Skip to content

Apple-ის 10 სექტემბრის ღონისძიების ცოცხალი ტრანსლაციის შესახებ

მეგობრებო,

ზღვიდან ჩამოვაღწიე, გაიგებდით. გურია ჩავძირე, ესეც იცით. ახლა გამალებით ვემზადები 10 სექტემბრის ღონისძიების ტრანსლაციისათვის.

როგორც ალბათ უკვე იცით, 10 სექტემბერს Apple წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს. სავარაუდოდ iPhone-ის ორ ახალი მოდელს, 5S და 5C.

თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა ეღირება, ამას ჩვენ ღონისძიებიდან გავიგებთ.

მანამდე აქ დავდებ ბმულს, ჩემი YouTube-ის არხიდან, უშუალოდ ტრანსლაციის მომავალ ვიდეოზე.

სწორედ ამ ბმულზე შეძლებთ ნახოთ ცოცხალი ტრანსლაცია. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით კიდევ მოგაწვდით.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=VsxppR1PTZ0[/youtube]