WordPress 10 წლისაა

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი CMS, WordPress 10 წლის გახდა. დღეისათვის მას იყენებს ბლოგერებისა და პროფესიონალების უზარმაზარი არმია, მათ შორის ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორებიცაა CNN, TechCrunch, Dow Jones, UPS, NBC Sports, TED და სხვა მრავალი. ამ თარიღის არსანიშნავად მეტ მიულევენგმა (Matt Mullenweg), რომელიც WordPress-ის ავტორია და რომელსაც ეკუთვნის სავაჭრო ნიშანი, საკუთარ ბლოგში სტატია გამოაცხო. როგორც განვლილი ათი წელი

Star Trek 46 წლისაა

გუშინ Star Trek სამყარო (სხვანაირად ენა არ მომიტრიალდება რომ ვახსენო) 46 წლის გახდა! მე ამ სამყაროში მხოლოდ ორი წლის წინ მოვხვდი, ყველა სერია ვნახე (შვიდასზე მეტი სერია) და მივხვდი, რომ ეს ჩემია! google.com-ზე ახალი დუდლი დაიდო სტარ ტრეკის საპატივსაცემლოდ. ყველა ტრეკერს ვულოცავ! მალე 50 წლის იუბილეს მივაღწევთ! Live long and prosper!

დღეს სტივ ჯობსი 57 წლის გახდა

დღეს სტივ ჯობსი 57 წლის გახდა. და არავითარი „გახდებოდა“. ბევრს არ დავწერ. ყველა ეფლისტმა იცის, უყვარს და პატივს სცემს მას. დაბადების დღეს გილოცავ, სტივ…

Apple Inc. (34), მივულოცოთ ეფლს, ის დღეს იუბილარია!

მოკლედ, დღეს მართალია 1 აპრილია, ტყუილების დღე, მაგრამ რა ვქნათ, სწორედ დღესა აქვს ეფლს დაბ. დღე! 1976 წლის 1 პარილს დაფუძნდა ჩვენთვის ძალიან ძვირფასი კომპანია და მას მერე უკვე მრავალი წელია გულს გვიხარებს თავისი მართლაც რომ საუკეთესო პროდუქციით! ვულოცავ ყველა ვაშლოფილს ამ დღეს!

დაბადების დღეს გილოცავ, Mac OS X!

ზუსტად 9 წლის და 1 დღის წინ, 2001 წლის 24 მარტს, კომპანიამ კუპერტინოდან წარმოდგინა ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.0 Cheetah. თუ რატომ დაარქვეს ოს-ს ავაზა, არავინ არ იცის, მაგრამ სისტემის ყველა მომდევნო ვერსიასაც ასევე კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა სახელები ჰქვიათ. სისტემას საფუძვლად ედო ნადვილი UNIX-ი და კომპანია NeXT-ის ტექნოლოგიები, რომელიც Apple-მა შეიძინა 1997 წელს.