დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E03]
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დოქტორ დელფიუსის ლაბორატორია
დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E03]
Loading
/
podcast_cover

მეგობრებო! საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მეორე გადაცემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მსმენელმა გაბრაზებული წერილი, უფრო სწორედ კომენტარი მომწერა, სადაც ბევრი არასასიამოვნო სიტყვები ითქვა გამოთქმული ჩემი მისამართით.

მესამე გამოშვებაში შევეცდები პასუხი გავცე მსმენელის გულის წყრომას და ამის გარდა, ვისაუბრო სხვა, საინტერესო თემებზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის ჩაწერა ხდება ყოველ ორშაბათს. მესამე გამოშვებაში მცირე ცვლილებებია: დაემატა საწყისი და საბოლოო მუსიკალური გაფორმება. იმედია, მოგეწონებათ.

დიდი მადლობა, რომ მისმენთ! დარჩით აქ, ბევრ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას გპირდებით!


Comments

5 responses to “დელფის ორშაბათის პოდკასტი [S01E03]”

  1. Temo Avatar

    კარგია! 3-4 წელია ვუსმენ უკვე სხვადასხვა პოდკასტებს და ყოველთვის მივესალმები საქართველოში მის ნებისმიერ წამოწყებას.

    კონკრეტულად შენს პოდკასტს რაც შეეხება მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ მესამე გამოშვებაა, პროგრესი ჩემი აზრით შეიმჩნევა.

    “Apple vs დანარჩენი სამყარო” თემას რაც შეეხება, როგორც მოგეხსენება მეც მაკისტი ვარ უკვე მეხუთე წელია, მაგრამ არ ვთვლი რომ რომელიმე სხვა ცუდია. სიამოვნებით ვისურვებდი ყველა პლათფორმის მოწყობილობას და ვფიქრობ რომ შესაძლებელია ყველას საკუთარ მოთხოვნებზე მორგება, როგორც შენ თქვი ამ გამოშვებაში. უბრალოდ ზოგიერთი პლატფორმა თუ მოწყობილობა შეიძლება ვიღაცის მოთხოვნებს უფრო მეტად აკმაყოფილებდეს ვიდრე სხვა მისი კონკურენტი. თუმცა მაინც ჩავაქსოვ რომ Apple-ზე გადასული და უკან დაბრუნებული სხვა ფლატფორმაზე პროცენტულად ძალიან ძალიან ძალიან ცოტა თუ იქნება.

    მოკლედ, დიმა так держать და წარმატებები!

    1. დიდი მადლობა თემო კეთილი სიტყვებისათვის და შექებისათვის — ეს მე მაძლევს სტიმულს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით მივუდგე ამ საქმეს.

      :)

  2. ძვირფასო ჩემო ბატონო დიმა!
    გამიხარდა, რომ აგრძელებ პოდკასტების ჩაწერას, აუცილებლად გააგრძელე!

    რამოდენიმე შენიშვნა\აზრი გამაჩნია გადაცემასთან დაკავშირებით:
    1. თუ კარგ უფასო აუდიო რედაქტორს\ჩამწერს ეძებ, გამოიყენე Audacity. მაკისტის არის, თუმცა აიპედისთვის არამგონია :P მის მეშვეობით სტატიკურ ხმაურს ისე მოაშორებ, რომ 15 ლარიანი მიკროფონითაც კი მეტ-ნაკლებად კარგი ხარისხის მიღწევაა შესაძლებელი :)
    ვებსაიტი: http://audacity.sourceforge.net/
    2. მომეწონა დასაწყისის\დასასრულის მუსიკალური გაფორმება. რომელიმე ძველი საინფორმაციო გამოშვების მუსიკალურ გაფორმებას მაგონებს.
    3. გააგრძელე შენი აზრის თავისუფლად გამოთქმა! პირადი პოდკასტია და ძირს ცენზურა! :)
    4. mp3 ტეგები არასწორად გაქვს გაკეთებული, სერიების გადანომრვაში შეცდომაა…
    5. ჩემი აიპოდ ნანო 5g ვერ ხედავს ქართულ ტეგებს… რა ვუყო? :(
    6. ვორდპრესზე რა ხდება? :P
    7. Wunderlist-ს აქტიურად იყენებ? Guess what?

    მოკლედ, წავედი დავიძინე… ძალიან მომეწონა

    1. უბნელო სალამი! :)

      დიდი მადლობა, რომ მისმენ! სიამოვნებით გავითვალისწინებ შენს შენიშვნებს და თან აქ დავწერ ბარემ:

      1. ჩაწერის პროცესი ხდება iPad-ზე, ერთ-ერთ უფასო რეკორდერში, საიდანაც ვიღებ .m4a აუდიო-ფაილს. შემდეგ ის გადამაქვს Garage Band-ში და ტეგების გაწერაც იქ ხდება. აუცილებლად ვნახავ Audacity-ს, ბევრი კარგი მსმენია მის შესახებ;

      2. მეც კაი ძველი ვარ და რეტრო რამე-რუმეები მევასება :)

      3. მეც მასე ვფიქრობ! ;)

      4. გავასწორებ აუცილებლად.

      5. შეგიძლია რაიმე სკრინი გადმომიგზავნო ელფოსტაზე? შევხედო როგორ გამოიყურება?

      6. ცოტ-ცოტას ვმუშაობ — სამსახურს მიაქვს დროის 95%

      7. კი, ფაქტიურად რაც გამოვიდა 1,5 წლის წინ, მის მერე ამ კომპანიის პროდუქტებით აქტიურად ვსარგებლობ და ძალიან მომწონს!

      1. >> ზოგიერთი პლატფორმა თუ მოწყობილობა შეიძლება ვიღაცის მოთხოვნებს უფრო მეტად აკმაყოფილებდეს ვიდრე სხვა მისი კონკურენტი.
        მართალს ბრძანებ :)

        >> Apple-ზე გადასული და უკან დაბრუნებული სხვა ფლატფორმაზე პროცენტულად ძალიან ძალიან ძალიან ცოტა თუ იქნება
        რათქმაუნდა! იმიტომ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტი აქვთ. კარგს კი ადამიანი მალე ეჩვევა :) მე პირადად ვცდილობ თავი ავარიდო ეფლის პროდუქციას, თავისუფალი და ღია პროგრამული უზრუნველყოფის მომხრე ვარ. თუმცა იმის შიშიც მაქვს, რომ ჩამითრევს ეს გარემო და სხვა სისტემების გამოყენების სურვილი გამიქრება :S ნამდვილად ვაღიარებ ეფლის როგორც MacOSX ისე iOS როგორც ყველაზე მეტად user-friendly და polished სისტემებს. რაც კარგია – კარგია

        >> მოკლედ, დიმა так держать და წარმატებები!
        მართლაც რომ!

Leave a Reply