Skip to content

მონაცემები, რომლებიც შეაგროვა NDP Group-მა, საშუალებას გვაძლევს ვიწინასწარმეტყველოდ, რომ მიმდინარე კვარტალში გაიყიდება 3,1—3,2 მლნ, მაკი. ამ მომენტში ჯერ კიდევ ძნელია მყარი პროგნოზების გაცემა, ვინაიდან უცნობია აშშ-ს გარეთ გაყიდვების შედეგები მეორე კვარტალში.

გაყიდვების მატება აპრილში განმოწვეულია Macbook Pro-ს ახალი მოდელების შედეგად.

Apple-ის ინტერნეტ-სერვისის მომხმარებელები გვატყობინებენ ამ სერვისის უხარისხო მუშაობის შესახებ. კერძოდ, დროდადრო მიუწვდომელია სერვისის მთავარი web-საიტი, აგრეთვე ცალკეული გვერდები. ამის შესახებ შეგვიძია წავიკითხოთ მხარდაჭერის ფორუმებზე.

შეგახსენებთ, მცირე ხანში .Mac-ის ადგილს დაიკავებს სერვისი MobileMe, რომელსაც დამატებითი ფუნქციები ექნება. შესაძლოა, ზუსტად ამის გამო აღინიშნება ამ სახის პრობლემები.

წყარო: Apple

Apple თავისი ონლაინ მომსახურების .Mac–ის რეფორმირების პროცესშია, რომელმაც, როგორ მოსალოდნელი იყო სახელიც შეიცვალა — MobileMe.

WWDC კონფერენციაზე გამოსვლისას, Apple–ის საერთაშორისო მარკეტინგის ვიცე–პრეზიდენტმა ფილიპ შილერმა (Philip Schiller), MobileMe დაახასიათა როგორც „Exchange ყველასთვის“.

„ყველა არ მუშაობს მსხვილ კორპორაციაში, ყველას არ გააჩნია Exchange სერვერების წვდომა, მაგრამ აწი, MobileMe–ის გამოყენებით შეძლებენ ანალოგიური შესაძლებლობებით სარგებლობას“, – განაცხადა შილერმა.

MobileMe–ის შეუძლია — push-მუშაობა ელფოსტის შეტყობინებებთან, კალენდართან და კონტაქტებთან; Mac–ს, iPhone–სა и PC–ს შორის სინქრონიზაცია (Outlook–თან ინტეგრაცია); გააჩნია ელფოსტასთან, კონტაქტებთან, კალენდართან, გალერეებთან, iDisk–თან მუშაობისთვის საჭირო მძლავრი web-დამატებების ნაკრები; ასევე, მანამდე .Mac–თან მომუშავე სამაგიდო დამატებების მხარდაჭერა.

წლიური ხელმოწერის ღირებულებაა 99$. კომპანია ასევე საცდელ, 60 დღიან, უფასო პერიოდსაც გთავაზობთ. განახლებული მომსახურების შემოთავაზება ივლისში დაიწყება.

Apple–მა თავის web-საიტზე MobileMe–ის შესაძლებლობების ვიდეომიმოხილვა განათავსა.

წყარო: Apple

მტკიცებულობა, რომ „Apple-ის კომპიუტერების მორალური ცვეთა გაცილებით დაბალია, ვიდრე РС-კომპიუტერებისა“ უკვე მრავალი წელია მთავარი პოსტულატია მაკ-ევანგელიზმში.

ნაკლებად ცნობილი ფაქტია – საიტზე Apple.com კიდევ არის შესაძლებლობა ჩამოტვირთოთ განახლებები ჯერ კიდევ 1998 წლამდე გამოშვებული კომპიუტერებისათვის – მაკები, „ნიუტონი“ და Apple II. სია უზარმაზარია - რამდენიმე ასეული პოზიცია.

შეგახსენებთ, რომ პროგრამული უზურნველყოფა, რომელიც 1998 წლის შემდეგ არის გამოშვებული, შეგიძლიათ მოიძიოთ Apple Downloads-ში.

მიმდინარე წლის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი გახდა მუყაოს ცარიელი კოლოფები, რომლებშიც მყიდველები იძენენ წვდომის უფლებას პოპულარულ ინტერნეტ-სერვისთან .Mac.

მიუხედავად იმისა, რომ .Mac-ს გამოუჩნდა კონკურენტები (მათ შორისაა - მსგავსი სერვისები და უფასო კლონები), სულ უფრო მჭიდრო ინტეგრაცია iPhoto-სთან და iCal -თან დაეხმარება .Mac-ს დარჩეს ერთერთი ყველაზე პოპულარული სერვისი.

წყარო: Computerworld

მიუხედავად Apple-ის დიდი მცდელობისა, მომხმარებლები ჯერ კიდევ განიცდიან პრობლემებს .Mac-ის სერვისის მუშაობაში.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სერვისის გეგემიური განახლების სამუშაოები ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს დაიწყო, ბევრი მომხმარებელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სერვისით სარგებლობას კონტაქტების, კალენდრების და ა.შ. სინქრონიზაციის საკითხებში.

ყველაზე მეტ უკმაყოფილობას იწვევს .Mac-ის მუშაობა ევროპელ მომხმარებლებს შორის. კერძოდ, მრავალი მათგანი ჩივის გადაცემის დაბალ სიჩქარეზე - ზოგიერთი მომხმარებლის განცხადებით, ფოტოსურათების გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს მხოლოდ 70-80 კბიტ/წმ.

