• iPhone: არც მთლად ჩინეთი, მაგრამ უკვე ჰონ-კონგი

    AppleInsider.com 2008 წელს iPhone ექსპანსიის სიაში ახალი ტერიტორიის შესახებ იტყობინება. კომპანია Hutchison Telecommunications Limited–მა უკვე გააფორმა ხელშეკრულება Apple–თან და აწი iPhone ჰონ-კონგში და მაკაოშიც გამოჩნდება. ორივე ნამცეცა ტერიტორია ჩინეთის შედარებით მცირერიცხოვან, სპეციალურ ადმინისტრაციულ რაიონებს წარმოადგენენ: ჰონკონგში 7 მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ხოლო მაკაოში კიდევ ნაკლები — 600 ათასამდე. მიუხედავად ამისა, ჰონკონგი ჩინეთის მსხვილ სამრეწველო და ფინანსურ […]

  • Office suite iPhone-ისთვის

    iZozo გთავაზობთ სამ სერვისს Zoho Writer, Sheet და Show, რომლებიც დოკუმენტების, ცხრილებისა და პრეზენტაციების ნახვის საშუალებას მოგცემენ. ამჟამად მხოლოდ დოკუმენტების რედაქტირებაა შესაძლებელი. მაგრამ შემქმნელები ირწმუნებიან, რომ უკვე მუშაობენ რამდენიმე ფუნქციის დახვეწაზე და მალე ცხრილების და პრეზენტაციების რედაქტირების შესაძლებლობებსაც დაამატებენ. ცოტა ხნის წინ შექმნილი განახლება მხოლოდ ინტერფეისის შეცვლის შესაძლებლობას იძლეოდა. სერვისის ჩასართავად iPhone–ის ბრაუზერში გადადით ბმულზე izoho.com. […]

  • Euro2008 — ევრო 2008-ის ყველა თამაშის განრიგი

    Euro2008 — არის სრულყოფილი გზამკვლევი ევროპულ საფეხბურთო ფორუმზე, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება. ამ დამატების გაშვების შემდეგ, შესძლებთ ენის არჩევას: იტალიური, ინგლისური და გერმანული. შემდეგ მოხვდებით ძირითად მენიუში, სადაც შემდეგ პუნქტებს იხილავთ: ტურნირის მატჩების განრიგი, ჯგუფები, გამარჯვებულები, საუკეთესო ბომბარდირები, სტადიონები და ა.შ. ერთ–ერთი მათგანის არჩევის შემდეგ, მიიღებთ სრულ ინფორმაციას არჩეულ ენაზე, თუმცა მატჩების განრიგი მხოლოდ […]

  • Movistar აპირებს ესპანეთში iPhone-ის ოფიციალური გაყიდვების დაწყებას

    ჩვენ უკვე მოგითხრეთ იმის თაობაზე, რომ Telefonica აპირებს ესპანეთში iPhone–ის ოფიციალური გაყიდვების დაწყებას. თუმცა Movistar–ის საიტზე აღმოჩნდა ახალი განყოფილება. ბოლო დროს თვალში საცემია სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ოპერატორების მიერ iPhone–ის გავრცელების ტენდენცია. დავუბრუნდეთ Movistar–ს. ერთ–ერთმა ესპანურმა ბლოგმა აღმოაჩინა ნახსენები განყოფილება, რომელშიც iPhone–ის მომხმარებლებს სთავაზობდნენ ახალი ამბების დაგზავნაზე ხელმოწერას. რაშია საქმე? ადმინისტრატორები შეცდნენ და ადრე მოუვიდათ განზრახვების გამჟღავნება? […]

  • სქრინშოთი App Store-იდან

    ერთი მომხმარებელი apple.com საიტზე მოგზაურობისას წააწყდა ამ სქრინშოთს. ერთი თვალის შევლებით მივდივართ დასკვნამდე, რომ გამოსახულებაზე სხვა არაფერია, თუ არა ახალი Mac AppStore. სავარაუდოდ ეს iPhone–ის ახალი პროფილის რეგისტრაციაა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის მარტში კომპანია Apple–მა განაცხადა, რომ მომავალში თავად მართავს iPhone/iPod Touch–ის დამატებების გავრცელებას და რეალიზაციას. ეს შესაძლებელი გახდება Application Store მომსახურების მეოხებით, რომლის გაშვებაც ივნისში იგეგმება. […]