Skip to content

2

wordpress_logo

WordPress-ის ისტორია იწყება 2003 წელს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის პატარა კომპანიამ b2/cafelog შეწყვიტა არსებობა და მისმა პროდუქტმა არსებობა განაგრძო WordPress-ის სახით.

სულ თავიდანვე WordPress იქმნებოდა როგორც მოქნილი პლათფორმა ბლოგის სამართავად.

Wikipedia: ბლოგი (ინგ. blog, — web log — ინტერნეტ-ჟურნალი, ინტერნეტ-დღიური) — ვებ-გვერდი, რომლის ძირითადი შიგთავსი რეგულარულად განახლებადი ჩანაწერებია.

WordPress იდეალურია ამ მიზნებისათვის. ბლოგებისათვის დამახასიათებელია საშუალო სიგრძის ჩანაწერები, რომლებიც დახარისხებულია ქრონოლოგიურად (ყველაზე ახალი ჩანაწერი ზემოთ არის განთავსებული). ბლოგის განსხვავება ჩვეულებრივი ჟურნალისგან ის არის, რომ როგორც წესი ბლოგი საჯაროა და უცხო ადამიანებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ ამ ბლოგის შიგთავსი. ...continue reading "რისთვის გამოდგება WordPress?"

სამყაროს დასახელება: „ვარსკვლავური გზა“ — „Star Trek“
წარმოშობა: 1966 წელი
შემქმნელი: ჯინ როდენბერი
ნაწარმოები: 5 ტელე-სერიალი, 11 ფილმი, მულტ-სერიალი, კომპიუტერული, ბანქოსა და სამაგიდე თამაშობები, ლიტერატურა, მუსიკა.

Star Trek
Star Trek

To boldly go where no man has gone before!

როდესაც „ვარსკვლავური გზა“ პირველად გამოვიდა ეკრანებზე 1966 წელს, ადამიანს ჯერ ფეხი არ დაედგა მთვარეზე, სამაგიეროდ ცივი ომი აქტიურ ფაზაში იყო, იღვრებოდა სისხლი ვიეტნამის ომში, ხოლო მომავალი აფრო-ამერიკელები იბრძოდნენ საკუთარი უფლებებისათვის. სერიალის სულის ჩამდგმელი, ჯინ როდენბერი იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ჟანრის კანონების წინააღმდეგ წავიდა და მაყურებელს წარმოუდგინა მომავლის პოზიტიური ხედვა, რომელშიც კაცობრიობა უკეთესი გახდება, გადალახავს შინაგან წინააღმდეგობებსა და პრობლემებს და გაიაზრებს ბოლო-ბოლო, რომ აუცილებელია გაერთიანება უკიდეგანო სამყაროს წინაშე. „ვარსკვლავური გზა“ დაბეჯითებით აცხადებს, რომ უცხოპლანეტური რასები ჩვენს გალაქტიკაში ათობითაა და მრავალ მათგანთან დედამიწა არა მარტო კონტაქტში შევა, არამედ შექმნის გაერთიანებულ პლანეტათა ფედერაციას, რომელშიც როდენბერიმ კაცობრიობის საუკუნოვან ოცნებას მშვიდობიან თანაცხოვრებასა და ჰუმანისტურ წესრიგზე, ხორცი შეასხა. ...continue reading "„ვარსკვლავური გზის“ სამყარო"