გასული თვის ბოლოს Apple-მა განაცხადა, რომ დღეიდან .Mac-ის ყველა სერვისით სრულფასოვნად სარგებლობისათვის საჭიროა Mac OS X 10.4.10 ან Leopard-ი.

წყარო: MacNN

Apple-მა გამოაქვეყნა ტექნიკური ბარათი, რომელშიც იტყობინება .Mac-ის ფუნქციონალურობის შეცვლის შესახებ. კერძოდ, დღეიდან, დაინსტალირებული უნდა იყოს Mac OS X 10.4.10 ან უფრო ახალი, რომ სერვისმა გამართულად იმუშაოს.

ასეთ ცვლილებებს კომპანია ხსნის სურვილით გააუმჯობესოს სერვისის მუშაობა იმ დროისათვის, როდესაც დაიწყება Leopard-ის გაყიდვები და გვპირდება, რომ განახლების შემდეგ ფუნქციათა რიცხვი მოიმატებს.

„თუ იყენებთ Mac OS X 10.3.9-ს ან უფროა დრინდელს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ .Mac Sync-ი უკვე აღარ უჭერს მხარს კალნდრის სინქრონიზაციას Mac OS X 10.3.x და Mac OS X 10.4.x. კომპიუტერებს შორის, ამავდდროულად, სინქრონიზაცია ორ Mac OS X 10.3.x-ს შორის კვლავინდებურად მუშაობს“, — გვაფრთხილებს კომპანია.

ტექსტის სრულ ვერსიას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ.

წყარო:

Apple

ორშაბათს თამაშების საიტზე Kikizo.com გამოჩნდა ინტერვიუ Valve Software-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან გეიბლ ნიუელთან (Gabe Newell), რომელშიც თამაშების მამა პრესას უზიარებს დეტალებს Orange Box-ის შესახებ, რომელშიც შესულია Valve-ს ბოლო ჰიტები: Half-Life 2, Half-Life 2: Episode One, Half-Life 2: Episode Two, Portal და Team Fortress 2. მთელი ეს მშვენიერება გამოვა შემდეგი პლათფორმებისათვის: Windows, XBox 360 და PlayStation 3. Apple Macintosh-ი ამ სიაში არ არის, რამაც გააკვირვა ჟურნალისტები. ისმის სრულიად ბუნებრივი კითხვა - რატომ?

„…როგორც წესი Apple-თან ჩვენი ურთიერთობა შემდეგნაირად დგება: ჩვენ მათ ვუკავშირდებით, ისინი იძახიან, „WOW!, თამაშები – ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რამე უნდა ვიღონოთ“, ჩვენ ვპასუხობთ „კი ბატონო, გააკეთეთ ეს, ეს და ეს და გექნებათ სრული ბედნიერება“. ამის შემდეგ ისინი ამბობენ „ОК“ და მეტი მათ ჩვენ ვეღარ ვხედავთ. ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩვენთან მოდიან Apple-ის სხვა წარმომადგენლები და ყველაფერი თავიდან იწყება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ისინი ფიქრობენ, რომ მათ აინტერესებთ თამაშები, მაგრამ ამისათვის თითსაც არ ანძრევენ იმისათვის, რომ დაპირებულიდან რაიმე მაინც შეასრულონ. და ეს გრძელდება უკვე მრავალი წელია“.

ჩემი მხრიდან დავამატებდი ერთს. Valve-ს თამაშებს უხსოვარი დროიდან ვთამაშობ და მათი ფანატი ვარ. უკვე მთელი წელია ველოიდები „ნახევარ-დაშლის“ მეორე ეპიზოდს და ფრიად სამწუხაროა, რომ ისევ ფისი კომპიუტერზე მომიწევს ამ შესანიშნავი თამაშის გაშვება!

Microsoft Windows Live Messenger-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა აღმოაჩინა, რომ არ შეუძლიათ სერვისთან მიერთება. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ეხება მხოლოდ იმ მომხმარებელებს, რომლებსაც საფოსტო მისამართად მიუთითეს საფოსტო ყუთი mac.com-ზე. მიერთების მცდელობისას პროგრამული უზრუნველყოფას გამოჰქონდა შემდეგი შეტყობინება: „სისტემის ამასწინანდელი განახლების გამო თქვენ უნდა შეცვალოთ ელფოსტის მისამართი. მანამ, სანამ არ შეცვლით მისამართს, ვერ შეძლებთ Windows Live(TM) Messenger-ის გამოყენებას“.

გასული კვირის ბოლოს Microsoft-ის წარმომადგენლებმა შეგვატყობინეს, რომ ინციდენტი მოხდა განახლებული პროგრამული უზურნველყოფის ტესტირებისას დაშვებული შეცდომების გამო. „.Mac საფოსტო ყუთების მომხმარებელთა წვდომა Windows Live ID იდენტიფიკატორებთან აღდგენილია. ბოდიშს გიხდით წარმოქმნილი შეფერხებებისათვის“, - მოიბოდიშა კომპანიამ.

Microsoft-ი უშვებს თავისი სერვისის Mac-კლიენტს, შესაბამისად, იმის ვარაუდი, რომ ინციდენტი არ იყო გაუგებრობა, არ ღირს.

წყარო: MacNN