Skip to content

8

მაშ, რა არის WordPress? თუ Wikipedia-ს დავესესხებით, გავიგებთ, რომ WordPress არის საიტის შიგთავსის მართვის სისტემა (Content Management System, CSM) ღია პროგრამული კოდით, რომელიც GNU GPL ლიცენზიის წესებით ვრცელდება. დაწერილია პროგრამირების ენის PHP გამოყენებით და მონაცემთა ბაზისათვის იყენებს MySQL-ს. გამოყენების სფერო ფართოა — ბლოგებიდან დაწყებული საკმაოდ რთული საინფორმაციო საიტებით და ინტერნეტ-მაღაზიებითაც კი დამთავრებული. „თემების“ და „ჩადგმების“ სისტემა საშუალებას გვაძლევს ავაწყოთ პრაქტიკულად ნებისმიერი საიტი.

უპირატესობები

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, WordPress მსოფლიოში საუკეთესო პლათფორმაა ბლოგისათვის, ან ინტერნეტ-პროექტისათვის, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სიახლეები, ფოტოები, ვიდეო-რგოლები და სხვა სახის ინფორმაცია (შიგთავსი). რატომ საუკეთესო? მოდი ჩამოვთვალოთ 5 ძირითადი უპირატესობა:

  • უფასო. დიახ, WordPress — უფასოდ ვრცელდება. ახალბედასათვის, რომელიც პირველად აკეთებს საკუთარ ბლოგს, ეს მნიშვნელოვანი მომენტი და დიდი უპირატესობაა. რატომ უნდა გადავიხადოთ ფული ფასიან სისტემებში, როდესაც საუკეთესო სისტემა უფასოა?
  • დაყენებისა და გამოყენების სიმარტივე. დაყენების პროცესი 5 წუთი გრძელდება და სრულიად არ არის საჭირო რაიმე პროგრამისტული გამოცდილება ამ საქმისათვის. დეველოპერები შეეცადნენ შეექმნათ სისტემა, მაქსიმალურად მარტივი და მეგობრული მომხმარებლის მიმართ, რათა სრულიად ახალბედებისთვისაც კი იოლი ყოფილიყო ამ საკითხში გარკვევა.
  • კროსპლატფორმულობა. WordPress ყენდება უშუალოდ თქვენს საიტზე (სერვერზე). კომპიუტერში არაფერი ზედმეტის დაყენება არ არის საჭირო. ეს ნიშნავს, რომ შეგეძლებათ საიტის მართვა ნებისმიერი კომპიუტერიდან. ერთადერთი სავალდებულო პირობა — ინტერნეტთან კავშირი.
  • ჩადგმული ტექსტური რედაქტორი. WordPress-ით სარგებლობა ძალიან მარტივი და ადვილია ძიირთადად ჩადგმული ტექსტური რედაქტორის გამო. ერთხელ მაინც თუ გიმუშავიათ Microsoft Word-ში, WordPress-ის რედაქტორის ათვისება ძალიან მარტივი იქნება. ტექსტის დაფორმატება, სურათებისა და ვიდეოს ჩასმა — ეს ყველაფერი მაუსის ორიოდე დაწკაპუნებით ხორციელდება
  • პოპულარობა. WordPress — შიგთავსის მართვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სისტემაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, WordPress-ის საბაზრო წილი 55%-ზე მეტია. მსოფლიოში 58 მილიონი საიტი WordPress-ის ძრავზე მუშაობს. 297 მილიონი ადამიანი ყოველთვიურად 2,5 მილიარდ ვებ-გვერდს ათვალიერებს WordPress-ზე. ყოველი მეშვიდე საიტი შექმნილია WordPress-ის გამოყენებით. თუ რაიმე სახის ჩადგმა გჭირდებათ, პრობლემა არაა — 15 ათასზე მეტია. WordPress-ის ბოლო ვერსიას 7 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში თქვენ იპოვნით უფასო თემებისა და ჩადგმების აურაცხელ რაოდენობას. ხოლო თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, პასუხის მოძებნაც ადვილი იქნება.

