Skip to content

რამოდენიმე საათის წინ გამოვიდა WordPress-ის განახლება, 4.0.1. ყველას გირჩევთ დაუყოვნებლივ დააყენოთ ეს განახლება.

მისი საშუალებით სწორდება 20-ზე მეტი შეცდომა, რომლებიც ეხება არა მარტო 4.0 ვერსიას, არამედ წინამორბედებსაც. ერთ-ერთი გასწორება ეხება XSS-მოწყვლადობას, რომელიც ბოროტმოქმედს საშუალებას აძლევს გუშვას ნებისმიერი JavaScript-კოდი 3.9 და უფრო ძველ ვერსიებზე. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ WordPress (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამული პროდუქტი), ყოველთვის დროულად უნდა განახლდეს.

მიუხედავად იმისა, რომ WordPress-ის დეველოპერების გუნდი მხოლოდ ბოლო ორი ვერსიის მხარდაჭერას ახორციელებს (დღეისათვის 4.0 და 3.9), მიღებული იქნა გადაწყვეტილება უფრო ძველი ვერსიებისათვისაც გამოსულიყო განახლება. შედეგად გამოვიდა 4.0.1, 3.9.3, 3.8.5 и 3.7.5 განახლებები.

სისტემის ფონური განახლებები ხელმისაწვდომია 3.7 ვერსიიდან და ამ დროისათვის ყველა საიტი, რომელიც ამ და ყველა შემდეგომ ვერსიაზე მუშაობს, უკვე განახლებული იქნება. თუ თქვენი საიტი ჯერ კიდევ არ განახლებულა, გირჩევთ ეს ხელით გააკეთოთ. ამისათვის შედით: Dashboard —> Updates სექციაში და დააჭირეთ განახლების ღილაკზე.

facebook_logo_detailბოლო დროს ვატყობ, რომ ბლოგში ძირითადად პოდკასტის თემა ბობოქრობს და სხვა თემები ჩაიძირა. თქვენც შეამჩნიეთ, არა? :) ჰოდა მინდა გამოვასწორო ეს შეცდომა, გადავიდე უფრო პროდუქტიულ ხაზზე და დღეს ერთ საინტერესო თემას შევეხო. თემას, რომელსაც ჰქვია Facebook-ის სტატუსის ჩადგმა, იგივე „ემბედინგი“ ნებისმიერ სხვა ბლოგში. ჩვენ ჩადგმის მექანიზმს განვიხილავთ WordPress-ის მაგალითზე.

...continue reading "Facebook-ის სტატუსების ჩადგმა სხვა ბლოგებში"

wordpress_logo

მეგობრებო, დღეიდან ამ ბლოგში განვათავსებ გაკვეთილების სერიას WordPress-სთან დაკავშირებით.

დღეს პირველი გაკვეთილია, სადაც ვისაუბრებთ WordPress-ის ინსტალაციის შესახებ.

...continue reading "როგორ დავაყენოთ WordPress საიტზე?"

2

wordpress_logo

WordPress-ის ისტორია იწყება 2003 წელს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის პატარა კომპანიამ b2/cafelog შეწყვიტა არსებობა და მისმა პროდუქტმა არსებობა განაგრძო WordPress-ის სახით.

სულ თავიდანვე WordPress იქმნებოდა როგორც მოქნილი პლათფორმა ბლოგის სამართავად.

Wikipedia: ბლოგი (ინგ. blog, — web log — ინტერნეტ-ჟურნალი, ინტერნეტ-დღიური) — ვებ-გვერდი, რომლის ძირითადი შიგთავსი რეგულარულად განახლებადი ჩანაწერებია.

WordPress იდეალურია ამ მიზნებისათვის. ბლოგებისათვის დამახასიათებელია საშუალო სიგრძის ჩანაწერები, რომლებიც დახარისხებულია ქრონოლოგიურად (ყველაზე ახალი ჩანაწერი ზემოთ არის განთავსებული). ბლოგის განსხვავება ჩვეულებრივი ჟურნალისგან ის არის, რომ როგორც წესი ბლოგი საჯაროა და უცხო ადამიანებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ ამ ბლოგის შიგთავსი. ...continue reading "რისთვის გამოდგება WordPress?"

