დელფის ორშაბათის პოდკასტი, მეთხუთმეტე გამოშვება [S1E15]

მოგესალმებით მეგობრებო! დღეს, ჩვენი პოდკასტის ამ სეზონის ბოლო, მეთხუთმეტე გამოშვებაა. ამ ჩანაწერით მე ერთი თვით დაგემშვიდობებით, 2 სექტემბრამდე. გამოშვება ცოტა ემოციური გამომივიდა, ვინაიდან ჩემთვის მნიშვნელოვან და ემოციურ თემებს შევეხე. წარმატებულ დასვენებას და შვებულებას გისურვებთ ყველას! მომავალ შეხვედრამდე!

დელფის ორშაბათის პოდკასტი, მეთოთხმეტე გამოშვება [S1E14]

მეგობრებო, მოგესალმებით! გთავაზობთ პირველი სეზონის ბოლოს წინა გამოშვებას, სადაც კვლავაც ვისაუბრებთ ჩემს გარშემო მომხდარი ამბების შესახებ. უსმინეთ, მომწერეთ თქვენი კითხვები, სურვილები, მოსაზრებები, შენიშვნები — პირობას გაძლევთ, რომ არცერთი მათგანი პასუხის გარეშე არ დარჩება!

დელფის ორშაბათის პოდკასტი, მეცამეტე გამოშვება [S1E13]

მეგობრებო, მოგესალმებით! მეცამეტე გამოშვება დავუთმე 100-დღიანი ციკლების სისტემას, რომლიც გამოყენებასაც მე ვცდილობ და რომელიც გარკვეული მიზეზების გამო წელს ჩავარდა. პროკრასტინაციისა და სხვა თემების შესახებ ვსაუბრობ ამ გამოშვებაში. წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას!

დელფის ორშაბათის პოდკასტი, მეთორმეტე გამოშვება [S1E12]

დღეს შედარებით მოკლე გადაცემა გამომივიდა. თუ რატომ, ამას მისი მოსმენისას გაიგებთ, მეგობრებო. წარმატებულ კვირას გისურვებთ ყველას!

დელფის ორშაბათის პოდკასტი, მეთერთმეტე გამოშვება [S1E11]

ორკვირიანი შესვენების შემდეგ, კვლავ ჩავწერე პოდკასტის მორიგი გამოშვება. მე მგონი ვიპოვნე ხარისხიანი ხმის ჩაწერის ხერხი, რასაც შემდეგ გამოშვებაში გავაუმჯობესებ კიდევ უფრო. დღევანდელი გამოშვების თემები მრავალფეროვანია: ბოლო ორი კვირის ემოციური დატვირთვა და აქედან გამომდინარე პოდკასტის ჩაწერის დროებითი შეწყვეტა; საქართველოს ბანკში ანგარიშების დახურვის მიზეზები; WordPress-ის კომერციული გაქართულების შესახებ; ზაფხულის ძირითადი საქმეები: ლოკალიზაცია, სამსახურის საიტი, სერტიფიცირება, ზღვა