომელიც სხვათაშორის უფასო იყო).

განახლება

განსხვავებით ადრინდელი ვერსიებისა, რომელთა დაყენება თავისუფლად შეიძლებოდა ნებისმიერ ძველ მაკზე, თუკი ის აკმაყოფილებდა სისტემურ მოთხოვნებს, ირბისის ლიცენზია კონკრეტულად ზღუდავს მხოლოდ Leopard-ამდე, რომელიც გაყიდვაში 2007 წლის ოქტომბერში გამოვიდა. თუ თქვენ ლეოს მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ განაახლოთ ერთი მაკი 29 დოლარად ან შეიძნოთ საოჯახო ლიცენზია 5 კომპიუტერზე 49 დოლარად. მოიაზრება, რომ Tiger-ის მომხმარებელები - პრინციპში ხალხი, რომლებმაც Intel-მაკები შეიძინეს ლეოს გამოსვლამდე და განახლება არ გაუკეთებიათ - იყიდიან Mac Box Set, რომელიც შეიცავს Snow Leopard-ს, iLife ’09-ს და iWork ’09-ს. ფასი $169.

მიუხედავად ამისა, მაიკროსოფტისაგან განსხვავებით, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ვინდოუსის უთვალავ ვერსიას და რომლებშიც სავალდებულოა სერიული ნომრის შეტანა, ეფლი ენდობა მომხმარებელთა კეთილსინდისიერებას. Snow Leopard-ი არ საჭიროებს სერიულ ნომერს, ამასთან ის ჩატვირთვადი დისკია, არ ითხოვს ადრეული ვერსიის არსებობას ხისტ დიკსზე. ეს ნიშნავს, რომ შემდგომშ სისტემის გადაყენებისას აღარ დაგჭირდებათ ლეოპარდის საინსტალაციო დისკის ქონა.

ირბისის დაყენების პროცესი ერთგვარად განსხვავდება წინა ვერსიების დაყენებისაგან. იმის მაგივრად, რომ მოითხოვოს დაუყოვნებლივ გადატვირთვა, ბევრი რამე ხდება ინსტალატორის გაშებისთანავე. პრინციპში ეფლმა გაამარტივა პროცესი. ახლა თქვენ აყენებთ ინსტალაციის პარამეტრებს და შეგიძლიათ სხვა საქმეებს მიხედოთ, ყველაფერს დანარჩენს მაკი თვითონ გააკეთებს. ამის გარდა ინსტალაციის დროც შემცირებულია.

თუ გადაწყვეტთ ინსტალაციის მორგებას, შენიშნავთ, რომ პრინტერის დრაივერების დაყენება სრულიად განსხვავებულად ხდება. წინა ვერსიებში საჭირო იყო კონკრეტული მწარმოებლების დრაივერების დაყენება. ეს ცოტათი აბნევდა ხალხს: „თუ მე არ დავაყენებ HP-ს დრაივერებს ახლა, ნიშნავს ეს რომ უკვე ვეღარ შევძლებ ამას შემდგომში?“ ირბისი ასე არ მუშაობს. ამის მაგივრად ის ავტომატურად აყენებს ადრე გამოყენებული პრინტერის დრაივერს. თუ კომპიუტერი ინტერნეტშია ჩართული, ის იქიდან გადმოქაჩავს დრაივერს. ამის გარდა ის დააყენებს ეფლის აზრით პოპულარული მოდელების დრაივერებს.

Snow Leopard Review
Snow Leopard Review — Drivers

ეფლი ტრაბახობდა, რომ ირბისს ნაკლები დისკური სივრცე დასჭირდებოდა ინსტალაციისას, ვიდრე წინა ვერსიებს: გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ზუსტად რომ პრინტერის დრაივერების ინსტალციის ახლებული მოდელი გახლავთ ამ ეკონომიის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილად ვკარგავთ გიგაბაიტებს იმ დრაივერებზე, რომლებიც არ გვჭირდება.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ახალ პრინტერს დავაყენებთ? თუ ამ მომენტში ინტერნეტთან წვდომა არის, პრობლემა არ შეგექმნებათ, ირბისი ავტომატურად გადმოტვირთავს დრაივერებს.