3

wordpress_logo

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი CMS, WordPress 10 წლის გახდა. დღეისათვის მას იყენებს ბლოგერებისა და პროფესიონალების უზარმაზარი არმია, მათ შორის ისეთი მსხვილი ორგანიზაციები, როგორებიცაა CNN, TechCrunch, Dow Jones, UPS, NBC Sports, TED და სხვა მრავალი.

ამ თარიღის არსანიშნავად მეტ მიულევენგმა (Matt Mullenweg), რომელიც WordPress-ის ავტორია და რომელსაც ეკუთვნის სავაჭრო ნიშანი, საკუთარ ბლოგში სტატია გამოაცხო. როგორც განვლილი ათი წელი ცხადყოფს, WordPress — კიდევ ერთი წარმატებული პროდუქტია, რომლის განვითარებაც მოხალისეთა დამსახურებაა.

WordPress-ის ისტორია რეალურად 2001 წელს იწყება, როდესაც b2-ძრავის ავტორმა მაიკლ ვალდიჰიმ (Michel Valdrighi) პირველი ჩანაწერი გააკეთა:

This is the first post.
Edit or delete it, then start blogging!: )
michel v @ 21:40:11 944

დაახლოებით ორი წლის შემდეგ b2-ძრავის განვითარებაზე ზრუნვას იწყებენ მეტ მიულევენგი და მაიკლ ლითლი და ახალ სახელს არქმევენ, WordPress. ხუთი დღის შემდეგ გამოვიდა WordPress-ის პირველი ვერსია 0.7.

როგორც ჩამოტვირთვების მრიცხველი გვიჩვენებს, WordPress-ის უახლესი ვერსია, 3.5 უკვე 21 მლნ.-ზე მეტჯერ ჩამოიტვირთა.

კიდევ ერთხელ ვულოცავ WordPress-ის დეველოპერთა მთელ გუნდს ამ თარიღს. აგრეთვე ვულოცავ ჩვენს თავსაც, ვიანიდან ჩვენ საშულება გვეძლევა ვისარგებლოთ ამ შესანიშნავი ძრავით!

წყარო: WordPress

პატარა შესავალი. მართალია ჩემს ბლოგზე WordPress-ის საკითხების განხილვა ცოტა უფრო მარტივი საკითხებით მინდოდა, მაგრამ ჩვენი პირველი WordPress Meetup-ის ჩატარებისას ამ ვიზუალურ თემას შევეხეთ და დამსწრეებიც ფრიად დაინტერესდენენ მისი დეტალებით. ამიტომ ვითვალისწინებ რა ამ მომენტს, დღეს შემოგთავაზებთ WordPress-ის ახალი ვიზუალური თემის, Twenty Twelve-ის მიმოხილვას. იმედია მოგეწონებათ. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ვერსიაში WordPress გვთავაზობს ახალ ვიზუალურ თემას. 3.5 ვერსიაში, რომელიც წესით 5 დეკემბერს უნდა გამოვიდეს, ჩვენ შევძლებთ ვისარგებლოთ ახალი თემით, სახელად Twenty Twelve. მოდი, ორიოდე სიტყვით განვიხილოთ, თუ რა სხვაობა ამ ახალ და ძველ, Twenty Eleven თემებს შორის. ძირითადი სხვაობა Twenty Twelve და Twenty Eleven თემებს შორის

  • ქუდის ნახატი არ არის გააქტიურებული ნაგულისხმევად. თემას აღარ აქვს რაიმე სტანდარტული ნახატი — მხოლოს საკუთარი ნახატი შეგიძლიათ გამოიყენოთ;
  • თუ ვიჯეტები არ არის დამატებული, გვერდითა ზოლი არ ჩანს;
  • ახალ თემაში არ არის ნახატები;
  • შაბლონი Showcase, რომელიც იყო  Twenty Eleven-ში, აღარ არის, მის მაგივრად გვაქვს სტატიკური გვერდის შაბლონი ვიჯეტების ორი არეთი;
  • თემის პარამეტრების მაგივრად არის Theme Customizer.
Twenty Twelve Theme Review
Twenty Twelve Theme Review

