Skip to content

ეს იუმორისტული მოთხრობა ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე. ფრიად სახალისო რამ არის და საკმაოდ ზუსტად აღწერს დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს. გადავწყვიტე გადამეთარგმნა და თქვენთვის შემომეთავაზებინა, როგორც სახალისო საკითხავი ჩვენს არცთუ ისე დალხენილ პირობებში. მკითხველს ვთხოვ ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგება ამ ნაწარმოებს — ეს უბრალოდ ხუმრობაა. ...continue reading "უკვდავების მოკლე ისტორია"

2

podcast_coverმოგესალმებით მეგობრებო! დღეს, ჩვენი პოდკასტის ამ სეზონის ბოლო, მეთხუთმეტე გამოშვებაა. ამ ჩანაწერით მე ერთი თვით დაგემშვიდობებით, 2 სექტემბრამდე.

გამოშვება ცოტა ემოციური გამომივიდა, ვინაიდან ჩემთვის მნიშვნელოვან და ემოციურ თემებს შევეხე.

წარმატებულ დასვენებას და შვებულებას გისურვებთ ყველას!

მომავალ შეხვედრამდე!

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=uEgKj3OMFJ4[/youtube]

podcast_coverმეგობრებო, მოგესალმებით! გთავაზობთ პირველი სეზონის ბოლოს წინა გამოშვებას, სადაც კვლავაც ვისაუბრებთ ჩემს გარშემო მომხდარი ამბების შესახებ.

უსმინეთ, მომწერეთ თქვენი კითხვები, სურვილები, მოსაზრებები, შენიშვნები — პირობას გაძლევთ, რომ არცერთი მათგანი პასუხის გარეშე არ დარჩება!

2

podcast_coverმეგობრებო, მოგესალმებით! მეცამეტე გამოშვება დავუთმე 100-დღიანი ციკლების სისტემას, რომლიც გამოყენებასაც მე ვცდილობ და რომელიც გარკვეული მიზეზების გამო წელს ჩავარდა.

პროკრასტინაციისა და სხვა თემების შესახებ ვსაუბრობ ამ გამოშვებაში.

წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას!

2

podcast_coverდღეს შედარებით მოკლე გადაცემა გამომივიდა. თუ რატომ, ამას მისი მოსმენისას გაიგებთ, მეგობრებო.

წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას!

podcast_coverორკვირიანი შესვენების შემდეგ, კვლავ ჩავწერე პოდკასტის მორიგი გამოშვება. მე მგონი ვიპოვნე ხარისხიანი ხმის ჩაწერის ხერხი, რასაც შემდეგ გამოშვებაში გავაუმჯობესებ კიდევ უფრო.

დღევანდელი გამოშვების თემები მრავალფეროვანია:

  • ბოლო ორი კვირის ემოციური დატვირთვა და აქედან გამომდინარე პოდკასტის ჩაწერის დროებითი შეწყვეტა;
  • საქართველოს ბანკში ანგარიშების დახურვის მიზეზები;
  • WordPress-ის კომერციული გაქართულების შესახებ;
  • ზაფხულის ძირითადი საქმეები: ლოკალიზაცია, სამსახურის საიტი, სერტიფიცირება, ზღვა

დეტექტივი: გამომძიებელმა უნდა გამოიცნოს, პერსონაჟებიდან ვის არა აქვს აიფონი, არამედ ანდროიდი.

პოლიციური რომანი: პოლიციელი კარგავს მეწყვილეს და მის აიფონზე დაიფიცებს, რომ შურს იძიებს.

სასიყვარულო რომანი: გოგოას აქვს აიფონი და ბიჭსაც აქვს აიფონი.

მძაფრსიუჟეტიანი სასიყვარულო რომანი: ბიჭს აქვს აიფონი, გოგოს ჯერ არა. ბოლოს ბიჭი ჩუქნის აიფონს.

ფანტასტიური რომანი: გოგოს აქვს აიფონი 5, ბიჭს — აიფონ 6.

კიბერპანკი: ორივეს აქვს აიფონ 7.

ალტერნატიული ისტორია: ყველას ანდროიდები აქვთ.

კომედია: გოგოს აქვს აიფონი, ხოლო ბიჭი უმტკიცებს, რომ ანდროიდი ჯობია. ბოლოს გამოჩნდება თეთრ-აიფონიანი უფლისწული.

ტრაგედია: ნაწარმოების გმირს უფუჭდება აიფონი.

ანტიკური ტრაგედია: ნაწარმოების გმირს უფუჭდება აიფონი 3G.

საბავშვო-სათავგადასავლო რომანი: ბავშვები უთვალთვალებენ ტიპს და გამოარკვევენ, რომ მას ანდროიდი აქვს.

ფენტეზი: აიფონებს მეტროში არიგებენ უფასოდ.

სერიალი: აიფონი, აიფონი-2, აიფონი-3, აიფონი-4, აიფონი-5, აიფონი თითქმის არჩანს, აიფონის დაბრუნება.

ფანტასტიური ბოევიკი: აიფონი ტერმინატორის წინააღმდეგ. ბოლოს აღმოჩნდება, რომ ტერმინატორი ანდროიდია.

პოსტაპოკალიპსი: სამყაროში აიფონის მხოლოდ ერთი დამტენი დარჩა, მთავარი გმირი მოიპოვებს მას ყველასთვის, მაგრამ ანდროიდისგან იღუპება.

რევოლუციური პროზა: სერგო ორჯონიკიძე და ფილიპე მახარაძე ფიცს დებენ მოკბეჩილი ვაშლის დროშა ააფრიალონ თბილისის თავზე.

ქალაქური სიმღერა: რამიშვილის ხმით მღერის „მზე აყვავებულ აიფონებს დაჰხარის“.

შანსონი: „ანდროიდებს ვინ დაიჭერს კარგო, გალიაში აიფონები ზიან“.

ანეკდოტი: ერთი კაცი მივლინებაში წავია და აიფონი სახლში დარჩა.

ანდერგრაუნდი: მთავარ გმირს ნოკია აქვს.

ქართული ზღაპარი: ხუთკუნჭულა ამარცხებს ანდროიდს, ცოლად მოყავს მზეთუნახაი და მზითვში აიფონი მოყვება.

სამეცნიერო-ფანტასტიური რომანი: „ესიზმრებათ თუ არა ანდროიდებს აიფონები?“ მთავარი გმირი მფლობელთა დაუკითხავად უცვლის ანდროიდის მფლობელებს ტელეფონს აიფონზე.

განახლება, მოგვაწოდა ლუკა ონიანმა:

რომანტიული დრამა: ანდროიდს და ვინდოზა მობაილს შეუყვარდებათ აიფონი. 

თრილერი: ანდროიდები ძარცვავენ ბანკს. პოლიციელი ვინდოზა მობაილები მათ ვერ აჩერებენ, იმიტომ რომ აპპ საპორტი არ აქვთ. საქმეს აგენტი აიფონი ჩაიბარებს. 

მისტიკა: ანდროიდებს ღამე ხმა ესმით რომ ისინი სინამდვილეში ვინდოზა მობაილები არიან. ფსიქოლოგიური ტერორისგან მათ აიფონი გადაარჩენს, როცა სისტემას სტოკ ანდროიდამდე დაუყვანს, მოაშორებს რა სამსუნგის ბრჭყვიალა აპლიკაციებს. 

ანტიჰოლივუდური, ანტიჰეფიენდური ჟანრი: აიფონი იხსნის სამყაროს ბოროტი ვინმობაილისგან, ბრძოლაში დაშავდება და რესტორის დროს, აინტუნსთან არასწორი სინქის გამო, მეხსიერებას დაკარგავს (ანდროიდები დააზიანებენ ბექაფს) :)))))

უტოპიური-ფანტასტიკა: მომავალში ყველა დევაისი სტანდარტული ჰარდით გამოვა, ყველა OS-ს აქვს ამ ჰარდის საპორტი, რის გამოც ყველა დევაისზე შეიძლება იმ სისტემის დაყენება რომელიც იუზერს სურს, თანაც დუალ და ტრიპლ ბუთით

1

მეგობრებო, ჩემი პოდკასტის მეათე, ასე ვთქვათ, საიუბილეო გამოშვება ჩავწერე ეს წუთია. ხმა მაქვს საშინლად გაციებული, ამიტომ გთხოვთ მომიტევოთ ხველება ეთერში.

wwdc_2013_tbilisi_1

wwdc_2013_tbilisi_2

დღევანდელი გამოშვება მთლიანად ეხება Apple WWDC 2013-ს. რათქმაუნდა 30 წუთიან გამოშვებაში პრაქტიკულად შეუძლებელია ყველაფერზე საუბარი. ამიტომ შევეცადე ძალიან მოკლედ მომეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია.

დიდი მადლობა ყველას, ვინც გუშინ მოვიდა შეკრებაზე!