Skip to content

VideoMonkey

მწარმოებელი: VideoMonkey

მიმდინარე ვერსია: 0.6

ფასი: უფასო

ვიდეო-კონვერტორის VisualHub არსებობის შეწყვეტის შემდეგ, მაკზე ნადვილი დეფიციტი იგრძნობა კარგი და ამავდროულად უფასო კონვერტორებისა. საბედნიეროდ გაჩნდა ახალი რედაქტორი, VideoMonkey. ინტუიტიური ინტერფეისი, სტაბილური მუშაობა და ფუნქციების არცთუისე ცუდი ნაკრები. საკმარისია ადრეული ვერსიისათვის.

ახლა VideoMonkey-ს შეუძლია ვიდეოს კონვერტაცია iPod-ის, iPod Toch-ის, iPhone-ისა და Apple TV-ისათვის. კოდირების ხარისხის ზუსტი მორგება არ არსებობს. არიც მხოლოდ ერთი ცოცია, რომელიც პასუხისმგებელია ნაკადის ბიტრეიტზე, ამავდროულად ის კორელირდება ხმის ხარისხთან. ცოციას გადაადგილებით ნათელი ხდება გამომავალი ფაილის ზომა. მხარდაჭერილია ფაილებზე ჯგუფური მუშაობა.

HandBrake

მწარმოებელიHandBrake Project

მიმდიანრე ვერსია: 0.9.4

ფასი: უფასო

თუ VideoMonkey – ინტუიტიური პროგრამის მაგალითია, HandBrake — გადატვირთული ინტერფეისითა და გაუგებარი პარამეტრებით გამორჩევა.

გარდა ძირითადი პოპულარული ფორმატებისა, მას შეუძლია ვიდეოს კონვერტაცია DVD-წყაროდან (Video_TS საქაღალდეები, იმიფ-ფაილები), ამავდროულად ვიდეოსა და ხმის მორგების პარამეტრების ფართო არჩევანია. ფაილის მომზადებისას შესაძლებელია სუბტიტრების დამატება.

HandBrake - შესანიშნავი პროგრამაა გათვიცნობიერებული მომხმარებლებისათვის, მაგრამ მის მრავალრიცხოვან პარამეტრებში დაკარგვა ძნელი არ არის.

კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც უნდა ავღნიშნოთ ეს არის... QuickTime X. საკმარისია მასში გავხსნათ საჭირო ფაილი, შემდეგ დავაჭიროთ ღილაკზე Save As... გამოსულ დიალოგურ სარკმელში შეგიძლიათ აირჩიოთ საჭირო მოწყობილობა (iPod, iPhone, Apple TV).

მათთვის, ვისაც აქვს iPod (ან ორი) და iPhone (ან ორი) და სურს მათი გარკვეულწილად შეთავსება, კომპანია JVC–მა გამოუშვა სპეციალური ჩასამაგრებელი სადგური NX-PN7. ანალოგებისგან განსხვავებით სადგურს ერთდროულად ერთზე მეტი iმოწყობილობის მხარდაჭერა შეუძლია.

ამას გარდა ფუნქციონალში არის AM/FM რადიომიმღები, მაღვიძარა და ვიდეოგამოსასვლელი. ყოველი ჩასადგამის ქვეშ არის მანათობელი ზოლი, რომელისც 9–იდან ერთ–ერთი არჩეული ფერით ანათებს. „კაი ვეშია“, ფასი — $149.95.

მიმდინარე კვარტალში, რომელიც ორ კვირაში თავდება, Apple-ი გაყიდის 10,5-დან 11 მლნ.-მდე iPod-ს.

ასეთი მონაცემები ნიშნავს, რომ ადრე პროგნოზირებული გაყიდვების 6-პროცენტიანი ვარდნის ნაცვლად კომპანია აჩვენებს ზრდას 1%-ით.

წყარო: MacNN

კომპანიამ Gear4 განაცხადა iPod-ის ახალი აქსესუარის გამოშვების შესახებ — ეს არის სამაგიდე საათი-მაღვიძარა ჩადგმული რადიომიმღებით და შემაპირისპირებელი სადგურით, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ უსმინოთ მუსიკას დამკვრელიდან.

სანდარტული შესაერთებლების გარდა, მოწყობილობას გააჩნია ჩვეულებრივი აუდიო შესასვლელი, რაც შესაძლებლობას გაძლევთ მიუერთოთ მას სხვა დამკვრელები. მწარმოებლის განცხადებით აკუსტიკური ნაწილის სიმძავრე შეადგენს 16 ვატს.

მოწყობილობა გაიყიდება $100-ად.

წყარო: Gear4

SharedPod — არის iPhone/iPod Touch–ის მედიაქონთენთის სამართავად შექმნილი მცირე ზომის დამატება. არაფრის დაყენება არ დაგჭირდებათ, გადმოიწერეთ არქივი და გაუშვით exe-ფაილი, ოღონდ iPhone–ის კომპიუტერთან შეერთება არ დაგავიწყდეთ.

პროგრამაში არის კომპიუტერიდან ტელეფონში და პირიქით მუსიკის ასლების გაცვლის შესაძლებლობა. ასევე შეგიძლიათ მედიაფაილების და ფლეილისთების წაშლა და მთელი მუსიკალური ბიბლიოთეკის დამარქაფება.

გადმოიწერეთ აქედან.

Piper Jaffray–ის ანალიტიკოსებმა WWDC კონფერენციაზე პატარა გამოკითხვა ჩაატარეს და საინტერესო შედეგები მიიღეს:

  • შემქმნელების 50% მხოლოდ iPhone/iPod Touch–ის გადაწყვეტილებებს ამზადებს;
  • 15% GPS–ისთვის სოფტზე მუშაობს;
  • 10% გასართობ დამატებებს ქმნის;
  • 15% კორპორატიული კლიენტებისთვის მუშაობს;
  • 70% სხვა ტელეფონებისთვისაც ქმნის პროგრამებს;
  • AppStore–ზე დამატების საშუალო ფასი $2.29–ია;
  • პროგრამების 71% მთლიანად უფასო იქნება.

კომპანია PA Semi-ს თანამშრომლები, დაიწყებენ Apple-ის მოწყობილობებისათვის აპარატურული კომპონენტების წარმოებას, - ამის შესახებ მეტყველებს სტივ ჯობსის სიტყვები ინტერვიუდან, რომელიც მან The New York Times-ს მისცა.

Apple-ი ეკონტქატებოდა PA Semi-ს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ეს უკანასკნელი აპირებდა PowerPC არქიტექტურის პროცესორების წარმოებას, თუმცა Mac-ის Intel პლათფორმაზე გადასვლასთან ერთად ეს საუბრები შეწყდა. PA Semi-ს გააჩნია დიდი გამოცდილება მობილური პროცესორების წარმოებაში.

„ჩვენი პარტნიორობა Intel-თან შესანიშნავია და იმედს ვიტოვებთ, რომ ასეც გაგრძელდება“, — განაცხადა რამდენიმე კვირის წინ სტივ ჯობსმა, რითაც უარყო ჭორები Mac-ის კვლავ PowerPC პლათფორმაზე დაბრუნებისა.

წყარო: The New York Times

მაღაზია Apple iTunes–ის კატალოგი, iPod–ისთვის ახალი თამაშით შეივსო, რომელიც Electronic Arts–ის მიერ შექმნილ, პოპულარული თამაშის „მონოპოლიის“, „საფლეერო“ ვერსიას წარმოადგენს.

ისევე როგორც ორიგინალურ თამაშში, iPod–ისთვის დაწერილ მონოპოლიაში მოთამაშეებმა უნდა იყიდონ უძრავი ქონება, მიიღონ იჯარა და მოწინააღმდეგეების გაკოტრება სცადონ.

ფლეერის ერთმანეთისთვის რიგრიგობით გადაცემით, თამაშში ოთხ ან ნაკლებ მოთამაშეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. შესაძლებელია ვირტუალურ მოწინააღმდეგეებთან შერკინებაც, რომელთა ოსტატობის ხარისხსაც მომხმარებელი სამი ვარიანტიდან ირჩევს.

