Skip to content

„გუშინ გაიმართა დისკუსია Windows-ის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და აგრეთვე იმ საკითხზე, გამოიყენებს თუ არა ერთი კონკრეტული კომპანია ჩვენს ოპერაციულ სისტემას“, — გვატყობინებს Microsoft-ის ოფიციალური ბლოგი. — „ჩვენ გადავწყვიტეთ ყველაფერი თავის ადგილზე დავაყენოთ“.

ამ ისტორიაში არსებობს მცირე ქვეტექსტი, რომლის არშემჩნევა არ შეიძლება. ვინც არა ხართ საქმის კურსში, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ამასწინდელი ჩანაწერი ბლოგზე.

ახლა კი ნახეთ რას ამბობს Microsoft:

„როდესაც საუბარი მიდის უსაფრთხოებაზე, ჰაკერებიც კი აღიარებენ, რომ ჩვენ ყველაზე უკეთ ვმუშაობთ ჩვენი პროდუქტების დაცულობაზე. და არა მარტო ჰაკერები ამბობენ ამას, არამედ ბაზრის გავლენიანი მოთამაშენიც, ინდუსტრიის ლიდერები. InfoWorld-ის დღევანდელ სტატიაში განიხილება, თუ რამდენად არიან მაკ-კომპიუტერები დაუცველნი საშიში პროგრამული უზურნველყოფისაგან. Microsoft-ი მომხმარებელთა უსაფრთხოებას მთავარ პრიორიტეტად აყენებს“.

ბოლო დრომდე კომპანია Google-ი აქტიურად იყენებდა Windows-ს, ხოლო იშვიათად Linux-სა და Mac-ს. მაგრამ იანვრის „ჩინურმა შემოტევამ“ ცხადყო, რომ საჭიროა ამ საკითხში კორექტივების შეტანა.

გუგლი აღარ შეიძენს მაიკროსოფტის პროდუქციას ადრეული რაოდენობით — კორპორაცია ირჩევს მაკს, ვინაიდან თვლის ამ ოპერაციულ სისტემას უფრო დაცულს და უსაფრთხოს. ჯერ-ჯერობით საუბარია სამაგიდე კომპიუტერებზე. გუგლის გეგმებშია ასევე საკუთარ ოს-ზე გადასვლა.

საშუალოდ Android-ტელეფონმა ავტონომიურად უნდა იმუშაოს მინიმუმ ერთი დღე-ღამე. თუ ნაკლებია, მაშინ მას რაღაც სჭირს, განაცხადა ლარი პეიჯმა.

საპარტნიორო ფორუმზე პეიჯს ჰკითხეს, თუ რას გეგმავს კომპანია ტელეფონების მუშაობის მცირე დროსთან დაკავშრებით. რაზეც პეიჯმა მიუგო, რომ არაფერსაც არ გეგმავს და მეტიც, აკუმულატორს არც არაფერი არ ჭირს, განაცხადა პეიჯმა.

სხვა საქმეა, რომ აკუმულატორს სვამენ ის პალიკაციები, რომლებიც ფონურ რეჟიმში მუშაობენ, მაგრამ ეს უკვე გუგლის პრობლემა აღარ გახლავთ. „შესაძლოა ჩვენ შევძლებთ უფრო დიდი აკუმულატორის მოცემას. მოდით ცოტა გვიან შევხვდეთ ამ საკითხზე“, ასე „მოუყომარა“ პეიჯმა დამსწრეთ.

ისღა დაგვჩენია დავამატოთ, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო (ავტონომიურობის მცირე დრო) ამდენი ხანი იკავებდა თავს ეფლი ფონური პროგრამების აიფონში დაშვებაზე. ჰოდა სტივი ასე საქმეებს არ „აყომარებს“...

ამა წლის სამ მაისს Google-მა შეიძინა კომპანია BumpTop-ი, რომელიც დაკავებულია სამგანზომილებიანი ინტერფეისების შექმნით Windows-ისა და Mac OS X-ისათვის. სავარაუდოდ ამ შენაძენით ინტერნეტ-გიგანტს სურს Android-ისა და Chrome OS-ის ინტერფეისის გადატანა 3D-სივრცეში. თუმცა კუპერტინოც არ კარგავს დროს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში Apple-მა აიღო ორი საინტერესო პატენტი, რომლებიც გვიჩვენებენენ სტივის კომპანიის მუშაობას ამ მიმართულებით.

