Skip to content

ახალი Mac mini რეალობაში კიდევ უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე ეს ჩვენ გვეგონა.

ჯერ ერთი, Macworld-მა ჩაატარა ახალი მოდელის სრულყოფილი ტესტირება საბაზო კონფიგურაციაში (პროცესორი 2.4 გჰც, 2 გბაიტი მეხსიერება) და აღმოაჩინა, რომ ის სულ ცოტათი თუ ჩამორჩება წინა თაობის უფროს მოდელს. თუ ამ ახალ ვერსიაში ჩავაყენებთ 4 გბაიტ მეხსიერებას, სრული უფლება გვაქვს ვივარაუდოთ, რომ ძველსა და ახალ მოდელბს შორის სხვაობა პრაქტიკულად გაქრება.

სრული მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ  აქ.

დღეს, 15 ივნისს Apple-მა წარმოგვიდგინა კომპიუტერების Mac Mini ახალი თაობა, ახალი ალუმინის კორპუსებით, უფრო თხელი პროფილით, გარე კვების ბლოკის გარეშე და დიდი ხნის ნანატრი HDMI პორტით.

პირველი რაც თვალში საცემია, ეს რათქმაუნდა ახალი კორპუსია. ის დამზადებულია ალუმინისგან და მთლიანად ჯდება კომპანიის ამდროინდელი დიზაინის ფარგლებში.

Mac mini
Mac mini

უნდა ავღნიშნოთ, რომ მინის დაშლა დამატებითი მეხსიერების და ვინჩესტერის დასაყენებლად გაადვილდა. სახრახნისები შეგიძლიათ გადაყაროთ — საკმარისია კორპუსის ფსკერზე მოახრახნოთ სპეციალური პანელი.

Mac mini
Mac mini

კიდევ არანაკლებ მნიშვნელოვანი შტრიხი — ახალი მინის როგორც იქნა აღარ აქვს მასიური კვების ბლოკი. ახლა ის ძირითად კორპუსშია განთავსებული.

Mac mini
Mac mini

ახლა ვნახოთ შიგნეულობა. ახალი მინის ბაზისია პროცესორი Intel Core 2 Duo 2.4 ან 2.66 გჰც სიხშირით. ნაგულისხმევად კომპიუტერი დაკომპლექტებულია 2 გბაიტი ოპერატიული მეხსიერებით, თუმცა მისი გაზრდა შესაძლებელია 8 გბაიტამდე.

გრაფიკული სისტემა აწყობილია NVIDIA GeForce 320M-ზე, რომელიც „ჭამს“ 256 მბაიტ მეხსიერებას ოპერატიულიდან. მთავარი კი ისაა, რომ ამ ახალ კომპიუტერს გააჩნია HDMI გამოსასვლელი!

სტანდარტულ კომპლექტაციაში მოყვება 320 ან 500 გბაიტი ხისტი დისკი, ოპტიკური დისკწამყვანი SuperDrive. ასევე გააჩნია SD-ბარათების მიმღები სლოტი, ოთხი USB 2.0 და ერთი FireWire 800.

როგორც გვატყობინებს AppleInsider-ი, უახლოეს ორ კვირაში შეიძლება განახლდეს Mac MINI, სადაც Mini-DVI პორტის ნაცვლად დაემატება ასე დიდხანს ნანატრი HDMI.

ამაზე მიუთითებს მაკ მინის უჩვეულო დეფიციტი აშშ-ში, სადაც დაფიქსირდა მოწოდების ვადის გადაწევებიც კი.

ამის გარდა, რამოდენიმე ეგზემპლარის შეკვეთის მცდელობისას, მივიღეთ უარი განმარტებით: „არ გვაქვს საწყობში და არ ვიცით როდის გვექნება“.

ყველა ამ ფატორს ნარნარად მივყავართ მაკ მინის ახალ მოდელამდე, რომლებიც... ცოტა მოულოდნელია. საქმე იმაშია, რომ ეფლის ტრადიციულად ძალზედ იშვიათად ანახლებს ამ კომპიუტერს, თუთქოს ეზარება ხოლმე. ბოლო განახლებას, რომლეიც გასულ შემოდგომაზე მოხდა, ორი წელი ველოდით. ამიტომ 6 თვის მერე ახალი განახლება ცოტა არ იყოს და უცნაურია.

მოკლედ, ასეა თუ ისე, ან დღევანდელი WWDC გადაწყვეტს ამ საკითხს (რაც მეეჭვება), ან არადა უახლოეს ხანში ვიხილავთ ახალ მინის.

საიტ Fudzilla–ს ინფორმაციით, კომპანია Apple, Mac Mini–ის განახლებაზე უარის თქმას გეგმავს – ამგვარი ინფორმაცია მიიღეს კომპანიის პარტნიორებმა. ამას გარდა, უახლოეს კვირებში კომპანია Apple მინი–კომპიუტერის ამ მოდელის გამოშვების შეწყვეტასაც აპირებს.

თუ ჭორებს ვენდობით, კომპიუტერი Mac Mini უფრო მცირე ზომის მოდელით, Mac Nano–ით შეიცვლება. იგი Apple TV–ის და Mac–ის პლათფორმების შესაძლებლობებს შეითავსებს.

ეს ჭორები შესაძლოა გამართლდეს, მოწყობილობა Mac Mini ხომ კარგა ხანია არ განახლებულა – ეს კი სულაც არ ახასიათებს Apple–ის პროდუქციას. ამგვარი გადაწყვეტილება შესაძლოა, ბევრი სპეციალისტის აზრით ჩავარდნილი პროექტის, Apple TV–ის პოპულარობის აღდგენასაც ემსახურებოდეს.

თქვენ მაკის ახალი მომხმარებელი ხართ! გილოცავთ! კარგი შენაძენია. ეს შეიძება იყოს Macbook Pro, iMac-ი ან Mac Mini — არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ის თქვენ გაქვთ და თქვენ უკვე გახდით ჩვენი საზოგადოების წევრი. რა უნდა გააკეთოთ პირველად?

1. გაუშვით პროგრამების განახლება. როდესაც ყიდულობთ Mac-ს, უცნობია, რამდენი ხანი იმყოფებოდა იგი მაღაზიაში. შესაძლოა, რომ ამ ხნის განმავლობაში Apple-მა გამოუშვა რამდენიმე განახლება. განახლებისათვის Apple-ის მენიუში () აირჩიეთ Software Update-ი. გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან ყველა განახლება ქსელიდან იტვირთება, ჯერ აუცილებელია ინტერნეტ-კავშირის დამყარება.

2. შეცვალეთ დოკის (Dock) ზომა და მდებარეობა. ნაგულისხმევად, Apple-ი დოკს ათავსებს ეკრანის ქვედა კიდეზე, თუმცა შესაძლებელია მისი განთავსება მარცხნივ ან მარჯვნივ. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ მის მიერ დაკავებული ადგილის ზომა. ბევრი საერთოდ ირჩევს დოკის ავტომატური დამალვის რეჟიმს, როდესაც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანს, როდესაც მაუსის მიმთითებელს დაუმიზნებთ. შესაბამისი პარამეტრები შეგიძიათ იხილოთ System Preferences → Dock-ში

3. დაამატეთ მაუსის მარჯვენა დაწკაპუნება თაჩპედისათვის. Apple-ს ხშირად აკრიტიკებენ ერთღილაკიანი თაგუების და თაჩპედების გამოშვებისათვის, მაგრამ იცით თუ არა, რომ კვლავ შეგიძიათ მეორე ღილაკის გამოყენება? თუ თქვენ გაქვთ Macbook-ი ან Macbook Pro, გადადით სისტემურ პარამეტრებში System Preferences → Keyboard and Mouse → Trackpad და ჩართეთ თოლია “Tap trackpad with two fingers for secondary click”. ახალ iMaс-ში ან Mac Pro-ში უნდა გადახვიდეთ System Preferences → Keyboard and Mouse → Mouse და ჩამოშლად სიაში აირჩიოთ Seconday Button.

4. გახდით ინტერნეტის სრულფასოვანი მოქალაქე. Safari შესაძლებლობას გაძლევთ იმუშაოთ საიტების უმეტესობასთან, მაგრამ ვინაიდან Windows-იანი კომპიუტერები უმრავლესობაშია, შეიძება წააწყდეთ ზოგიერთ პრობლემას. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — გადმოქაჩოთ და დააყენოთ Flip4Mac, ჩადგმა Windows Media ფორმატის ფაილების დასაკრავად.

5. გააკეთეთ პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის დაკალიბრება. ეს რჩევა პირდაპირ ეხება Macbook-ის, Macbook Pro-ს მფლობელებს. Apple-ი გვირჩევს დავაკალიბროთ აკუმულატორი მოხმარების პირველსავე კვირას, ხოლო შემდგომ ყოველ ორ თვეში ერთხელ. აუცილებელი სახელმძღვანელო განთავსებულია Apple-ის ოფიციალურ საიტზე. ამასთან ერთად გირჩევთ ისარგებლოთ უფასო სამარჯვით Coconut-Flavour, რომელიც თვალს ადევნებს აკუმულატორის მუშაობას.

ვებ-საიტი MacScoop-ი ამტკიცებს, რომ Apple-ი განაახლებს სამაგიდე კომპიუტერების iMac-ის და Mac mini-ს უახლეს ოთხ კვირაში.

MacScoop-ის ინფორმაციით, გარდა ახალი Core 2 Duo პროცესორებისა, რომლებიც დაფუძნებულია Penryn-ის 45-ნანომეტრულ ბირთვზე, Mac mini-ს განახლებული ვერსია მიიღებს გაცილებით უკეთეს ინტეგრირებულ გრაფიკულ სისტემას — Intel GMA x3100, რომელსაც Apple-ი იყენებს აგრეთვე MacBook-ებში.

შეგახსენებთ, ამასწინათ Apple-მა განაახლა თავისი პორტატული კომპიუტერები — MacBook Pro და MacBook-ი, გადაიყვანა რა ისინი Penryn-ზე. ზოგიერთი მონაცემით, Intel-ი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს 65-ნანომეტრული Core 2 Duo-ების წარმოება, ამიტომაც Apple-ი იძულებულია განაახლოს თავისი კომპიუტერების ყველა მოდელი.

წყარო: MacScoop