გარდაიცვალა ბორის სტრუგატსკი

რაღაც ძალიან მომიმრავლდა ნეკროლოგები ბლოგზე, თან როგორი ადამიანების!.. მისი ნაწარმოებების ძირითადი ნაწილი შექმნილია ძმასთან, არკადი სტრუგატსკისთან თანაავტორობაში. ძმის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლიდან ბორის სტრუგატსკი თავის ნაწარმოებებს აქვეყნებს ფსევდონიმით ს. ვიტიცკი. მრავალი წლის შემოქმდებითი მოღვაწეობის განმავლობაში ძმებმა სტრუგატსკებმა შექმნეს რამდენიმე ათეული ნაწარმოები, რომელთაგან ფანტასტიკის მოყვარულთათვის განსაკუთრებით გამორჩეულია შემდეგი: „Стажёры“, „Понедельник начинается в субботу“, „Трудно быть богом“,

Twenty Twelve — WordPress-ის ახალი თემა

პატარა შესავალი. მართალია ჩემს ბლოგზე WordPress-ის საკითხების განხილვა ცოტა უფრო მარტივი საკითხებით მინდოდა, მაგრამ ჩვენი პირველი WordPress Meetup-ის ჩატარებისას ამ ვიზუალურ თემას შევეხეთ და დამსწრეებიც ფრიად დაინტერესდენენ მისი დეტალებით. ამიტომ ვითვალისწინებ რა ამ მომენტს, დღეს შემოგთავაზებთ WordPress-ის ახალი ვიზუალური თემის, Twenty Twelve-ის მიმოხილვას. იმედია მოგეწონებათ. 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ახალ ვერსიაში WordPress გვთავაზობს ახალ ვიზუალურ თემას.

WordPress Meetup Tbilisi — პირველი შეხვედრა

მეგობრებო, სამწუხაროდ ძირითად სამსახურში ბევრი საქმის გამო (მოდი ნუ გამოვიყენებთ ექსპრესიულ „კატასტროფულად“), ბლოგზე იშვიათად მიწევს წერა. პიონერულ ფიცს ვერ დავდებ, მაგრამ ვეცდები, რომ სტატიებს შორის წყვეტა რაც შეიძლება მცირე გავხადო. დღეს ერთი საინტერესო ამბავი მინდა მოგიყვეთ, რაც ათიოდე დღის წინ მოხდა (27 ნოემბერს) და რაც ჩემი ბლოგის თემატიკასთან ძალიან ახლოა. საქმე ეხება საქართველოში პირველად WordPress