რისთვის გამოდგება WordPress?

wordpress_logo

WordPress-ის ისტორია იწყება 2003 წელს, როდესაც პროგრამული უზრუნველყოფის პატარა კომპანიამ b2/cafelog შეწყვიტა არსებობა და მისმა პროდუქტმა არსებობა განაგრძო WordPress-ის სახით.

სულ თავიდანვე WordPress იქმნებოდა როგორც მოქნილი პლათფორმა ბლოგის სამართავად.

Wikipedia: ბლოგი (ინგ. blog, — web log — ინტერნეტ-ჟურნალი, ინტერნეტ-დღიური) — ვებ-გვერდი, რომლის ძირითადი შიგთავსი რეგულარულად განახლებადი ჩანაწერებია.

WordPress იდეალურია ამ მიზნებისათვის. ბლოგებისათვის დამახასიათებელია საშუალო სიგრძის ჩანაწერები, რომლებიც დახარისხებულია ქრონოლოგიურად (ყველაზე ახალი ჩანაწერი ზემოთ არის განთავსებული). ბლოგის განსხვავება ჩვეულებრივი ჟურნალისგან ის არის, რომ როგორც წესი ბლოგი საჯაროა და უცხო ადამიანებს საშუალებას აძლევს წაიკითხონ ამ ბლოგის შიგთავსი.

მაგრამ WordPress კარგია არა მარტო პირადი ბლოგის საწარმოებლად. ეს პლათფრომა საშუალებას გაძლევთ შექმნათ კორპორატიული, ბრენდი და ახალი ამბების ბლოგი.

WordPress-ის ოფიციალურ გვერდზე, იქ სადაც განთავსებულია სტატისტიკა, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ ახდენს საკუთარი თავის პოზიცირებას კომპანია. WordPress-ზე მუშაობს ისეთი ცნობილი საიტები, როგორებიცაა: TechCrunch, CNN, NBC Sports, UPS.

როგორც ხედავთ, WordPress-ის გამოყენების სფერო საკმაოდ ფართოა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის!

გამოდგება, თუ არა WordPress მაგალითად ბიზნესისათვის?

მოკლე პასუხია — კი.

WordPress-მა განვითარების გრძელი გზა გაიარა. ათი წლის განმავლობაში პლათფორმა გაიზარდა უბრალოდ ბლოგის ძრავიდან შიგთავსის მართვის სისტემამდე (CMS), რომელსაც პირველი ადგილი უკავია მსოფლიოში პოპულარობით. საიტების 10%-ზე მეტი ამ ძრავს იყენებს, რაც უკვე კრიტიკული მაჩვენებელია პოპულარობის საკითხში.

მოდი, წარმოვიდგინოთ ტიპიური საიტი მცირე ბიზნესისათვის. თუ თქვენ გსურთ რომელიმე კომპანიის შესახებ მიიღოთ ინფორმაცია ინტერნეტში, თქვენი ყურადღება მიმართული იქნება სამ ძირითად რამეზე:

  • როგორ გამოიყურება საიტი (გარეგანი სახე, დიზაინი, ინდივიდუალური მომენტები)?
  • რის შესახებ მოგვითხრობს ეს საიტი (შიგთავსი, ინფორმაციის მოწოდება)?
  • როგორ მივიღო უფრო მეტი ინფორმაცია ამ ბიზნესის შესახებ სხვა წყაროებიდან (საკონტაქტო ინფორმაცია, უკუკავშირი)?

რათქმაუნდა, ყველა კომპანია განსხვავებულია, მაგრამ საიტზე შემოსულ სტუმარს ძირიტადად ეს სამი საკითხი აინტერესებს პირველ რიგში.

დიზაინი, გარეგანი სახე

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეტენზია, რომელსაც წაუყენებენ ხოლმე WordPress-ზე აწყობილ საიტს — ვიზუალური გაფორმების თემების მსგავსებაა. ძალიან ბევრი მომხმარებელი უბრალოდ ფერს თუ შეცვლის საიტზე, დაამატებს რამდენიმე სურათს იმ იმედით, რომ ეს სრულიად საკმარისია უნიკალური დიზაინის მისაღებად. თუმცა აუცულებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ ეს უფრო იმ ადამიანების პრობლემაა, რომლებიც სათანადო ყურადღებას არ უთმობენ გაფორმებას. ინტერნეტში WordPress-ზე აწყობილი ათეულობით ათასი საიტია, რომლებიც რეალურად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ამის გარდა არსებობს ძალიან ბევრი ფასიანი ვიზუალური თემაც. მათი ფასი იმხელა ნამდვილად არ არის, რომ ვერ შევძლოთ შეძენა (20-60 დოლ.). თუ არ გსურთ, რომ თქვენით აკეთოთ დიზაინი, ფასიან თემას სპეციალურად დაქირავებული ადამიან(ებ)ი გადააკეთებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორიგინალური დიზაინის შექმნა არ წამროადგენს პრობლემას. ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

შიგთავსი

ყველა საიტს, რომელიც აწყობილია CMS-ის გამოყენებით, აქვთ საერთო ნაკლი — შიგთავსის განახლების სირთულე. თანამედროვე საიტების უდიდესი ნაწილი აწყობილია HTML + CSS + JavaScript-ის გამოყენებით, მაგრამ ეს ასე ყოველთვის როდი იყო. ძალიან ბევრი ძველი საიტი იყენებს ცხრილებს, რომლებიც ხისტად არის მიბმული და დიდი ენერგიის დახარჯვაა საჭირო მათ განსაახლებლად. და აქ უდიდესი უპირატესობა აქვს WordPress-ს. საჭიროა უბრალოდ მართვის ცენტრში შესვლა და სტატიის განთავსება. Microsoft Word-ში მუშაობაზე ძნელი არ არის ნამდვილად. შეგიძლიათ დაგეგმოთ სტატიის გამოქვეყნების დრო, არაა პრობლემა. გსურთ სტატიის განახლება? ესეც ძალიან მარტივია.

საკონტაქტო ინფორმაცია, უკუკავშირი

ბიზნესისათვის მნიშვნელოვანია ურთიერთქმედება პოტენციურ კლიენტებთან, ხელმომწერებთან და ა.შ. ბიზნესის ინტერნეტ-გვერდისათვის ამის გამოხატულებაა კომენტარების განთავსების მოხერხებული სისტემა, სიახლეების დაგზავნის სისტემაზე ხელმოწერის შესაძებლობა ელფოსტით, ან სიახლეების აგრეგატორით (ამაზე სხვა სტატიაში ვისაუბრებთ) და ადვილად დასამახსოვრებელი საკონტაქტო ინფორმაცია. ყველაფერი ეს ადვილად კეთდება WordPress-ის საშუალებით.

5 მიზეზი, რომ გამოვიყენოთ WordPress მცირე ბიზნესისათვის

SEO (საძიებო ოპტიმიზაციის სისტემა) — WordPress აქვს პარამეტრების საკმაოდ კარგი ნაკრები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თქვენი ბიზნესის წინ წაწევა საძიებო სისტემაში.

შიგთავსი — როოგრც ზემოთ უკვე დავწერე, WordPress საუკეთესოდ არის მომართული საიტის შიგთავსის სამართავად. სტატიის მომზადება და გამოქვეყნება რამდენიმე დაწკაპუნებით ხდება.

ჩადგმები (Plugins) — დამატებითი მოდულებისა და ვიზუალური თემების უზარმაზარი ბიბლიოთეკა საშუალებას მოგცემთ საიტი მოირგით როგორც თქვენ გაგიხარდებათ.

მხარდაჭერა — WordPress-ის გაუმჯობესებაზე მრავალი ათეული ათასი ადამიანი ზრუნავს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ პრობლემას მოგგვარებენ საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად.

ინსტალაცია — WordPress-ის ინსტალაციაზე სულ 5-ოდე წუთია საჭირო და დიდი გამოცდილება ამისათვის სულაც არ არის საჭირო. შემდეგ სტატიაში ჩვენ ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ.

რომ შევაჯეროთ დღევანდელი სტატია — WordPress იდეალური საშუალებაა როგორც პროფესიული, ასევე მცირე ბიზნესის საიტის შესაქმნელად.

თქვენ ჯერ კიდევ არ იყენებთ WordPress-ს?


Comments

2 responses to “რისთვის გამოდგება WordPress?”

  1. tami Avatar

    შენი მკითხველი ვხდები, ძალიან მაინტერესებს ვორდპრესის ავან-ჩავანი, ხოდა გზადაგზა რაღაცეებსაც ჩაგეკითხები ხოლმე.

    1. სიამოვნებით შევეცდები დაგეხმარო WP-ს საკითხებში! :)