Twenty Twelve დამატებული იქნება WordPress-ის 3.5 ვერსიაში. ის გახდება ნაგულისხმევი თემა და აგრეთვე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ხარისხიანი თემა. თუ გავითვალიწინებთ პასუხისმგებლობას, კანონზომიერი ხდება ფაქტი, რომ ეს თემა სრულიად შეესაბამება WordPress-ის სტანდარტებს, მარტივი გამოსაყენებელია და თემების დიზაინრებისათვის სასურველ ორიენტირებს აჩვენებს. აი Twenty Twelve-ის ძირითადი მახასიათებლები: 1. მთავარი გვერდის შაბლონი თუ სტატიკური ვებ-გვერდის გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური შაბლონი, რომელიც Twenty Twelve-ს მოჰყვება. ეს შაბლონი საშუალებას მოგცემთ შექმნათ საწყისი გვერდი სტატიკური ინფორმაციით.

Twenty Twelve Theme Review
Twenty Twelve Theme Review

2. მინიმალისტური დიზაინი Twenty Twelve არ იყენებს სურათებს, უფრო მეტიც, თემაში არ არის არცერთი სურათი. სტილების რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი, რაც კარგია, თუ თემას იყენებთ, როგორც მშობელ თემას საკუთარი ორიგინალური თემისათვის. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლებად დაგჭირდებათ CSS-სტილების უკუგება. ნაგულისხმევად ქუდი არ არის ჩართული. ეს ფუნქცია მათთვის არის, ვისაც სურს მისი გამოყენება. მიუხედავად ამისა, წინა თემისაგან განსხვავებით, ქუდი არ ჩანს და თქვენ მისი ჩართვა დაგჭირდებათ. თუ ჩართავთ, ქუდი მენიუს ქვემოდან გამოჩნდება.

3. დამთმობი მიდგომა მობილურ მოწყობილობებთან WordPress-ში ეს პირველი ნაგულსხმევი თემაა, რომელსაც აქცენტი მობილურ მოწყობილოებზე აქვს აღებული და ეს თემა ყველა ტიპის ეკრანზე კარგად გამოისახება, მათ შორის Retina-ეკრანებზე.

4. დაკაბადონება კიდევ ერთი ფრიად მნიშვენლოვანი უპირატესობა — დაკაბადონება. სწორად გათვლილი ინტერვალები ელემენტებს შორის ზრდიან შიგთავსის წაკითხვის სიმარტივეს. Twenty Twelve ასევე პირველი სტანდარტული თემაა, რომელიც იყენებს ვებ-შრიფტებს Google-ის Web Fonts Directory-დან. თემა ასევე იყენებს გარნიტურას Open Sans. თემაში არის ასევე ფუქნცია, განსაზღვროს გამოყენებული ენა და გადართოს შესაბამის შრიფტზე.

5. სტატიების ფორმატები ნაგულისხმევად, სტანდარტული ფორმატის გარდა, ჩართულია სტატიის 5 დამატებითი ფორმატი (Aside, Image, Link, Quote и Status — ამ საკითხს ჩვენ შემდგომ სტატიებში დაწვრილებით შევეხებით). სტატიის თითოეული ფორმატი თავის სტილს მოიცავს. დასკვნა გუნდმა, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. თემა არაჩვეულებრივად მსუბუქი, ლამაზი და გამართული გამოვიდა. მე ნამდვილად მომეწონა და ვაპირებ ჩემს ბლოგზე დავაყენო უახლოეს დღეებში.

წყარო: Twenty Twelve

16

მეგობრებო, სამწუხაროდ ძირითად სამსახურში ბევრი საქმის გამო (მოდი ნუ გამოვიყენებთ ექსპრესიულ „კატასტროფულად“), ბლოგზე იშვიათად მიწევს წერა. პიონერულ ფიცს ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები, რომ სტატიებს შორის წყვეტა რაც შეიძლება მცირე გავხადო.

დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც ათიოდე დღის წინ მოხდა (27 ნოემბერს) და რაც ჩემი ბლოგის თემატიკასთან ძალიან ახლოა. საქმე ეხება საქართველოში პირველად WordPress Meetup-ის ჩატარებას.

მოდი, ორიოდე სიტყვით შევეხოთ, თუ რაზეა საერთოდ საუბარი. როგორც ჩემი ბლოგის მკითხველი ხვდება, ეს ბლოგი მუშაობს WordPress-ის ძრავზე. სისტემაზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ბლოგინგისათვის. მეტსაც გეტყვით, არა მარტო ბლოგინგისათვის, არამედ პრაქტიკულად ნებისმიერი საიტისათვისაც. მაგრამ ამაზე მოდი სხვა სტატიებში ვისაუბროთ.

ახლა რაც შეეხება თვითონ იმ ორგანიზაციას, რომელიც ქმნის ამ ძრავს. WordPress-მა 2012 წელი გამოაცხადა ე.წ. Meetup-ების წლად. ანუ შემოგვთავაზა ნებისმიერ მსურველს, რომ შევკრებილიყავით ჩვენ ჩვენს ქვეყნებში, ქალაქებში და გაგვეზიარებინა ერთმანეთისათვის გამოცდილება ამ ძრავის ცოდნის საკითხში. დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ: WordPress Meetup ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მაგარი ვარ WordPress-ის დეველოპინგის საკითხებში, ჩემი ძირითადი სპეციალობა მაინც გაქართულებაა, მაგრამ საინიციატივო ჯგუფში შეიკრიბა ისეთი ხალხი, ვინც ამ საკითხში მართლა ძალიან მაგრები არიან.

  • გიორგი მამადაშვილი — WordPress-ის ბირთვის ოფიციალური მხარდამჭერი, თემების დეველოპერი.
  • ლაშა სიმონიშვილი — არტ-დირექტორი Leavingstone-ში, WEB/UI დიზაინერი. ერთ-ერთი ის იშვიათი ადამიანი საქართველოში, ვისი შემქნილი დიზაინიც ძალიან მომწონს.

ამ საკითხის დამუშავება სადღაც გაზაფხულიდან დავიწყეთ. მაგრამ ხან რამ შეგვიშალა ხელი და ხან — რამ. მერე მოვიდა ზაფხული, შვებულებების დრო და გადავწყვიტეთ, რომ შესაძლო დამსწრეთა დიდი ნაწილი დასასვენებლად იქნებოდა წასული. მერე მოვიდა შემოდგომა და არჩევნები. კვლავ გადავწყვიტეთ, რომ არ იყო იდეალური დრო რაიმე ღონისძიების ჩასატარებლად. როგორც იქნა არჩევნები გადავაგორეთ და გადავწყვიტეთ ეს საკითხიც დაგვეძრა.

ღონისძიების ჩატარების ადგილი უნდა მოგვეძებნა. ამ საკითხით მივმართეთ
განათლების მულტიმედია ცენტრს, რომლის ხელმძღვანელმა, თამარ კაკულიამ უდიდესი დახმარება გვავიწია ამ საკითხში. დაგვითმო მულტიმედია ცენტრის ტერიტორია, დაგვეხმარა აპარატურით, მოკლედ, მის გარეშე ეს პირველი შევხედრა ვერაფერით ვერ მოხდებოდა. ჩემდა სამარცხვინოდ, დაგვიანებით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თამუნას დახმარებისათვის. მაგრამ საერთოდ ვერაფერი გამოვიდოდა, რომ არა ორი ადამიანის, გიგა პაიჭაძის და
მირიან ჯუღელის ფასდაუდებელი დახმარება. სწორედ მათი მხრიდან წამოვიდა წინადადება, რომ პირველი და შესაძლოა მომდევნო ღონისძიებები მულტიმედია ცენტრში ჩატარებულიყო. მირიანის დამსახურებაა ღონისძიების დღეს ტექნიკურ ნაწილზე ზრუნვა და ყველაფრის გამართვა. დიდი მადლობა მეგობრებო!

მოკლედ, დიდი ჯახირისა და მომზადების შემდეგ, 27 ნოემბერს შევიკრიბეთ მულტიმედია ცენტრში, მანამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე ფეისბუკზე გავაკეთეთ ე.წ. ივენთი. არ ველოდი, რომ ბევრი გამოხმაურება იქნებოდა, მაგრამ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პირველი ღონისძიების კვალობაზე საკმაოდ ბევრი ადამიანი მოვიდა, ბევრმა ვერც მოასწრო, ვინაიდან არ იცოდა, ან გვიან გაიგო. ეს ჩვენი ბრალია და შემდეგი ღონისძიებისათვის გამოვასწორებთ. პირველ შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • რა არის WordPress - გიორგი მამადაშვილი;
  • რა სიახლეებია WordPress-ის ბოლო, 3.5 Beta 1-ში;
  • როგორ გავაქართულოთ WordPress;
  • ჩანართები (რა არის ჩანართი, როგორ დავაყენოთ და ა.შ);
  • რა არის თემა, როგორ მოვიძიოთ ხარისხიანი თემები, Child Themes.

