Skip to content

მეგობრებო,

ზღვიდან ჩამოვაღწიე, გაიგებდით. გურია ჩავძირე, ესეც იცით. ახლა გამალებით ვემზადები 10 სექტემბრის ღონისძიების ტრანსლაციისათვის.

როგორც ალბათ უკვე იცით, 10 სექტემბერს Apple წარმოგვიდგენს ახალ პროდუქტებს. სავარაუდოდ iPhone-ის ორ ახალი მოდელს, 5S და 5C.

თუ რა იქნება, როგორ იქნება და რა ეღირება, ამას ჩვენ ღონისძიებიდან გავიგებთ.

მანამდე აქ დავდებ ბმულს, ჩემი YouTube-ის არხიდან, უშუალოდ ტრანსლაციის მომავალ ვიდეოზე.

სწორედ ამ ბმულზე შეძლებთ ნახოთ ცოცხალი ტრანსლაცია. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით კიდევ მოგაწვდით.

[youtube]http://www.youtube.com/watch?v=VsxppR1PTZ0[/youtube]

ეს იუმორისტული მოთხრობა ერთ-ერთ რუსულ საიტზე ვნახე. ფრიად სახალისო რამ არის და საკმაოდ ზუსტად აღწერს დღევანდელ სამყაროში მიმდინარე ზოგიერთ პროცესს. გადავწყვიტე გადამეთარგმნა და თქვენთვის შემომეთავაზებინა, როგორც სახალისო საკითხავი ჩვენს არცთუ ისე დალხენილ პირობებში. მკითხველს ვთხოვ ძალიან სერიოზულად ნუ მიუდგება ამ ნაწარმოებს — ეს უბრალოდ ხუმრობაა. ...continue reading "უკვდავების მოკლე ისტორია"