Skip to content

4

Apple-მა დაიწყო ბანერებისა და პლაკატების გამოკიდვა. მთავარი ბანერი განთავსებულია შენობის შიგნით და ზედ აწერია „The center of the app universe“ (აპლიკაციების სამყაროს ცენტრი). პარასკევს პაპარაცებმა გადაიღეს ახალი ფოტოები მოსკონე ცენტრიდან. სარეკლამო მასალები გვარწმუნებს იმაში, რომ წელს მთელი ღონისძიება კონცეტრირებული იქნება iPhone OS-ის გარშემო.

WWDC iPhone
WWDC iPhone
WWDC iPhone
WWDC iPhone

დანარჩენი ფოტოების ნახვა შეგიძლიათ აქ.

2

გამოცემა Engadget-ი თავის „ძალიან სანდო წყაროებზე“ დაყრდნობით გვატყობინებს: კუპერტინოში სრული სვლით მიდის ახალი Apple TV-ზე მუშაობა. ის უფრო მცირე ზომის გახდება, მოსცილდება მყარი დისკი და იმუშავებს iPhone OS-ის დახმარებით.

„მოწყობილობი ახალი არქიტექტურა პირდაპირ დაეფუძნება Iphone 4-ს, პროცესორის და ფლეშ-დისკის ჩათვლით, მაგრამ შეძლებს სრულფასოვანი HD-ს ჩვენებას! სიახლე მცირე ზომისა იქნება და მხოლოდ ორი პორტი ექნება — კვებისა და ვიდეოგამოსასვლელი. მაგრამ ყველაზე მთავარი ფასია — 99 დოლარი“.

7

დღეს დილით Apple-მა სხვადსხვა გამომცემლობებს დაუგზავნა მოსაწვევები სპეციალურ ღონისძიებაზე, რომელიც შედგება ეფლის შტაბ-ბინაში 8 აპრილს, დილის 10 საათზე (თბლისის დროით საღამოს 9 საათზე). მათავარი თემა იქნება iPhone OS-ის ახალი, მეოთხე ვერსია.

ამ ღონისძიებას დღეს ელიან არანაკლებ, ვიდრე Mac OS X 10.7-ის ანონსს. გასაგებიცაა: ითვლება, რომ ოს-ის მეოთხე ვერსია (და აიფონის ახალი ვერსიაც) გახდება Google-ის და Microsoft-ის პროდუქტებზე ძირითადი პასუხი ეფლისაგან.

Next iPhone OS
Next iPhone OS

როგორი იქნება ახალი ვერსია? ამას უკვე ხუთშაბათს გავიგებთ.

1

დღეს ყველა დეველოპერისათვის ხელმისაწვდომი გახდა iPhone SDK 3.2-ს საჯარო ვერსია. ამასთან ერთად Dev Cemter-იდან მოაშორეს SDK-ს ძველი ვერსია (3.1.3). ბევრს ეგონა, რომ ეს იქნებოდა iPhone/iTouch-ისათვის 3.2 მიკროკოდის გამოსვლის მომასწავებელი. მაგრამ ეს შეცდომა აღმოჩნდა.

ჯერ ერთი, ახალ SDK-ში არ დაემატა "პატარა" მოწყობილობების მხარდაჭერა.

მეორეც, Dev Center-ში ნათქვამია, რომ: «iPhone OS 3.2 does not support iPhone and iPod touch devices. It runs only on iPad». თარგმანი მე მგონი საჭირო არ არის.

ვფიქრობთ, რომ 3.2 ვერსია iPhone/iTouch-ისათვის საერთოდ არ გამოვა - მათთვის პირდაპირ გამოუშვებენ მეოთხე ვერსიას ზაფხულში, როდესაც iPhone/iTouch-ის ახალი ვერსია გამოვა გაყიდვაში (ეს მოხდება 28 ივნისს WWDC-ზე).

4

მაიკმა, რომელიც მუშაობს კომპანიაში Macsoda, კითხვა გაუგზავნა სტივ ჯობს ელფოსტის საშუალებით. ეფლის ხელმძღვანელმა თავის მხრივ უპასუხა ამ წერილს თავისი აიფონიდან (იშვიათობა არაა, როდესაც სტივი თვითონ სცემს პასუხს წერილებს):

Steve Jobs' iPhone Firmware
Steve Jobs' iPhone Firmware

X-Mailer-ის სათაურში მითითებულია iPhone Mail (7D11), რაც შეესაბამება iPhone OS 3.1.2-ს, სულ ბოლო მიკროკოდს 3.1.3 ანაწყობის ინდექსი აქვს 7E18. მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა, რომ სტივს უკვე აქვს წვდომა iPhone 4.0-თან, ნათელი ხდება, რომ ჯობსი, ისევე როგორც მომხმარებელთა უმრავლესობა, არ ჩქარობს განახლებას. :)

iPad-ის ამჟამინდელ ვერსიას არ გააჩნია ფრონტალური კამერის მხარდაჭერა, მაგრამ Apple-მა როგორც ჩანს ჩადო ეს შესაძლებლობა მომავალ ვერსიებში გამოსაყენებლად. Appleinsider გვარწმუნებს, რომ მიკროკოდის ახალ ვერსიაში მხარდაჭერილია ვიდეო-ზარები და მტშ-ები. ასევე აღმოჩენილია ინფორმაცია ოპერაციული სისტემის მულტიტასკინგის შესახებ.

iPad Future Features
iPad Future Features

რედაქცია ამტკიცებს, რომ მიკროკოდში ასევე არის ფაილური ბრაუზერი. შესაძლებელია ფაილების ჩამოტვირთვა ქსელიდან და მათთან შემდგომი მუშაობა აპლიკაციებში. ასევე ნაპოვნია მართლწერის სისტემა.

როგორც ჩანს ამ და სხვა კიდევ საინტერესო ფუქნციებს ჩვენ ვიხილავთ მიკროკოდის შემდეგ ვერსიაში iPhone OS 4.0-ში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პლანშეტის პროგრამული ნაწილი შესრულებული იქნება ჯეროვან დონეზე.

უკვე თითქმის კვირაა, რაც გამოვიდა აიფონის ახალი მიკროკოდი. მე არ ვაყენებდი ჩემს 2G ტელეფონზე ბეტა ვერსიის მიკროკოდებს, შესაბამისად დაველოდე Pownage Tool-ს და შევუდექი. მინდა გითხრათ, რომ პირველი ცდა უვარგისი აღმოჩნდა. კი გადავიყვანე ტელეფონი ახალ მიკროკოდზე, მაგრამ აკუმულატორი ჯდებოდა კატასტროფული სისწრაფით. ერთი დღის განმავლობაში ორჯერ მომიწია დატენვა. ეს მოხდა შაბათს. მეორე ცდა კვირას საღამოს გავაკეთე და ტელეფონი დატენვაზე დავაყენე. 3 საათი დასჭირდა სრული მუხტის ასაღებად ტეელფონს. დღეს სამშაბათია და აკუმულატირს ხატულა დაახლობით 40% დახარჯვას გვიჩვენებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ დღენახევრის განმავლობაში თითქმის არ ჩამირთავს Wi-Fi, მხოლოდ რამდენიმე წიგნი ჩავწერე Stanza-ში. ველოდები მთლიანად განმუხტვას (ან 50% მაინც რომ ჩამოშორდეს). მერე დავტენი და სრული დატვირთვით გამოვიყენებ.

ახალი ფუნქციები მომეწონა. თუმცა რევოლუციური არაფერი არ ყოფილა პირადად ჩემთვის. პირველი თაობის აიფონზე მივიღეთ მხოლოდ კოპირება/ჩასმა, მტშ-ებში ცალკეული გზავნილების წაშლა, გლობალური ძებნა და კიდევ რაღაც წვრილმანი მივიღეთ. თუ გინდა რომ ახალი ფუნქციები სრულად გამოიყენო, ახალი მოდელი უნდა შეიძინო, რაც ოქტომბრამდე სავარაუდოდ არ მემუქრება. :)

მოკლედ, ნებისმიერი მოდელის აიფონის მფლობელს ვურჩევ გადავიდეს ახალ ვერსიაზე. ნამდვილად ღირს!

გუშინ, WWDC-ის კონფერენციაზე Apple-მა მოახერხა თითქმის შეუძლებელი, გაახარა ყველა — მაკის მომხმარებლებიც, აჩვენა რა ახალი ოპერაციული სისტემა, აიფონის ფანებიც — კიდევ ერთხელ მოგვიყვა ახალი შესაძლებლობების შესახებ. აპოგეად იქცა აიფონის ახალი მოდელის წარმოდგენა — iPhone 3G S, რითაც ბოლომდე გაგვთიშა ყველა!

მხოლოდ ისინი დავრჩით გულნაკლულები, ვინც ბოლო მომენატმდე ველოდებოდით სტივ ჯობსის გამოჩნეას სცენაზე - როგორც ცნობილია, ის მკურნალობს ივნისის ბოლომდე და სავარაუდოდ გამოჩნდება რომელიმე Special Event-ზე, რაიმე კიდევ უფრო ახალი და მაგარი პროდუქტის პრეზენტაციით.

შევეცდები ზოგოერთი აზრი მოგახსენოთ გუშნდელი ანონსების შესახებ - დეტალურად ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ვინაიდან ეფლის საიტზე ყველაფერი ისედაც შესაანიშნავადაა დაწერილი და დახატული.

მივყვეთ თანმიმდევრობით.

განახლებული პორტატული კომპიუტერები

როგორც იქნა, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ეფლმა გამოუშვა ახალი მოდელი გამჯობესებული აკუმულატორით. ამიერიდან კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გამიჩნდა რომ მალე შევიძნო ახალი მოდელი, თუმცა 2010 წლის ბოლომდე ამას ვერ გავაკეთებ ოჯახის ბიუჯეტის გაჩნაგების გარეშე :)

ახალ მოდელებს დაემატა ქარდ-რიდერი, რომელიც პირადად მე არაფერში მარგია, მაგრამ ბევრი მომხმარებელი მოითხოვდა უკვე დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ პროფესიული კამერების უმეტესობა იყენებს ბარათებს CF ფორმატში, ასე რომ ეს ნაბიჯი პირველ რიგში რიგით მომხმარებლებზეა გათვლილი, რომლებიც იყენებენ იაფფასიან „სასაპნეებს“ და ნახევრად პროფესიულ კამერებს.

კიდევ ერთი სერიოზული ცვლილება ეხება სამოდელო ხაზსს. ამიერიდან MacBook-ი არის მხოლოდ ერთი მოდელი, პლასტმასის თეთრი ფერის, ხოლო ყველა ალუმინის კორპუსიანი გახდა პრო ვერსიის 13''-დან 17''-ის ჩათვლით. ამის გარდა ფასების დაწევამ თითქმის ყველა მოდელზე ფანტასტიური საჩუქარი იყო თითოეული ჩვენგანისათვის (ხანდახან კრიზისიც სასარგებლოა ;)). ისე, საინეტრესოა, ეს საპასუხო ნაბიჯი ეყო მაიკროსოფტის სარეკლამო რგოლებზე, სადაც ის ეფლს კბენდა მაღალი ფასების გამო?

ირბისი

ირბისთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო დაიწყება მას შემდეგ, რაც მომხმარებლები მის გამოყენებას დაიწყებენ. მარტო Finder-ის Cocoa-ზე გადაწერა რად ღირს!

Exchange-ის მხარდაჭერა, 64-ბიტიანი გაანგარიშებები, OpenCL, ახალი QuickTime-მი - ყველაფერი ეს სამომავლო ზრდის საფუძელს წარმოადგენს. ხოლო წყაროს დამატებითი გაუმჯობესება და ოპტიმიზაცია კიდევ უფრო სწრაფსა და მოხმერხებულს გახდის ირბისის გამოყენებას. თუმცა, გუშინ არაფერი თქმულა უსაფრთხოების მატებაზე, იმედს ვიტოვებთ რომ ამაში მაგარი ქინება ეფლი.

როგორც იქნა Apple-მა გამოაცხადა, თუ როდის გამოვა ირბისი და რა ეღირება. სექტემბერში ვიხილავთ მას. ფასი როგორც ყოველთვის იქნება 129 დოლარი. ხოლო ლეოპარდის ოფიციალური მფლობელებისათვის განახლება... 29 დოლარი. ძალიან ბევრ ასლს გაყიდის სტივიკო, ასე მგონია მე. ერთ-ერთს მე რომ ვიყიდი, ეს უეჭველია!

iPhone OS 3.0

აიფონის ოპერაციული სისტემის პრეზენტაცია მარტის პრეზენტაციის გადამღერება იყო - ეს ყველაფერი ვიცოდით და ცოტა მთქნარებაც აგვიტყდა. სიახლეები, რომლებიც მარტში არ უთქვამთ: ტელეფონში მონაცემების დისტანციური წაშლა აპარატის დაკარგვის შემთხვევაში, დაკარგულ ტელეფონზე გზავნილის გაგზავნა.

