Skip to content

„გუშინ გაიმართა დისკუსია Windows-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმ საკითხზე, გამოიყენებს თუ არა ერთი კონკრეტული კომპანია ჩვენს ოპერაციულ სისტემას“, — გვატყობინებს Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი. — „ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ“.

ამ ისტორიაში არსებობს მცირე ქვეტექსტი, რომლის არშემჩნევა არ შეიძლება. ვინც არა ხართ საქმის კურსში, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ამასწინდელი ჩანაწერი ბლოგზე.

ახლა კი ნახეთ რას ამბობს Microsoft:

„როდესაც საუბარი მიდის უსაფრთხოებაზე, ჰაკერებიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ყველაზე უკეთ ვმუშაობთ ჩვენი პროდუქტების დაცულობაზე. და არა მარტო ჰაკერები ამბობენ ამას, არამედ ბაზრის გავლენიანი მოთამაშენიც, ინდუსტრიის ლიდერები. InfoWorld-ის დღევანდელ სტატიაში განიხილება, თუ რამდენად არიან მაკ-კომპიუტერები დაუცველნი საშიში პროგრამული უზურნველყოფისაგან. Microsoft-ი მომხმარებელთა უსაფრთხოებას მთავარ პრიორიტეტად აყენებს“.

ლამაზი ჭორი სტივ ბალმერის WWDC-ზე გამსოვლის შესახებ არ დასტურდება. რედმონდიდან მოვიდა ამ თემის გაბათილება ტვიტერის მეშვეობით.

Steve Balmer — WWDC
Steve Balmer — WWDC

მოკლედ, ბალმერი არ დაესწრება WWDC-ის. არაუშავს საინტერესო ისედაც ბევრი გველის 7 ივნისს.

2010 წლის 26 მაისს, ოთხშაბათს მოხდა ამბავი, რომელიც ერთი მხრივ არაფერზე არ მოქმედებს, მაგრამ მეორე მხრივ ნიშანდობლივია როგორც Apple-ისათვის, ასევე მთელი ინდუსტრიისათვის: კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ შეადგინა 222 მილიარდი დოლარი, რაც სამი მილიარდით უფრო მეტია, ვიდრე Microsoft-ის კაპიტალიზაცია იმავე დღეს.

აქვე უნდა შევიტანო ერთი დაზუსტება, რომ საბაზრო კაპიტალიზაცია — საკმაოდ ფარდობითი რამ გახლავთ და აჩვენებს კომპანიის მიერ გამოშვებული აქციების საერთო ღირებულებას. ხოლო ვინაიდან აქციების კურსს ახასიათებთ მერყეობა, ამიტომ კაპიტალიზაცია არ შეიძლება ჩაითვალოს ერთიპორვნულ ფინანსურ მაჩვენებლად.

მიუხედავად ამ ყველაფრისა უკვე ფაქტი, რომ ეფლმა გადაუსწრო მაიკროსოფტს, მრავლისმეტყველია. 12 წლის განმავლობაში სტივ ჯობსის გუნდმა შეძლო ამ ამჩვენებლის 4ჯერ გაზრდა და 150 მილიარდის დამატება.

ამ დღეებში Fox-ის ტელეარხის ეთერში ერთამნეთს შეხვდა მსოფიოს ორი უმდიდრესი ადამიანი — ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი. ისინი საუბრობდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრიაზე ზოგადად და სხვადასხვა კომპანიებსა და ტექნოლოგიებზე კერძოდ. ბაფეტმა მის სიტყვაში განაცხადა: „სტივ ჯობსმა უზარმაზარი სამუშაო გასწია. Apple-ი განსაკუთრებული კომპანიაა, ხანდახან ისინი წარმატებულები არიან იღაბალის გამო, მაგრამ უფრო ხშირად საუკეთესო მუშაობისა და იდეების გამო“. რაცეზ ბილ გეიტსი დაეთანხმა.

თუმცა როდესაც ბაფეტმა თქვა, რომ iPad მართლაც რევოლუციური მოწყობილობაა, რომლესაც თავისუფლად შეუძლია შექმნას ახალი დარგი, გეიტსმა უპასუხა, რომ Microsoft-ს მრავალი საინტერესო პროექტი აქვს, რომლებშიც ის ჯერ კიდევ პიონერია და რომ მომავალში მათგან უნდა ველოდოთ ინოვაციებს.

