დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E04]
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E04]
Loading
/

მოგესალმებით მეგობრებო! სამკვირიანი პაუზის შემდეგ, მე კვლავ განვაახლე ჩემი პოდკასტის მაუწყებლობა. თუ რა მოხდა ამ ხნის განმავლობაში ჩემს გარშემო, დღევანდელ გადაცემაში მოგიყვებით.

  1. რატომ გავყიდე Motorola Moto G
  2. გადაცემების ჩაწერის ტექნიკური მომენტების შესახებ: რატომ აუდიო-ინტერფეისი და არა მიქშერი, ანუ რატომ გავყიდე Berhinger
  3. ჩემი მოსაზრებები კარენ ბლუმენტალის წიგნის — „სტივ ჯობსი — სხვაგვარად მოაზროვნე“-ის შესახებ

ყველაფერი ამის შესახებ დღევანდელ გადაცემაში! დიდი მადლობა, რომ მისმენთ!

დარჩით ჩვენთან!


Comments

6 responses to “დელფის ორშაბათის პოდკასტი [S03E04]”

  1. ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება iphone 6

    1. მთავარია, ძალიან დიდი ეკრანი არ ჰქონდეს :)

  2. მჟავა Avatar
    მჟავა

    დიმა, რას ფიქრობ, მახინჯი თუ შეზღუდულუნარიანი პროგრამები სისტემის თუ პროგრამისტების ბრალია? :)
    აიოსის ეკოსისტემაზე ანდროიდის მორგება რომ არ მოხერხდა, სრულიად არ მიკვირს :) მე იუზაბილითით კი აიპროდუქტი მირჩევნია, მაგრამ მაინც არ ვყიდულობ, არ მიღირს. მირჩევნია ჩემს ანდროიდ ტელეფონზე MIUI დავაყენო :)

    1. პირველ რიგში, ალბათ გემოვნების არქონის საკითხია. ხომ გინახავს ადამიანები, ბევრი ფული რომ აქვთ, მაგრამ იმდენად უგემოვნოდ აწყობენ სახლს, იცვამენ ტანისამოს და ა.შ. ეს ერთი მომენტი.

      მეორეც, კვალიფიკაცია, ცოდნა. UI უბრალოდ ღილაკების და ინტერფეისის ელემენტების ხროვა ხომ არ არის, დაყარო და დაივიწყო. ბევრმა კიდევ არ იცის ეს საქმე. პროგრამისტობა არ ნიშნავს ავტომატურად ინტერფეისის შექმნის ცოდნას. მაგალითი მყავს, ჩემი ძმაკაცი, რომელიც პროგრამირების ღმერთია, მაგრამ UI იმდენად მახინჯი გამოსდის, რომ გული მისკდება მისი დანახვისას :)

      მე ამ მხრივ ძალიან პრეტენზიული ვარ და ამიტომ ვირჩევ i-პროდუქტებს ;)

      1. მჟავა Avatar
        მჟავა

        ნამდვილად UI-ს გაცილებით მეტი სჭირდება ვიდრე უბრალოდ ღილაკების დადების უნარი :))

        ამ შემთხვევაში მთლიანად ეკოსისტემის ბრალია ვითომ? ანდროიდზე როგორც ვიცი ძალიან დაბალი ხარისხის კონტროლია აპლიკაციებზე, და ალბათ არ არსებობს დიზაინის კონტროლი. ეფლის აიპორუქტების ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა ის, რომ გაფორმება ესტეთიკურად ლამაზი უნდა იყოს და მარტივი, არა? ხარისხის მართვაც ძალიან მკაცრია. :)
        იუზაბილითი არაჩვეულებრივ დონეზე აქვს ვაშლპროდუქტებს <3 ადრე ვაპირებდი თქვენთან გადმობარგებას… ასეთი სიძვირე რომ არ ყოფილიყო

        1. ფასი კლებულობს, ყოველ წელს ;)

Leave a Reply to Dimitri Gogelia Cancel reply