Skip to content

გასული კვირის ბოლოს Valve-მ გააფრთხილა Steam-ის მომხმარებლები, რომ მაკის განახლება 10.6.4, რომელიც ასევე გასულ კვირას გამოვიდა, იწვევს თამაშებში წარმადობის ვარდნას NVidia-ს ბარათებზე. შედეგად Valve გვირჩევს არ განვაახლოთ ოს-ი.

Valve-მ ყველანი ძალიან გაგვახარა, როდესაც თავისი პლათფორმა Steam-ი გადაიყვანა Mac OS X-ზე და დაიწყო თამაშების პორტირება მაკისათვის. მაკის მომხმარებლები Windows-თან შედარებით უფრო სტაბილურად მომუშავე თამაშებით ტკბებოდნენ, სამაგიეროდ იძულებულნი იყვენენ უფრო დაბალი წარმადობით ეთამაშათ, რაც თამაშს პეწს უკარგავდა.

სნოუს განახლების შემდეგ ჯერი დადგა ლეოპარდზე. მისთვის გამოვიდა უსაფრთხოების განახლებები. ვერსიის ნომერია: Security Update 2010-004. მისი მეშვეობით ამოივსება ნახვრეტები შმედეგ სისტემებში:

ბეჭდვის სისტემა CUPS, DesktopServices, Flash Player, Help Viewer, iChat, ImageIO, libcurl, Open Directory, SMB და ა.შ.

გადმოტვირთეთ (222 მბაიტი).

მშვიდად და წყნარად, თუთქოს არაფერი მომხადარაო გამოვიდა სისტემის განახლება ნომერი 10.6.4. დოკუმენტაციის თანახმად, ის შეიცავს ბრაუზერი Safari-ის მეხუთე ვერსიას, აგრეთვე გასწორებებს, რომლებიც ამაღლებენ სისტემის მუშაობის სტაბილურობას.

აი არასრული სია გასწორებებისა:

  • ტრეკპადი და კლავიატურა არ რეაგირებენ მომხმარებლის ბრძანებებზე;
  • Adobe Creative Suite 3-ის ზოგიერთი აპლიკაციის გაშვების პრობლემა;
  • ფაილების კოპირების, გადარქმევისა და წაშლის პრობლემები SMB-სერვერზე;
  • DVD-დამკვრელში ვიდეოს გაშვების პრობლემები;
  • ფოტოს რედაქტირების პრობლემები iPhoto-ში და Aperture-ში სრულეკრანიან რეჟიმში;

ასევე აღინიშნება უფრო მაღალი საიმედოობა VPN-კავშირებზე.

Valve-ს მაისის ანგარიშგება გვაჩვენებს, რომ Steam-ის გაშვებამ მაკ-პლათფორმაზე გაზარდა ამ სერვისის აუდიტორია 8.9%-ით თვეზე ნაკლებ დროში. ეს პლათფორმა ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 12 მაისს, თუმცა საერთო დათვლით უკვე გაუსწრო Windows Vista 64-bit პლათფორმას. გამოირკვა, რომ მაკის მომხარებელთა დიდი ნაწილი იყენებს ოს-ის 64 ბიტიან ვერსიას.

Steam Mac
Steam Mac

ხოლო Windows-ის მოყვარულებს შეგვიძლია ვუთხრათ, რომ დადგა ახალი ერა. პირველად დაფიქსირდა Windows 7-ის მომხარებელთა რაოდენობა მეტი ვიდრე WIndows XP-ისა. ახალი ოს-ის მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ 35.9%-ს მიაღწია.

შესაძლოა, მაკზე ისეთი პოპულარული თამაშების გადატანა, როგორიცაა Left 4 Dead და Team Fortress კიდევ უფრო გაზრდის ამ პლათფორმის ხვედრით წილს.

ჯეფ რასკინი სწორედ ის ადამიანი გახლავთ, რომელმაც მოიფიქრა იაფფასიანი მაკის კონცეფცია და მისი ხორცშესხმა დაიწყო. შემდეგ ეს ამბავი გაიგო სტივმა და რასკინი მეორე პლანზე გადააჩოჩა, ფაქტობრივად აიძულა წასულიყო კომპანიიდან. ერთი მხრივ ეს უდაოდ დანაკარგი იყო კომპანიისათვის, მეორე მხრივ — რასკინის ყველა იდეა წარმატებული არ გახლდათ.

ამის კონკრეტულად გაგება შეგიძლიათ ფაილების მმართველის Raskin-ის მეშვეობით, რომელიც გენიოსმა შექმნა კომპიუტერის ეკრანზე ინფორმაციის გამოსახვის ძირითად იდეებზე დაყრდნობით.

Raskin Mac
Raskin Mac

ამ კონცეფციის თანახმად, თქვენ ხელთ უნდა გქონდეთ სრული წვდომა თქვენს დოკუმენტებთან და მეტიც — უნდა ხედავდეთ თუ რა დოკუმენტებია ეს. რეალიზაცია... ჩახუჭუჭებულია. ნაგულისხმევად Raskin-ი გვიჩვენებს მომხმარებლის ძირითად საქაღალდეებს, ალაგებს რა მათ ავტომატურად წინასწარი ხედის ფანჯრებში. ამ დროს თუ დოკუმენტებთან სიტუაცია გასაგებია, აპლიკაციების შემთხვევაში ცოტა უფრო ეშმაკურადაა საქმე — ნაჩვენები იქნება არა მარტო ხატულა, არამედ გახსნილი ფანჯრის წინასწარი ხედი. იდეაში, მოსახერხებელი უნდა იყოს, მაგრამ სუფთა სუბიექტურად — ძალიან ნელია და გრაფიკაც მოუხეშოა.

Raskin Mac
Raskin Mac

შეგვიძლია მარტო ის დავამატოთ, რომ Raskin-ის ინტერფეისში აქტიურად გამოიყენება მაშტაბირება და გადაცოცება, რაც ცოტა ხანში ღლის მომხმარებელს.

სისტემური მოთხოვნები: Mac OS X 10.6 და უფრო ახალი.

გადმოტვირთეთ (2,4 მბაიტი).

ბოლო დრომდე კომპანია Google-ი აქტიურად იყენებდა Windows-ს, ხოლო იშვიათად Linux-სა და Mac-ს. მაგრამ იანვრის „ჩინურმა შემოტევამ“ ცხადყო, რომ საჭიროა ამ საკითხში კორექტივების შეტანა.

გუგლი აღარ შეიძენს მაიკროსოფტის პროდუქციას ადრეული რაოდენობით — კორპორაცია ირჩევს მაკს, ვინაიდან თვლის ამ ოპერაციულ სისტემას უფრო დაცულს და უსაფრთხოს. ჯერ-ჯერობით საუბარია სამაგიდე კომპიუტერებზე. გუგლის გეგმებშია ასევე საკუთარ ოს-ზე გადასვლა.

ის, რასაც ამდენი წელი ველოდი, აღსრულდა: 26 მაისს კომპანია Valve-მ გამოუშვა Half Life 2-ის სრული ნაკრები მაკ-პლათფორმისათვის.

ცვლილებები მატულობს რელიზიდან რელიზამდე და ამჯერად შეიცავს შემდეგ: მაკის მხარდაჭერა, Steam Cloud-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებული გრაფიკული ეფექტები. ფასები ძალიან ნორმალურია: Half Life 2 ეღირება 6,99 დოლარი, გაგრძელებები — 5,99 თითოეული.

მართალია სამივე ეპიზოდი არაერთხელ მაქვს დაღეჭილ-გადაღეჭილი, მაგრამ დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ გავივლი, ამჯერად უკვე ოფიციალურად ნაყიდი ვერსიებით. თანაც მაკზე! :)

ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც Steam-ი გამოვიდა მაკის პლათფორმისათვის და დღეს Valve-მ გამოაქვეყნა პირველი სტატისტიკა.

მაშ ასე, სულ ერთი კვირის განმავლობაში გადაწერილია Portal-ის 1,5 მილიონი ასლი, რომელიც უფასოდ რიგდებოდა. საინტერესოა ფაქტი, რომ სტიმი საშალებას აძლევს მის ავტორებს იქონიონ სტატისტიკა თუ როგორ მუშაობს პროგრამა კომპიუტერში. ჰოდა მაკზე პორტალი ხუთჯერ ნაკლებად „იქრეშებოდა“, ვიდრე ვინდოუსზე.

არ ვიცი რას შეიძლება ეს დავაბრალოთ, ალბათ მაკი უკეთესია ვიდრე ვინდოუსი? ;) მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მთელი ამ კვირის განმავლობაში გაყიდვების 11 პროცენტი მოვიდა მაკ-თამაშებზე. ფრიად შთამბეჭდავი შედეგია!

Apple-მა გამოუშვა Snow Leopard-ის განხლება 10.6.3. კომპანიის განცხადებით განახლება შეიცავს შეცდომების გასწორებებს და საერთო სახის გაუმჯობესებებს, რაც მიმართულია სტაბილურობის და უსაფრთხოების ასამაღლებლად.

განახლების გადმოწერა შეგიძლიათ ოპერაციულ სისტემაში ჩაშენებული განახლების სისტემის მეშვეობით.