მაყურებლებს ძალიან მოეწონათ გუშინ ახალი ფუქნცია - ტელეფონის რუკაზე აღმოჩენის შესაძლებლობა - MobileMe-ს ხელმომწერები შეძლებენ რუქაზე იხილონ დაკარგული ტელეფონი.

გუშნდელი დღის მთავარი სიახლე - ახალი მიკროკოდი 17 ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი უფასოდ ტელეფონის მფლობელებისათვის, ხოლო მცირე ფასად iPod Touch-ისათვის.

iPhone 3G S

და რათქმუნდა ჩაროზად ეფლმა დაგვიტოვა ახალი ტელეფონოს წარმოდგენა, რასაც სიმართლე გითხრათ არავინ ელოდა. როგორც დასახელებიდან ჩანს, ახალი ტელეფონი იქნება სუპერსწრაფი (S ნიშნავს Speed-ს). აპარატში მოიმატა წარმადობამ (ახალი პროცესორი, დამატებითი ოპერატიული მეხსიერება), თუმცა გარედან დიზაინი არ შეცვლილა. ასევე დაემატა ახალი კამერა, 3 მეგაპიქსელიანი, ავტოფოკუსით, ვიდეოს გადაღების ფუნქციით.

ამის გარდა დაამატეს ციფრული კომპასი, Nike+ მხარდაჭერა, ხმოვანი მართვა, ფრიად გააუმჯობესეს აკუმულატორი - მაიერიდან ტელეფონი საშუალებას გაძლევთ ინტერნეტში იხეტიალოთ 9 საათის განმავლობაში, ან 10 საათი უყუროთ ვიდეოს, 12 საათი ილაქლაქოთ ტელეფონით. ფასი, როგორც ყოველთვის აშშ-ში უცვლელია - 199 დოლარი 16 გიგაბაიტიანი ვერსია და 299 32 გიგაბაიტიანი.

სხვათაშორის, ახლანდელი iPhone 3G არსად არ გამქარალა. მისმა ფასმა დაიკლო და გახდა 99 დოლარი.

მოკლედ, ფრიად დატვირთული პრეზენტაცია იყო, უმრავი სიახლე მივიღეთ. კარგა ხანია ასეთი პრეზენტაცია არ მინახავს ეფლისაგან. პატარა იმედგაცრუება დამრჩა სტივის გამო, ველოდი მის გამოჩენას თუნდაც 5 წუთით :(

მაგრამ წინ ივნისის ბოლოა ;), როდესაც სტივი ფირმაში დაბრუნდება. აი მერე ვნახოთ! ;)

გუშინდელი დღე აღინიშნა iPhone OS 3.0-ის მეორე ბეტას გამოსვლით. ამ ვერსიაში დეველოპერებისათვის ხელმისაწვდომი გახდა push-შეტყობინებები და პროგრამის შიგნით დამატებითი შიგთავსის შეძენის შესაძლებლობა, ასე რომ როგორც იქნა ასე ნანატრი შესაძლებლობები უკვე შეუძიათ დაამატონ პროგრამებს. Engadget-ის ცნობით, პირველი ბეტა საშინლად არასტაბილური გამოვიდა, ხოლო მეორე ბეტა უკვე საკმაოდ სტაბილურია.

iPhone OS beta 2-ს გამოსვლასთან დაკავშირებულია კიდევ ერთი კარგი და ცუდი სიახლე. კარგი ისაა, რომ მეორე ბეტაში უკვე არის MMS-ის მხარდაჭერა და ტელეფონის მოდემად გამოყენების შესაძებლობა. ცუდი კიდევ ისაა, რომ Apple-ი სთხოვს დეველოპერებს ჯერ არ გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. TUAW-ის აზრით, ეს იგივეა, რომ „გქონდეს Ferrari ბორბლების გარეშე“.

რათქმაუნდა, სისტემის ახალი ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ დეველოპერების საიტზე, ხოლო უბრალო მომხმარებლები მიკროკოდის ამ ვერსიაზე ივნისში გადავლენ.

