Skip to content

კომპანიამ დააპატენტა მობილური მოწყობილობების იმგვარი სენსორები, რომლებიც iPhone/iPod Touch–ში ნებისმიერი სითხის მოხვედრას აფიქსირებენ, რითაც მუშაობას უადვილებენ სერვისის თანამშრომლებს. სენსორები ორგვარად დამონტაჟდება: გამოსაჩენ ადგილზე, ან მოწყობილობაში (მაგალითად ყურსაცმების ბუდეში) ჩამალული.

Apple–ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როდის დაიწყებს თავის მოწყობილობებზე სენსორების მონტაჟს, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება, რამეთუ „დამხრჩვალთაგან“ მიყენებული ზარალი რამდენიმე მილიონ დოლარს შეადგენს.

QuickerTek-მა დაიწყო უცნაური ხელსაწყოს რეალიზაცია Apple MacBook, MacBook Pro და MacBook Air -ისათვის — მზის ელემენტი Apple Juicz.

Apple Juicz გამოდის სამ ვარიანტში, ისინი განსხვვადებიან სიმძლავრით — 19, 29 და 58 ვატი (ფასი შესაბამისად, — $500, $600 და $1000. კომპლექტში შედის გადასატანი ჩანთა.)

Apple Juicz-ის მოსახმარად საჭიროა MagSafe-ის მოდიფიცირებული ადაპტერი. კომპანია გვთავაზობს ან ასეთი ადაპტერის შეძენას 100 დოლარად ან საკუთარი ხელებით მოდერნიზაციას.

წყარო: QuickerTek

The Khronos Group-მა — კონსორციუმმა, რომლის მიზანია ღია API-ების შექმნა, — განაცხადა Compute Working Group გაერთიანების შექმნის შესახებ, რომელიც იმუშავებს ცენტრალური და გრაფიკული პროცესორების საშუალებით პარალელური გაანგარიშებების ღია სტანდარტის შექმნაზე. დამფუძნებლთა შორისაა Apple-ი და ორი უმსხვილესი კომპანია - AMD და NVIDIA.

გაერთიანება მუშაობას დაიწყებს Open Computing Language (OpenCL), სტანდარტის სპეციფიკაციებზე რომელიც, Apple-ის განცხადებით, საშუალებას მისცემს პროგრამისტებს წვდომა იქონიონ CPU-ს და GPU-ს სიმძლავრეებთან С-მაგვარი ენის მეშვეობით.

ღია სტანდარტი მაღალწარმადული გამოთვლების გამოყენებით საშუალებას მოგვცემს გავაფართოოთ GPU-ს გამოყენების არეალი.

The Khronos Group-ი პასუხისმგებელია API OpenGL, OpenGL ES და სხვებზე

წყარო: MacRumors

Apple-მა დაადასტურა პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე უარი.

Apple-ის წარმომადგენელმა შეგვატყობინა, რომ უარი წარმოადგენს გათვლილი სტრატეგიის შემადგენელ ნაწილს.

„წლიდან წლამდე Apple-ი ამცირებს თავის მონაწილეობას სავაჭრო შოუში, — აცხადებს Apple-ის წარმომადგენელი. — ამის მიზეზია კლიენტებთან ურთიერთობის ახალი, უფრო ეფექტური ხერხების არსებობა. ვებ-საიტის Apple.com პოპულარობის მუდმივი ზრდა საშუალებას გვაძლევს ვაწარმოოთ პირაპირი დიალოგი 100 მლნ. კლიენტთან მთელ მსოფლიოში“.

აშშ-ში Apple-ი ახალი პროდუქტრების წარმოდგენისათვის სულ უფრო ხშირად აწყობს საკუთარ ღონისძიებებს.

წყარო: MacPlus

თანახმად კვლევითი კომპანია Gartner-ის ინფორმაციისა, Apple-მა გაყიდა საკმარისი რაოდენობის ტელეფონი მთელს მსოფლიოში ამ წლის პირველ კვარტალში იმისათვის, რომ ამ აჩვენებლით მესამე ადგილზე გასულიყო.

თუ ამ ცხრილს შევხედავთ, მივხვდებით, რომ სტივის კომპანიას არცთუისე დიდი მაჩვენებელი აქვს - 5,3% ბაზრის მოცულობისა. საინტერესო იქნება კომპანიის ზრდის ნახვა ახალი, 3G iPhone-ის გამოსვლის შემდეგ.

მიხედავად იმისა, რომ მის სახელს გამოფენის სახელწოდებაში იყენებენ, კუპერტინოული კომპანია, როგორც ჩანს, არ მიიღებს მონაწილეობას Apple Expo–ში, რომელიც წელს პარიზში 17-20 სექტემბერს გაიმართება.

გამოფენის ვებ–საიტზე, რომელსაც ამჯერად Apple Expo Remix ’08 ეწოდება, ამერიკული კომპანიის ხსენებაც არ არის. ელიან, რომ გამოფენის ორგანიზატორი კომპანია Reed Expositions უახლოეს დღეებში გაახმაურებს Apple–ის გადაწყვეტილებას, შოუში მონაწილეობაში უარის შესახებ.

ბოლო წლებში Apple Expo–ს წარუმეტებლობა სდევდა: 2005 წელს სტივ ჯობსმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გააკეთა საკვანძო მოხსენება, რომელიც ტრადიციულად ღონისძიების მთავარ ელემენტს წარმოადგენდა, 2006 წელს მოხსენება ვერ გაკეთდა WWDC–ის ტრადიციული ივნისიდან აგვისტოში გადატანის გამო, და ბოლოს, გასულ წელს Apple–მა უკანაკნელ წამებზე გააუქმა პარიზის გამოფენაზე iPhone–ის პრეზენტაცია.

„Apple–ის არყოფნა მეტად სამწუხარო სიახლეა, გამოფენას წელს 25 წელი უსრულდება – წერს MacGeneration–ის მიმომხილველი კრისთოფ ლაფორტე (Christophe Laporte) – უკვე ძნელი წარმოსადგენია 2009 წლის Apple Expo.“

წყარო: MacGeneration

NetApplications–ის მასალებზე დაყრდნობით, დღეისთვის Apple–ის საბაზრო წილი საოპერაციო სისტემების სეგმენტში, 6%–იდან (მაისში) 7,83%–მდე გაიზარდა. დროის იმავე მონაკვეთში Microsoft–ის (ყველა საოპერაციო სისტემა) წილი თითქმის 0,5%–ით შემცირდა.

რაც შეეხება ბრაუზერებს, Safari–იმაც ოდნავ გაიუმჯობესა პოზიციები: ამჟამად მას საბაზრო სეგმენტის თითქმის 6,25% ეკუთვნის. იმავდროულად Internet Explorer–მა დაკარგა თითქმის 1% და მისი წილი 73,75%–ს შეადგენს.

ბაზარზე iPhone–ის მდგომარეობა კამათს იწვევს. ზოგიერთი ანალიტიკოსი პროცენტის მეათედების ტოლ ზრდაზე საუბრობს, სხვები კი პირიქით, აპარატის საბაზრო წილის შემცირებაზე საუბრობენ.

კომპანია Apple აქტიურად შეისწავლის მზის ბატარეების შესაძლებლობებს და მომავალში მათ საკუთარ მოწყობილობებში განათავსებს. ამგვარი დასკვნა გამოიტანეს კომპანიის მორიგი საპატენტო განაცხადის შესწავლის შემდეგ.

მზის ბატარეები შეიძლება განთავსდეს ნებისმიერი ზედაპირის ქვეშ, რომელიც ატარებს სინათლეს, მაგალითდ, ეკრანის ან თჩფედის ქვეშ. კომპანია Apple, მზის ბატარეების გამოყენებით, თვისი მობილური მოწყობილობების (ნოუთბუქების, ტელეფონების და ფლეერების) მუშაობის დროის გაზრდას გეგმავს.

ამგვარი მკვებავი მოწყობილობების გამოყენების პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მათმა ფოტოელემენტებმა საკმარისად დიდი ფართობი უნდა დაიკავონ და იმავდროულად საკმაოდ ადვილადმსხვრევადები არიან – ამიტომაც მათი მოწყობილობების ზედაპირზე განთვსება შეუძლებელია.