გასულ წელს Microsoft-მა წარმოგვიდგინა ინოვაციური პროექტის Courier-ის სურათები. უნიკალური პლანშეტი ორი დისპლეით ბევრ მომხმარებელს მოეწონა. რედმონდში როგორც იქნა შეძლეს რაღაცა ახლის შექმნა და ამ პროექტს ბევრი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა.

Microsoft Courier
Microsoft Courier

ამასწინათ ცნობილი გახდა, რომ Microsoft-ი უარს ამბობს Courier-ზე. თურმე იმის გამო, რომ სურს მთელი ძალების კონცენტრირება სხვა პროდუქტებზე, კერძოდ კი Windows Phone-ზე. კომპანიაშ აცხადებენ, რომ ამ პროექტის ზოგიერთი პრინციპი და იდეა გამოყენებული იქნება სხვა პროექტებში.

ნუთუ პაწარბილი ისე დაჩაჩანაკდა, რომ რამდენიმე პროექტის მართვაც აღარ შეუძლია?

3

ინსაიდერები ადასტურებენ: ყოველდღიურად Microsoft-ის ათეულობით ათასი თანამშრომელი უერთდება კორპორატიულ საფოსტო სერვერებს iPhone-ის მეშვეობით — სხვაგვარად რომ ვთქვათ, სტივ ბალმერის ყოველი მეათე ხელქვეითი ყოველდღიური საქმიანობისათვის „მტრის“ კომუნიკატორს იყენებს, რასაც Microsoft-ის კამპუსის ტერიტორიაზე რბილად რომ ვთქვათ არ მიესალმება ხელმძღვანელობა.

Microsoft's Balmer vs. iPhone
Microsoft's Balmer vs. iPhone

ტიპიური შემთხვევა ასეთი „არ მიესალმება“-სი — 2009 წლის 11 სექტემბრის ინციდენტია, როდესაც დახურულ შეკრებაზე ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაწყვიტა ბალმერის აღბეჭდვა აიფონის საშუალებით. აღმასრულებელი დირექტორის რეაქცია მყისეული იყო: მივარდა „დამნაშავეს“, ხელიდან გამოგლიჯა ტელეფონი და ძირს დააგდო ისეთი სახით, თითქოს ტეელფონის ფეხით გათელვა უნდოდა. ამის შედეგ „წაკბინა“ საცოდავს: „შევროლეს დირექტორი BMW-თი არ დადის“-ო.

გასაკვირი არაა, რომ ასეთი დამოკიდებულების გამო რიგითი თანამშრომელბი აფიშრებას არ უკეთებენ საკუთარ სიყვარულს Apple-ის პროდუქციის მიმართ და ცდილობენ სხვადასხვა ხერხებით შენიღბონ ტელეფონი. ანდა უბრალოდ იშვიათად ამოიღონ ჯიბიდან გაჯეტი ოფისში: „დაახლოებით წელიწადში ერთხელ მიწევს ბალმერთან შეხვედრა“, — გვითხრა ერთ-ერთმა უსახელო თანამშრომელმა, — „და არა აქვს მნშვნელობა, თუ ვინ დამირეკავს, მე ამ დროს ტელეფონს არ ვპასუხობ“.

10

HP Slate
HP Slate

ის, რასაც ამდენ ხანს ელოდნენ Apple-ისაგან, გუშინ მოულოდნელად წარმოადგინა Microsoft-ის გენ. დირექტორმა სტივ ბალმერმა. ლას-ვეგასში საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოფენაზე გუშინდელი გამოსვლისას ბალმერმა წარმოდგინა პლანშეტური კომპიუტერი, რომელიც Microsoft-მა HP-სთან ერთად შექმნა. პრესამ იმწუთასვე აიტაცა ეს ფაქტი და მას უწოდა "ძლიერი დარტყმა Apple-ს", რომელმაც, მრავალრიცხოვან ხმებზე დაყრდნობით იანვრის ბოლოს უნდა გამოუშვას ანალოგიური აპარატი.

