gemug.ge vs. gogelia.ge

მეგობრებო, გუშინ საღამოს ერთ სამწუხარო დასკვნამდე მივედი, რომელსაც ახლა გეტყვით. ოთხი წელია არსებობს გემუგი, საქართველოში მაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ამ ხნის განმავლობაში უკვე იყო იმის მცდელობა, რომ ამ ორგანიზაციის საიტი გამემართა და შემექმნა ერთიანი სივრცე მაკის ყველა მოყვარულისათვის, როგორც ინფორმაციის მიღების წყარო (ახალი ამბები, გაკვეთილები, ე.წ. How-To და ა.შ.), ასევე ურთიერთობისათვის, ფორუმის სახით. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ,