დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E08]
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S02E08]
Loading
/
Podcast Cover New

მოგესალმებით მეგობრებო! დღევანდელი გადაცემა აშკარად განსხვავდება სხვა ჩემი გადაცემებისაგან. თქვენ მოისმენთ ჩემი აზრით, ფრიად საინტერესო ინტერვიუს ბატონ გოგა მელიქიძესთან, ლიბერთი კაპიტალის დირექტორთან და სმარტექსის გენერალურ დირექტორთან. თუ რაზე ვისაუბრეთ ბატონ გოგასთან, ამაზე დეტალურად ქვემოთ.

შესაძლოა თქვენ უკვე იცით, რომ პირველად საქართველოში, ლიბერთი კაპიტალისა და სმარტექსის თაოსნობით ტარდება ღონისძიება Startup Weekend Tbilisi, მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ღონისძიება! Startup Weekend-ზე დეველოპერები, დიზაინერები, პროდუქტ მენეჯერები და დამწყები ენთუზიასტები წარმოადგენენ საკუთარ იდეებს, ქმნიან გუნდს, ისმენენ რჩევებს გამოცდილი ბიზნესმენებისგან და იღებენ შანსს დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. 2013 წელს, ლიბერთი ბანკი (Liberty Bank)-სა და Smartex ჯგუფის ორგანიზებით, Startup Weekend თბილისში პირველად გაიმართება!

პოდკასტის დღევანდელ გამოშვებაში ბატონი გოგა დეტალურად მოგვიყვება ამ ღონისძიების შესახებ, თუ როგორ დაიგეგმა, როგორ ჩატარდება ის და რა მოლოდინები გააჩნია სმარტექს მისი შედეგებიდან გამომდინარე. თუმცა, სიტყვა გამიგრძელდა. უმჯობესია, ჩართოთ ამ სტატიში განთავსებული აუდიო-ჩანაწერი და მოისმინოთ ამ ფრიად საინტერესო და რაც მთავარია, პერსპექტიული წამოწყების შესახებ.

---