Skip to content

ზოგიერთი სიახლე ბლოგის ავტორის, უშუალოდ ბლოგისა და მომავლის შესახებ

სალამი მკითხველო,

იშვიათად მიწევს ეს ბოლო დროა ამ ბლოგში წერა, თანაც ბლოგი შეიძლება ითქვას, რომ დასრულებული არაა. დიზაინი დასარულებელია (ამ მიმართულებით ერთი კარგი იდეა მომივიდა თავში და ცოტა ხანში გაგაცნობთ), ბლოგის თემატიკაც მეტ-ნაკლებად მოსაფიქრებელი.

ახალ სამსახურში გადავედი. GO! Electronics-ში, თანაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და ვიტყოდი სანატრელ პოზიციაზე — Apple Brand Manager.

ასე ვთქვათ, ეფლის საკითხებში ახლა მე ზუსტად იქ  ვარ, სადაც უნდა ვიყო. რათქმაუნდა ვაცნობიერებდი, რომ საქმე ბევრი იქნებოდა, მაგრამ ალბათ ოდნავ მზად არ აღმოვჩნდი თავიდან. ამიტომ ბევრი რამ მომეყარა ერთბაშად და ამოსუნთქვის საშუალება არ მქონდა მთელი ეს პერიოდი. ახლა ცოტათი ამოვისუნქთე — გავანაწილე დროში საქმეები და ცოტათი დავლაგი. შესაბამისად ამ პოსტის დაწერის 10 წუთიც გამიჩნდა.

ხშირად შემოიარეთ ხოლმე ჩემს ბლოგში, ამიერიდან უფრო ხშირად დავწერ და უფრო დეტალურადაც მოგიყვებით ჩემი ყოველდღიური საქმეების შესახებ.

  • ალბათ არაფერია იმაზე კარგი, რომ ადამიანს ისეთი სამუშაო ადგილი აქვს, რომელიც მის ჰობის, მის ოცნებას და მის ვნებას ერთდროულად აერთიანებს.

    ასე რომ, კიდევ ერთხელ გილოცავ!

    და ხო – მეც გამოვიცვალე სამსახური და ზუსტად ეგრე ვარ: დროის უკიდურესი ნაკლებობა, მაგრამ თითოეული პატარა გადადგმული ნაბიჯი ძალიან დიდ კმაყოფილებას მანიჭებს.

    • გაიხარე გიგა, დიდი მადლობა!
      ჩვენ თუ გამოვძებნით დროს, იქნებ იმ საკითხზე რამე მოვიფიქროთ, WordPress რომ ქვია!