დამატებითი შესაძლებლობები

ეს WordPress-ის მხოლოდ ძირითადი უპირატესობებია. ამ სიას შეგვიძლია დავუმატოთ ფასიანი თემების, რომლებშიც უფრო მეტი ფუქნციონალია ჩადებული, ვიდრე უფასოებში, უზარმაზარი ბიბლიოთეკა; ვიჯეტებისა და სოციალური ჩადგმების მხარდაჭერა; სისტემის საიმედობა და უსაფრთხოება და ა.შ. თუმცა WordPress-ის მშვენიერებისა და მოხერხებულობის შეგრძნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სისტემაში აქტიურად მუშაობ. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ საძიებო ოპტიმიზაციის სისტემების (Search Engine Optimization, SEO) მხარდაჭერა — ამის გარეშე ძნელია საიტის რეიტინგის ამაღლება ისეთ საძიებო სისტემებში, როგორებიცაა Google, Bing და ა.შ. ასევე უნდა აღინიშნოს სოციალურ ქსელებთან და RSS-არხებთან ურთიერთქმედების მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია, თუ დაინტერესებული ხართ მკითხველთა და ხელმომწერთა მატებით და გსურთ უფრო პროგრესული უკუქმედება. კომენტარების მოხერხებული სისტემა დაგეხმარებათ მიიღოთ ადექვატური და სწრაფი გამოხმაურება გამოქვეყნებულ სტატიაზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გარე კომენტარების სისტემის მიერტება, მაგალითად Facebook-ის, ან Disqus-ის, რომლებსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ. ზემოაღნიშნული ყველა ფაქტორი მხოლოდ ერთს გვეუბნება: WordPress — მოხერხებულია, მარტივია და ლამაზია! თუ სერიოზულად აპირებთ საკუთარი ბლოგის წარმოებას, ან გსურთ შექმნათ ინტერნეტ-პროექტი, მაგრამ ჯერ არ აგირჩევიათ შიგთავსის მართვის სისტემა — აირჩიეთ WordPress. ეს პირველი სტატიაა ციკლიდან WordPress-ის შესახებ. მომდევნო სტატიებში დეტალურად განვიხილავთ WordPress-თან მუშაობის ყველა ასპექტს.

ძვირფასო მკითხველო, ჩემი განახლებული ბლოგის პირველი სტატიის გამოქვეყნებიდან კვირაზე ცოტა მეტი გავიდა. ვფიქრობ, მეტი დაგვიანება საჭირო არაა და დღეიდან აქტიურად დავიწყებ ბლოგის საინტერესო და სასარგებლო ჩანაწერებით შევსებას.

როგორც ალბათ უკვე იცი, ბლოგზე რამდენიმე თემა იქნება ძირითადი (რაც სრულიად არ გამორიცხავს სხვა თემების არსებობასაც). ერთ-ერთი ძირითადი თემა WordPress არის და ეს სტატიაც შეიძლება ამ თემის შესავალ ნაწილად ჩავთვალოთ.

მე გამოვაქვეყნებ არა მარტო სასწავლო მასალებს ახალბედებისათვის, არამედ შედარებით რთულ სტატიებსაც მოწინავე მომხმარებლებისათვისაც. ჩემი მიზანია — რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიტანო თითოეულ მკითხველამდე.

სტატიების პერიოდულობაზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ, შევეცდები დიდი ინტერვალები არ გავაკეთო მათ შორის. რომ არ მოხდეს ამ კატეგორიის აღრევა, გადავწყვიტე სტატიები დავყო ქვე-კატეგორიებათ, ოღონდ ტეგების გამოყენებით. რატომ ტეგების? აბა შევხედოთ: WordPress-ის შესახებ სიახლე და Drupal-ის შესახებ სიახლე ცალ-ცალკე რომ იყოს, მგონია, რომ არასწორი იქნება. ამიტომაც ძირითადი თემები დაყოფილია კატეგორიებად, ხოლო მათ გამჭოლად მიჰყვება ტეგები. აქამდე ასე არ გამიკეთებია და მეც მაინტერესებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა ეს. აი ეს ქვე-კატეგორიები:

  • სიახლეები — აქ მოხვდება ყველა სიახლე WordPress-ის სამყაროდან;
  • გაკვეთილები — ძირითადი ნაწილი, სადაც თავს მოიყრის სტატიები;
  • თემები — ჩემი აზრით და გემოვნებით (სრულიად სუბიექტურით) შერჩეული თემები, რომლებსაც განვიხილავ;
  • ჩადგმები (Plugins) — სასარგებლო, საჭირო და ძალიან საჭირო ჩადგმების მიმოხილვა;
  • ჰაკები — იმ მომხმარებლებისათვის, ვინ კარგად იცნობს PHP-ის და სურს თავის ბლოგში უფრო სიღრმისეული ცვლილებები შეიტანოს, ეს განყოფილება მისწრება იქნება.

თუ რამე გაუგებარი იქნება რომელიმე სტატიაში, გთხოვ მკითხველო, რომ დატოვო კომენტარი, არ მოგერიდოს, მკითხე ყველაფერი და შევეცდები ამომწურავი პასუხი გაგცე. აბა, დავიწყეთ!

3

მეგობრებო, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ WordPress 3.0-ის ქართულენოვანი ლოკალიზაცია.

ამ შაბათ-კვირას დავასრულებთ რამოდენიმე ტერმინის შეთანხმებას და ორშაბათიდან ნებისმიერი შეძლებთ თქვენს ბლოგზე მის დაყენებას:

WordPress 3.0.0 ka_GE
WordPress 3.0.0 ka_GE

როგორც დეველოპერთა გუნდი გვატყობინებს, WordPress 3.0-ის პირველი რელიზ-კანდიდატი უკვე მზადაა და შესაძლებელია მისი გადმოწერა.

ცოტაოდენი ინფორმაცია მის შესახებ:

  • სამომხმარებლო მენიუების დამუშავება დასრულდა.
  • მულტისაიტინგის ფუნქცია დასრულებულია.
  • საკონტროლო პანელის გარეგანი სახე ცოტა გამსუბუქებულია

შეტანილია მრავალი ცვლილება, ამიტომაც ჩადგმების ავტორებმა აუცილბლად უნდა შეამოწმონ საკუთარი ნაკეთობების თავსებადობა.

რელიზის გამოსვლა დაგეგმილია ივნისის შუა რიცხვებში. გადმოიწერეთ WordPress 3.0 RC1

დღეს ოფიციალურად გამოვიდა WordPress 2.8, მისი გადმოქაჩვა შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან.

ახალი ვერსიის სახელია Baker, მუსიკოსის Chet Baker-ის საპატივსაცემლოთ.

პირველ რიგში სიახლე - ბოლო მონაცემებით არაუგვიანეს 10 ივნისისა გამოვა ვორდპრესის ახალი ვერსია 2.8.

სიახლეების სია ასზე მეტი პუნქტისაგან შედგება, დღეს მოდით დეტალურად განვიხილოთ ძირითადი ცვლილებები.

ძირითადი ცვლილებები WordPress 2.8-ში

  • გაფორმების თემების ბრაუზერი და ინსტალატორი
  • ბლოგის ქუდის ჩასწორება თემის ფაილის ჩასწორების გარეშე
  • „გადააჩოჩე და დააგდე“-ს ახალი ინტერფეისი ვიჯეტებთან სამუშაოდ
  • კონსოლის (Dashboard) სახის ცვლილება
  • ჩადგმების (Plug-In) და თემების რედაქტორში წყაროს (Code) გაღიავება
  • ადმინისტრირების პანელის გვერდების ცვლადი იერი
  • ადმინისტრირების პანელის დაჩქარებული მუშაობა

გაფორმების თემების ბრაუზერი და ინსტალატორი

წინა ვერსიებში საკმაოდ გამარტივდა მუშაობა ჩადგმებთან და მათ განახლებასთან, ახალ ვერსიაში იგივეს გაკეთება შეგიძლიათ თემებთან მიმართებაში.