შერჩევითი ინსტალაციის ფანჯარაში არის აგრეთვე სხვა პარამეტრებიც, რომლებზეც ყურადღების მიქცევა საჭიროა. Rosetta, ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას გაძლევთ PowerPC-პროცესორისათვის დაკომპილირებული კოდის გაშვებას ინტელ-პროცესორზე, ხელმისაწვდომია, მაგრამ ნაგულისხმევად არ არის ჩართული ინსტალაციის პროცესში. ის სულ რამდენიმე მეგაბაიტს იკავებს დისკზე, ამიტომ უმჯობესია, თუ ჩართავთ მისი დაყენების თოლიას. რომ გავიგოთ, არის თუ არა აპლიკაცია ძველი პროცესორისთვის დაწერილი, მონიშნეთ იგი და დააჭირეთ ღილაკებზე Cmd+I; თუ მითითებულია „Application (PowerPC)“, მაშინ ასეთ პროგრამას ესაჭიროება Rosetta.

თუ ამას არ გააკეთებთ ისნტალაციისას, ხოლო შემდგომში დაგჭირდებათ მოძველებული აპლიკაციის გაშვება, ირბისი გიჩვენებთ მოტივტივე სარკმელს, სადაც ახსნილია რომ გესაჭიროებათ როზეტა და შემოგთავაზებთ მის ინსტალაციას. შემიძლია ვივარაუდო, რომ ამ ტექნოლოგიის ოფციონალური შესაძლებლობების სიაში შეტანით ეფლი ცდილობს შეახსენოს დეველოპერებს, რომ დროა უკვე მათ თავიანთი აპლიკაციები გადააკომპილირონ ინტელის პროცესორებისათვის. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა არც კი იცის თუ რა ტიპის აპლიკაციას იყენებენ, ასეთი ნაბიჯი საკმაოდ მკაცრი მეჩვენება.

კიდევ ერთი ტექნოლოგია, რომელიც უეცრად გამოჩნდა დაყენების პარამეტრებში - არის QuickTime. არა, QuickTime-ი არ გახდა ოფციონალური. მაგრამ მისი ახალი ვერსია რადიკალურად განსხვავდება ძველი მოდელისაგან, როგორც iMovie ’08-ი iMovie HD-სგან: აპლიკაციის იმიჯის სრული შეცვლა, მრავალი ფუნქციის ამოღება. თუ თქვენ ანახლებთ ლეოს ირბისამდე და QuickTime-ის პროფესიული ვერსია გაქვთ, დაინახავთ რომ ის კვლავაც დარჩენილია სისტემაში, თუმცა გადაადგილებულია საქაღალდეში /Applications/System Programs/. თუ უბრალო ვერსია გეყენათ, მაგრამ მაინც გესაჭიროებათ კლასიკური ვერსია, ინსტალაციის დროს შეძლებთ მის არჩევას.

ნაცნობი სახე

წინა ვერსიებისაგან განსხვავებით, რომლებსაც მნიშვნელოვანი განახლებები შეჰქონდათ მაკის ინტერფეისში, ირბისი ძველებურად გამოიყურება, როგორც ლეო. არ მომხდარა ფერთა სქემის ან ხელსაწყოთა პანელის რადიკალური ცვლილება. მიუხედავად ამისა ეფლმა მაინც გააუმჯობესა ზოგიერთი პროგრამის ფუნქციები, მაგალითად Dock-ის და Exposé-სი.

ერთი შეხედვით ახალი Dock-ი ძველებურად გამოიყურება. მე არაერთგვაროვნად ვუდგები ერთ კოსმეტიკურ ცვლილებას: თუ მაუსის მარჯვენა ღილაკს დააჭერთ ნებიმიერ ელემენტს, დაინახავთ რომ კონტექსტური მენიუ აღარ გამოიყურება როგორც შავი ტექსტი თეთრ ფონზე. ამის მაგივრად თეთრი ტექსტი გამოდის შავ, ნახევრად გამჭვირვალე ფონზე. როგორც ჩანს, მენიუ დოკს დაამსგავსეს, სულ ესაა.

