• App Store და 3G iPhone ერთად გამოვა

    არაოფიციალური წყაროს ცნობით, გარეშე პროგრამების ჩატვირთვის მომსახურება, iPhone 2.0. გაჭოლვასთან ერთად, მომავალ კვირას გამოვა. შემქმნელთა ყოველწლიურ კონფერენცია WWDC 2008–ზე შედგება პროგრამის ოფიციალური რელიზი. თუკი მოლოდინი გამართლდება, ეს ნიშნავს, რომ დამატებები და შემდეგი თაობის iPhone ერთდროულად გამოჩნდებიან ბაზარზე და iPhone–ის ბედნიერი მფლობელები მიიღებენ ნალოდინევ ახალ პროგრამებს.

  • Remind you — ფასიანი შემხსენებელი iPhone-ში

    Remind you არის ახალი დამატება, რომელიც სხვადასხვა მოვლენების შემხსენებლად გამოიყენება. პროგრამა ინფორმაციას iPhone–ის დისპლეიზე ასახავს მაშინ, როდესაც ის ეკრანის ბლოკირების რეჟიმში იმყოფება. Remind you–ს მრავალი ვიზუალური პარამეტრი გააჩნია. შეგიძლიათ დააყენოთ ზომა, შრიფტი, ფერი, ტექსტის სიგანე. ასევე შეგიძლიათ დროის ფორმატის შეცვლა. სამწუხაროდ დამატება ფასიანია. იგი 19.95$ ღირს. რეპოზიტარიუმი: sleepers.net/iphonerepo

  • TapSearch — კონტაქტების ძებნა iPhone-ში

    Tapsearch არის ახალი სასარგებლო დამატება, რომლის მეშვეობითც შესაძლებელია უბის წიგნაკში სწრაფი და მოსახერხებელი ძებნის განხორციელება. ეს დამატება შემუშავებულია პროგრამისტის Dror Rejuan–ის მიერ. უკვე ცნობილია, რომ ეს ფუნქცია უკვე ჩდგმულია iPhone 2.0–ის გაჭოლვის ბოლო ბეტა–ვერსიაში, ხოლო სხვა გაჭოლვების მომხმარებლებს Tapsearch–ის დაყენებას ვურჩევთ. რეპოზიტორიუმი: http://repo.ispazio.net

  • Sipgate — უფასო VoIP კლიენტი iPhone-ისთვის

    Sipgate გახლავთ მორიგი VoIP-კლიენტი iPhone–ისთვის, რომელიც ერთი შეხედვით Fring–ს ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავდება მისგან. ძირითადი სხვაობა ისაა, რომ Sipgate–ით შეგიძლიათ დამატებითი ანგარიშის გარეშე, ნომრებზე ნებისმიერი რაოდენობით ზარის განხორციელება. შესაბამისად არ დაგჭირდებათ skype–ის ან სხვა ხელმოწერიანი სამსახურის გამოყენება. დამატება Sipgate–ის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერი ადგილიდან, ხოლო შემომავალ ზარებს Wi-Fi–ით მიიღებთ, ნებისმიერი SIP–ის გამოყენებით VoIP–მომსახურების ბაზაზე. რეპოზიტორიუმი: http://iphone.sipgate.com/

  • ვოზნიაკი ბრუნდება!

    Apple–ში არა, საზოგადოებაში. 30 სექტემბერს ლონდონში გაიმართება განსაკუთრებული ღონისძიება –Tomorrow 2008. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ეს კონფერენცია ხვალინდელი დღის ტექნოლოგიებს მიეძღვნება. კონფერენცია ექსკლუზიურ ადგილზე – სამეფო ალბერტ ჰოლში გაიმართება და არც უბრალო მონაწილეები ეყოლება: ვიკიპედიის დამფუძნებელი ჯიმი უეილსი, კომპანია ARM–ის CEO უორენ ისტი და სხვები. სტივ ვოზნიაკი უკვე დიდი ხანია საზოგადოებაში არ გამოჩენილა და ინტერვიუც არ […]