• Apple მესამე ადგილს იკავებს

    თანახმად კვლევითი კომპანია Gartner-ის ინფორმაციისა, Apple-მა გაყიდა საკმარისი რაოდენობის ტელეფონი მთელს მსოფლიოში ამ წლის პირველ კვარტალში იმისათვის, რომ ამ აჩვენებლით მესამე ადგილზე გასულიყო. თუ ამ ცხრილს შევხედავთ, მივხვდებით, რომ სტივის კომპანიას არცთუისე დიდი მაჩვენებელი აქვს – 5,3% ბაზრის მოცულობისა. საინტერესო იქნება კომპანიის ზრდის ნახვა ახალი, 3G iPhone-ის გამოსვლის შემდეგ.

  • Pwnage Tool 1.2

    ბიჭები iPhone-Dev Team-იდან მუშაობენ PwnageTool განახლებულ 1.2 ვერსიაზე. ყველაზე სასარგებლო ფუნქცია იქნება პროგრამების პაკეტების დამატება პირდაპირ PwnageTool-ში და მერე ეს პაკეტები ავტომატურად მოხვდება *.ipsw ფაილში. აგრეთვე Dev Team-მა იპოვნა ხერხი, რომ შეცვალოთ ძირეული საქაღალდის ზომა. ამ შესაძლებლობას ისინი დაამატებენ PwnageTool 1.2-ში, შედეგად შეგვეძლება გამოვყოთ უფრო დიდი მოცულობის გამოყოფა პროგრამებისათვის.

  • iPhone იტალიაში სამშაბათს გამოჩნდება?

    რეიტერის იტალიის ფილიალის ინფორმაციით, TIM-ი აპირებს iPhone-ის ანონსს იტალიაში უკვე სამშაბათს. წყარო აღნიშნავს, რომ ეს შეიძება ორშაბათსაც მოხდეს, ვინაიდან Telecom Italia უკვე სრულიად მზადაა. პირადად მე მგონია, რომ ეს ნაკლებ შესაძლებელია, ვინაიდან სტივი WWDC’08-ს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა 18:00 ევროპული დროით, რაც შეუძლებელს ხდის იტალიაში ახალი ტელეფონის ანონსს ამ დროზე უფრო ადრე.

  • TdClock 1.0 — კვლავ საათი iPhone-ისათვის

    TdClock – საათის ახალი პროგრამაა, რომელიც აერთიანებს ლოგოს “Think different” და სახელგანთქმულ “Dali Clock”-ს. პროგრამის გაშვებისას ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება მიმდინარე დრო ასეთი სახით (Dali). ეს სახალისო პროგრამა შეგიძიათ მოიძიოთ რეპოში: http://repo.ispazio.net

  • სულ მალე iPhone-ში ვიხილავთ VLC-ს

    ZodTTD, რომელიც ცნობილია iPhone–ისთვის ემულატორების სერიის შექმნით, უახლოეს მომავალში პოპულარული მედიაფლეერის VLC–ის პორტირებაზე იტყობინება. ამჟამად პროგრამა მზადაა mpeg / mpg, avi, mp3 ფორმატების აღწარმოებისთვის. უახლოეს მომავალში დაემატება flac–ის, ogg–ის, wma/wmv–ის, DivX–ის და VCD–ის მხარდაჭერა. ამჟამად დამატება მხოლოდ ტესტერთა ვიწრო წრისათვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ ავტორი ირწმუნება, რომ ცოტა ხანში ყველა მსურველი შეძლებს გახდეს iPhone–ისთვის VLC–ის მფლობელი.