შესანიშნავი შვიდეული, ანუ ჩემი სევდიანი ბლოგის შესახებ

გამარჯობა მკითხველო, აი ასე, ნელ-ნელა, ტაატ-ტაათითა და ჩოჩიალით მოვაღწიეთ ამ ბლოგის მეშვიდე დაბადების დღემდე. თუმცა, ეს თარიღი არა დღეს, არამედ 27 ივნისს იყო, ანუ სამი დღის წინ. შესაძლოა, ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ამ ბლოგის აქტუალობა სულ უფრო კლებულობს, ჩემს თვალშიც კი. რა გასაკვირია, რომ მკითხველიც ათაში ერთხელ თუ შემოივლის აქ, ისიც შემთხვევით, გზააბნეული.

WWDC 2014 — მოლოდინები და შედეგები

გამარჯობა, მეგობრებო. დიდი, ძალიან დიდი ხანია, არაფერი დამიწერია საკუთარ ბლოგში, მითუმეტეს, Apple-ის თემატიკაზე. ამას თავისი მიზეზები ჰქონდა/აქვს, რაზეც ალბათ სხვა დროს დავწერ. მოდი, ახლა იმ თემას მივხედოთ, რაც სათაურში გამოვიტანე და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დღეებში. დავიწყოთ იმით, რომ Apple-ის სპეციალური ღონისძიებები უკვე მრავალი წელია რაც ტარდება, მათ შორის დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია, რომელიც