ამიერიდან შესაძლებელია სტეკებში ქვე-საქაღალდეებში გადაადგილება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ სტეკების ფუნქციამ მოიმატა ახალ ვერსიაში. შეგიძლიათ გადაფურცლოთ იგი ბადის რაჟიმში. ეს საშუალებას გაძლევთ დაინახოთ გაცილებით მეტი ვიდრე ადრე, რაც ფრიად სასარგებლოა, თუ ბევრი ობიექტი გაქვთ. ასევე შესაძლებელია საქაღალდეზე დაწკაპუნება, მასში ჩაღრმავების მიზნით, და შიგთავსი აგრეთვე სტეკში გამოჩნდება. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ რეგულარულად დამეწყო ბადისებრი რეჟიმის გამოყენება.

Snow Leopard Review — Stacks
Snow Leopard Review — Stacks

არასდროს დიდი ფანატი არ ვყოფილვარ იმისა, თუ როგორ მართავს Mac OS X-ი ფანჯრების ჩაკეცვის ფუქნციას, რომელიც ამ ოს-ის სულ პირველი ვერსიიდან არის ხელმისაწვდომი. მიუხედავად შთამბეჭდავი ანიმაციისა, არასოდეს მიყვარდა ყვითელი ღილაკის დაჭერა ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში. ჩასკეცილი ფანჯრები უწესრიგობას ქმნიდნენ დოკში, არასოდეს შემეძლო იმის დამახსოვრება, თუ რა ჩავკეცე იქ და თუ ვაჭერდი ამათუიმ ობიექტს, ისინი დაუკითხავად იწყებდნენ დოკიდან ამოხტომას. ამიტომაც ყვითელ ღილაკს არასოდეს არ ვიყენებდი.

Snow Leopard Review
Snow Leopard Review — Dock

ყვითელი ღილაკის ფანატებო დაწყნარდით: ნაგულისხმევად ირბისი კვლავაც ახდენს ფანჯრების ჩაკეცვას იმავე მეთოდით, როგორც ადრე. ხოლო მათთვის, ვისაც ეს არ მოწონდა, არის ალტერნატიული მეთოდი: თოლია „ფანჯრების ჩაკეცვა აპლიკაციის ხატულაზე“. თუ ჩავრთავთ ამ თოლიას, ყვითელ ღილაკზე დაჭერის შედეგად ფანჯარა კვალავაც ჩაიკეცება, ოღონდ უკვე აპლიკაციის ხატულაზე. ეს რეალურად ამარტივებს მუშაობის პროცესს, როდესაც კვლავ საჭირო ხდება ფანჯრის გაშლა (ჩაკეცილი ფანჯრები ხატულაზე ინიშნება პატარა რომბით). ჩაკეცილი ფანჯრების სიის ნახვა შესაძლებელია კლავიშები კომბინაციით Ctrl+მაუსის დაწკაპუნება აპლიკაციის ხატულაზე დოკში. კიდევ უკეთესია ის, რომ ეს ფუნქცია მუშაობს Exposé-ში: როდესაც იძახებთ Exposé-ს, ყველა ჩაკეცილი ფანჯარა გამოისახება ეკრანის ქვედა ნაწილში.

Snow Leopard Review — Expose
Snow Leopard Review — Expose

აგრეთვე გაუმჯობესებულია Exposé-ც. ჩემი საყვარელი დამატება - ეს როდესაც აჭერთ და არ აუშვებთ აპლიკაციის ხატულას დოკზე, ამ დროს Exposé აჩვენებს ამ აპლიკაციის ყველა გახსნილ ფანჯარას. მათთვის, ვინც უფრო მაუსით სარგებლობს, ვიდრე კლავიატურით, ეს უფრო ბუნებრივია, ვიდრე კლავიატურაზე სპეციალური ღილაკის ძებნა. ეს drag-and-drop დროსაც მოქმედებს: გადაათრიეთ ობიექტი აპლიკაციის ხატულაზე და დაყოვნდით წამის მცირედით, მაშნ გაეშვება Exposé. შედეგად თქვენ შეძლებთ ობიექტის განსაზღვრულ ფანჯარაში გადატანას, რაც მას წინა პლანზე გადმოანაცვლებს. ეს ჭკვიანური დანამატია, რაც Exposé-ს უფრო სასარგებლოს ხდის.