ჩვენი აზრით, ის, რაც ბალმერმა გუშინ აჩვენა, ეფლის მიერ გამოშვებული პროდუქტის ფეხის ფრჩხილადაც არ ღირს. ეს არ არის ჯიჰადის გაჩაღების მცდელობა, მაგრამ ყველაფერი, რაც გამოდის ეფლის ლაბორატორიებიდან, ადრე თუ მალე საკულტო ნივთათ იქცევა ხოლმე. ეს ყველას ესმის, Microsoft-შიც კი იციან ეს. შეხედეთ, რა სურათი აირჩიეს საკუთარი მოწყობილობის ეკრანზე პრეზენტაციისათვის.

სტივ ბალმერი - და მაინც ჩვენ წავაგებთ:

HP Slate
HP Slate

5

დიდი ხანია მინდოდა მაკის ფანატებზე (რომელთა კატეგორიას მე უთუოდ მივეკუთვნები) დამეწერა. მაგრამ გუშნდელ გარდიანში ისეთი საინტერესო სტატია დაიბეჭდა ზუსტად ამ თემაზე, რომ არ შემიძლია არ გაგიზიაროთ.

ვაღიარებ: მე ფანატი ვარ. უიმედო ფანატი. მე ვიცი, რომ ჩემი ცრურეწმენა აბსურდულია, მაგრამ მე უბრალოდ არ შემიძლია ამის მართვა. ეს - Apple-ია. მე არ მიყვარს Apple-ის პროდუქტები. და რაც უფრო უკეთესია მათი დიზაინი, რაც უფრო ფართოდ უწყებენ გავრცელებას, მით უფრო არ მიყვარს. ყველაფერში დამნაშავე მათი მომხმარებლები არიან. საშინელი ხალხია, საშინელი. გეყოფათ თქვენი iPhone-ის ჩვენება. გეყოფათ თქვენი Macbook-ის ხმალივით ქნევა. გეყოფათ ჩემი დარწმუნება მათ ყიდვაზე.

მართლა გეყოფათ. ჩემთვის სულერთია თუ მაკი უკეთესია. მიმიფურთხებია, რომ მაკი უფრო მაგარია. მაკის ყველა პროდუქტს უცებ რომ გაუჩნდეს ჯადოსნური ღილაკი, რომლის დაჭერითაც მაკი ოქროს მონეტების გადმოყრას, მკვდრით აღდგომას და მოცეკვავე მარტორქების ჰოლოგრამის ხატვას დაიწყებს, მე მაინც მკიდია. მე არ ვაპირებ მაკის ყიდვას, ასე რომ ხმა ჩაიკმინდეთ და სახლშ გააჯვით. წადით სახლში. მე ვიცი, რომ თქვენ გაქვთ iსახლი. კედლები გაპრიალებული ალუმინისგანაა. სახურავზე მოკბეჩილი ვაშლის ლოგო ანათებს. თქვენ იქ მოგწონთ. თქვენ - აბსოლუტური უ რ ჩ ხ უ ლ ი ხართ.

რათქმაუნდა, შესაძლებელია იმის დაშვება, რომ მაკ-პროდუქტები მართლაც რომ შესანიშნავია, როგორც მათ აქებენ მათი პატრონები. მაგრამ რა საჭიროა ამდენი დროის ხარჯვა ურწმუნოთა აგიტაციაზე? მათ ხომ ამაში ფულს არ უხდიან. მათ უბრალოდ უნდათ საკუთარი ბედნიერების გავრცელება ყველაზე, როგორც რელიგიურ ჯვაროსნებს.

შესაბამისად, არაფერი ისე არ ანიჭებს მათ სიამოვნებას, როგორც PC-ის მფლობელის თვალყურის დევნება, რომელიც ებრძვის თავის არა-მაკ მოწოყობილობას. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათ სულიერ არჩევანს. ამასწინათ ვიჯექი ოთახში, ვცდილობდი რა რაღაც დამეწერა Sony Vaio პორტატულ კომპიუტერზე, რომელიც როგორც ჩანს Vista-ს სპეციალურად შენელებულ ვერსიაზე მუშაობდა. მცდელობა, რომ ამ საცოდავ კომპიუტერს რაიმე გაეკეთებინა - მსგავსი იყო მცდელობისა მიგეცა დავალება დეპრესიაში ჩავარდნილი თანამრომლისათვის ნელი თანამგზავრული არხით. როდესაც ვიძახებდი აპლიკაციას, ის მცირე მარადისობით ფილოსოფიურ განსჯებში ვარდებოდა და ძნელად ემორჩილებოდა ჩემს მოთხოვნებს. ყველაფერი ამის გამო კედლებზე ლამის გავედი. მე მას დამპლაი ვუწოდე, ან უარესიც კი. რაღაც მომენტში მაგიდაზე მუშტიც კი დავანარცხე.

