ჩვენი ბლოგის და ქართველი მაკისტების შესახებ

სალამი ყველას! დღეს ახალი ამბები არ მაქვს თითქმის, გარდა იმისა, რომ Apple-ში გავაგზავნე მოთხოვნა ქართველი მაკის მოყვარულთა ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. რეგისტრაცია წარმატებით განხორციელდა და 2 კვირაში გვექნება Apple-ში რეგისტრირებული ჯგუფი.

ახალი სეზონი — ახალი სტატიები!

სალამი მეგობრებო! დღეიდან ჩვენ ვიწყებთ საიტის შიგთავსის გაფართოებას და შემოგთავაზებთ ახალი ამბების გარდა სტატიებსაც.

მე-100 ჩანაწერი!

სალამი მეგობრებო! დღეს პაწია იუბილე გვაქვს — მე-100 ჩანაწერი ჩვენს საიტზე! ყველას გილოცავთ, პირველ რიგში საკუთარ თავს! რატომ საკუთარ თავს? იმიტომ რომ საკმაოდ ზარმაცი ადამიანი ვარ და ნამდვილად არ მეგონა, თუ ამდენს გავაკეთებდი. მაგრამ ჩემს თავს შევძახე: „დელფიუს! გაინძერი, მიდექი-მოდექი და რამე ქენი“-მეთქი! თანაც, ამ ხნის განმავლობაში საიტს გაუჩნდა მუდმივი მკითხველი, ანუ თქვენ მეგობრებო! რომ

სად არის Delphi?

როგორც ამ ბლოგის უხუცესმა მკითხველებმა იციან, პირველივე წერილიში მე დაგპირდით, რომ ვაშლოვანის ნაკრძალის გარდა აქ ვისაუბრებდით დელფის და მონაცემთა ბაზების გარშემო. ჩემი საშინელი მოუცლელობა რომ არა, აქმდეც ვიზამდი ამ საქმეს, მაგრამ სამწუხაროდ დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია! მოკლედ, ხვალიდან ვამატებ თემებს Delphi-ს და FireBird-ის შესახებ!

ბლოგის ახალი დეკორაცია

სალამი მეგობრებო! როგორც ხედავთ, ჩემს ბლოგს ახალი ე.წ. „Theme“, ანუ დეკორაცია აქვს. მართალია მე სპილომ გადამიარა ხელოვნების „ორგანოებზე“, მაგრამ ქსელში კეთილ ხალხს რა გამოლევს! გუშინ ვათვალიერებდი დეკორაციებს და საბოლოოდ ამ ვარიანტზე შევჩერდი! იმედია თქვენც მოგეწონებათ. თანაც ბლოგი ხომ ნაწილობრივ მაკინტოშს ეხება? ხოდა სრულიად მისაღები იქნება, ჩემი აზრით. მოკლედ, ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს!

მოგესალმებით!

მოკლედ, დიდი ხანია ვაპირებ ჩემი ბლოგი ვაწარმოო. მაგრამ ხან რამ შემიშალა ხელი და ხან რამ. გაუთავებელი პროექტები, თათბირები, ქეიფი და დროსტარება! მაგრამ დღეს ჩემს თავს ვუთხარი, დელფიუს, გეყოფა! ბოლოსდაბოლოს დაიწყე ეს ბლოგია თუ რაღაცა! მოკლედ, აჰა დავიწყე. რა გვექნება აქ ჩვენ? საწყისს ეტაპზე ორი ძირითადი თემა: Delphi და Apple Macintosh-ი. პირველი იმიტომ, რომ პროგრამირების ეს