Snow Leopard Review — Quick Preview
Snow Leopard Review — Quick Preview

ირბისი ვერ გვაოცებს გარეგანი ცვლილებებით, სამაგიეროდ კაპოტის ქვეშ ცვლილებები შთამბეჭდავია, Finder-ი - ეს ფაქტობრივად ახალი სისტემის მინიატურაა. პირვანდელი Finder-ი შეიქმნა Carbon Framework-ის საშუალებით. მაშინ მთავარი მიზანი გახლდათ კლასიკური მაკიდან მარტივი გადასვლა ახალ ოპერაციულ სისტემაზე. მიუხედავად ამისა, ბოლო რამდნეიმე წლის განმავლობაში ეფლმა მკაფიოდ გვანიშნა, რომ კარბონის დრო დასრულდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ 64 ბიტიანი აპლიკაციები მხოლოდ Cocoa-ზე უნდა იყოს დაწერილი.

ირბისის თითქმის ყველა აპლიკაცია 64 ბიტიანია; ეს ნიშნავს, რომ საჭირო გახდა ძველი პროგრამების, რომელბიც კარბონზეა დაწერილი, გადაწერა კოკოას გამოყენებით. ზუსტად ეს გააკეთა ეფლმა Finder-თან მიმართებაში, თუმცა გერეგნულად ისი ისეთივე დარჩა. ხატულების გამოსახვის ზოგიერთი ცვლილების გარდა ახალი თითქმის არაფერია. ეფლი ამბობს, რომ ფაინდერი ამიერიდან უკეთესი უნდა იყოს, როდესაც ის 64 ბიტიან რეჟიმში მუშაობს და უკეთ იყენებს პროცესორების რამდენიმე ბირთვს (ეს Grand Central Dispatch-ის დამსახურებაა. ამაზე ოდნავ მოგვიანებით). მაგრამ Finder-ს ხანდახან შეიძლება „სლოკინი“ დაეწყოს, თუმცა ინჟინრებმა კარგად იმშავეს. მომხმარებლები სასიამოვნოდ იქნებიან გაოცებულნი იმით, რომ ეფლმა როგორც იქნა შეასწორა გრძივი ღოლაკის (ფანჯრის ზედა მარჯვენა კუთხე) მუშაობის პრინციპი. ახლა ის აქრობს ხელსაწყოთა ზოლს და გვერდითა პანელს სასიამოვნო ანიმაციური ეფექტით.

Exchange-ი Entourage-ის გარეშე

როდესაც ეფლმა პიეველად გადაწყვიტა Exchange-ის გამოყენება, მან ის ძირითადად აიფონს მოარგო. ეს საშუალებას გვაძლევდა ტელეფონშივე გვენახა ფოსტა, კალენდრები, კონტაქტები პირდაპირ Exchange-ის სერვერიდან. ახლა ირბისში შესაძლებელი ხდება კომპიუტერის საფოსტო პროგრამიდან პირდაპირი კავშირი Exchange-თან. კონკრეტულად ამისათვის გამოიყენება Mail, iCal და AddressBook.

Snow Leopard Review — Calendar
Snow Leopard Review — Calendar

მე ვიყენებ ირბისს Exchange-სერვერთან ერთად უკვე ორიოდე კვირაა და ყველაფერი კარგად, წყნარად და სტაბილურად მუშაობს. შემიძლია დავადასტურო თათბირზე მიწვევები, შევამოწმო დაკავებული თუ თავისუფლები არიან კოლეგები, დავგეგმო შეხვედრები.

მაშ ასე, უკვე კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ეფლმა გახსნა რა WWDC-ი, წარმოგვიდგინა არა მარტო უფრო იაფი მაკები, ახალი iPhone 3GS, არამედ პრაქტიკულად დასრულებული Mac OS X 10.6, კოდური სახელწოდებით Snow Leoaprd (ქართულად ამ ცხოველს ირბისი ჰქვია. მართალია არ შეიძლება სავაჭრო ნიშნების თარგმნა, უბრალოდ მოფერებით ვეძახი :)). ერთი წლის წინ წარმოდენილი, იგი გაიზარდა, მოემატა მრავალი ახალი ფუქნცია, დავაჟკაცდა და საერთოდ თითქმის მზადაა.

გაფრთხილება

მიუხედავდ ახალი ოს-ის მზაობისა, მაინც არ გირჩევთ ჯერ-ჯერობით მის დაყენებას. დაელოდეთ საბოლოო ვერსიას სექტემბერში.