ბრაუზერი გაძლევთ საშუალებას მოიძოთ თემები ძიების ისეთი პარამეტრებით, როგორიცაა ფერი, სვეტების რაოდენობა, თემაში ვიჯეტების მხარდაჭერა და ა.შ. ასევე შესაძლებელია თემების ძებნა საკვანძო სიტყვების მიზედვით.

ახალი ვერსია საშუალებას გაძლევთ დააყენთ თემა ერთი დაწკაპუნებით. ასევე შესაძლებელი გახდა თემის წინასწარი დათვალიერება დაყენებამდე.

ბლოგის ქუდის ჩასწორება თემის ფაილის ჩასწორების გარეშე

წინა ვერსიებში იმისათვის, რომ რაიმე შეგეცვალათ ქუდში, საჭირო იყო ხელით ჩასწორებების კეთება, საუკეთესო შემთხვევაში მარტო ტექტს ჩაასწორებდით.

ახალ ვერსიაში შესაძლებელი გახდა საკუთარი ქუდის დამატება ბლოგში, შეგიძლიათ ჩაამატოთ ნახატი ქუდში  და მოაჭრათ საჭირო ზომამდე დაყენებამდე.

ეს ფუნქცია იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თემის ავტორმა მოარგო თემა შესაბამისი სახით, დაწვრილებით იხილეთ აქ.

„გადააჩოჩე და დააგდე“-ს ახალი ინტერფეისი ვიჯეტებთან სამუშაოდ

ვიჯეტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გარეგანი სახის შეცვლაში, თემის ხელოთ რედაქტირების გარეშე, WordPress 2.8-ში წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია ამ საკითხში, ამიერიდან ვიჯეტების გადაჩოჩება შეგიძლიათ ნებისმიერ სვეტში.

შესაძლებლობა გაჩნდა გამოიყენოთ ერთიდაიგივე ვიჯეტი რამდენიმე სვეტში, რაც ადრე შეუძლებელი იყო.

აგრეთვე ახალ ვერსიაში წარმოდგენილია ვიჯეტების API, რომელიც საშულებას გაძლევთ შეიმუშაოთ ვიჯეტები გაცილებით ადვილად. დოკუმენტაცია: Widget API.

კონსოლის (Dashboard) სახის ცვლილება

კონშოლში იღებთ ინფორმაციის მნიშვნელოვან ნაწილს, მიუხედავად ამისა წინა ვერსიებში თვქენ უბრალოდ შეგეძლოთ ვიჯეტების გადაჩოჩება.

ახალ ვერსიაში მომხმარებელს შეუძლია თვითონ განსაზღვროს სვეტების რაოდენობა ვიჯეტების საჩვენებლად, აგრეთვე დატოვოს მხოლოდ ის ვიჯეტები, რომლებიც ესაჭიროება.

ჩადგმების (Plug-In) და თემების რედაქტორში წყაროს (Code) გაღიავება

წინა ვერსიებში თემების და ჩადგმების რედაქტორი ძალიან მწირი იყო.

WordPress 2.8-ში რედაქტორი გაცილებით უფრო ძლიერია, დაემატა წყაროს გაღიავების ფუქნცია, აგრეთვე გამოყენებული ფუნქციების ჩამოშლადი სია.

ადმინისტრირების პანელის გვერდების ცვლადი იერი

ნაგულისხმევად WordPress-ი მომხმარებელს აჩვენებს უამრავ ინფორმაციასჩანაწერების და კომენტარების სიებში, თუმცა ეს ყოველთვის როდია საჭირო. მაგალითად, რა საჭიროა სვეტი „ავტორი“, თუკი ბლოგი პერსონალურია და თქვენ გარდა იქ არავინ წერს.

ახალი ვერსია საშუალებას გაძლევთ მოირგოთ გარემო და დატოვოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გესაჭიროებათ.

ადმინისტრირების პანელის დაჩქარებული მუშაობა

ადმინისტრირების პანელის გვერდები იტვირთება გაცილებით სწრაფად, ვიდრე წინა ვერსიებში, სკრიპტების შეკუმშვის და წყაროს ოპტიმიზაციის ხარჯზე. WordPress 2.7.1-თან შედარებით სიჩქარის მატება შეუიარეღებელი თვალითაც სჩანს

კიდევ?

