Skip to content

როგორ დავაყენოთ WordPress საიტზე?

wordpress_logo

მეგობრებო, დღეიდან ამ ბლოგში განვათავსებ გაკვეთილების სერიას WordPress-სთან დაკავშირებით.

დღეს პირველი გაკვეთილია, სადაც ვისაუბრებთ WordPress-ის ინსტალაციის შესახებ.

ამ გაკვეთლის მიზანია ვისწავლოთ WordPress-ის ინსტალაცია ჩვენს ჰოსტინგზე. მე გამოვტოვებ ჰოსტინგის არჩევისა და რეგისტრაციის მომენტებს, იმედია ეს უკვე გაკეთებული გაქვთ.

დავუშვათ, რომ თქვენ უკვე გაქვთ აღებული დომენური სახელი, მაგალითად sample.ge. ასევე დავუშვათ, რომ უკვე დარიგისტრირდით რომელიმე ქართულ, ან უცხოურ ჰოსტინგზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჰოსტინგზე WordPress-ის დასაყენებლად ჩართული იყოს PHP5 და MySQL5. თუმცა არ იდარდოთ — არ არსებობს პრაქტიკულად ჰოსტინგი, სადაც ეს ორი კომპონენტი არ იყოს ჩართული.

გადმოვქაჩოთ WordPress

პირველ რიგში ჩვენ უნდა გადმოვქაჩოთ WordPress-ის საინსტალაციო დისტრიბუტივი. ამის გაკეთება შესაძლებელია საიტიდან wordpress.org

wordpress_instalation_01

ავტვირთოთ WordPress-ის დისტრიბუტივი საიტზე

ამისათვის საჭირო იქნება ჰოსტინგის cPanel-ის გამოყენება, ან ნებისმიერი FTP-კლიენტი. დამწყებთათვის ალბათ უკეთესი იქნება cPanel.

wordpress_instalation_02

შევდივართ cPanel-ში და ვირჩევთ File Manager-ს Files-სექციიდან. გაიხსნება ფაილების მენეჯერი, სადაც უნდა გადახვიდეთ „public_html“ საქაღალდეში, ზუსტად ის გვჭირდება ჩვენ.

wordpress_instalation_03

აქ უნდა ავტვირთოთ ადრე გადმოქაჩული WordPress-ის დისტრიბუტივი. ატვირთვის შემდეგ ეს არქივი უნდა გავხსნათ File Manager-ის მნეიუდან ღილაკზე Extract დაჭერით.

არქივის გახსნის შემდეგ დისტრიბუტივის ფაილი შეგიძლიათ წაშალოთ, ის აღარ გვჭირდება.

ვქმნით მონაცემთა ბაზას

ამის შედეგ საჭიროა cPanel-იდან შევქმნათ მონაცემთა ბაზა. ამისათვის ვირჩევთ MySQL Database Wizard:

wordpress_instalation_04

ამის შემდეგ ვქმნით მონაცემთა ბაზას.

wordpress_instalation_05

გადავდივართ ოსტატის შემდეგ ნაბიჯზე და შეგვყავს მომხმარებლის სახელი. შემდეგ ბიჯზე ამ მომხმარებელს ვანიჭებთ ყველა პრივილეგიას. მზადაა. ჩვენ შევქმენით ახალი მონაცემთა ბაზა და მისთვის მომხმარებელი. ეს მონაცემები ჩვენ შემდეგ ნაბიჯზე დაგვჭირდება. cPanel ჩვენ მეტი აღარ გვჭირდება, ასე რომ შეგიძლიათ დახუროთ.

WordPress-ის პირველადი პარამეტრების მორგება

გადავდივართ უშუალოდ ჩვენს საიტზე. ვკრიფავთ მისამართს და თუ ყველაფერი სწორად გავაკეთეთ წინა ეტაპზე, დავინახავთ შემდეგ სურათს:

wordpress_instalation_06

ვაჭერთ ღილაკზე „Create a Configuration File“. რის შემდეგაც გადავდივართ შემდეგ გვერდზე, სადაც ვაჭერთ „GO!“ და გადავდივართ კონფიგურაციის მორიგ ეკრანზე:

wordpress_instalation_07

შეგვყავს მონაცემთა ბაზის სახელი, მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ მომხმარებლის შექმნის პროცესში. ბოლო ორი ველი ხელუხლებელი რჩება. ვაჭერთ ღილაკზე „Submit“.

თუ ყველაფერი სწორად არის შეტანილი, მივიღებთ ეკრანს, სადაც შემოგვთავაზებენ ინსტალაციის დაწყებას. ვაჭერთ ღილაკზე და გადავდივართ შემდეგ ეკრანზე:

wordpress_instalation_08

შეგვყავს ყველა საჭირო ინფორმაცია: საიტის სახელი, მომხმარებლის სახელი, პაროლი და ელფოსტის მისამართი. ვაჭერთ ღილაკზე „Install WordPress“. და აი, ყველაფერი მზადაა! თქვენ უკვე შეგიძლიათ შეხვიდეთ თქვენს საიტზე:

wordpress_instalation_09

აი, სულ ეს არის. ადვილი ყოფილა, ხომ? :)

შემდეგ გაკვეთილებში ჩვენ WordPress-ის ინსტალაციის შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავთ.