მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებს Apple-ი გამოაცხადებს 25 ივლისს

როგორც Apple-ი იუწყება, იგი მესამე კვარტალის ფინანსურ შედეგებს გამოაქვეყნებს 2007 წლის 25 ივლისს. გასული კვარტალი, რომელიც გრძელდებოდა აპრილიდან ივნისის ჩათვლით, გამოირჩეოდა პორტატული კომპიუტერების MacBook და MacBook Pro-ს განახლებით, ვიდეოსთან სამუშაო პაკეტის Final Cut Studio-ს ახალი ვერსიის გამოშვებით. მაგრამ მთავარი მოვლენა, რაღათქმაუნდა, გახდა კომპანიის ისტორიაში პირველი მობილური ტელეფონის iPhone-ის გამოშვება. გასული ფინანსური კვარტალი მორიგი რეკორდული კვარტალი

Apple-ი iPhone nano-ს გამოუშვებს?

კომპანია JP Morgan-ის ანალიტიკოსი კევინ ჩენგი (Kevin Chang) ამტკიცებს, რომ ამასწინდელი პატენტი, რომელიც აიღო Apple-მა, მიუთითებს iPod nano დამკვრელისათვის აქსესუარის გამოშვებაზე, რომელიც მოგცემთ საშუალებას განახორციელოთ სატელეფონო ზარები. საპატენტო განაცხადში, რომელიც 5 ივლისს გამოქვეყნდა, Apple-ი აღწერს ტექსტური და სატელეფონო ინტერფეისის Clickwheel ელემენტით მართვას. კომპანიის განცხადებით, ამ მოწყობილობის საშულებით, მომხმარებელი შეძლებს აკრიფოს ტელეფონის ნომერი და შეიყვანოს ტექსტური

iPhone-ი გაიყიდა. სულ.

ამ მომენტისათვის, აშშ-ის ტერიტორიაზე განთავსებული Apple-ის 162 მაღაზიიდან მხოლოდ ორში, პიტსბურგში და ტაიგარდში განთავსებულებში შემორჩა iPhone-ი. ამის შესახებ იტყობინება Apple-ის სპეციალური ვებ-გვერდი. 29 ივნისიდან დაწყებული სულ უფრო მეტი მაღაზია იტყობინებოდა საქონლის გამოლევაზე. გამორიცხული არაა, რომ მათ დროულ შევსებას ხელი შეუშალა გუშინწინდელმა დღესასწაულმა (4 ივლისი – აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე). ამ ეტაპზე კომპანია არ იტყობინება, თუ როდის

სამ დღეში Apple-მა გაყიდა ნახევარი მილიონი iPhone-ი!

როგორც Cnet-ი გვატყობინებს, ღია გაყიდვაში გამოსვლიდან სამ დღეში Apple-მა გაყიდა ნახევარი მილიონი აპარატი. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ანალიტიკური კომანიის Piper Jaffray-ს ექსპერტები. პარასკევის, 29 ივნისის საღამოს 6 საათიდან, შაბათის, 30 ივნისის ჩათვლით, ამერიკელებმა შეიძლინეს 200 ათასი iPhone-ი. კვირის სარამოსთვის გაყიდვების რაოდენობამ 500 ათას ცალს მიაღწია. ყველაზე პოპულარული მოდელია 8 გბაიტიანი iPhone-ი 600 დოლარად. ოთხგიგაბაიტიანი მოდელი ნაკლები

საძიებო მოთხოვნები სიტყვა iPhone-ის გამოყენებით რამდენჯერმე გაიზარდა

კვლევითი ფირმა Hitwise-ი იტყობინება, რომ 26 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით საძიებო მოთხოვნებმა სიტყვა iPhone-ის გამოყენებით მოიმატა 583 პროცენტით. ძიების შედეგად, მომხმარებლები ყველაზე ხშირად გადადიოდნენ Apple-ის საიტზე – 54,4%. მეორე ადგილზეა AT&T. ხუთეულში აგრეთვე შედიან Wikipedia, Engadget და My Space. ყველაზე მეტად მომხმარებლები ეძებენ ინფორმაციას ფასების და გაყიდვების დაწყების შესახებ. Hitwise-ი აგრეთვე აღნიშნავს, რომ Apple-ის საიტის

iSight-ს ახალ MacBook Pro-ში გააჩნია გარჩევადობა 1,3MP

ECamm-ის შემქნელების ბლოგზე Mac Daddy World განთავსებული შეტყობინება ამტკიცებს, რომ Apple MacBook Pro-ს ახალი მოდელებში, რომლებიც აგებულია Intel Santa Rosa-ს ლოგიკაზე, ჩაყენებულია ახალი კამერა 1,3 მეგაპიქსელის გარჩევადობით. ადრინდელ მოდელებში გამოიყენებოდა კამერა VGA გარჩევადობით (640×480 პიქსელი, ანუ 0,3 მეგაპიქსელი). იმ დროს, როდესაც iSight-თან მომუშავე პროგრამებს შეუძლიათ მიიღონ მხოლოდ 640×480 პიქსელის გარჩევადობის გამოსახულება, მაღალგარჩევადობის გამოსახულების გამოყენება რეალიზებული იქნება

Aplle-ის თანამშრომლები iPhone-ებს უფასოდ მიიღებენ?

ვებ-საიტის ThinkSecret-ის ინფორმაციით, Aplle-ის უფროსმა სტივ ჯობსმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ კომპანიის თანამშრომლები უფასოდ მიიღებენ 8 გბაიტიან iPhone-ებს. ტელეფონის ბედნიერი მფლობელები გახდებიან ის თანამშრომლები, რომლებიც კომპანიაში მუშაობენ მთლიან განაკვეთზე და აგრეთვე ისინი ვინც მუშაობს ნახევარგანაკვეთზე, მაგრამ 1 წელზე მეტი ხანია. ტელეფონები გადაეცემათ ალბათ უფრო ივლისის ბოლოსკენ, როდესაც შედარებით ჩაცხრება აჟიოტაჟი. დღეისათვის წარმოებულია უკვე დაახლოებით 3

რიგები iPhone-ზე

როგორც უკვე იცით, ხვალ, პარასკევს იწყება iPhone-ის გაყიდვა. მთელი მსოფლიო შეიშალა უკვე, ხალხი რიგებს წინდაწინ იკავებს. აი, ნახეთ რა ხდება ნიუ-იორკში, მანჰეტენზე განთავსებულ Apple-ის მაღაზიასთან. ორმა სოფლელმა ჯეელმა წინდაწინ გადაწყვიტა რიგის დაკავება. მაღაზიასთან დაიდგეს გასასშლელი სკამები, მოიმარაგეს გამაგრილებელი სასმელები და ბანანები. ერთ-ერთმა მათგანმა პირველ დღეს „სამი დალიე“-ს ჰანგებზე უკვე მოასწრო კარგად გამობრუჟუნება და მოუთხრო რეპორტიორებს,

ბლოგის ახალი დეკორაცია

სალამი მეგობრებო! როგორც ხედავთ, ჩემს ბლოგს ახალი ე.წ. „Theme“, ანუ დეკორაცია აქვს. მართალია მე სპილომ გადამიარა ხელოვნების „ორგანოებზე“, მაგრამ ქსელში კეთილ ხალხს რა გამოლევს! გუშინ ვათვალიერებდი დეკორაციებს და საბოლოოდ ამ ვარიანტზე შევჩერდი! იმედია თქვენც მოგეწონებათ. თანაც ბლოგი ხომ ნაწილობრივ მაკინტოშს ეხება? ხოდა სრულიად მისაღები იქნება, ჩემი აზრით. მოკლედ, ნელ-ნელა ვიკრებთ ძალებს!