10 000 აპლიკაცია iPad-ისათვის

iTunes App Store-ში ამჟამად უკვე 10 000 აპლიკაციაა აიპადისათვის და ეს სულ რარაც 10 კვირაში მოწყობილობის გამოსვლიდან. როგორც გვატყობინებენ, აიპადის აპლიკაციების კატალოგი შეიცავს 2100 თამაშს, ხოლო დანარჩენი — სხვადასხვა ტიპის პროგრამებია. დაახლოებით 78% ამ სიიდან ფასიანია, ხოლო აპრილში ეს რიცხვი 80%-ზე მეტი იყო. მაშინ აპლიკაციების საერთო რაოდენობა 3000 არ აღემატებოდა. როგორც გამოირკვა, აიპადისათვის პროგრამულ უზურნველყოფას

App Store-მ დაიწყო iOS 4-ისათვის აპლიკაციების მიღება

Apple-მა ოფიციალურად დაიწყო აპლიკაციების მიღება ახალი ოპერაციული სისტემისათვის. iOS 4 — ოს-ის ახალი სახელწოდებაა, ადრე მას ერქვა iPhone OS-ი. ის გამოიყენება ეფლის მობილურ მოწყობილობებში — აიფონში, აიპოდში და აიპადში. ახალი ვერსიის ოს-ში მრავალი სიახლეა — მაგალითად მულთითასკინგის მხარდაჭერა, საქაღალდეები აპლიკაციებისათვის, ახალი სარეკლამო ქსელის მხარდაჭერა და ა.შ. ახალი ოს-ის გამოშვება 21 ივნისზეა დაგეგმილი.

Apple-მა გამოუშვა აპლიკაცია WWDC 2010 iPhone-ისათვის

Apple-მა გამოუშვა სპეციალური აპლიკაცია დეველოპერებისათვის WWDC 2010-ის ჩატარებასთან დაკავშირებით. პროგრამა შეიცავს ყველა მიმდინარე სესიის სიას, პრეზენტაციების ჩატარების განრიგს, კონფრენციის სიახლეებს და სხვა საცნობარო მსალებს. აპლიკაცია არ არის საჯარო და ხელმისაწვდომია მხოლოდ დეველოპერებისათვის, ვინც შეიძინა WWDC-იზე დასაწრები ბილეთი.

Books — წიგნების წაკითხვა iPhone-ზე

დღეს გაგაცნობთ საკმაოდ კარგ პროგრამას iPhone-ზე წიგნების წასაკითხად – Books. app . დააყენეთ Books-ი инсталлер-ის საშუალებით. შემდეგ, ნებისმიერი ფაილური მენეჯერის საშუალებით (მაგალითად iPhone Browser) შედით ტელეფონში საქაღალდეში /var/root/Media/EBooks და ჩაწერეთ თქვენი წიგნი. Books-ს ესმის შემდეგი ფორმატის წიგნები: TXT და HTML. ტექსტი უნდა იყოს UTF-8 ფორმატში (პროგრამის პარამეტრებში შეგიძლიათ სხვა კოდირების არჩევაც). ჩამოტვირთეთ Books v1.3.7