Skip to content

სნოუს განახლების შემდეგ ჯერი დადგა ლეოპარდზე. მისთვის გამოვიდა უსაფრთხოების განახლებები. ვერსიის ნომერია: Security Update 2010-004. მისი მეშვეობით ამოივსება ნახვრეტები შმედეგ სისტემებში:

ბეჭდვის სისტემა CUPS, DesktopServices, Flash Player, Help Viewer, iChat, ImageIO, libcurl, Open Directory, SMB და ა.შ.

გადმოტვირთეთ (222 მბაიტი).

დღეს გამოვიდა პოპულარული მესენჯერის ორი ახალი ვერსია — სტაბილური 1.3.4 და პირველი ბეტა 1.4. როგორც ოფიციალურ ბლოგში წერია, 1.3.4-ში ცვლილებები ძირითადად კოსმეტიკური სახისაა: განახლებულია ბირთვი, აგრეთვე გასწორებულია Facebook-ის ჩადგმა.

უფრო საინტერესოა მეორე, ბეტა-ვერსია — 1.4. აქ დამატებულია ტვიტერის მხარდაჭერა, IRC-არხების მხარდაჭერა, აგრეთვე მთელი რიგი სიახლეები და განახლებები.

1.3.4 ვერსია ბოლო იქნება, რომელიც მხარს დაუჭერს Mac OS X 10.4.-ს ახალი 1.4. ვერსია, რომლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია beta.adium.im-დან, მხოლოდ Mac OS X 10.5.-ზე იმუშავებს.

დაპროგრამების ამ ეტაპზე Mac OS X 10.6 Snow Leopard-ის ბეტა-ვერსია ცოტათი უფრო ჩქარია, ვიდრე Mac OS X 10.5 Leopard. ამაზე მეტყველებს ოს-ების სიჩქარეების შედარება GeekBench-ის მეშვეობით.

წარმადობის განსაზღვრისას 32-ბიტიანი გაანგარიშებებისათვის, Mac OS X 10.5 და 10.6 აჩვენეს შედეგები შესაბამისად 2859 და 2893 ქულა, 64-ბიტიანისათვის — 3271 და 3351.

უნდა აღინიშნოს, Snow Leopard-ის ფინალური ვერსიის გამოშვებისათვის (შეგახსენებთ, Apple-ის განცხადებით ეს მოხდება დაახლოებით ერთი წლის შემდეგ) მისი წარმადობა გაცილებით გაიზრდება.

წყარო: Mac Zone

Apple-მა გამოუშვა მორიგი განახლების Mac OS X 10.5.4 ფინალური ვერსია.

Leopard-ის ახალ ვერსიაში აღმოფხვრილია უსაფრთხოების ზოგოერთი პრობლემა, გასწორებულია Adobe Creative Suite 3-ის დისტანციურ სერვერებთან მუშაობა, დამატებულია ახალი RAW-ფორმატების მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია X11, L2TP VPN, AirPort, iCal, Safari, Spaces და Exposé-ის მუშაობა.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ, უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესებაზე — აქ.

განახლების დაყენება შესაძლებელია Software Update-ით. ფაილის ზომა — 59 მბაიტი.

წყარო: Apple

კომპანიამ nova media გამოუშვა Phone Plugins — სამარჯვი, როემლიც საშუალებას გაძლევთ დაურეკოთ ნებისმიერ პირს პირდაპირ Mac OS X Leopard-იდან.

Apple-ის ოს-ის წინა ვერსია — Mac OS X 10.4 Tiger — იძლეოდა ამის საშუალებას, თუმცა Leopard-ში ეს ფუნქცია არ არის. nova media-ს განცხადებით, სამარჯვი Phone Plugins нარა მარტო აღადგენს დაკარგულ ფუნქციას, არამედ აფართოებს მას. მომხმარებლებს შეუძლიათ მიუერთონ საკუთარი მობილური ტელეფონები კომპიუტერს და დარეკონ პირდაპირ Address Book-იდან ან ნებისმიერ პროგრამიდან.

სამარჯვი მუშაობს Mac OS X 10.5.2-ში და უფრო ახალში. მხარდაჭერილ ტელეფონების სიაში შედიან Nokia, Motorola, Samsung და Sony Ericsson (დაწვრილებით).

პროგრამის ფასი — €9,95.

წყარო: Nova Media

კომპანია Vmware–მა განაცხადა, რომ ვირტუალური მანქანა Fusion 2.0–ის მომდევნო ბეტა–ვერსიაში, სტუმარი საოპერაციო სისტემის, სახით Mac OS X Leopard Server–ის მხარდაჭერა გაჩნდება.

სტუმარი საოპერაციო სისტემის სახით Leopard–ის სერვერული ვარიანტის გამოყენების შესაძლებლობა, წლის დასაწყისში Apple–ის მიერ სალიცენზიო შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შემდეგ გახდა შესაძლებელი. ერთ სისტემაში რამდენიმე ვირტუალური სერვერის გაშვების საჭიროება შესაძლოა მაშინ დადგეს, როდესაც რამდენიმე სერვერს შორის ამოცანის განაწილება, ან ერთდროულად რამდენიმე საოპერაციო სისტემის – მაგალითდ Mac OS X Server–ის, Windows–ის და Linux–ის გამოყენებაა საჭირო.

Fusion 2.0–ის ფინალური ვერსიის გამოშვების თრიღი კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია.

წყარო: VMware

Leopard–ის ბოლო განახლების გამოსვლიდან ერთ კვირაში, Apple–მა ტესტერებს მომდევნო განახლების Mac OS X 10.5.4 build 9E6–ის წინასწარი ვერსია დაუგზავნა.

MacRumors–ის წყაროების ცნობით, დაგზავნილი ვერსია, თანდართული დოკუმენტაციის თანახმად, მცირე რაოდენობის ცვლილებას შეიცავს, ხოლო კომპანიისთვის ცნობილი დაუმუშავებელი დეტალების სია სულაც ცარიელია. В последнее время ბოლო დროს Apple წინანდელზე ხშირად, რამდენიმე დღეში ერთხელ, უგზავნის ტესტერებს Mac OS X–ის წინასწარ ვერსიებს, თუმცა ეს სულაც არ ამცირებს დროს განახლებებიც რელიზებს შორის. ასე მაგალითად Mac OS X 10.5.3, წინა 10.5.2–ის გამოსვლიდან სამ თვეზე მეტ ხანში გამოვიდა.

მომავალი განახლების პირველი ვერსია ტესტერებმა Apple WWDC კონფერენციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მიიღეს. ჭორებს თუ დავუჯერებთ სწორედ ამ კონფერენციაზე Apple პირველად წარმოადგენს მომდევნო საოპერაციო სისტემას – Mac OS X 10.6 Snow Leopard.

წყარო: MacRumors

Apple–მა საოპერაციო სისტემა Leopard–ის განახლების ფინალური ვერსია – Mac OS X 10.5.3 გამოუშვა. განახლება ორ ვარიანტშია ხელმისაწვდომი: Mac OS X 10.5.3 Update (ფაილის ზომა — 420 მბ) — Mac OS X 10.5.2–ში მომუშავე სისტემებისთვის და Mac OS X 10.5.3 Combo Update (536 მბ) — Leopard–ის ნებისმიერ ვერსიაზე.

განახლებაში აღმოფხვრილია გაუმართაობები Address Book–ში, AirPort–ში, Automator–ში, iCal–ში, iChat–ში, Mail–ში, Parental Controls–ში, Spaces–ში, Time Machine–ში, VoiceOver–ში და ოპერაციული სისტემის სხვა კომპონენტებში, იგი აუმჯობესებს Screensaver–ების, USB–მოწყობილობების, Wi-Fi–ის მუშაობას, შრიფტ Helvetica–ის აღქმას, აფართოებს RAW–ფორმატების მხარდაჭერას ციფრული ფოტოკამერებისთვის და სხვ.

Mac OS X 10.5.3–ის სიახლეების სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ Apple.com (ინგლ.) ვებსაიტის ამ გვერდზე.

განახლების დაყენება შესაძლებელია სისტემური პროგრამის Mac OS X Software Update–ის გამოყენებით.

წყარო: Apple

უახლოეს მომავალში საოპერაციო სისტემა Mac OS X Leopard–ის ნალოდინევი ახალი ვერსია – 10.5.3 შეიძლება გამოვიდეს. გასული კვირის ბოლოს Apple–მა ტესტერებს გაუგზავნა განახლების მორიგი წინასწარი ვერსია 9D34, რომლის თანმხლებ დოკუმენტაციაში მხოლოდ ერთი შესწორებაა მითითებული, ხოლო ცნობილი პრობლემების სია სულაც ცარიელია, იტყობინება Apcmag.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში გამოსულმა Leopard–ის წინა განახლებამ – Mac OS X 10.5.2, საოპერაციო სისტემის სადებიუტო, ოქტომბრის რელიზში აღმოჩენილი მრავალი დაუმუშავებელი ნიუანსი გაასწორა, მომხმარებლები კვლავინდებურად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს, რომლებიც საოპერაციო სისტემის ადრეულ ვერსიებში გარდაუვალია. ანონიმურ შემქმნელებზე დაყრდნობით Apcmag–ს მოჰყავს
მომავალ განახლებებში შესწორებების სია, რომელიც ორასზე მეტ პუნქტს შეიცავს. კომპანია სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება შემდეგი კომპონენტების მუშაობაზე გაამახვილონ: Audio Applications, Video Applications, 802.1X, Active Directory/Directory Services, AirPort, Back To My Mac, Graphics, Installer, Mail, Spaces, Time Machine.

განახლების უახლოეს მომავალში გამოსვლის კიდევ ერთ საბაბს მომავალი ღონისძიება – WWDC 2008 კონფერენცია წარმოადგენს, რომელიც 9 ივნისს სან–ფრანცისკოში აიღებს სტარტს.

წყარო: Apcmag

გასული კვირის ბოლოს Apple-მა დააგაზავნა მორიგი სატესტო ვერსია — Mac OS X 10.5.3 Leopard build 9D22. AppleInsider-ის ინფორმაციით, ახალი ანაწყობი შეიცავს დამატებით კიდევ 15 გასწორებას. შედეგად, გასწორებების საერთო რაოდენობამ უკვე მიაღწია 170 ერთეულს.

შესწროებების სიაშია — AirPort-თან მუშაობის პრობლემა, რაც ხელს უშლიდა უსადენო ქსელთან მიერთებას სისტემის ძილის რეჯიმიდან გამოსვლისას; პრობლემები მუშაობის დასრულებისას; პრობლემები ოტიკური დისკწამყვანების მუშობაში მათთან ზიარი წვდომის დროს და ა.შ.

ამავდროს, თუ ვიხელმძღვანელებთ დოკუმენტაციით, განახლებაზე მუშაობა მტელი ძალებით მიმდინარეობს: ახალ ანაწყობში კომპანია ტესტერებს სთხოვს ყურადრება მიაქიონ ოს-ის 12 კომპონენტის მუშაობას, მაშინ, როდესაც წინა ანაწყობში ეს სია 17 დასახელებისაგან შედგებოდა, უფრო ადრე — 24.

AppleInsider-ის წყაროების ცნობით, საბოლოო ვერსია ორ-სამ კვირაში გამოვა.

წყარო: AppleInsider