თამაშის ღირებულებაა 4,95$. თამაში თავსებადია iPod with video, iPod classic და iPod nano 3G ფლეერებთან.

წყარო: Apple

კომპანია Piper Jaffray–ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე კვარტალში iPod ფლეერების გაყიდვების შედეგები მოულოდნელად დიდი იქნება. მათი სიტყვებით გაყიდვებზე NPD მონაცემები აჩვენებს, რომ მხოლოდ აპრილიდან ივნისამდე Apple 10,5-11 მილიონ iPod–ს გაყიდის. თუკი ასეც მოხდა აღმოჩნდება, რომ მიმდინარე კვარტალში ფლეერების გაყიდვები 1%–ით გაიზრდება, თუმცა უფრო ადრინდელი პროგნოზებით იგი 6%–ით – 10 მილიონ მოწყობილობამდე უნდა შემცირებულიყო. Piper Jaffray–ის წინა პროგნოზი – 10,2 მილიონ iPod–ს შეადგენდა.

საკუთარ პროგნოზებში Piper Jaffray–ის ანალიტიკოსები, გასულ წლებში iPod–ის გაყიდვების სტატისტიკას იყენებდნენ, რამაც შესაძლებელი გახადა კვარტლის განმავლობაში მომხმარებლის აქტიურობის დინამიკის განსაზღვრა – ჩვეულებრივ აპრილში იყიდება კვარტლის განმავლობაში რეალიზებული iPod–ების 28%, მაისში 31%, ივნისში 41%. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამგვარი მიდგომა სანდო შედეგებს იძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კვარტლის განმავლობაში არ მოხდება იმგვარი მოვლენები, რომლებიც გაყიდვებზე ახდენენ გავლენას. მაგალითდ ამგვარი რამ მოხდა თებერვალში. მას შემდეგ, რაც Apple–მა შეამცირა ფასები iPod shuffle–ზე, მისი გაყიდვები გაიზარდა.

წყარო: iPodNN

Apple ცდილობს შეეწინააღმდეგოს შვეიცარიის ხელისუფლების მიერ მიღებულ ახალ კანონს, რომლის მიხედვითაც ყველა მედიამატარებელი, რომელიც კონტენტის გარეშე იყიდება, იბეგრება სოციალური მოსაკრებლით, იტყობინება ადგილობრივი გაზეთი Basler Zeitung.

მოსაკრებელი, მუსიკალური ნაწარმოებების ავტორების საავტორო უფლებების დამცველი ორგანიზაციის SUISA (Swiss Society for the Rights of Authors of Musical Works) ინიციატივით, შემსრულებლებისა და ხმის ჩამწერი ლეიბლებისთვის პირატების მიერ მიყენებული ზარალის კომპენსაციის მიზნით შემოიღეს. ამ მოსაკრებლით იბეგრება შვეიცარიაში გაყიდული ყველა მედიაფლეერი, მაგრამ Apple–ს მიაჩნია, რომ ეს წესი არ უნდა შეეხოს iPod–ს, რომლებიც მომხმარებელს პირდაპირ ირლანდიიდან მიეწოდება.

მოსაკრებელი დიდ გავლენას ახდენს iPod–ის გაყიდვაზე, რამეთუ მისი მოცულობა საკმაოდ დიდია და ერთი მოწყობილობისთვის 42 შვეიცარულ ფრანკს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 1 აპრილამდე განაკვეთი კიდევ უფრო დიდი იყო – 32 გიგაბაიტიანი iPod touch–ისთვის მომხმარებელი დამატებით 153 ფრანკს იხდიდა.

რამოდენიმე კვირაში Apple დაიწყებს iPhone–ის გაყიდვებს შვეიცარიაში და ჯერჯერობით გაურკვეველია დაიბეგრება თუ არა ტელეფონი ანალოგიური მოსაკრებლით.

წყარო: MacNN