პირველ პატენტში ეფლი გვთავაზობს პირდაპირ დავუკავშიროთ სამუშაო დაფის ელემენტები მიმდინარე განათების წყაროსთან. პრაქტიკაში ეს ძალიან მარტივია: Apple-ის კომპიუტერები უკვე დიდი ხანია აღჭურვილია განათების სენსორებით, ახლა კომპანიას სურს ასევე სინათლის წყაროს მიმართულების გამოცნობაც. ამაზე დამოკიდებულებით შეიცვლება სამუშაო დაფაზე შუქ-ჩრდილების მიმართულებაც.

Apple-Google Patents
Apple-Google Patents

ზუსტად ასევე ეფლი გვპირდება, რომ შეცვლის ეკრანის საერთო სურათის პარამეტრებს, ფერთაგადაცემის ჩათვლით.

ძირითადი იდეა მაინც იმაშია, რომ კიდევ უფრო შემცირდეს სხვაობა რეალობასა და ვირტუალურ სამყაროს შორის. თქვენი საქაღალდეები და დოკუმენტები სამშაო დაფაზე უნდა გახდნენ თქვენი ჩაის ფინჯანის გარგძელება, რომელიც რეალურ მაგიდაზე დგას.

მეორე პატენტში კომპანია აღწერს სამგანზომილებიანი ვიჯეტების ახალ სისტემას, რომელთა წახნაგებზე შეიძლება ინახებოდეს სხვადასხვა ინფორმაცია. მომხმარებელს შეუძლია ატრიალოს ეს ვიჯეტები რეალურ დროში და მიიღოს საჭირო ინფორმაცია.

დავამატებ, რომ Mac OS X 10.7 ჯერ არის წარმოდგენილი. იქნება და მაგ ვერსიაში გვაჩვენებს ეფლი ახალ, სამგანზომიელბიან Finder-ს?

Apple-Google Patents
Apple-Google Patents

როგორც იტყობინება peHUB-ი, ამ დღეებში Google-მა შეიძინა მორიგი სტარტაპი, კომპანია Agnilux-ი. თითქოს დიდი არაფერი ხომ?

საქმე იმაშია, რომ Agnilux-ი დააარსეს PA Semi-დან წასულმა თანამშრომლებმა — ეს ის კომპანიაა, რომელიც ეფლმა შეიძინა და რომელიც აიპადისათვის პროცესორებს ქმნის.

მაგრამ PA Semi-ს ეფლის კონტროლის ქვეშ გადასვლა რბილად არ მომხდარა. რამოდენიმე თანამშროემლი, მათ შორის PA Semi-ს დამფუძნებელი დენ დობერფალი, კომპანიის ხელმძღვანელი ამრჯიტ ჯილი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ჰეიტერი ვერ ჩაჯდა ეფლის სუბკულტურაში და დატოვა კომპანია.

მათ დააარსეს კომპანია Agnilux, რომლის საქმიანობის სფერო ყველასათვის უცნობია. New York Times-ი ვარაუდობს, რომ ინჟინრებმა გადაწყვიტეს ახალი სერვერული ტექნოლოგიების ათვისება, თუმცა ეს არ არის დადასტურებული ინორმაცია.

Agnilux-ის Google-ის კონტროლქვეშ გადასვლა განსჯის ფართო საშუალებას გვაძლევს. პირველი რაც თვალში საცემია — გუგლმა გადაწყვიტა ეფლის გზით იაროს და საკუთარი პროცესორის დამზადებას მიყო ხელი. სრულიად ლოგიკური ნაბიჯია.

4

დღეს Google-მა დადო თავის ბლოგში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფოსტო სერვისი GMail-ი მზადაა iPad-ის მომხმარებლებისათვის.