გუშინ ჩვენმა საიტმა გამართა თავისი არსებობს მანძილზე პირველი ტრანსლაცია Apple-ის ღონისძიებიდან. სამწუხაროდ, ტრანსლაცია ხარვეზებით წარიმართა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. შემდგომი ღონისძიებებისათვის ტექნოლოგიას დავხვეწთ.

მას ასე. ვნახოთ, თუ რა შემოგვთავაზა ეფლმა ამ ჯერზე აიფონისათვის:

  • სისტემური ბრძანებები: "ამოჭრა/კოპირება/ჩასმა". ეს ეხება არა ამრტო ტექსტს, არამედ სურათებსაც;
  • Push-შეტყობინებები იმ პროგრამებისათვის, რომლებიც წესით უნდა მუშაობდნენ ფონურ რეჟიმში. მათი ამ ტექნოლოგიაზე გადაყვანა დაზოგავს აკუმულატორის მუხტს. ასეთი პროგრამის კლასიკურ მაგალითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ICQ;
  • წაკითხვის და ტექსტის აკრეფვის ჰორიზონტალური რეჟიმი ყველა სისტემურ პროგრამაში;
  • გაუმჯობესებული ელფოსტის პროგრამა - შესაძლებელი იქნება ერთ შეტყობინებაში რამდენიმე სურათის გადაგზავნა; შენიშვნების და to-do სიების სინქრონიზაცია;
  • Bluetooth-ის სრულყოფილი მხარდაჭერა - ანუ იგულისხმება სხვადასხვა მოწყობილობებთან ურთიერთქმედება, რაც ფაქტობრივად ხსნის ყბადაღებულ პრობლემას აიფონში ლურჯი კიჭის არარსებობის გამო. ამის გარდა დამატებული იქნება სტერეო უსადენო ყურსაცვამების მხარდაჭერა, რაც მელომანებისათვის გულზე ბალზამია;
  • MMS - მართალია ეს ტქენოლოგია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, მაგრამ არა ყველგან. ასე რომ ვისაც ეს საკითხი გაწუხებდათ, გაიხარენით!;
  • სრულფასოვანი GPS-ი - სვლაგეზის სახელმძღვანელოთი და ხმოვანი თანხლებით;
  • Spotlight - ვინც სარგებლობთ მაკით, კი იცით თუ რა მაგარი ტექნოლოგიაა ეს. ასე რომ ახლა აიფონშიც იქნება. ვინც არ იცის: ეს არის ძიების ერთიანი სისტემა, ძალზედ მძლავრი. ვინდოზავრი ახლოსაც ვერ მიფორთხდება;
  • Tethering - ანუ ტელეფონის, როგორც მოდემის გამოყენება, ძალიან მოსახერხებელია როდესაც სადმე ხართ წასული აიფონით და პორტატული კომპიუტერით. მიაერთებ და მუშაობს;
  • In-App Purchasing - შესაძლებლობას აძლევს მწარმოებელებს გაყიდონ შიგთავსი პორციებად. მაგალითად ელექტონული ჟურნალები ან თამაშები, სადაც შესაძლებელია თამაშის ახალი დონეების შეძენა;
  • Peer-to-Peer Connectivity - შესაძლებლობას გაძლევთ დაუკავშირდეთ სხვა მოწყობილობებს Bonjour-ით WI-FI-ის და Bluetooth-ის საშულებით;
  • Third-Party Accessory Apps - შესაძლებლობას აძლევს მესამე მწარმოებლებს შექმნან თავიანთი მოწყობილობების აიფონთან დმაკავშირებელი პროგრამული უზურნვლეყოფა. მაგალითად FM-რადიო;
  • Voice Memos - ხმოვანი ჩანაწერები.

ზემოჩამოთვლის გარდა, არის კიდევ ბევრი სიახლე. მაგალითად საფარი შეძლებს პაროლების დამახსოვრებას, ტელეფონის გაჯანჯღარავებით შეძლებთ მუსიკის გადართვას.

ყველაფერი ეს ჩვენს ტელეფონებში გაჩნდება ზაფხულში (ზუსტი თარიღი უცნობია).

არის სამწუხარო ამბებიც ძველი (2G) ტელეფონების მფლობელებისათვის. მათთან MMS-ი და სტერეო უსადენო გარნიტურა არ იმუშავებს. ანუ მოგიწევთ ახალი ტელეფონების შეძენა.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა.