დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E06]
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E06]
Loading
/
podcast_cover

მოგესალმებით მეგობრებო, მე კვლავ ვაგრძელებ დოქტორ დელფიუსის ორშაბათის მონო-პოდკასტის ჩაწერას.

დღევანდელ, რიგით მეექვსე გამოშვებაში ვისაუბრე იმაზე, თუ რატომ შეწყდა ბლოგის მუშაობა თითქმის ორი თვით, რა ხდებოდა ჩემს პირად ცხოვრებაში და რა უახლოესი ღონისძიების ჩატარებას ვაპირებთ გემუგელები.

შეგახსენებთ, რომ პოდკასტის ახალი ეპიზოდები ბლოგში დაიდება ყოველ ორშაბათს. თქვენ შეგიძლიათ კომენტარებში დამისვათ ნებისმიერი კითხვა, ტექნოლოგიებიდან, ცხოვრებიდან, პირადულიც, თუ თქვენთვის ეს საინტერესო იქნება. მე შევეცდები ყველა კითხვაზე გაგცეთ პასუხი.

დიდი მადლობა, რომ მისმენთ!

დარჩით ჩვენთან!


Comments

4 responses to “დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E06]”

  1. Temo Avatar

    1. ხარისხი ხმის საკმაოდ ნორმალურია. რაიმე მიკროფონით იწერდი თუ ისევ iPhone-ის ყურსასმენით?

    2. ვინაიდან და რადგანაც გამოცდილი ხარ ამ საკითხში, ესეთი კითხვა მექნება: WordPress-ზე ბლოგი გადამაქვს ერთი ჰოსტინგიდან მეორეზე. ვაპირებ შემდეგი ხერხით: მთლიანად ფაილების დაკოპირებას და გადატანას და პლიუს phpMyAdmin-იდან მონაცემთა ბაზის ჩამოტვირთვას და ახალ ჰოსტინგზე ატვირთვას. შემდეგ რათქმაუნდა wp_config ფაილის რედაქტირებას რომ მივუთითო ახალი მონაცემთა ბაზის და მომხმარებლის სახელი.

    სხვა რაიმე ალტერნატიული ან უკეთესი მეთოდი ხომ არ გეგულება? ან ეს მეთოდი რამდენად მართებულია?

    1. სალამი თემო,

      ამ გამოშვებაში ხმას ვიწერდი Macbook Pro-ში ჩაშენებული მიკროფონით, აშკარად უკეთესი ხარისხი აქვს, ვიდრე ტაბლეტისას. თუმცა პროფესიულს მაინც ვერ მიუახლოვდება ნებისმიერი ჩაშენებული მიკროფონი, ეს ფაქტია.

      დაგეგმილი მაქვს აი ამ მოწყობილობის ყიდვა: http://stumari.ge/2013/tascamixz/ რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება პროფესიული მიკორფონის მერთება ნებისმიერ 3.5 მმ ჯეკზე.

      რაც შეეხება ბლოგის გადატანას. რაც დაწერე, ყველაზე კარგი ვარინატია, ჯობია ზუსტად მასე გააკეთო.

      1. Temo Avatar

        ვა, ყოჩაღ ჩაშენებულ მიკროფონს! ეგ მოწყობილობა კი მართლა კარგი რამ არის, თან არც ისე ძვირია.

        1. ჰო, კარგი რამეა და თან ახალ პროექტშიც გამოგვადგება :)

Leave a Reply