ინტერფეისი სრულიად გადამუშავებულია და რაღაცით ჰგავს iPad-ის Mail-ისას: მარცხნივ ხედავთ თქვენს შეტყობინებებს, ხოლო მარჯვნივ - შიგთავსს. მეც რამოდენიმე ეკრანული სურათი გადავიღე და აგერ გთავაზობთ:

Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad
Google Mail for iPad

3

სტატია, რომელიც დღეს მინდა შემოგთავაზოთ, გამოხმაურებაა იმ სიახლისა, უფრო სწორედ ჭორისა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. კერძოდ, გავრცელდა ჭორი, რომ შესაძლოა  Apple-მა თავის პროდუქტებში ნაგულისხმევი საძიებო სისტემა შეცვალოს და Google-ს მაგივრად Microsoft Bing-ი შემოგვთავაზოს.

Steve Jobs & Eric Schmidt
Steve Jobs & Eric Schmidt

ანუ, თუკი ამ დრომდე Apple-ი და Google-ი პრინციპში თავისუფლად ეტეოდნენ ერთ "ქვიშის ორმოში" - ყველას თავისი პროდუქტი ჰქონდა, ახლა Apple-ის კოოპერაციია Google-ის ყველაზე დიდ და აგრესიულ კონკურენტთან შეიძლება ნიშნავდეს აქტიური საომარი მოქმედებების დაწყებას კომპანიებს შორის. Microsoft-ი ამით ნამდვილად მოიგებს, მაგრამ Apple-ი?

მომხმარებლები ხედავენ ახალი ომის დასაწყისს კოპიუტერულ კომპანიებს შორის. ოთხმოციანი წლების Apple-ის და Microsoft-ის ომის მაგივრად ახლა ბრძოლა Google-თან იქნება.

ცხელ-ცხელი ამბები: BusinessWeek-მა ოთხშაბათს გამოაქვეყნა, რომ Apple-ი აწარმოებს მოლაპარაკებებს Microsoft-თან  Bing-ის ნაგულისხმევ საძიებო სისტემად აღების შესახებ თავისი ბრაუზერისათვის iPhone-ში.

Apple-ი და Google-ი ყოველთვის ძალიან კარგი მეგობრები იყვენენ. კომპანიები არაერთხელ ერთიანდებოდნენ სხვადასხვა კონკურენტებთან საბრძოლველად, Microsoft-ის Windows Mobile-ის ჩათვლით, 2007 წელს.

მაგრამ მეგობრობა მინელდა გასულ წელს იმ კონფლიქტის გამო, რომელიც წარმოიშვა Google Voice-ის გარშემო და  Apple-მა უარი უთხრა Google-ს ამ პროგრამის დაშვებაზე App Store-ში.

კონფლიქტი Google Voice-ის გამო ფრიად ჩახლართული აღმოჩნდა: Google-მა განაცხადა, რომ დანმაშავეა Apple-ი, ხოლო ამ უკანასკნელმა იგივე განაცხადა Google-ზე. შედეგად საქმეში ჩაერია აშშ-ს კომუნიკაციების ფედერალური კომისია და დაიწყო საქმის მოკვლევა. ბოლო წვეთი ურთიერთობების დაძაბვაში იყო Google-ის გენ. დირექოტორის, ერიკ შმიტის წასვლა  Apple-ის დირექტორტა საბჭოდან.

დღემდე Google Voice-ი არ არის დამატებული iPhone-ის პროგრამათა მაღაზიაში, თუმცა ვიკ გუნდოტამ, Google-ს ვიცე-პრეზიდენტმა პროგრამათა წარმოებაში განაცხადა გასულ წელს, რომ "Google Voice-ი მალე გამოჩნდება iPhone-ში"-ო.

Apple-ის და Google-ის ახალ-ახალ დარგებში შესვლასთან ერთად, კომპანიები უკვე კონკურენციას უწევენ ერთმენეთს იმდენ სფეროში, რომ ძნელი დასათვლელია. ეს არის მობილური პროგრამული უზრუნველყოფა, მობილური ტელეფონები, ღრუბელოვანი გამოთვლები, ფილმების გაქირავების სამსახური.