ამან შორიახლოს მყოფი ორი მაკისტის ყურადღება მიიპყრო. მათ ჩემთან მოცურეს და ზურგსუკან ამომიდგენენ, როგორც ორი ბერ-მონაზონი.

„ჰოო, Vista-ს სიამტკბილობები“, სთქვა ერთმა.

„დროა უკვე მაკი შეიძინო“, განაცხადა მეორემ.

„ის ხომ უკეთესია“, კვლავ სთქვა პირველმა ბერმა.

„არ ინანებ“, ჩაიჩურჩულა მეორემ.

მე მოვიღუშე და მივუბრუნდი ეშმაკის მანქანას, როგორც გაჩეჩილი ლოთი პარკში, რომელიც ცდილობს განთავისუფლდეს ანონიმური ალკოჰოლიკების ორი ღვთისმოშიში რეკრუტერისაგან, იღებს რა თავის ჭუჭყიან მათარას ჯიბიდან და ჯინაზე დიდ ყლუპს სვამს. დამანებეთ თავი, ჩემთვის გავიფიქრე. ჩემთვის სულერთია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მართლები ხართ. უბრალოდ მინდა რომ გადაშენდეთ.

მე ვიცი, რომ Windows-ი საშინელებაა, ყველამ იცის ეს. Windows-ი - დაახლოებით იგივეა, რაც შარდის სუსტი სუნი მეტროში: ის იქ არის და თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ. კარგი, კარგი, მე ვიცი, რომ არსებობს სხვა ოპერაციული სისტემებიც. მაგრამ მათი მომხრეები კიდევ უფრო უარესად, ქედმაღლურად და დაჟინებულად იქცევიან, ვიდრე მაკის მფლობელები. რაც უფრო ძლიერად ცდილობენ ისინი ჩემს დარწმუნებას, მით მეტად ვეწინააღმდეგები მე მათ. მე მათვის ცხვარი ვარ. და ისინი მართლები არიან. მე უიმედო, ჩლუნგი, ზარმაცი ცხვარი ვარ. ამასთან ერთად მაზოხისტიც. ამიტომაც ვაგრძელებ Windows-ით სარგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ მძულს ამ მომენტის ყოველი წამი. ის საშინელია, ის ნელია, ცუდადაა გაკეთებული და არაფერი წესივრად არ მუშაობს: Windows-ის გამოყენება - საბჭოთა ქვეყნებში ცხოვრებასა ჰგავს 1981 წელს. და მე არაფრით არ გავცვლი ამას, იმიტომ რომ სულმდაბალი იდიოტი ვარ, მე ჩემი თავი მეზიზღება და დავიმსახურე ზუსტად ეს: განწირული ვიყო Windows-ზე მთელი ცხოვრება.

აი რატომ მყოფნის მე Windows-ი. მაგრამ მე მას არასდროს არავის არ ვურჩევ. მა საკითხში მე ისეთივე ვარ, როგორც სხვები. ჯერ არასდროს არავისთვის არ ურჩევიათ: „არ გინდა Windows-ზე გადმოსვლა?“. რეალურ სამყაროში ასეთი რამ არ ხდება.

ამ მომენატმდე. Microsoft-ი შეპყრობილი ამოცანით გადაწყვიტოს სიტყვიერი რეკომენდაციების სიმწირე, იწვევს ხალხს - რეალურ ხალხს - მოაწყონ საღამოები, რათა აღნიშნონ 22 ოქტომბერს Windows 7-ის გამოსვლა. იდეა იმაშია, რომ თქვენ უნდა მოიწვიოთ მეგობრები, ნამდვილი მეგობრები თქვენს სახლში და გაართოთ ისინი Windows 7-ის სახელმძღვანელოებით. ასე რომ შეგეძლებათ აჩვენოთ მათ, თუ როგორ უნდა ჩაწეროთ კომპაქტ-დისკი, როგორ გააკეთეთოთ სამოყავრულო ვიდეო, როგორ შეცვალოთ ეკრანის ფონი და როგორ... მოიცა, რაღაც ისე ვერაა, მე მგონია ის დაეკიდა... ეეე, მაცალე... არა, ეს ის არაა... მმმმ.... კარგი, დაივიწყე. სხვა როგორ ხართ სახლში? ეეეე... კიდევ შევხვდებით, მგონია.

