Skip to content

სიმართლე გითხრათ, უკვე დიდი ხანია არაფერი არ გამკვირვებია და არ გამხარებია საინფორმაციო სფეროში. კი ბატონო, გამოდის ახალი პროცესორები, უფრო მეტი ოპერატიული მეხსიერება ემატება კომპიუტერს, უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკები გამოჩნდა. მერე რა? ეს ყველაფერი უბრალოდ რკინის გროვაა საინტერესო და საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის გარეშე. კი მაგრამ, მეტყვით თქვენ მე, განა ბაზარი გაძეძგილი არ არის ათობით ათასი ყველანაირი დანიშნულების აპლიკაციით? არის, მაგრამ მას ერთი აპლიკაცია აკლდა დღემდე და მე ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. თუ რაზეა საუბარი, ამაზე ქვევით მოგითხრობთ.

...continue reading "SunnyPage — ცხადად ქცეული სიზმარი"

5

გუშინ გამოვიდა WordPress-ის მორიგი განახლება, 3.3.4, კოდური დასახელება „Green“, ამერიკელი გიტარისტის, გრანტ გრინის საპატივსაცემლოდ. როგორც ყოველთვის, უახლესი ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია WordPress-ის ოფიციალური გვერდიდან. რა არის ახალი? WordPress 3.3.4-ში გამოჩნდა ახალი შესაძლებლობები. მოდით დეტალურად ვნახოთ.

თემების ინტერაქტიული დათვალიერება

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

მორგებული სათაურები

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

Twitter-იდან ჩასმა

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

გაუმჯობესებული სურათის სათაურები

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

განახლებები ძრავში

WordPress 3.3.4
WordPress 3.3.4

1

გუშინ, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა რეი ბრედბერი, ერთ-ერთი უდიდესი მწერალი-ფანტასტი. მას ნაყინი უყვარდა და ყოველდღიურად თუნდაც ერთი თავი, ან მოთხრობა უნდა დაეწერა. მას სამეცნიერო ფანტასტიკისა და უჩვეულო ზღაპრების ავტორად თვლიდნენ. სინამდვილეში ამ ფანტაზიებში უფრო მეტი რეალობაა, ვიდრე გამოგონილი.

მას არ ადარებენ პრუსტს, კაფკას, ან კამიუს. მისი სიუჟეტები მარტივია და კლასიკური, მხატვრული სამყარო მსუბუქი და სქემატური, მაგრამ გმირთა ქცევებსა და სურვილებში სიზიფეს შრომა და სიცოცხლეა ჩადებული.

Ray Bradbury
Ray Bradbury

ის იყო იმ დიად ფანტასტთა შორის, რომლებმაც შეძლეს თავის წიგნებში აღეწერად მრავალი წლით ადრე არა მარტო პლაზმური ეკრანები, MP3-დამკვრელები და სოციალური ქსელები, არამედ კაცობრიობის საშინელი ტრანსფორმაცია უსახური საქონლის მასად. თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ გზის ნახევარში ვართ: ჩვენ აგვიკრძალეს ემოციების გამოხატვა, ხოლო ბრედბერისთან უკვე მიღებული იყო კანონები, რომლებიც ამ ემოციების შეგრძნებასაც კრძალავდნენ...

სამწუხაროდ ფანტასტებს ჩვენი მხოლოდ გაფრთხილება შეუძლიათ მომავალი უბედურების შესახებ, მაგრამ არ შეუძლიათ ამ უბედურების აღმოფხვრა. მათი საქმეა — გვითხრან, ჩვენი საქმე — გავიგონოთ, გავიგოთ და დასკვნები გამოვიტანოთ.