ტრადიციულად, კომპანიებს შორის ძლიერი კონკურენცია სასარგებლო შეილძება აღმოჩნდეს მომხმარებლებისათვის, რაც საბოლოოდ იწვევს ფასების ვარდნას და ხაირსხის გაუმჯობესებას.

მაგრამ Apple-საც და Google-საც საკმარისი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ იმისათვის, რომ ბრძოლა დიდხანს გაგრძელდეს. ჯანმრთელი კონკურენციის მაგივრად მომხარებლები შეიძლება ასევე აღმოჩნდნენ ჩათრეულები ამ ბრძოლაში.

წყარო NY Times

Google-ი და Apple-ი სულ ცოტა ხნის წინ „სამუდამო საუკეთესო მეგობრები“ იყვნენ, მათი მეგობრობის საწინდარი კი Microsoft-ის მუქარა გახლდათ. კომპანიები აქტიურად მეგობრობდნენ სხვადასხვა ალიანსებში, მხარს უჭერდნენ ერთმანეთს პროექტებში, საკუთარ პროდუქტებში ახორცილებდნენ ერთურთის პროდუქტების მაქსიმალურ მხარდაჭერას და ა.შ.

თუმცა ბოლო დროს მოხდა რამდენიმე ფაქტი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი თუ მოსისხლე მტრად არ გახდომა, ძირფესვიან კონკურენტებად გადაქცევა მაინც Microsoft-ის გულის გასახარად. აი რამდენიმე ფაქტი კომპანიებს შორის კონფრონტაციის მატებისა:

ბრაუზერთა კონფლიქტი ჯერ Apple-მა გამოუშვა Safari-ი, ახლა Google-ს აქვს Chrome-ი. და დაე ჯერ კიდევ არ არსებობს Chrome-ის მაკ-ვერსია (მხოლოდ წინასწარი ბეტა-ვერსიები, რომლებიც ფრიად არასტაბილურია), მაგრამ დეკემბრისათვის შეიძლება მივიღოთ. რათქმაუნდა არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ ქრომი საფარის პირდაპირი კონკურენტია, ვინაიდან პირველ-მეორე ადგილებს მაინც IE და FF იკავებენ. მაგრამ თუ მოვახდენთ ბრაუზერების პოზიციონირებას, დავინახავთ, რომ ისინი ერთმანეთს ძალიან გვანან. ოპერაციული სისტემები

ეფლს უკვე დიდი ხანია აქვს საკუთარი ოპერაციული სისტემა Mac OS X-ი, რომლის საშულებითაც ის საკამო წარმატებით უწევს კონკურენციას Microsoft-ს. და ამ დროს Google-ი აკეთებს საკუთარი ოს-ის ანონს, Chrome OS, რომელსაც აქვს საკმაოდ კარგი პერსპექტივა დაიკავოს განსაზღვრული ნიშა მომხმარებელთა შორის. ერთის მხრივ Mac OS X-ი - მძლავრი და მულტიმედიური ოს-ია, ამშინ როდესაც Chrome OS-ი უფრო მეტად განკუთვნილია ონლაინ-აპლიკაციებზე, თუმცა რაღაც სახის ზიანის მიყენება მაინც შეეძლება მაკის ბაზარზე.

მობილური ტელეფონები

Google-ი და Apple-ი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ მობილური ტელეფონების (სმარტფონების) ბაზარზე - Apple-ს აქვს iPhone-ი საკუთარი ოს-ით, Google-ი აქტიურად აპიარებს ახალ პლათფორმას Android. ამასწინათ პროგნოზებიც კი გაკეთდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ანდოიდი გაუსწრებს აიფონს, რაც ნამდვილად ვერ გაახარებს ეფლს.

ამასინადელი კონფლიქტი Google Voice-თან დაკავშირებით

სულ ცოტა ხნის წინ მოხდა ხმარურიანი კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ Apple-მა უარი უთხრა Google-ს ახალი აპლიკაციის განთავსებაზე App Store-ში, იმ მოტივით რომ ათღნიშნული აპლიკაცია დუბლირებას უკეთებდა აიფონის სისტემურ ფუნქციებს. Google-მა იჩივლა FCC-ში (Federal Communications Commission) და რამდენადაც ცნობილია, ეს ფაქტი FCC-ს ყურდღების ცენტრშია.

