ჩემს, ჩემი ბლოგისა და სხვა საკითხების გარშემო

მოგესალმებით, მეგობრებო! დიდი, ძალიან დიდი ხანია არ დამიწერია ჩემს ბლოგში არაფერი. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში მხოლოდ აუდიო-პოდკასტების ჩანაწერებს ვდებდი ხოლმე ორშაბათობით. ბოლო რამდენიმე კვირაა ესეც არ გამიკეთებია, თუ არ ჩავთვლით Tbilisi StartUp Weekend-ისადმი მიძღვნილ ორ ჩანაწერს. საბოლოო ჯამში, ისევ რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს, რომ ადამიანმა ხელში კვლავ აიღო კალამი კი არადა კლავიატურა და წერა განაახლო.