Adobe-მ წარმოადგინა ელჟურნალების შექმნის პლათფორმა iPad-ისათვის

ყველამ ალბათ უკვე ნახა ამასწინათ App Store-ში დამატებული ჟურნალი WIRED. ეს პირველი ცნობილი ჟურნალია, რომელმაც აიპადისათვის საკუტარი ვერსია გამოუშვა. პირველ რიგში ის ნიშანდობლივია საინტერესო ფუნქციების რეალიზაციით, მაგალითად ინტერაქტიული რეკლამა, ჩადგმული ვიდეო, სლაიდ-შოუ, მაშტაბირება და ა.შ. [youtube]http://www.youtube.com/watch?v=zBIitccr7bw&feature=player_embedded[/youtube] აღნიშნული ჟურნალი მომზადდა Adobe-ის საგამომცემლო პლათფორმის (Digital Publishing Platform) საშულებით. ეს გახლავთ InDesign CS5-ის სპეციალური კომპონენტი, რომელსაც შეუძლია მულტიმედიის ჩვეულებრივ

Adobe Photoshop CS4-ის ტექნიკური განახლება

დღეს Adobe-ს საიტზე გამოჩნდა Photoshop CS4-ისა და Photoshop CS4 Extended-ის ტექნიკური განახლება. ნუმერაცია: 11.0.2. მისი საშუალებით აღმოიფხვრება უსაფრთხოების შეცდომები და აგრეთვე რიგი შეცდომები, დაკავშირებული ფუნჯებთან, სტილებთან და გრადიენტებთან. სისტემური მოთხოვნები: Adobe Photoshop CS4 ან Photoshop CS4 Extended გადმოწერა (36მბაიტი).

Adobe ხელს კიდებს HTML5-ს

კონფერენციაზე Web 2.0 Expo გამოსვლისას Adobe Systems-ის ხელმძღვანელმა, კევინ ლინჩმა რამოდენიმე ხმამაღალი განცხადება გააკეთა. ჯერ ერთი, მან შეაფასა ეფლის მოქმედება Flash-თან მიმართებაში. მეორეც, მოხაზა კომპანიის გეგმები HTML-ს მხარდაჭერის საკითხებში. მისი განცხადებით, HTML5-ზე მათ დიდი გეგმები აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ სტანდარტს განიხილავს როგორც Flash-ის კონკურენტს. „Adobe შექმნის პროგრამირების საუკეთესო ხელსაწყოებს მათთვის, ვინც მოისურვებს საკუთარი

გაიცანით, Adobe CS5!

პაკეტის Adobe Creative Suite მეხუთე ვერსია ამ გაზაფხულზე გამოვა. როგორც ცნობილი გახდა, ძირითადი სიახლე იქნება Photoshop-ის 64 ბიტიანი ვერსიის დამატება, რომელიც მთლიანად Cocoa-ს გამოყენებით არის დაწერილი. 64-ბიტიანი Photoshop CS5-ი. თავიდან იგეგმებოდა, რომ ამ პროგრამის 64 ბიტიანი ვერსია CS4-ში მოხვდებოდა, მაგრამ ყველაფერი როგორც ყოველთვის Apple-მა აურია, გადაწყვიტა რა უარი ეთქვა Carbon-ის 64 ბიტიანი ვერსიის გამოშვებაზე. პროგრამისტებს

Adobe აგრძელებს მუშაობას Flash-ზე iPhone-ისათვის

Flash-ის iPhone-ვერსია ჯერ კიდევ შექმნის ადრეულ სტადიაზეა, გვამცნო Adobe-ის აღამსრულებელმა დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა (Shantanu Narayen). როგორც ცნობილია, Apple-ი არ არის გულანთებული iPhone-ში Flash-ის დანერგვით, ვინაიდან ეს ჩადგმა მეხსირებას ფრიად „სჭამს“, რაც ნეგატიურად აისახება მოწყობილობის ავტონომიურად მუშაობის დროზე. „ჩვენ ვმუშაობთ ამაზე, — განაცხადა ნარაიენმა კონფერენციაზე, რომლეიც Adobe-ის ფინანსურ შედეგებს შეეხებოდა. — ჩვენ უკვე გვაქვს ვერსია, რომელიც

Adobe-მა დაიწყო Flash-დამკვრელის შექმნა iPhone-ისათვის

ამის შესახებ განაცხადა Adobe Inc. დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა ინვესტორებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ iPhone SDK-ს გამოსვლასთან ერთად, კომპანიას გაეხსნა ხელები და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს iPhone-ისათვის ფლეშ-დამკვრელის შექმნას. მან აგრეთვე აღნიშნა: „ჩვენ გვესმის Flash-ტექნოლოგიის მხარდაჭერის აუცილებლობა Apple-ისაგან, მხოლოდ ამის საშუალებით შეძლებენ მომხმარებლები ინტერნეტში სრულფასოვან მოგზაურობას. Flash-ი უნდა გახდეს თანამედროვე Web-რესურსების ძირითადი ელემენტი.”

Adobe-მა გამოუშვა Camera Raw 4.4 და Lightroom 1.4

Adobe-მა გამოუშვა პროფესიონალ ფოტოგრაფთა მოსახმარი პაკეტის Lightroom -ის და Photoshop-ის ჩანადგამის Camera Raw-ს ახალი ვერსიები.განახლებებს Camera Raw 4.4 და Lightroom 1.4 გააჩნიათ ცხრა ახალი კამერის მხარდაჭერა: Canon EOS 450D (Digital Rebel XSi/EOS Kiss X2); Fujifilm S100FS; Nikon D60; Olympus SP-570 UZ; Pentax K20D; Pentax K200D; Sony A200; Sony A300; Sony A350. წყარო: Adobe Systems

Adobe-ი Macworld-ზე წარმოგვიდგენს Photoshop Elements 6 for Mac

Adobe-მა წარმოადგინა რასტრული გრაფიკის პოპულარული რედაქტორის ახალი ვერსია, — Photoshop Elements 6 for Mac. Photoshop Elements 6 for Mac-ის მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მუშაობის სამი რეჟიმიდან ერთ-ერთი, ხოლო ახალბედებს შეუძლიათ გამოიყენონ Guided Edit ოსტატი. „მოხარულები ვიქნებით წარმოვადგინოთ ახალი ვერსია Macworld-ზე, – განაცხადა Adobe-ის ხელოვნების პროდუქტების მიმართულების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯონ ლოიაკონომ (John Loiacono). – ამ ვერსიაში ჩვენ

Adobe-მა განაცხადა საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის Leopard-თან თავსებადობაზე

Adobe-მა განაცხადა, რომ მისი პროდუქტების უდიდესი ნაწილი თავსებადია ახალ ოპერაციულ სისტემასთან, თუმცა ზოგიერთი პროგრამა ჯერ კიდევ საჭიროებს განახლებას, რომლებიც გამოვა დეკემბრიდან იანვრის ჩათვლით. კომპანიის განცხადებით, Creative Suite-ის ნაკრების უდიდესი ნაწილი – Photoshop CS3, Illustrator CS3, GoLive CS3, Dreamweaver CS3, Fireworks CS3, Flash CS3, InCopy/InDesign CS3 და Contribute CS3 — მთლიანად თავსებადია Leopard-თან. ამავდროულად, Adobe Acrobat