Apple–ის ინჟინრები, საკუთრი კომპანიის მომავალი პროდუქტების კვებისთვის, მზის ბატარეების გამოყენების შესაძლებლობას იკვლევენ. ამ საკითხზე მსჯელობა, ვებ–საიტ MacRumors–ის მიერ საპატენტო განაცხადის აღმოჩენის შემდეგ დაიწყო.

მზის ბატარეების გამოყენებამ, შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს Apple–ის მობილური მოწყობილობების – ნოუთბუქების, ტელეფონების, პლეერების, ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობა. მათი გამოყენების პრობლემა კი იმაშია, რომ ფოტოელემენტების ბატარეებმა საკმაოდ დიდი ფართობი უნდა დაიკავონ, ამასთან ისინი საკმაოდ ადვილმსხვრევადი არიან, რაც არ იძლევა მობილური მოწყობილობების ამჟამად „ცარიელ“ ადგილებზე, მაგალითად ნოუთბუქის გარე ზედაპირზე, მათი განთავსების შესაძლებლობას.

Apple–ის ინჟინერები სთავაზობენ ენერგომაგენერირებელი შრის, დისპლეის „ბუტერბროდში“ – მინისა და LCD–ის შრეებსა და დრეკადი საბეჭდი პლატის შრეს შორის განთავსებას. ამგვარი მიდგომის კიდევ ერთ უპირატესობას, მოწყობილობის გარეგანი იერის შენარჩუნება წარმოადგენს.

2001 წელს მსგავსი ტექნოლოგია დააპატენტა Motorola–ამ, მაგრამ მასში ფიგურირებდა გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აღმოფხვრილია Apple–ის ქმნილებაში.

წყარო: MacRumors

ცნობილი მიმომხილველის ჯეისონ ო’გრეიდის (Jason O'Grady) ინფორმაციით, წლის ბოლომდე წარადგენენ Mac–ის პლანშეტურ კომპიუტერს, რომლის შესახებაც ჭორები კარგა ხანია ტრიალებს ქსელში.

მიმომხილველის სიტყვებით, Apple მომავალ შემოდგომაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში, წარმოადგენს პლანშეტურ კომპიუტერს 12 ან 13 დიუმიანი დისპლეით. მოწყობილობა Mac OS X–ზე იმუშავებს, აღჭურვილი იქნება Intel Core პროცესორით, ღრიჭოდან ჩატვირთვის Superdrive დისკწამყვანით და GPS ჩიპით, რომელიც (ისევ ო’გეიდის ინფორმაციით) iPhone–ის მომავალ მოდელში გამოყენებულის ანალოგიური იქნება. მიმომხილველი დარწმუნებულია ინფორმაციის სარწმუნოობაში, რამეთუ იმავე პირველწყაროს მიერ მანამდე მოწოდებული მონაცემები დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ო’გრეიდის ინფორმაცია იკვეთება AppleInsider–ის მონაცემებთან, რომლიდანაც ჩანს, რომ ქუფერთინოს ქამფუსებში ნაკლები დიაგონალის ეკრანიან პლანშეტს ამზადებენ გამოსაშვებად, რომელიც iPhone/iPod touch–ში გამოყენებული OS X–ის მობილურ ვერსიაზე იმუშავებს. პლანშეტში ოპტიკური დისკწამყვანის გამოყენება გარკვეულ შეკითხვებს ბადებს. თუკი Apple–მა შესაძლებლად ჩთვალა MacBook Air–ში მასზე უარის თქმა, პლანშეტში, რომელიც წესით უფრო კომპაქტური უნდა იყოს, მისი გამოყენება ცოტა არალოგიკურია.

პლანშეტური Mac–ის გამოშვებაზე ჭორები სიტემატიურად ჩნდება. ამას ხელს უწყობს საპატენტო განაცხადები, რომლებიც ადასტურებს, რომ Apple–ის ინჟინერები მართლაც მუშაობენ ამგვარ მოწყობილობაზე. მაგრამ იხილავს კი იგი დღის ისნათლეს? 2004 წელს ერთ–ერთ ინტერვიუში სტივ ჯობსმა განაცხადა, რომ თვის დროზე კომპანიამ ლეგენდარული Newton–ის მემკვიდრე შექმნა, მაგრამ სავაჭრო ქსელში არ გაუშვია.

წყარო: The Apple Core