დაინტერესება დიდი იყო თითქმის ყველა თემის მიმართ. მაგრამ ზოგადად ამ ღონისძიებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია დამსწრეებში. გვთხოვეს, რომ არ შეგვეწყვიტა შეხვედრების ციკლი, რასაც რათქმაუნდა არ ვიზამთ და ნოემბრის ბოლოსკენ (ზუსტი თარიღი ოდნავ მოგვაიანებით იქნება ცნობილი) მეორე შეხვედრაც ჩატარდება! ძვირფასო მეგობრებო, თუ დაინტერესდით ამ ღონისძიებით, თუ სურვილი გაქვთ დაესწროთ, მაშინ გთხოვთ მოგვწეროთ, თუ რა თემები იქნება თქვენთვის საინტერესო, ჩვენ შევეცდებით არცერთი თემა არ დავტოვოთ უყურადღებოდ! და ბოლოს, გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ღონისძიებიდან:

5

გუშინ გამოვიდა WordPress-ის მორიგი განახლება, 3.3.4, კოდური დასახელება „Green“, ამერიკელი გიტარისტის, გრანტ გრინის საპატივსაცემლოდ. როგორც ყოველთვის, უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია WordPress-ის ოფიციალური გვერდიდან. რა არის ახალი? WordPress 3.3.4-ში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები. მოდით დეტალურად ვნახოთ.

თემების ინტერაქტიული დათვალიერება

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

მორგებული სათაურები

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

Twitter-იდან ჩასმა

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

გაუმჯობესებული სურათის სათაურები

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

განახლებები ძრავში

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

2

ხელმისაწვდომი გახდა WordPress-ის ახალი ვერსია, 3.3.2 — ყველა ადრეული ვერსიის განახლება.

უსაფრთხოების მოსამატებლად განახლდა სამი გარე ბიბლიოთეკა, რომლებიც შედის WordPress-ის დისტრიბუტივში:

  • Plupload (ვერსია 1.5.4), რომელიც WordPress-ში გამოიყენება ფაილების ასატვირთად;
  • SWFUpload, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში ფაილების ასატვირთად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს;
  • SWFObject, რომელიც ადრე გამოიყენებოდა WordPress-ში Flash-შიგთავსის ჩასასმელად და დღემდე ზოგიერთი ჩადგმა იყენებს.

მადლობას ვუხდით ნილ პულს და ნათან პარტლანდს Plupload-სა და SWFUpload-ში შეცდომების დროული გამოვლენისათვის, ასევე შიმონ გრუშეცკის SWFUpload- ში შეცდომის მოძიებისათვის.

WordPress 3.3.2 ასევე შეიცავს:

  • პრივილეგიის შეზღუდული გაზრდის გასწორება, რომელიც ადმინისტრატორს საშუალებას აძლევს გამორთოს ჩადგმები, რომლებიც გააქტიურებულია მთლიანი ქსელისათვის;
  • XSS- შეცდომის გასწორება URL-მისამართების ბმულებად გადაქცევისას;
  • XSS-შეცდომის გასწორება კომენტარის გაგზავნის შემდეგ გადამისამართებისას, აგრეთვე URL-მისამართების გაფილტვრისას.

9

WordPress 3.4
WordPress 3.4

სულ ცოტა ხანში გამოდის WordPress-ის ბეტა ვერსია, 3.4, ხოლო აპრილის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ოფიციალური რელიზის მიღება. მასში ბევრი საინტერესო სიახლეა დამატებული. მოდი ვნახოთ, რა გველოდება ახალ WordPress-ში.