დაყენება

როგორც იყო დაპირებული ეფლის მიერ, დაყენება სწრაფად ხდება, გაცილებით სწრაფად ვიდრე ლეოსი. ინსტალაციისას კვლავაც შესაძლებელია არასავალდებული კომპონენტების დაყენების გათიშვა (პრინტერის დრაივერები, ენის პაკეტები და ა.შ.). ასევე შესაძლებელია Rosetta-ს გათიშვაც. ეს კომპონენტი უზურნველყოფს PowerPC პროგრამების გაშვებას ინტელ მაკზე.

დაყენების შემდგომ ეშვება ცნობილი ოსტატი, გალაქტიკაში მფრინავი მრავალენოვანი მისალმებებით (ქართულად ჯერ არ არის ;)).

წარმადობა

სისტემა მართლაც საკმაოდ სწრაფია ლეოაპრდთან შედარებით. და ამას ნუ დავაბრალებთ სუფთად დაყენებულ სისტემას (რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის სწრაფია, რა ვერსიაც არ უნდა იყოს). სისტემა სწრაფად იტვირთება და საერთოდ ყველაფერს სწრაფად აკეთებს. გაცილებით სწრაფად ამუშავდნენ.

ცვლილებები ინტერფეისში

როგორც ცნობილია, ვერსიაში, რომელიც დეველოპერებს დაურიგეს, არ შევიდა Expose-ს ახალი ვარიანტი, რომელმაც პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ამის გარდა, ფაინდერიც გარეგნულად ისევე გამოიყურება, მიხედავად იმისა, რომ მთლიანად გადაწერილია Cocoa-ს გამოყენებით. არის მცირედი ცვლილებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იხატება ინტერფეისის ელემენტები, თუმცა დიდი არაფერი.

ცვლილებები QuickTime-ში

ახალი QuickTime Player-ი  — უკვე აღარაა ისეთი მძლავრი ხელსაწყო, რომლის საშულებითაც შესაძლებელი იყო ვიდეოს ჩასწორება. ამიერიდან YouTube-ის დამატებაა ფაქტობრივად, რომელიც ვიდეოდან რაღაც მონაკევთის ამოჭრის შესაძებლობას მხოლოდ და მერე მის ატვირთვას ვიდეო-სერვერზე.

შესაძლოა ფინალურ ვერსიაში რამეს გამოასწორებენ, მაგრამ ამ ეტაპზე ფრიად არასასიამოვნო ფაქტია.

რამე-რუმეები

Activity Viewer-ი აჩვენებს საინტერესო ინფორმაციას:

  • ჯერ ეს ერთი, როგორი თანრიგობით (32 თუ 64) მუშაობს ესათუის აპლიკაცია;
  • მეორეც, ის აჩვენებს აპლიკაციის არა საერთო დატვირთვას, არამედ მისი ცალეკული მოდულებისა;

თუ აპლიკაცია ჩამოიშალა, შესაძლებელი გახდება გავიგოთ ამის მიზეზი.

მნიშვნელოვნად გადამუშავდა სამარჯვი Image Capture, რომელსაც როგორც იქნა ნორმალური ინტერფეისი არგუნეს.

როგორც იქნა კვლავ დააბრუნეს ლეოპარდში გამქრალი ფუნქცია კლავიატურის ავტომატური გადართვისა!

ვაშა!

კიდევ სიახლე: ეკარნის სურათის გადაღებისას მიღებულ ფაილებს ნორმალური სახელები ერქმევათ, რომელშიც მითითებულია თარიღი და დრო.

ის, რაც არ ამუშავდა

რათქმაუნდა, ზოგოერთმა აპლიკაციამ შეწყვიტა მუშაობა. მაგალითად SuperDuper-ს აშკარად ესაჭირეობა გადაკეთება მწარმოებლის მიერ. ასევე ჩემი საყვარელი iStat menus, მის გარეშე ვერ წარმომიდგენია მაკთან მუშაობა :(

სხვა ჯერ-ჯერობით არ მინახავს. თუ რამეა, უცხოურ ბლოგებსაც ვადევნებ თვალს და დავწერ აუცილებლად მკვდარ აპლიკაციებზე.

