Star Trek ატომურ დონეზე

მეგობრებო, ალბათ უკვე მიხვდით, ვინც წაიკიტხეთ ჩემი გასული კვირის ერთ-ერთი სტატია Star Trek-ის სამყაროს შესახებ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ თემის გარშემო ყველანაირ ინფორმაციას ვაგროვებ.

აი დღეს ფრიად საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი. Star Trek Into Darkness-ის ეკრანებზე გამოსვლასთან დკაშირებით კომპანია IBM-მა ატომარულ დონეზე შექმნა ფოტოების სერია, რომლებიც ცალკეული ატომებისგან არის შექმნილი. მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ, თქვენ თვითონ ნახეთ:

Star Trek Logo
Star Trek Logo
Star Trek Vulkan
Star Trek Vulkan
Star Trek Enterprise
Star Trek Enterprise
Star Trek Ruler
Star Trek Ruler

წყარო: startrek.com

 

IBM-ის ლენტური დამგროვებელი 60 წლისაა

1952 წლის 21 მაისს დღის შუქი იხილა დამგროვებელმა IBM 726, რომელიც პირველი კომერციული მოწყობილობა გახლდათ მონაცემების მაგნიტურ ფირზე ჩაწერისა და წაკითხვისათვის.

IBM 600
IBM 600

IBM 726-ის ანონსი მოხდა IBM 701-ის — მასიურად წარმოებული კომპიუტერის გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში.

ეს კომპიუტერი ძირითადად მოიაზრებოდა როგორც „თავდაცვითი კალკულატორი“. IBM 726-ის ფირზე შვიდი ბილიკი იყო, აქედან ექვსზე მონაცემები ინახებოდა, ხოლო მეშვიდეზე — საკონტროლო მაჩვენებლები. ერთ ბობინაზე 400 მეტრი ფირი იყო, 1.25 სმ სიგანის. მონაცემთა გადაცემის თეორიული სიჩქარე — 12.5 ათასი სიმბოლო წამში; ჩაწერის სიმჭიდროვე — 40 ბიტი სანტიმეტრზე.

ლენტური დამგროვებლების ფართო გავრცელება დაკავშირებული იყო მსხვილგაბარიტულ ეგმ-ებთან (ელექტრონული-გამომთვლელი მანქანა, ასე ერქვა ადრე კომპიუტერს), კერძოდ IBM-ის მაინფრეიმებთან. 1964 წელს წარმოდგენილი IBM System/360-იდან დაწყებული, კომპანია IBM-ში მიღებული იყო 9-ბილიკიანი ფირის სტანდარტი ხაზური ჩაწერის პრინციპით. მოგვიანებით ეს სტანდარტი სხვა მწარმოებლების სისტემებშიც ფართოდ გამოიყენებოდა 1980-იან წლებამდე.

თანამედროვე ლენტური დამგროვებლები, როგორც წესი კომპიუტერს მაღალი წარმადობის SAS ინტერფეისით უკავშირდება და უზრუნველყოფს ინფორმაციის გადაცემას 3 ან 6 გბიტი/წმ სიჩქარით. შემუშავებულია ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა ლენტურ კარტრიჯზე ჩავწეროთ 35 ტბაიტი მონაცემები.

IBM-ი გადადის MacBook-ზე

კომპანია IBM-ის თანამშრომლებმა მიიღეს ასი ცალი პორტატული კომპიუტერი Apple MacBook ექსპერიმენტის სახით, რომლის განმავლობაშიც მათ უნდა გაარკვიონ, რამდენად არის ასეთი კომპიუტერების გამოსადეგი კომპანიაში, სადაც რამდენიმე პლათფორმა გამოიყენება.

ჯერ კიდევ გასულ წელს IBM-ში დაიწყეს Apple-ის კომპიუტერიების გამოყენების შესაძლებლობის შესწავლა. მას შემდეგ, რაც თანამშრომლებმა მიიღეს Apple-ის კომპიუტერები, ჩატარდა გამოკითხვა მათი მოხმარების მოხერხებულობის შესახებ. შედეგად 18 თანამშრომელმა აღნიშნა მუშაობის უკეთესი ხარისხი, ხოლო თანამშრომელთა 86% ითხოვა, რომ მათვის დაეტოვებინათ კომპიუტერები შემდგომი მუშაობისათვის.

თუმცა კომპანია IBM-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს არ ნიშნავს კომპანიის სრულ გადასვლას PC-დან Мас-ზე, ეს უფრო არის რამდენიმე პლათფორმის გამოყენების შესაძლებლობის მოშინჯვა.

IBM-ის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი არის ამ კომპიუტერების საიმედობა, აგრეთვე ის ფაქტი, რომ ისინი გამოიყენება სამეცნიერო წრეებში, სადაც IBM-ს საკამოდ მჭიდრო კავშირები გააჩნია.