სიახლე iPad/iPhone-ის მფლობელებისათვის

გამარჯობა მეგობრებო, როგორც უკვე შეატყვეთ, ჩემი სამსახურში დაკავებულობის გამო ბლოგისათვის ცოტა დრო მრჩება. მეტიც ამ ბოლო ორი თვის მანძილზე სულ რამოდენიმე ჩანაწერს მოვუყარე თავი. იმედს ვიტოვებ, რომ დღევანდელი ჩანაწერიდან ჩვენი (ის ხომ მარტო ჩემი არაა, თქვენიცაა!) ბლოგის მუშაობა აღსდგება და სტატიების გამოსვლის პერიოდულობა მოიმატებს. მაშასადამე რაზე მინდა ვისაუბრო მე. როგორც სათაურიდან გაიგებდით, თემა ეხება აიპადებსა

iPhone-ზე შესაძლებელია Facebook-ის ვიდეოს ყურება

ერთბაშად ორი საინტერესო სიახლე სეერიდან „იცით თუ არა, რომ…“ მაშ ასე, იცით თუ არა, რომ დღეისათვის პირქიგნაკში დარეგისტრირებულია 55 მილიონი მომხმარებელი, რომელიც აქტიურად იყენებს iPhone-ს? ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოში სადღაც 100 მილიონი მოწყობილობაა, რომელიც მუშაობს iOS-ზე. ახლა პრაქტიკული სიახლე. ამ დღეებში ფეისბუკმა განაახლა თავისი კლიენტი პროგრამა აიფონისათვის და დაამატა ფოტოების უფრო

ცუკერბერგს არ მოსწონს iPhone

მარკ ცუკენბერგმა, Facebook-ის შემქნელმა დაიჩივლა ტვიტერში iPhone 3GS-თან დაკავშირებით. ნეტავ რა არ მოეწონა მას ამ ტელეფონში. რამდენადაც ეს უცნაურად არ უნდა ჟღერდეს — ეს აკუმულატორია. როგორც გაირკვა, მარკმა ამასწინათ გადადო თავისი Blackberry და ერთი კვირით გადაწყვიტა აიფონის გამოყენება. ამის მიზეზი გახდა Blackberry-ზე qwerty-კლავიატურის არსებობა, რომელიც თითებს ძალიან სტკენს მარკს. მიუხედავად მისი წუწუნისა აიფონის აკუმულატორთან დაკავშირებით,

AT&T და iPhone — რიგი დაიკავეთ!

როგორც ცნობილია, აშშ-ს ტერიტორიაზე iPhone-ის ექსკლუზიური რეალიზატორი კვლავაც AT&T-ი იქნება. დღეს მან გამოაქვეყნა განცხადება Apple-ის მოწოყობილობის ყიდვასთან დაკავშირებით. ოფისების კარებები გაიღება 24 ივნისს ზუსტად დილის 7 საათზე. AT&T-ი მოუწოდებს თავის მომხმარებლებს, რომ არ დაუკავონ რიგი ამხანაგებსა და მეგობრებს, ხოლო ახალდ მოსულები რიგის ბოლოში უნდა ჩადგენენ. თვითონ რიგის სიგანე ერთ ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს (შეადარეთ თბილისში

iOS 4-ის Jailbreak, მალე?..

ამ მომენტისათვის შესაძლებელია iOS 4-ის ციხიდან გაქცევა iPhone 3G და iPhone 3GS ტელეფონებზე, მაგრამ მხოლოდ მაკ-კომპიუტერზე. თუ რა სიახლეებია ამ ახალ ოს-ში ჩვენ მალე შემოგთავაზებთ გაშლილ მიმოხილვას ამ საკითხის გარშემო.

WWDC 2010-ის ბანერებზე აქცენტი გადატანილია iPhone OS 4-ზე

Apple-მა დაიწყო ბანერებისა და პლაკატების გამოკიდვა. მთავარი ბანერი განთავსებულია შენობის შიგნით და ზედ აწერია „The center of the app universe“ (აპლიკაციების სამყაროს ცენტრი). პარასკევს პაპარაცებმა გადაიღეს ახალი ფოტოები მოსკონე ცენტრიდან. სარეკლამო მასალები გვარწმუნებს იმაში, რომ წელს მთელი ღონისძიება კონცეტრირებული იქნება iPhone OS-ის გარშემო. დანარჩენი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ.

iPhone ვერ იქნება iPad-ის მოდემი

პრინციპში ეს სიახლე არცაა, არამედ საჯარო განცხადება — თქვენ ვერასდიდებით ვერ შეძლებთ აიფონის აიპადისათვის მოდემად გამოყენებას. და ეს ოპერატორების ბრალი არაა, არამედ Apple-ისა. გაურკვეველი მიზეზის გამო iPhone-ი მხარს უჭერს ინტერნეტის გაცემას მხოლოდ USB-ისა და Bluetooth-ის მეშვეობით. iPad-საც გამორთული აქვს Bluetooth-კავშირი მოდემისათვის.

GSM-iPhone 4G — ჩინელებს არ სძინავთ

Gizmodo-ს პორტალზე iPhone 4G-ის პირველი გამოჩენისთანავე მრავალს გაუჩნდა კითხვა, თუ რა იყო ეს: ხარისხიანი ჩინური ნაკეთობა, თუ ეფლის მიერ გადმოგდებული სატყუარა, პუბლიკის „გასახურებლად“? ახლა გასაგებია, რომ კუპერტინოს ჩარევის გარეშე ეს ტელეფონი საერთოდ ვერ იხილავდა დღის შუქს. მაგრამ სანამ ჩვენ ვმარჩიელობდით, ჩინელები მუშაობდნენ. წარმოგიდგენთ GPS-PHONES. როგორც ხედავთ ტელეფონს გააჩნია ფრონატლური კამერა, ტვ-ანტენა, ჯავას მხარდაჭერა, mini-USB და

iPhone OS უსწრებს Android-ს. ჯერ-ჯერობით

აიფონის მორიგი წამრატება: ბოლო მონაცემების მიხედვით არა მარტო ჯობნის თავის უახლეს კონკურენტს, Android OS-ს, არამედ ზრდის თავის წილს ბაზარზე 30,4%-იდან 32,8%-მდე. ანდროიდი ჯერ დიდად ჩამორჩება. ანდროიდის წილმა მოიმატა 5,3%-იდან 6,2%-მდე. ცოტაა, მაგრამ მისი ზრდის ტემპი უფრო მაღალია, ვიდრე აიფონისა.

iPhone HD — ახლა უკვე პორტუგალიიდან

მოკლედ, WWDC-ის მოლოდინში ეს ახალი აიფონი (ნადვილია კი?) პლანეტის ხან ერთ კუთხეში ამოყოფს თავს, ხან — მეორეში. სულ არ გამიკვირდება, რომ ხვალ სახლიდან გამოსულს სადმე მეტრო „ნაძალადევის“ შესასვლელთან ვიპოვნო შემთხვევით :D [youtube]http://www.youtube.com/watch?v=MvCcMa740EI&feature=player_embedded[/youtube]