ეს არ არის სიახლეების სრული სია, დაწვრილებით შეგიძლიათ გაეცნოთ WordPress 2.8-ის დოკუმენტაციაში. ხოლო თუ ძალიან გეჩქარებათ ახალი ვერსიის დაყენება, აგერ ბმული WordPress 2.8 Beta 2.

მოთხოვნები სერვერისადმი

WordPress-ის მოთხოვნები სერვერისადმი ვერსია 2.5-ში:

  • PHP ვერსია 4.3 ან უფრო ახალი
  • MySQL ვერსია 4.0 ან უფრო ახალი
  • (არასავალდებულო) Apache-ის mod_rewrite (მისამართების გალამაზებისათვის, მეორე სახელი მუდმივი ბმულები)

WordPress-ის მოთხოვნები სერვერისადმი ვერსია 2.1, 2.2, 2.3-ში:

  • PHP ვერსია 4.3 ან უფრო ახალი
  • MySQL ვერსია 4.0 ან უფრო ახალი
  • (არასავალდებულო) Apache-ის mod_rewrite (მისამართების გალამაზებისათვის, მეორე სახელი მუდმივი ბმულები)

WordPress -ის მოთხოვნები სერვერისადმი ვერსია 2.0-ში:

  • PHP ვერსია 4.2 ან უფრო ახალი
  • MySQL ვერსია 3.23.23 ან უფრო ახალი
  • (არასავალდებულო) Apache-ის mod_rewrite (მისამართების გალამაზებისათვის, მეორე სახელი მუდმივი ბმულები)

რეკომენდებული ინსტალაცია

რეკომენდირებულია, რომ სერვერად გამოიყენოთ სერვერი Linux-ის ბაზაზე Apache ვებ-სერვერით, — WordPress-ისათვის ეს ყველა მისაღები ვარიანტია, თუმცა გამოდგება ნებისმიერი სხვა სერვეწრი, რომელიც მხარს უჭერს PHP-ს და MySQL-ს. თუ თქვენი ჰოსტინგის მომწოდებელი მხარს არ უჭერს რომელიმე ამ პლათფორმას ან mod_rewrite-ს — სასურველი იქნება რომ გამოიცვალოთ მომწოდებელი.

ასევე სასურველია, რომ სერვერი მხარს უჭერდეს დისტანციურ დაკავშირებას.

WordPress-ის ინსტალაციამდე დარწმუნდით, რომ თქვენი ჰოსტინგის მომწოდებელი მხარს უჭერს Wordpress-ის ყველა მოთხოვნებს (როგორც წესი, მომწოდებელბის უმეტესობას აქვს სრული მხარდაჭერა) და რომ გაგაჩნიათ საჭირო ცოდნა ამ სფეროში (არაფერი რთული ამ საქმეშია რ არის).

მოთხოვნებს სერვერისადმი ოდნავ მოგვიანებით გამოვაწვეყნებ ჩანაწერში „Wordpress-ის ჰოსტინგი“. ასევე სასურველია მოინახულოთ ჩამოტვირთვის ოფიციალური გვერდი.

თქვენ მოგეთხოვებათ ტექსტური რედაქტორში მუშაობის გამოცდილება საკონფიგურაციო ფაილის ჩასასწორებლად. თუ სარგებლობთ Windows-ით, Notepad სრულიად საკმარისი იქნება. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება სტატიას „პრობლემები ისნტალაციისას“. მოგვიანებით თქვენ შეიძლება მოგინდეთ შაბლონის ფაილების შეცვლა. ამის გაკეთება შესაძლებელია WordPress-ის ადმინსიტრაციული პანელიდან, თუმცა დაბეჯითებით გირჩევთ გამოიყენოთ კარგი ყექსტური რედაქტორი.

თქვენ ასევე დაგჭირდებათ FTP-კლიენტი ფაილების ასატვირთად სერვერზე. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პროგრამა, რომელიც მუშაობს FTP-პროტოკოლის გამოყენებით.

ჯერ-ჯერობით სულ ესაა! შემდეგ გაგკვეთილში განვაგრძობთ.