Skip to content

გუშინ, 24 თებერვალს, სტივ ჯობსი 58 წლის გახდა. დიახ გახდა, მე წარსულ დროს არ გამოვიყენებ არასდროს...

Steve Jobs 58
Steve Jobs 58

podcast_coverმეგობრებო! მეოთხე გამოშვების ჩაწერა ექსტრემალურ პირობებში მოხდა, სახლში არ ვიყავი, ბეტა ვერსიის სტუდიაში ვიყავი. თან ვეშურებოდი, სანამ ვინმე მოვიდოდა და ხმაურს ატეხავდა.

ამიტომ მცირე ხარვეზები არის ჩანაწერში, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის ჩაწერა ხდება ყოველ ორშაბათს.

მეოთხე გამოშვებაშიც ასევე არის ცვლილებები: დაემატა გამეორებადი ფონური მუსიკალური გაფორმება. იმედია, მოგეწონებათ.

დიდი მადლობა, რომ მისმენთ! დარჩით აქ, ბევრ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას გპირდებით!

5

podcast_coverმეგობრებო! საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა მეორე გადაცემასთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა მსმენელმა გაბრაზებული წერილი, უფრო სწორედ კომენტარი მომწერა, სადაც ბევრი არასასიამოვნო სიტყვები ითქვა გამოთქმული ჩემი მისამართით.

მესამე გამოშვებაში შევეცდები პასუხი გავცე მსმენელის გულის წყრომას და ამის გარდა, ვისაუბრო სხვა, საინტერესო თემებზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის ჩაწერა ხდება ყოველ ორშაბათს. მესამე გამოშვებაში მცირე ცვლილებებია: დაემატა საწყისი და საბოლოო მუსიკალური გაფორმება. იმედია, მოგეწონებათ.

დიდი მადლობა, რომ მისმენთ! დარჩით აქ, ბევრ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას გპირდებით!

2

podcast_coverსიმართლე გითხრათ, არ მეგონა, მეორე გადაცემაზე თუ მეყოფოდა მონდომება. მეყო. და ეს ჩემთვის ფრიად სასიხარულო ფაქტი გახლავთ!

შეგახსენებთ, რომ ჩემი პოდკასტის ჩაწერა ხდება ყოველ ორშაბათს. ჯერ-ჯერობით მისი ქსელში გაშვება სამშაბათობით ხდება, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ სულ მალე როგორც ჩაწერა, ასევე გაშვებაც ორშაბათსვე მოხდება.

დიდი მადლობა, რომ მისმენთ! დარჩით აქ, ბევრ საინტერესო ინფორმაციის მოწოდებას გპირდებით!

podcast_coverმეგობრებო, დღეიდან ვიწყებ მონო-პოდკასტის წარმოებას, რომელიც ყოველ ორშაბათს დაიდება ჩემს ბლოგში.

პირველი, საპილოტე გადაცემა, რბილად რომ ვთქვათ, არეულ-დარეულია. გადაცემა ჩავწერე იმპულსურად. ჩაწერის დროს რამდენჯერმე ხელი შემიშალეს ოჯახის წევრებმა, რის გამოც ჩაწერა შევწყვიტე.

მოკლედ, საშინელებაა პირველი ჩანაწერი. იმედი მაქვს, რომ შემდეგ გადაცემებში გამოვასწორებ სიტუაციას.