თემის მომრგები (Theme Customizer)

Theme Customizer
Theme Customizer

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე WP-ში არის თემის მომრგები. ის საშუალებას გვაძლევს ახლებულად მივუდგეთ შაბლონების დიზაინს, განასაკუთრებით ნაგულისხმევი შაბლონების შემთხვევაში. მორგების რეჟიმი საკმაოდ ადვილია და საშუალებას გვაძლევს დავამატოთ გამოსახულება საიტის ქუდში, შევცვალოთ ფონისა და ბმულების ფერი, შევცვალოთ მენიუ, სათაური, სლოგანი და სხვა კომპონენტები. და რაც ყველაზე მთავარია — ყველა ეს ცვლილება გამოჩნდება ვიზუალურად, ადმინისტრატორის პანელიდან გამოსვლის გარეშე.

გაუმჯობესობა მულტი-საიტებისათვის

ალბათ გაგონილი გაქვთ, რომ WordPress გააჩნია მულტი-საიტების შექმნის ფუქნცია. ჩემი ბლოგიც ამ სისტემაზე მუშაობს. ახალ ვერსიაში გაუმჯობესდება ქვე-საქაღალდეებთან მუშაობა. ამის გარდა, WordPress ცდილობს გააუმჯობესოს ძებნა მომხმარებლებსა და საიტებს შორის, რისთვისაც მომავალ ვერსიაში დამატებული იქნება ავტო-შევსება. მომხმარებელთა ძებნა ცალკეული საიტის ფარგლებში ასევე შესაძლებელი იქნება.

html-ტეგების მხარდაჭერა გამოსახულებების სათაურებში

HTML Captions
HTML Captions

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნილი ფუქნცია, რომელსაც ბევრი მომხმარებელი დიდი ხანია ელის — html-ტეგების დამატების შესაძლებლობა პირდაპირ ადმინისტრატორის პანელიდან. ახლა უკვე აღარაა საჭირო ზედმეტი ოპერაციები ამისათვის.

უფრო მეტი XML-RPC

XML-RPC — ეს ისეთი რაღაცაა, რაც ისეთ აპლიკაციას, როგორიცაა Android for WordPress, საშუალებას აძლევს იმუშაოს თქვენს საიტთან. ამ პროტოკოლის საშუალებით უცხო აპლიკაციები ახერხებენ საიტზე შიგთავსის განთავსებას, კომენტარების მართვას და ა.შ. ადმინისტრატორის პანელზე შესვლის გარეშე. ახალი მეთოდები საშუალებას მოგვცემს ვმართოთ მომხმარებლები, ტაქსონომია და მომხმარებელთა ბლოგები მულტი-საიტებზე.

ლოკალიზაციის საკითხების გაუმჯობესება

ასევე ახალ ვერსიაში დაემატება რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი თვისება ლოკალიზაციის სფეროდან. მათ შორისაა სიტყვათა მთვლელი, თემებისა  და ჩადგმების სათაურების თარგმანი და RTL-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერა.

რედაქტირებად სტატიაში კომენტარის დამატება

Comments in Posts
Comments in Posts

შესაძლებელი იქნება კომენტარების მართვა უშუალოდ ჩანაწერის რედაქტირების რეჟიმში, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ახალი კომენტარის დამატება.

სხვა სიახლეები

  • ათობით შეცდომის გასწორება;
  • მუშაობის სიჩქარის მატება, მეხსიერების მოხმარების შემცირება;
  • უსასრულო სია თემების ძებნისას;
  • სრულიად ახალი API თემებისათვის, რომელიც საერთო ფუქნციონალს ეხება;
  • Admin Bar-ზე მაუსის დაწკაპუნებას ეკრანის დასაწყისში გადავყავართ (100% გადმოღებულია iOS-ის ბრაუზერის ანალოგიური ფუქნციიდან);
  • ვიჯეტში „Links“ შესაძლებელი იქნება ბმულების დახარისხება და დაფილტვრა.

რას ვერ ვიხილავთ

თემა „Twenty Twelve“

Twenty Twelve Theme
Twenty Twelve Theme

დიდი ხნის ნანატრი თემა Twenty Twelve არ იქნება დამატებული 3.4 ვერსიაში. უნდა ვივარაუდოდ, რომ მას მხოლოდ 3.5 ვერსიაში ვნახავთ. თემის შემუშავება დროებით გადატანილია GitHub-ზე. Favicon-ის ჩატვირთვის მხარდაჭერა არის მცირე შანსი, რომ ამ ფუქნციას 3.4 ვერსიაში დაამატებენ, დაველოდოთ.