Skip to content

7

ცეცხლში არ იწვის, წყალში არ იძირება... არ ვიცი რამდენად არ იძირება, მაგრამ აი ცეცხლში რომ არ იწვის, ეს ფაქტია! ეს დაამტკიცა შვედმა ანდერს ნორმანმა.

ეს აღმოჩენა მან სრულიად შემთხვევით გააკეთა: მის სახლში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგები ფრიად სავალალოა - შენობა თითქმის სრულიად დაიწვა...

iMac in Fire
iMac in Fire
iMac in Fire
iMac in Fire

დაიწვა აგრეთვე მისი iMac-იც, უბრალოდ დადნა...

iMac in Fire
iMac in Fire

„როდესაც შეფსელში ჩავრთე კვების კაბელი, არც კი მქონდა იმედი, რომ ის ჩაირთვებოდა. ახლა წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც დინამიკიდან გავიგონე მისალმების ნაცნობი აკორდი... ეკრანი აინთო და კომპიუტერი მიუერთდა სახლის ქსელს.

მეტიც, მაუსიც გადარჩა. მას ჭიპიც კი უმუშავებდა. მე ჩავტვირთე Firefox-ი და საკმაოდ სწრაფად ვიპოვნე სტატია ჩემს სახლში მომხდარი ხანძრის შესახებ...“

iMac in Fire
iMac in Fire

რა უნდა ვთქვათ - პირდაპირ ფანტასტიკაა და... კიდევ ერთი საბაბი, რომ შევიძინოთ iMac! ;)

მეექვსედ 1999 წლიდან, Apple–ის მიღწევები პრესტიჟული ბრიტანული პრემიის D&AD Awards ორი უმაღლესი ჯილდოთი, „შავი ფანქრით“ აღინიშნა. ამჯერად კომპანიამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა მაგიდის კომპიუტერის iMac–ის, რომელმაც გასულ წელს ახალი, „ალუმინის“ გარეგნობა შეიძინა, და მობილური ტელეფონის iPhone–ის დიზაინისთვის.

გამომცემლობა The Guardian იტყობინება, რომ ამ მიღწევამ Apple, პრემიის გადაცემის 45–წლიან ისტორიაში, ყველაზე წარმატებულ პრიზიორად აქცია. Apple–ის გარდა „შავი ფანქარი“ მიიღო კიდევ ხუთმა კომპანიამ, ნაკლებად პრესტიჟული, „ყვითელი ფანქრით“ კი, 64 კატეგორიაში ოცდაათი კომპანია დაჯილდოვდა.

„შავი ფანქარი“ მეტად ექსკლუზიურ ჯილდოდ ითვლება, ვინაიდან D&AD არ ანიჭებს ჯილდოებს იმ შემთხვევაში, თუკი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში ბაზარზე მისი ღირსი პროდუქტი არ გამოჩნდება.

წყარო: The Guardian

თქვენ მაკის ახალი მომხმარებელი ხართ! გილოცავთ! კარგი შენაძენია. ეს შეიძება იყოს Macbook Pro, iMac-ი ან Mac Mini — არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია რომ ის თქვენ გაქვთ და თქვენ უკვე გახდით ჩვენი საზოგადოების წევრი. რა უნდა გააკეთოთ პირველად?

1. გაუშვით პროგრამების განახლება. როდესაც ყიდულობთ Mac-ს, უცნობია, რამდენი ხანი იმყოფებოდა იგი მაღაზიაში. შესაძლოა, რომ ამ ხნის განმავლობაში Apple-მა გამოუშვა რამდენიმე განახლება. განახლებისათვის Apple-ის მენიუში () აირჩიეთ Software Update-ი. გაითვალისწინეთ, რომ ვინაიდან ყველა განახლება ქსელიდან იტვირთება, ჯერ აუცილებელია ინტერნეტ-კავშირის დამყარება.

2. შეცვალეთ დოკის (Dock) ზომა და მდებარეობა. ნაგულისხმევად, Apple-ი დოკს ათავსებს ეკრანის ქვედა კიდეზე, თუმცა შესაძლებელია მისი განთავსება მარცხნივ ან მარჯვნივ. ასევე შეგიძლიათ შეცვალოთ მის მიერ დაკავებული ადგილის ზომა. ბევრი საერთოდ ირჩევს დოკის ავტომატური დამალვის რეჟიმს, როდესაც ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩანს, როდესაც მაუსის მიმთითებელს დაუმიზნებთ. შესაბამისი პარამეტრები შეგიძიათ იხილოთ System Preferences → Dock-ში

3. დაამატეთ მაუსის მარჯვენა დაწკაპუნება თაჩპედისათვის. Apple-ს ხშირად აკრიტიკებენ ერთღილაკიანი თაგუების და თაჩპედების გამოშვებისათვის, მაგრამ იცით თუ არა, რომ კვლავ შეგიძიათ მეორე ღილაკის გამოყენება? თუ თქვენ გაქვთ Macbook-ი ან Macbook Pro, გადადით სისტემურ პარამეტრებში System Preferences → Keyboard and Mouse → Trackpad და ჩართეთ თოლია “Tap trackpad with two fingers for secondary click”. ახალ iMaс-ში ან Mac Pro-ში უნდა გადახვიდეთ System Preferences → Keyboard and Mouse → Mouse და ჩამოშლად სიაში აირჩიოთ Seconday Button.

4. გახდით ინტერნეტის სრულფასოვანი მოქალაქე. Safari შესაძლებლობას გაძლევთ იმუშაოთ საიტების უმეტესობასთან, მაგრამ ვინაიდან Windows-იანი კომპიუტერები უმრავლესობაშია, შეიძება წააწყდეთ ზოგიერთ პრობლემას. პირველი, რაც უნდა გააკეთოთ — გადმოქაჩოთ და დააყენოთ Flip4Mac, ჩადგმა Windows Media ფორმატის ფაილების დასაკრავად.

5. გააკეთეთ პორტატული კომპიუტერის აკუმულატორის დაკალიბრება. ეს რჩევა პირდაპირ ეხება Macbook-ის, Macbook Pro-ს მფლობელებს. Apple-ი გვირჩევს დავაკალიბროთ აკუმულატორი მოხმარების პირველსავე კვირას, ხოლო შემდგომ ყოველ ორ თვეში ერთხელ. აუცილებელი სახელმძღვანელო განთავსებულია Apple-ის ოფიციალურ საიტზე. ამასთან ერთად გირჩევთ ისარგებლოთ უფასო სამარჯვით Coconut-Flavour, რომელიც თვალს ადევნებს აკუმულატორის მუშაობას.

ვებ-საიტი MacScoop-ი ამტკიცებს, რომ Apple-ი განაახლებს სამაგიდე კომპიუტერების iMac-ის და Mac mini-ს უახლეს ოთხ კვირაში.

MacScoop-ის ინფორმაციით, გარდა ახალი Core 2 Duo პროცესორებისა, რომლებიც დაფუძნებულია Penryn-ის 45-ნანომეტრულ ბირთვზე, Mac mini-ს განახლებული ვერსია მიიღებს გაცილებით უკეთეს ინტეგრირებულ გრაფიკულ სისტემას — Intel GMA x3100, რომელსაც Apple-ი იყენებს აგრეთვე MacBook-ებში.

შეგახსენებთ, ამასწინათ Apple-მა განაახლა თავისი პორტატული კომპიუტერები — MacBook Pro და MacBook-ი, გადაიყვანა რა ისინი Penryn-ზე. ზოგიერთი მონაცემით, Intel-ი ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად შეწყვიტოს 65-ნანომეტრული Core 2 Duo-ების წარმოება, ამიტომაც Apple-ი იძულებულია განაახლოს თავისი კომპიუტერების ყველა მოდელი.

წყარო: MacScoop

კომპანიამ Troll Touch დაიწყო Apple iMac-ების გაყიდვა, რომლებიც აღჭურვილია შეხების მგრძნობიარე ეკრანით ზომით 20 და 24 გოჯი.

ორივე მოდლეში გამოყენებულია საფირმო ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ეკრანის მაღალ გარჩევადობას, რის გამოც შესაძლებელი ხდება კომპიუტერის მართვა თითის შეხებით.

iMac-ის ღირებულება ასეთი ეკრანით შეადგენს $2299 (20"/2,0 ГГц), $2599 (20"/2,4 ГГц), $3399 (24"/2,4 ГГц) და $3899 (24"/2,8 ГГц).

წყარო: Troll Touch

Apple-მა გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ალუმინის iMac-ისათვის, რომლებიც განკუთვნილია Mac OS X Tiger და Leopard-ისათვის.

კომპანიის განცხადებით, განახლებები აღმოფხვრიან კომპიუტერის მუშაობის შეცდომებს და რეკომენდირებულია ყველა ალუმინის Intel Core 2 Duo 2,0, 2,4 და 2,8 გჰც პროცესორებიან iMac-ზე დასაყენებლად.

ფაილების ანალიზმა უჩვენა, რომ ისინი შეიცავენ გრაფიკული ადაპტერის განახლებებს.

დამატებითი ინფორმაცია განახლებების შესახებ, აგრეთვე გადმოსაწერი ბმულები შეგიძიათ მიიღოთ Apple-ის ვებ-საიტიდან:

წყარო: Apple

Apple-მა გამოუშვა iMac MXM Update 1.0 განახლება, რომელიც ასწორებს Boot Camp-ის მუშაობას იმ iMac 24”-ზე, რომელიც შეიცავს GeForce 7300 GT და GeForce 7600 ვიდეო-ბარათებს.

24” iMac-ების გამოშვების შემდეგ ქსელში გამოჩნდა მრავალი შეტყობინება იმის შესახებ, რომ მომხმარბლებს ექმნებოდათ სირთულეები Windows-ის გაშვებისას ამ კომპიუტერებზე. პირველი თაობის ზოგიერთ iMac 24”-ზე Windows-ის ჩატვირთვისას გამოდის მხოლოდ ცარიელი ეკრანი და მა დგმომარეობიდან გამოსავალი არის მხოლოდ ძალდატანებითი გადატვირთვა.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ განახლების ინსტალაციის შემდგომ ინტალაციის ლურჯი ეკრანის ნაცვლად კვლავ არაფერი გამოჩნდება, ყველა საჭირო ქმედება ავტომატურად იქნება არჩეული და მცირე დროის შემდეგ გამოსახულება გამოჩნდება.

განახლების ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ გვერდიდან.

iMac 24”-ის მეორე თაობა აღჭურვილია AMD Radeon ვიდეო-ბარათებით შესაბამისად ეს პრობლემა არ გააჩნია.

წყარო: Apple

გასული საფინანსო კვარტალის წარმატების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გახლავთ Mac-კომპიუტერების კარგი რეალიზაცია. სულ გაიყიდა 2,164 მლნ. Mac-ი, ხოლო ამონაგებმა შეადგინა საერთო შემოსავლის 62%.

სულ გაიყიდა 817 ათასი სამაგიდე კომპიუტერი და 1,347 მლნ. პორტატული კომპიუტერი MacBook და MacBook Pro. ეს საერთო ჯამში 400 ათასი კომპიუტერით მეტია, ვიდრე გასული წლის სარეკორდო კვარტალში.

კომპანიის წარმომაგენელთა განცხადებით, ასეთ შედეგებზე გასვლა მოხერხდა მომხმარებლების მხრიდან iMac-ის ახალი მოდელების თბილად მიღების შედეგად, აგრეთვე წარმატებულად განხორციელებული საგანმანათლებლო პრომო-კამპანიით.

კომპანია იმედს იტოვებს ახალი ოპერაციული სისტემის Leopard-ის წარმატებულ რეალიზაციაზე, რომელიც გაყიდვაში გამოდის 26 ოქტომბერს: ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაყიდული 21 მლნ. Mac-იდან უდიდესი ნაწილი უპრობლემოდ შეძლებს ახალ ოს-ზე გადასვლას.

წყარო: Apple

თუ სტატიის დასაწყისშივე გაიჟღერებს დასახელება Hardmac.com, მაშინ არ უნდა გაგვიკვირდეს: საუბარი შეეხება ახალი მაკინტოშების დეფექტებზე იქნება. და ვინაიდან ყველაზე ახალი არის ალუმინის iMac-ები, შესაბამისად გთავაზობთ ერთი წამით დავბრუნდეთ ახლო წარსულში პარიზულ (სალამი წკაპო! :)) Apple Expo-ზე, სადაც გუნდმა Le MacBidouille გამოიყენა მომენტი და ჩაატარა 24” iMac Alu-ს შუშის პანელის ტესტირება (ზუსტად იმის, რომელიც ჯობსმა „კლინეტების მიერ მოწონებულად“ მონათლა). სამწუხაროდ, უშუალოდ Hardmac.com-ზე ტესტირების მასალები ძალზედ ცოტაა, თუმცა ახალ ამბავთან ერთად წარმოდგენილია ორიოდე სურათი:

„შუშის პანელი მოსალოდნელზე უფრო გამძლე აღმოჩნდა მიუხედავად მიზერული სისქისადა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაუძლო დარტყმებს…”

„ …რათქმაუნდა ეს არ არის სეკიურიტ-შუშა (უსაფრთხო შუშის ნაირსახეობა) და საბოლოოდ დამსხვერული იგი მრავალ ნამსხვრევად დაიშალა. ასე რომ, თუ თქვენი iMac 24″ ან მაგიდიდან გადმოვარდება, ან სპეციალურად ცაუკაკუნებთ შუშას (ჭკუათმყოფელი მაგას რომ არ იზამს გასაგებია), ზემოთ მოყვანილი შედეგის საკუთარი თვალებით ცქერის შესაძლებლობა ნაღდათ გაგიჩნდებათ.