ეპილოგი

მოკლედ, კარგი რამეა ეს ოხერი! არის მცირე პრობლემები, რომლებსაც რელიზის გამოსვლამდე 3 თვეში იმედია გაასწორებენ. ოს-ი გამოვიდა, კომპაქტური, სწრაფი და ხარისხიანი.

Snow Leopard-ზე, იგივე ირბისზე დღეს ყველა საუბრობს. ჩვეულებრივი მომხმარებელი ალბათ დაფიქრდება პირველ რიგში შემდეგზე: რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალი ოს-ი გაეშვას მის მაკზე.

სპეციფიკაციაში ნათქვამია, რომ ახალ ვერსიაში განცხადებულია OpenCL ტექნოლოგიის და 64-თანრიგიანი გაანგარიშებების სრული მხარდაჭერა, რაც საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან აპლიკაციები, რომლებიც გამოიყენებენ სისტემის გამოთვლით სიმძლავრებს სრული დატვირთვით.

OpenCL, საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ გრაფიკული პროცესორი გაანგარიშებებისათვის, როდესაც ის ნაკლებადაა დატვირთული. ეს შესაბამისად მომატებულ მოთხოვნებს უყენებს გრაფიკულ პროცესორებს. მინიმალური მოთხოვნებია:

NVIDIA:

  • Geforce 8600M GT
  • GeForce 8800 GT
  • GeForce 8800 GTS
  • Geforce 9400M
  • GeForce 9600M GT
  • GeForce GT 120
  • GeForce GT 130

ATI:

  • Radeon 4850
  • Radeon 4870

ამ პროცესორების დიდი ნაწილი გასულ წელს არის გამოსული, ეს კიდევ ნიშნავს, რომ ამ სიახლეების გასინჯვას შეძლებთ შემდეგ მანქანებზე:

  • MacBook Pro: 2007-ის შუიდან და უფრო გვიანდელი
  • MacBook: 2008-ის ბოლო და უფრო გვიანდელი
  • iMac: მხოლოდ 2009-ის მოდელები და უფრო გვიანდელი
  • Mac Mini: მხოლოდ 2009-ის მოდელები და უფრო გვიანდელი
  • Mac Pro: ყველა მოდელი, რომელიც გაივლის შესაბამის განახლებას, 2009 წლის მოდელებს უკვე აქვთ ამ ტექნოლოგიების შესაბამისი მხარდაჭერა.

ძირითად პროცესორთან მოთხოვნების თვალსაზრისით დიდი სიახლები არაა, მაგრამ ვინაიდან ასევე ჩართულია 64-თანრიგიანი გაანგარიშებების სრული მხარდაჭერა, ამიტომ აქაც არის პატარა პრობლემები. ინტელზე აწყობილი მაკების პირველი მოდელები იყო 32-თანრიგიანი, მაგრამ კომპიუტერების დიდი ნაწილი უკვე მხარს უჭერს 64-თანრიგიან გაანგარიშებებს, შესაბამისად მომხმარებელთა დიდ ნაწილს პრობლემები არ ექნებათ. პრობლემები სავარაუდოდ ექნებათ შემდეგი მოდელების მფლობელებს:

  • MacBook Pro, MacBook, iMac: მოდელები 2006 წლის ბლოსათვის
  • Mac Mini: მოდელები 2007 წლის შუამდე

ეს არ ნიშანავს იმას, რომ სისტემა არ გაეშვება. უბრალოდ ხელმისაწვდომი არ იექნება ზოგიერთი ახალი ფუნქცია.

შემოდგომაზე ღირშესანიშნავი ამბავი მოხდება. თუმცა, ეს ფაქტი იმდენად ღირშესანიშნავი არაა iMac-ის და MacBook-ის მფლობელებისათვის, როგორც ახალი ოს-ის დაყენება.

საქმე იმაშია, რომ ირბისი, Mac OS-ის ახალი ვერსია, ისევე როგორც თავის დროზე Mac OS 8.5, თავისი გამოსვლით აღნიშნავს წინა თაობის პროცესორების საბოლოო დასამარებას. როგორც 1998 წელს, როდესაც ეფლი დაემშვიდობა 680x0 ტიპის პროცესროს, ასევე ეხლაც სამუდამოდ წყდება PowerPC პროცესორის გამოყენება.