ამ პროცესის მოწყობის დახმარების მიზნით მათ YouTube-ზე დადეს არაჩვეულებრივად უცნაური ვიდეოების სერია, რომელშიც 4 მსოფლიოში ყველაზე წყალწაღებული მსახიობი დგას სამზარეულოში და ერთმანეთს რჩევებს აძლევს, თუ როგორ გავაცნოთ სტუმრებს Windows7-ის საოცრებები. ისნი უბრალოდ კამერის წინ მაინც რომ იდგენენ და ტექსტს კითხულობდნენ, კიდევ ასატანი იქნებოდა; ამის მაგივრად მათ მოსთხოვეს რომ ეთამაშათ მეგობრობა. შედეგად - ხელოვნური მეგობრობის ყველაზე გულისამრევი ჩვენება.

ეს იმდენად საშინელია, რომ სრულიად ახალ ემოციას იწვევს: თავბრუსხვევის, ზიზღის, სიბრაზის და სირცხვილის ნაზავს, რასაც მე ვუწოდებ „ძღნეროზია“-ს.

თვითონ ნახეთ.

და მაინც, რაც არ უნდა ცუდი იყოს ეს რეკლამა, მე მაინც მირჩევნია მოუხერხებელი, უგერგილო, არამოდური ნაგავი Microsoft-ისაგან, ვიდრე საშუალო სტატისტიკური მაკ-ევანგელისტის შემაშფოთებელი თავდაჯერებულობა. სულ ცოტა, Windows-ის რეკლამის ტიპები ფიქტიური მაინც არიან, მაშინ, როდესაც შემზარავი, ერთმანეთზე ტყუპისცალებივით მსგავსი მაკ-ბერები ყველგან არიან, მხარს უკან გიდგანან თავიანთ მუქ ნაცრისფერ სვიტერებში გამოწყობილნი და თვითკმაყოფილებით ხითხითებენ, როდესაც შენს უიმედოდ ჩამორჩენილ ოს-ს ხედავენ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ შენზე უკეთესები არიან, ვინაიდან მათ აქვთ Mac OS X 10.6 ირბისი.

ირბისი. ი რ ბ ი ს ი.

მიმიფურთხებია, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლები არიან. მე უბრალოდ მინდა რომ ყველანი გაწყდეთ ერთ დღეს.

წყარო

რატომ ხდება, რომ Microsoft-ი, რომელსაც ბაზრის 90% უკავია, ამ ბოლო დროს ხშირად ესხმის თავს Apple-ს? ამის შესახებ საინტერესო სტატია წავიკითხე Macworld-ის ფურცლებზე.

თუ ბოლო კვირეების სიახლეებს გადავხედავთ, შეიძლება ისეთი შთაბაჭდილება შეგვექმნას, რომ ჩვენ DeLorean-იანი 88 მილი სიჩქარემდე ავაჩქარეთ და დავბრუნდით ძველ კარგ დროში, როდესაც Microsoft-ი და Apple-ი ერთმანეთს ყელს ღადრავდნენ.

Apple-მა ბოლო 10 წლის განმავლლბაში კარგი ტემპი აიღო. iPod-მა დააბრუნა კომპანია მეინსტრიმში და კუპერტინო ქულებს იწერს Mac OS X-ის გაუმჯობესებით და ყველაზე ლამაზი კომპიუტერის გამოშვებით. ამას დაამატეთ Microsoft-ის პრობლემები Windows XP-ისთან და მის შემდგომ Vista-სთან და ეს კომპანია დღეს წარმოგიდგებათ როგორც არარაობა.

ამასწინდელი Google-ის ანონსმა იმის შესახებ, რომ ისინი მუშაობენ საკუთარი ვერსიის ოს-ზე - მიუხედავად იმისა, რომ იკ კიდევ მთელი წელი არ იქნება გაყიდვაში - გამოიწვია სტატიების უზარმაზარი რაოდენობა, რომლებშიც ხალხი ბჭობს იმაზე, ხომ არ გამოიწვევს ძებნის გიგანტის გაუგებარი ნაბიჯი ჯერ კიდევ ძლიერი, მაგრამ უკვე დასუსტებადი Microsoft-ის ჩაჩოჩებას. ათი წლის წინ ამის ძალა არავის გააჩნდა. Microsoft-ი ცდილობს საპასუხო დარტყმები მიაყენოს, მაგრამ კომპანიის პიარ-მანქანა ვერასოდეს ახერხებდა Apple-ის დაწევას, მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება სტილს და კრეატივს. სარეკლამო კამპანიის პირველი მცდელობა ბილ გეითსის და ჯერი ზაინფილდის მონაწილეობით სასაცილო იყო, მაგრამ ზოგიერთი მაყურებელი გაოცებული უფრო იყო, ვიდრე დაინტრიგებული და კამპანიის ფარგლებში მხოლოდ ორი სარეკლამო რგოლი გამოუშვეს. ამის შემდეგ Microsoft-ი შეეცადა პასუხი გაეცა Apple-ის პოპულარული კამპანიისათვის „I’m a Mac“ რამდენიმე ვიდეო რგოლით „I’m a PC“, მაგრამ შედეგმა კიდევ უფრო დიდი გაოცება გამოიწვია, ვინაიდან ის პრინციპში Apple-ის რგოლების ლეგიტიმურობას ამტკიცებდა.

ყველაფერ ამას ჩვენ მივყავართ „Laptop Hunters series“ რგოლებამდე, რომლებშიც უბრალო მოკვდავთ - ისეთივე ხალხს, როგორც თქვენ და მე, იმ შემთხვევების გამოკლებით, როდესაც ისინი მსახიობები არიან - ეუბნებიან, რომ თუ ისინი შეძლებენ იპოვნონ გაყიდვაში კომპიუტერი განსაზღვრულ თანხაზე ქვემოთ, Microsoft-ი მათ უყიდით ამ კომპიუტერს. ეს რგოლები პირდაპირ Apple-ზეა დამიზნებული, რომლის პროდუქტები როგორც წესი უფრო ძვირია, ვიდრე მსგავსი კონფიგურაციის პკ Windows-ით. რგოლების უდიდეს ნაწილში მაკები ნაჩვენებია როგორც უფრო სუსტი და უფრო ძვირი კომპიუტერები.

სამი ეს დიდი სტრატეგია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ქმნის შთაბეჭდილებას, რომ Microsoft-ი კედელს ბურთებს ესვრის იმ იმედით, რომ ერთ-ერთი მაინც მიეწეპება. ჯერ-ჯერობით „Laptop Hunters“-ები ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა (უკვე 6 სხვადასხვა რგოლი გამოვიდა) და საოპერაციო მმართველი დირექტორის კევინ ტერნერის სიტყვებით სატელეფონო ზარებიც კი გამოიწვია Apple-ის იურიდიული განყოფილების მხრიდან, რომელმაც მოითხოვა Microsoft-ისაგან შეწყვიტოს რგოლების გამოშვება ფასების აგრესიულ დაწევასთან დაკავშირებით.

ეს ერთადერთი პანჩური არაა, რომელიც ტერნერმა ამოარტყა Apple-ს მსოფლიო საპარტნიორო კონფერენციაზე. მან აგრეთვე განაცხადა, რომ ამ შემოდგომაზე Microsoft-ი დაიწყებს საცალო გაყიდვების საკუთარი ქსელის გახსნას, რომლებიც „Apple-ის მაღაზიების გევრდით“. რედმონდელმა კომანიამ დაიქირავა დევიდ პორტერი, Wal-Mart-ის ყოფილი დირექტორი - სწორედ ის გაუძღვება კომპანიის საცალო გაყიდვებს. Apple-ში იგივე საქმეს უძღვება Target-ის ყოფილი დირექტორი რონ ჯონსონი, რაც თავის მხრივ მიუთითებს ფილოსოფიურ განსხვავებებზე Microsoft-სა და Apple-ს შორის (Wal-Mart — იაფი მასიური მაღაზიებია, მაშნ როდესაც Target — პრემიალური დონის).

მაშ საიდანაა დაძაბულობის ეს უეცარი მატება ორ კომპანიას შორის? Apple-ი რეგულარულად ურტყამს პანჩურებს თავის ძველ მტერს და რაც მთავარია ეს კარგად მუშაობს, თუმცa უნდა ავღნიშნოთ, რომ Microsoft-ი თვითონაც საკმაოდ ვნებს თავის თავს. Apple-ის პასუხად Microsoft-ს აშკარად უნდა რომ აჩვენოს, რომ არ აპირებს ამ კრიტიკის პასუხგაუცემლად დატოვებას.

თემას თუ დავუბრუნდებით, მე მგონია, რომ Microsoft-ი ცოტა ნერვიულობს იმის გამო, რომ კომპანია გავლენას კარგავს. როგორც აქამდე მონოლითური IBM-ი, Microsoft-იც საკუთარი არნახული წარმატების მსხვერპლია. და როგორც IBM-ი, Microsoft-ი ვერ გარისკავს სიკვდილს - მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ კომპანია კვლავაც აკონტროლებს ოს-ების ბაზრის უდიდეს ნაწილს, მაგრამ მისმა ამ მდგომარეობამ ის გახადა ზანტი, თვითკმაყოფილი და დაუცველი. ინოვაციის ის რამდენიმე იშვიათი მცდელობაც საკმაოდ უცნაური იყო - მაგალითად, ძვირადღირებული და არაპრაქტიკული სენსორული Microsoft Surface-ი. და Windows 7-ის გამოშვება არის მცდელობა გადააქციონ Vista იმად, რაც ის უნდა ყოფილიყო თავიდანვე: Mac OS X-ის ძლიერი კონკურენტი.

ადამიანები ხშირად იყენებენ Microsoft-ის პროდუქტებს იმიტომ, რომ ამის გაკეთება უწევთ და არა იმიტომ, რომ მათ ეს სურთ. ხარისხი საკმარისი იყო მაშინ, როდესაც კომპიუტერი სერიოზული ინვესტიცია გახლდათ, მაგრამ ახლა პკ-ს ბაზარმა მიაღწია იმ დონეს, როდესაც მომხმარებლებს შეუძლიათ დაელოდნონ იმ კომპიუტერს, რომელიც მათ ნამდვილად უნდათ.

წარმოგვიდგენს რა თავის თავს, როგორც კომპანიას, რომელიც ებრძვის Apple-ის ბატონობას, Microsoft-ი იწყებს Apple-ის ნაბიჯების გამეორებას - მაგრამ ეს ფრიად ძნელი და პოტენციურად არაგულწრფელი ნაბიჯებია, როდესაც შენჯერ კიდევ ბაზრის 90%-ს ფლობ. Microsoft-ის ყველაზე ძირითადი უპირატესობა გახლდავთ მისი ყოვლსიმომცველობა, რაც მას ასევე აქცევს დიდ სამიზნედ, ისევე როგორც უმავლესობის პოლიტიკური პარტია მეტ კრიტიკას იღებს, ვინაიდან ის სათავეშია.

საბოლოო ჯამში, როდესაც ზემოთ ხარ, მხოლოდ ქვემოთ შეგიძლია მოძრაობა.

Microsoft-მა განაცხადა Remote Desktop Connection Client version 2 ფინალური ვერსიის გამოსვლის შესახებ — კლიენტის პუ კომპიუტერების სამუშაო დაფის დისტანციური მართვისათვის. პროგრამის ბეტა-ტესტირება ერთი წელი გრძელდებოდა.

Remote Desktop Connection Client version 2 შესაძლებლობას გაძლევთ ერტდრულად მართოთ რამდენიმე კომპიუტერი, გააჩნია დისტანციური ბეჭდვის მხარდაჭერა და გაუმჯობესებული უსაფრთხოება.

Remote Desktop Connection Client version 2 გადმოტვირთვა შესაძლებელია ამ გვერდიდან. ფაილის ზომა —7,7 მბაიტი.

წყარო: Microsoft Mactopia