Skip to content

3

აჰა! როგორც იქნა დადგა დღე, როდესაც ჩემს ხელთ მოხვდა ახალი Macbook Air-ი! სტივის ბოლო პრეზენტაციიდან სულმოუთქმელად ველოდი, როდის ჩამოაღწევდა თბილისში ეს ახალი ნოუთბუქი. კვლავაც პირველი ამ საქმეში აღმოჩნდა ჩვენი ბლოგის მიმოხილვების სპონსორი კომპანია iphones.ge, რომლის მაღაზიაც მდებარეობს თბილისში, ლესელიძის 53 ნომერში. დიდი მადლობა მის ხელმძღვანელს, აკა ხუხაშვილს გაწეული დახმარებისათვის!

Macbook Air Review
Macbook Air Review

მაშ ასე, მოდით ვნახოთ რა არის ამ ნოუთბუქში ახალი და მნიშვნელოვანი!

ახალი მოდელი გამოვიდა გასულ თვეს. სიახლეები ბევრია მართლაც. ორი მოდელი გამოვიდა: 11 და 13 გოჯიანი ეკრანებით. წინა მოდელისაგან განსხვავებით, ახალში ორი USB პორტია, ახალი ვიდეო ბარათი Nvidia GeForce 320M, უფრო მძლავრი აკუმულატორები, ეკრანის გარჩვეადობამაც მოიმატა და ახლა არის 1440x900 პიქსელზე 13 გოჯიანისათვის (ჩემს 15 გოჯიან Macbook Pro-ზე ამდენია, ასე რომ იგრძენით განსხვავება!) და რაც მთავარია, უფრო სწრაფი ფლეშ-მატარებლით. 11-იანზე გარჩევადობა 1366x768-ზეა, წონით უფროს ძმაზე 300 გრამით ნაკლებია.

ამ ახალი მოდელების გამოსვლით Apple-მა თავისი სამოდელო რიგი კიდევ უფრო გააფართოვა და მომხმარებელს არჩევანის უფრო დიდი საშუალება მისცა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ თუ რა გვინდა, რა უფრო მნიშვნელოვანია: ზომა, წონა და პორტატულობა, თუ წარმადობა, ფუნქციონალურობა და უფრო ფართო შესაძლებლობები.

11 გოჯიანი Air-ი იგივე ფასი ღირს, რაც თეთრი Macbook-ი (ფასები აშშ-ში), მაგრამ პრინციპული სხვაობა იმაშია, რომ თეთრ მოდელში შესაძლებელია მეხსიერების შემდგომში გაზრდა, ამასთან დისკური სივრცეც უფრო მეტია. Air-ს როდესაც უკვეტავთ, რასაც შეუკევთავთ, ის დაგრჩევათ მუდამ — მეხსიერების გაზრდა შეუძლებელია.

არჩვენის მომენტია აგერეთვე ის, თუ რომელ მოდელს ავირჩევთ ამ ორ Air-ს შორის: 11 თუ 13 გოჯიანს. მე ტესტირებისათვის 11-იანი მერგო, რომელმაც არა მარტო მე, არამედ ჩემი თანამშრომელბიც ძალიან  მოხიბლა (რამოდენიმე მათგანი 10 გოჯიან ნეთბუქებს იყენებს ყოველდღიური საქმიანობისათვის ).

მეორე მხრივ, 13 გოჯიანი ვერსიას უფრო მაღალი გარჩევადობის ეკრანი აქვს. ამიტომაც ეს მოდელი Macbook Pro-ს რეალურ კონკურენტად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. რაშიც ის სერიოზულად აგებს, ეს არის Ethernet-თან კავშირის არასებობა (მხოლოდ უსადენო კავშირია გათვალისწინებული).

MacBook Air-ი და iPad-ი

ახალი Air-ის გამოსვლისთანავე გაჩნდა მოსაზრებები, ხომ არ გახდება ის iPad-ის კონკურენტი. ისეთივე მცირე ზომის, მსუბუქი და კომპაქტური, მაგრამ აღჭურვილი სრულფასოვანი ოპერაციული სისტემით, ის შეიძლება ბევრისათვის კომპრომისული ვარიანტი აღმოჩნდეს. თეორიულად ახალ Air-ს შეუძლია iPad-ს მომხმარებელთა რაღაც ნაწილიც წაართვას.

