შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ

timthumb

გამარჯობა მკითხველო,

აი ასე, ნელ-ნელა, ტაატ-ტაათითა და ჩოჩიალით მოვაღწიეთ ამ ბლოგის მეშვიდე დაბადების დღემდე. თუმცა, ეს თარიღი არა დღეს, არამედ 27 ივნისს იყო, ანუ სამი დღის წინ. შესაძლოა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ბლოგის აქტუალობა სულ უფრო კლებულობს, ჩემს თვალშიც კი. რა გასაკვირია, რომ მკითხველიც ათაში ერთხელ თუ შემოივლის აქ, ისიც შემთხვევით, გზააბნეული. Continue reading “შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ”

ბლოგი — მე-2 სერია

ხანგძლივი დუმილის შემდეგ ჩვენ კვლავ ვანახლებთ ბლოგის ყოველდღიურ მუშაობას.

იმედია, კვლავაც ჩვენი ერთგული მკითხველი იქნებით.

მადლობთ, რომ გვერდში გვიდგეხართ და ყოველდღიურად კითხულობთ ამ ბლოგს!

რა ხდება აქ?

სალამი მეგობრებო! ხედავთ ალბათ, რომ საკმაო ხანი გაჩერებულები ვიყავით. :( სამსახურის საქმეების გამო ვეღარ ვახერხებდი ბლოგის შევსებას საინტერესო ინფორმაციით. მაგრამ ამ დრომ ჩაიარა და ჩვენ კვლავ ვანახლებთ ჩვენს მაუწყებლობას.

ჩვენი ბლოგის შესახებ

სალამი მეგობრებო! როგორც უჯვე შეამჩნევდით, კვირაზე მეტი ხანია, რაც ჩვენს საიტზე მდუმარებამ დაისადგურა! :( სამწუხაროდ ჯანმრთელობის უეცარმა გაუარესებამ იძულებული გამხადა დროებით შემეწყვიტა თქვენი მომარაგება საინტერესო ამბებით. მაგრამ ხვალიდან ჩვენ ისევ საჭირო ფორმაში ჩავდგებით! ასე რომ, ხშირ-ხშირად შემიხედეთ ჩვენთან, რაიმე საინეტრესოს აუცილებლად წააწყდებით!

კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი. უკვე საკმაოდ რთული ხდება ბლოგის დროული მომარაგება ინფორმაციით. ამიტომ თუ გაქვთ სურვილი შეიტანოთ წვლილი საქართველოში Mac-საზოგადოების განვითარების სფეროში, გთხოვთ შემომიერთდეთ! ერთად ვწეროთ სტატიები, მოვამარაგოთ ბლოგი ახალი ამბებით, მოკლედ გავხადოთ ამ საიტის შიგთავსი უფრო ინფორმატიული! მადლიერი შთამომავლობა ამას არ დაგვივიწყებს!

ჩვენი საიტის ახალი ფუნქცია

დღეს ჩვენს საიტს დაემატა ახალი ფუნქცია — საუბრები დელფისთან, ანუ ჩემთან!

თუ გაგიჩნდებათ სურვილი შემეკითხოთ რაიმე საკითხზე, ან უბრალოდ ვისაუბროთ პოეხიაზე, ლიტერატურაზე და ა.შ., მე თითქმის სულ აქ ვარ და მზად ვარ პასუხი გავცე თქვენს ყოველ შეკითხვას!

ჩვენ დავბრუნდით!

მოგესალმებით მეგობრებო!

კაი ხანი გამორთული იყო ჩვენი სერვერი. მიზეზი ორია:

  • საიტმა ჰოსტერი შეიცვალა;
  • ძველი ჰოსტიდან მასალების გადმოტანა გაჭირდა ფრიად ამძრავების პრობლემების გამო.

მიუხედავად ყველაფრისა, სარემონტო სამუშაოები დასრულებულია და დღეიდან ჩვენ ვაახლებთ მუშაობას.

არ მომკვდარა! მხოლოდ ჰოსტერი დაჰაკეს!

სალამი ხალხნო!

როგორც ალბათ შეამჩნიეთ, მთელი 12 დღის განმავლობაში არ მუშაობდა საიტი. თუ რამდენი ნერვი, ენერგია, ხმის ჩახლეჩა დაიხარჯა ჰოსტერთან ურთიერთობაში, აღარ ჩამოვთვლი. როგორც იქნა დღეს გაუშვეს!

ამთვის ბოლოს გადის კონტრაქს ვადა და გადავალ უკეთეს ადგილას! იმედია, მანამდე არ მოკლავენ საერთოდ იმ სერვერს, სადაც ეხლა ვართ.

საღამოდან განვაახლებ ახალი ამბების დამატებას.