Placebase-ის შეძენა

ამასიწნათ გაირკვა, რომ ზაფხულში Apple-მა შეიძნა პატარა კომპანია Placebase-ი, რომელიც სპეციალიზირდება ციფრული კარტოგრაფიული პროდუქციის შექმნაზე. შრულიად შესაძლოა, რომ ეფლი გეგმავს უარი თქვას Google-ის რუქებზე მის პროდუქტებში და საკუთარი გამოიყენოს.

დირექტორთა როქირება

ბოლო დრომდე შენარჩუნებული იყო სიტუაცია, როდესაც Apple-სა და Google-ს შორის არსებობდა დირექტორთა „გაცვლის“ მომენტი. კერძოდ, ერიკ შმიდტი, გუგლის ხელმძღვანელი გახლდათ ეფლის დირექტორთა საბჭოს წევრი და მან პოსტი ამ აგვისტოს დატოვა. ხოლო რამდენიმე დღის წინ გუგლის დირ. საბჭოდან წავიდა არტურ ლევინსონი, რომელიც ამავდროულად ეფლის დირ. საბჭოს წევრიცაა. ეს ყველაფერი ხდება იმ მიზნით, რომ არ მოხდეს ინტერესთა კონფლიქტი ზრდადი კონკურენციის პირობებში, თუმცა მგონია, რომ შესაძლოა გამოიწვიოს აქტიური „საომარი“ მოქმედებები ამ ორ კომპანიას შორის.

თქვენ რას ფიქრობთ?

მეგობრებო, როგორც უკვე ყველამ იცით, გუშინ განხორციელდა მასირებული შეტევა რამდენიმე პორტალზე. კერძოდ google-ზე და facebook-ზე, ამის გარდა Twitter-ზეც. პირველმა ორმა გაიშლო შეტევას, ხოლო ტვიტერი დაწვა და კარგა ხნით გათიშლი იყო. დღეს ფორუმზე ვნახე თემა, რომელშიც მოთხრობილია ამ შეტევის შესახებ. გაზეთ Guardian-ს გამოუქვეყნებია სტატია: http://www.guardian.co.uk/technology/2009/...-georgia-cyxymu როგორც ამ სტატიიდან ირკვევა, შეტევები მიმართული იყო ინტერნეტ-მომხმარებლის cyxymu-ს წინააღმდეგ, რომელიც უკვე მრავალი წელია საინფორმაციო ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ.

ეს მისი ბლოგია: cyxymu.livejournal.com

ეს ტვიტერის ანგარიში: http://twitter.com/cyxymu

ეს კიდევ ფეისბუკის გვერდი: http://www.facebook.com/cyxymu

და ესეც იუთუბის არხი: http://www.youtube.com/user/Cyxymu

როგორც ხედავთ ამ ერთმა კაცმა მაგრად აუშალა ნერვები რუსებს. ისე, რომ უზარმაზარი ენერგია დახარჯეს გიგანტური პორტალების გასათიშად!

ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ მობილური ტელეფონების ძებნა ყველაზე ხშირად Google–ში ხდება. შედეგად ამ საძიებო სისტემის წილი 61%–ს შეადგენს, Yahoo–ის – 18%–ს, MSN–ის – 5%–ს.

კომპანია Google–ში ირწმუნებიან, ძაღლის თავი Apple–შია დამარხული. მათი გათვლებით, iPhone–ის ძებნის სიხშირე სხვა მოდელებისას 50–ჯერ აღემატება. საინტერესო სიტუაციაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალურად ტელეფონი ძალიან ცოტა ქვეყანაში იყიდება.

კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ Apple–ის სმართფონებში ნაგულისხმევი საძიებო სისტემა სწორედ Google–ია.

მიღებული შედეგები უდაოდ შთამბეჭდავი და ლოგიკურია. Google თავის მომხმარებელს ინფორმაციას სწრაფად და ხარისხიანად აწვდის. მომხმარებელთა უმეტესობა სისტემის მუშაობის ხარისხს 10 ქულიდან 8 ქულით აფასებს.