მაშინ, როდესაც iPad-ი სენსორული ეკრანის მეშვეობით იმართება და მისი საშუალებით უფრო ადვილი და კომფორტულია ინფორმაციის მიღება და აღქმა, Air-ის ფიზიკური კლავიატურა და ტრეკპადი ამ ინფორმაციის შექმნას უფრო ადვილს ხდის. რათქმაუნდა ამ სიტუაციაში აიპედი აქებს. მოკლედ, როგორც ყოველთვის, არჩევანის მრავალფეროვნება კიდევ უფრო სასარგებლოა ჩვენთვის, მომხმარებლებისათვის.

კორპუსი და ეკრანი

რა სხვაობა Macbook Air-ის ამჟამინდელსა და წინა მოდელებს შორის? რათქმაუნდა კიდევ უფრო შემცირდა კორპუსის სისქე და წონა, გუმჯობესდა USB-პორტებთან წვდომა (წინა მოდელში საკმაოდ მოუხერხებელი იყო, უნდა ჩამოგეწია სპეციალური საფარი, მოკლედ მე არ მომწონდა). მოიმატა ეკრანების გარჩევადობამ, მაგრამ მინუსად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კლავიატურას განათება არა აქვს, ტრეკპადი, როგორც უფროს მოდელებში მთლიანად შუშისაა და ძალიან მოსახერხებელია. 13 გოჯიან მოდელს აგრეთვე აქვს SD-ბარათების სლოტი. რაც ყველაზე საინტერესოა, არცერთ მოდელს არა აქვს სავენტილაციო ნახვრეტები!

ეკრანი ძალიან მკვეთრი და კაშკაშაა. მის შემდეგ სამსახურის HP-ის უდღეური ნოუთბუქი საშინელი საყურებელია :)

კორპუსი ისეთი თხელია, რომ თავიდან მეშინოდა კიდეც მისი ხელში აღება: არ გავტეხო-მეთქი. წონა 11 გოჯიან მოდელში 1.06 კგ-ია. ოფისში რომ მიმქონდა, ჩანთა უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე კომპიუტერი.

ტექნიკური დეტალები

MacBook Air-ში გამოიყენება ცოტა მოძველებული პროცესორი, Intel Core 2 Duo. მას სიხშირე აქვს შემცირებული ხელოვნურად, რაც ამცირებს სითბოს გამოყოფას და ენერგიის მოხმარებას ამცირებს.

აი გრაფიკული პროცესორი მართლაც კარგია — NVIDIA GeForce 340M. საკუთარი მიზნებისათვის ის 256 მეგაბაიტს იყენებს ოპერტიული მეხსიერებიდან .

ვინაიდან კომპიუტერს არა აქვს ქსელის კაბელის შესაერთებელი, ლოგიკურია გავარკვიოთ, მისი უსადენო შესაძლებლობები როგორია. ჩემი აზრით სრულიად ნორმალურია: AirPort Extreme Wi-Fi (ანუ, IEEE 802.11n, რომელიც თავსებადია IEEE 802.11a/b/g) და Bluetooth 2.1 + EDR.

რაც ყველაზე საინტერესოა: ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, Apple-მა საინსტალაციო დისკის მაგივრად შემოგვთავაზა საინსტალაციო ფლეშ-ჩიპი. 8 გიგაბაიტიანი, დაფორმატებულია მხოლოდ წაკითხვაზე და ძალიან, ძალიან ლამაზია!

მე დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც გაისად WWDC 2011-ზე გამოცხადდება Mac OS X 10.7 Lion-ი, მისი დისტრიბუტივის გაყიდვა ამ ხერხით მოხდება.

Macbook Air Review
Macbook Air Review

დასკვნა

Air-ი არ არის განკუთვნილი მძიმე ამოცანების შესრულებისათვის. ეს არის მენეჯერის, კომპანიის ხელმძღვანელის კომპიუტერი. ეს არის სახლში დამატებითი ნოუთბუქი, რომლის წაღებაც შეიძება ყველგან, სადაც არ გსურთ მძიმე, სრულზომიანი ნოუთბუქის თრევა. ეს არის ჩემი თანამშრომლებისათვის ზედგამოჭრილი კომპიუტერი, რომლებიც დრეს ოფისში არიან, ხვალ ლექცია აქვთ ჩასატარებელი და პროექტორზე უნდა მიაერთონ პრეზენტაციის ჩასატარებლად. მოკლედ, მარავალი ადამიანი შეძლებს ახალი Macbook Air-ის გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში.

ულტრაკომპაქტური ნოუთბუქი, Apple-ის არაჩვეულებრივი ტრეკპადით. ოდნავ ნაკლებად მობილური, ვიდრე აიპადი, სამაგიეროდ სრულფასოვანი ოპერაციული სისტემით.

კარგი რამეა.

4

მოგესალმებით მეგობრებო!

მოკლედ შემოვიფარგლები. შემდეგ კვირაში გვექნება ახალი ნოუთბუქების მიმოხილვა.

დარჩით ჩვენთან!

მომავალ კონფერენციაზე 7 ივნისს ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სამუშაო სადგურებს Mac Pro და ნოუთბუკებს MacBook Air — ასე თვლიან კომპანია Kaufman Bros.-ის ანალიტიკოსები.

„უდაოა, რომ ეფლი წარმოადგენს ახალ აიფონს, ხოლო 3GS მოდელი გაიყიდება 99 დოლარად“, — დარწმუნებით აცხადებს შო ვუ (Shaw Wu). მაგრამ ახალი აიფონის გარდა, ჯობსი წარმოადგენს Mac Pro-სა და MacBook Air-ს.

ახალი არაფერი არ უთქვამს ვუს — ყველამ კარგად ვიცით, რომ ეფლი პერიოდულად ანახლებს თავის პროდუქტებს და ჩვენც კარგად შეგვიძლია გამოვთვალოთ განახლების მიახლოებითი დრო. საინტერესო სხვა რამ გახლავთ: ანალიტიკოსის განცხადებით ეფლი წარმოგვიდგენს ახალ სერვისს iTunes.com. თუ რა იქნება ეს ზუსტად, ჯერ არავინ იცის.

პორტატული კომპიუტერების აქსესუარების ცნობილმა მწარმოებელმა Marware-მა წარმოადგინა ახალი ჩანთა Sportfolio, რომელიც განკუთვნილია Apple MacBook Air-ისათვის.

ჩანთა დამზადებულია ნეოპრენისაგან, რომელიც არბილებს დარტყმებს, აგრეთვე აქვს მყარი პლასტიკური ჩანართები და იკეთება ორი ელვა-შესაკარავით.

სიახლის ყიდვა შესაძლებელია Marware-ის ინტერნეტ-მაღაზიაში $49,99-ად.

იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ NAND ტიპის მეხსიერება სულ უფრო იაფდება, Apple-მა ივლისში დაწია MacBook Air-ის ასეთი ტიპის მეხსიერებით აღჭურვილი მოდელის ფასი 500 დოლარით.

ახლა ეს მოდელი ღირს $2598. ფასის კლება $3098-დან მოხდა გასულ კვირას.

ფასდაკლება განპირობებულია კომპიუტერის მაკომპლექტებელი ნაწილების ფასისი კლებით. ჯერ ერთი, Apple-მა შეამცირა Intel Core 2 Duo პროცესორის ფასი $100-ით, ანუ ეხლა ის $200. ღირს მეორეც, კომპანიამ შეამცირა 64 გბაიტიანი მყარი მეხსიერების ფასი $599-მდე (წინა ფასი - $999).

თუ მომხმარებელები გადაწყვეტენ SSD-იანი MacBook Air-ის შეძენას, მათ მოუწევთ $2398 გადახდა.

დამოუკიდებელმა პროგრამისტმა უილ ჰენდერსონმა (Will Henderson) წარმოადგინა სამარჯვის MultiClutch ბეტა-ვერსია — რომელიც საშუალებას იძლევა მოვარგოთ multitouch-მოძრაობები სხვადასხვა მოძრაობების შესასრულებლად.

MultiClutch-ის საშუალებით შესაძებელია მაგალითად ზოგიერთ მოძრაობას მივანიჭოთ კლავიატურული მალსახმობი.

პროგრამა უფასოდ ვრცელდება. MultiClutch-ის ბეტა-ვერია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქედან. ფაილის ზომა — 255 კბაიტი.

წყარო: Will Henderson

Web-საიტი ArsTechnica გვატყობინებს, რომ ახალი პორტატული კომპიუტერი Apple MacBook Air-ი ამჟამად დეფიციტია Apple Store-შიც და საცალო მაღაზიებშიც.

მიუხედავდ იმისა, რომ გაყიდვები უკვე თვეზე მეტი ხანია რაც მიმდინარეობს, კომპიუტერის შეძენა კვლავ საძნელო სამეა. Apple.com-ზე კი მოწოდების ვადა შეადგენს 5—7 სამუშაო დღეს.

თუ რა არის დეფიციტის მიზეზი — მოწოდების შეზღუდვა, თუ დიდი მოთხოვნილება — ჯერ-ჯერობით უცნობია.

წყარო: ArsTechnica

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ჩაატარა მცირე პრეს-კონფერენცია ავსტრალიერი ჟურნალისტებისატვის, რომლის დროსაც მოგვითხრო საკუთარი აზრები Apple-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

ვოზნიაკმა მოყვა, რომ იგი გააკვირვა ჯობსის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ თურმე მთავარი წინააღმდეგობა iPhone-ში მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერაში ყოფილა ტელეფონის ავტონომიური მუშაობის დრო. „ჩემი 3G-ტელეფონები მუშაობენ არანაკლებს, ვიდრე 2G, — განაცხადა ვოზნიაკმა. — შესაძლოა მე ვცდები, შესაძლოა რამეს არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ არა მგონია, რომ ავტონომიური მუშაობის ხანგძლივობა არის მთავრი მიზეზი 3G-ს არარსებობისა iPhone-ში“.

რაც შეეხება ახალ პორტატულ კომპიუტერს, MacBook Air-ს, ვოზნიაკს იგი მოსწონს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი მოწყობილობა მისი ცხოვრების წესისათვის მისაღები იქნება: „მე მომწონს MacBook Air-ი. თუმცა მას არ აქვს ის ფუნქციები, რომლებსაც მე მივეჩვიე. მე ხშირად ვიწერ DVD-ს, ვუყურებ ფილმებს გადაფრენების დროს, ხანდახან საჭირო ხდება აკუმულატორის შეცვლა, როდესაც თვითმფრინავი არ არის აღჭურვილი დამტენი მოწყობილობებით“.

ვოზნიაკმა აგრეთვე უსაყვედურა ჟურნალისტებს იმის გამო, რომ ისინი ხანდახან ამოგლეჯენ ხოლმე მის სიტყვებს კონტექსტიდან, რის შედეგადაც აზრი იცვლება. „ჯობსი მირეკავს და მეუბნება, რომ მას არ მოსწონს ის, რაც ვითომ მე ვთქვი. მაგრამ ის ჩემს სიტყვებს იგებს კონტექსტიდან ამოვარდნილს. მე ძალზედ დადებითად ვუყურებ Apple-ის საქმიანობას, თუმცა კვლავაც ვისაუბრებ იმ მომენტებზე, რომლებიც შეიძებოდა უკეთესად გაკეთებულიყო“.

ბოლო სიტყვების დასტურად ვებ-საიტს MacRumors მოჰყავს მისი სხვადასხვა ინტერვიუებიდან სათაურები: “ვოზნიაკმა გააკრიტიკა iPhone-ი და MacBook Air-ი“, „ვოზნიაკმა იპოვნა უარყოფითი მომენტები Apple-ის ბოლო პროდუქტებში“, „ვოზნიაკი იმედგაცრუელბულია iPhone-ით“...

წყარო: MacRumors

კომპანიამ Primate Labs, რომელიც უშვებს პოპულარულ კროსპლათფორმულ პაკეტს კომპიუტერების წარმადობის ტესტირებისათვის, ჩაატარა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის ტესტირება.

ამ ტესტირების პარალელურად, კომპანიამ გამოაქვეყნა ანალოგიური ტესტირების შედეგები MacBook-ისათვის, რომელიც აღჭურვილია Intel Core 2 Duo T7200 პროცესო რით 2,0 გჰც სიხშირით. უნდა ავღნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კომპიუტერი მიეკუთვნება ბოლოს წინა თაობას, ტესტების უმეტეს ნაწილში მან შეძლო MacBook Air-ის გასწრება, რასაც თვალნათლივ აჩვენებს წარმადობის ინეგრალური რეიტინგები - 2015 ქულა MacBook Air-ისათვის MacBook-ის 2563-ის წინააღმდეგ. განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვაობა პროცესორის სიჩქარეში.

დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ამ გვერდზე.

წყარო: Primate Labs

Web-საიტმა iFixit, რომელიც რეგულარულად აქვეყნებს Apple-ის პორტატული კომპიუტერების და დამკვრელების დაშლა-აწყობის სურათებს, გამოაქვეყნა ახალი კომპიუტერის Apple MacBook Air-ის დაშლის პროცესი.

iFixit-ის ფოტოები ამტკიცებენ ადრე გაჩენილ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ MacBook Air-ის აკუმულატორის გამოცვლა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, აგრეთვე იმასაც, რომ ხისტი დისკის მოცულობა 80 გბაიტი - მაქსიმალურია ამ დროისათვის, ვინაიდან უფრო მოცულობით დისკების ზომა მეტია, ვიდრე 5 მმ და მათი კორპუსში მოთავსება შეუძლებელია.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, - ტრექპადის მართვის მიკროსქემად Broadcom BCM5974-ის გამოყენება - ზუსტად ისეთის, როგორცაა iPhone-ში და iPod touch-ში.

სრული გალერეა — ამ გვერდზე.

წყარო: iFixit