Twenty Twelve — WordPress-ის ახალი თემა

პატარა შესავალი. მართალია ჩემს ბლოგზე WordPress-ის საკითხების განხილვა ცოტა უფრო მარტივი საკითხებით მინდოდა, მაგრამ ჩვენი პირველი WordPress Meetup-ის ჩატარებისას ამ ვიზუალურ თემას შევეხეთ და დამსწრეებიც ფრიად დაინტერესდენენ მისი დეტალებით. ამიტომ ვითვალისწინებ რა ამ მომენტს, დღეს შემოგთავაზებთ WordPress-ის ახალი ვიზუალური თემის, Twenty Twelve-ის მიმოხილვას. იმედია მოგეწონებათ. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ვერსიაში WordPress გვთავაზობს ახალ ვიზუალურ თემას. 3.5 ვერსიაში, რომელიც წესით 5 დეკემბერს უნდა გამოვიდეს, ჩვენ შევძლებთ ვისარგებლოთ ახალი თემით, სახელად Twenty Twelve. მოდი, ორიოდე სიტყვით განვიხილოთ, თუ რა სხვაობა ამ ახალ და ძველ, Twenty Eleven თემებს შორის. ძირითადი სხვაობა Twenty Twelve და Twenty Eleven თემებს შორის

  • ქუდის ნახატი არ არის გააქტიურებული ნაგულისხმევად. თემას აღარ აქვს რაიმე სტანდარტული ნახატი — მხოლოს საკუთარი ნახატი შეგიძლიათ გამოიყენოთ;
  • თუ ვიჯეტები არ არის დამატებული, გვერდითა ზოლი არ ჩანს;
  • ახალ თემაში არ არის ნახატები;
  • შაბლონი Showcase, რომელიც იყო  Twenty Eleven-ში, აღარ არის, მის მაგივრად გვაქვს სტატიკური გვერდის შაბლონი ვიჯეტების ორი არეთი;
  • თემის პარამეტრების მაგივრად არის Theme Customizer.
Twenty Twelve Theme Review
Twenty Twelve Theme Review

Twenty Twelve დამატებული იქნება WordPress-ის 3.5 ვერსიაში. ის გახდება ნაგულისხმევი თემა და აგრეთვე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ხარისხიანი თემა. თუ გავითვალიწინებთ პასუხისმგებლობას, კანონზომიერი ხდება ფაქტი, რომ ეს თემა სრულიად შეესაბამება WordPress-ის სტანდარტებს, მარტივი გამოსაყენებელია და თემების დიზაინრებისათვის სასურველ ორიენტირებს აჩვენებს. აი Twenty Twelve-ის ძირითადი მახასიათებლები: 1. მთავარი გვერდის შაბლონი თუ სტატიკური ვებ-გვერდის გაკეთება გსურთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური შაბლონი, რომელიც Twenty Twelve-ს მოჰყვება. ეს შაბლონი საშუალებას მოგცემთ შექმნათ საწყისი გვერდი სტატიკური ინფორმაციით.

Twenty Twelve Theme Review
Twenty Twelve Theme Review

2. მინიმალისტური დიზაინი Twenty Twelve არ იყენებს სურათებს, უფრო მეტიც, თემაში არ არის არცერთი სურათი. სტილების რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი, რაც კარგია, თუ თემას იყენებთ, როგორც მშობელ თემას საკუთარი ორიგინალური თემისათვის. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ თქვენ ნაკლებად დაგჭირდებათ CSS-სტილების უკუგება. ნაგულისხმევად ქუდი არ არის ჩართული. ეს ფუნქცია მათთვის არის, ვისაც სურს მისი გამოყენება. მიუხედავად ამისა, წინა თემისაგან განსხვავებით, ქუდი არ ჩანს და თქვენ მისი ჩართვა დაგჭირდებათ. თუ ჩართავთ, ქუდი მენიუს ქვემოდან გამოჩნდება.

3. დამთმობი მიდგომა მობილურ მოწყობილობებთან WordPress-ში ეს პირველი ნაგულსხმევი თემაა, რომელსაც აქცენტი მობილურ მოწყობილოებზე აქვს აღებული და ეს თემა ყველა ტიპის ეკრანზე კარგად გამოისახება, მათ შორის Retina-ეკრანებზე.

4. დაკაბადონება კიდევ ერთი ფრიად მნიშვენლოვანი უპირატესობა — დაკაბადონება. სწორად გათვლილი ინტერვალები ელემენტებს შორის ზრდიან შიგთავსის წაკითხვის სიმარტივეს. Twenty Twelve ასევე პირველი სტანდარტული თემაა, რომელიც იყენებს ვებ-შრიფტებს Google-ის Web Fonts Directory-დან. თემა ასევე იყენებს გარნიტურას Open Sans. თემაში არის ასევე ფუქნცია, განსაზღვროს გამოყენებული ენა და გადართოს შესაბამის შრიფტზე.

5. სტატიების ფორმატები ნაგულისხმევად, სტანდარტული ფორმატის გარდა, ჩართულია სტატიის 5 დამატებითი ფორმატი (Aside, Image, Link, Quote и Status — ამ საკითხს ჩვენ შემდგომ სტატიებში დაწვრილებით შევეხებით). სტატიის თითოეული ფორმატი თავის სტილს მოიცავს. დასკვნა გუნდმა, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, შესანიშნავი სამუშაო შეასრულა. თემა არაჩვეულებრივად მსუბუქი, ლამაზი და გამართული გამოვიდა. მე ნამდვილად მომეწონა და ვაპირებ ჩემს ბლოგზე დავაყენო უახლოეს დღეებში.

წყარო: Twenty Twelve