Skip to content

რას უნდა ველოდოთ WordPress 3.4-ისაგან

WordPress 3.4
WordPress 3.4

სულ ცოტა ხანში გამოდის WordPress-ის ბეტა ვერსია, 3.4, ხოლო აპრილის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ოფიციალური რელიზის მიღება. მასში ბევრი საინტერესო სიახლეა დამატებული. მოდი ვნახოთ, რა გველოდება ახალ WordPress-ში.

თემის მომრგები (Theme Customizer)

Theme Customizer
Theme Customizer

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლე WP-ში არის თემის მომრგები. ის საშუალებას გვაძლევს ახლებულად მივუდგეთ შაბლონების დიზაინს, განასაკუთრებით ნაგულისხმევი შაბლონების შემთხვევაში. მორგების რეჟიმი საკმაოდ ადვილია და საშუალებას გვაძლევს დავამატოთ გამოსახულება საიტის ქუდში, შევცვალოთ ფონისა და ბმულების ფერი, შევცვალოთ მენიუ, სათაური, სლოგანი და სხვა კომპონენტები. და რაც ყველაზე მთავარია — ყველა ეს ცვლილება გამოჩნდება ვიზუალურად, ადმინისტრატორის პანელიდან გამოსვლის გარეშე.

გაუმჯობესობა მულტი-საიტებისათვის

ალბათ გაგონილი გაქვთ, რომ WordPress გააჩნია მულტი-საიტების შექმნის ფუქნცია. ჩემი ბლოგიც ამ სისტემაზე მუშაობს. ახალ ვერსიაში გაუმჯობესდება ქვე-საქაღალდეებთან მუშაობა. ამის გარდა, WordPress ცდილობს გააუმჯობესოს ძებნა მომხმარებლებსა და საიტებს შორის, რისთვისაც მომავალ ვერსიაში დამატებული იქნება ავტო-შევსება. მომხმარებელთა ძებნა ცალკეული საიტის ფარგლებში ასევე შესაძლებელი იქნება.

html-ტეგების მხარდაჭერა გამოსახულებების სათაურებში

HTML Captions
HTML Captions

ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნილი ფუქნცია, რომელსაც ბევრი მომხმარებელი დიდი ხანია ელის — html-ტეგების დამატების შესაძლებლობა პირდაპირ ადმინისტრატორის პანელიდან. ახლა უკვე აღარაა საჭირო ზედმეტი ოპერაციები ამისათვის.

უფრო მეტი XML-RPC

XML-RPC — ეს ისეთი რაღაცაა, რაც ისეთ აპლიკაციას, როგორიცაა Android for WordPress, საშუალებას აძლევს იმუშაოს თქვენს საიტთან. ამ პროტოკოლის საშუალებით უცხო აპლიკაციები ახერხებენ საიტზე შიგთავსის განთავსებას, კომენტარების მართვას და ა.შ. ადმინისტრატორის პანელზე შესვლის გარეშე. ახალი მეთოდები საშუალებას მოგვცემს ვმართოთ მომხმარებლები, ტაქსონომია და მომხმარებელთა ბლოგები მულტი-საიტებზე.

ლოკალიზაციის საკითხების გაუმჯობესება

ასევე ახალ ვერსიაში დაემატება რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი თვისება ლოკალიზაციის სფეროდან. მათ შორისაა სიტყვათა მთვლელი, თემებისა  და ჩადგმების სათაურების თარგმანი და RTL-ის გაუმჯობესებული მხარდაჭერა.

რედაქტირებად სტატიაში კომენტარის დამატება

Comments in Posts
Comments in Posts

შესაძლებელი იქნება კომენტარების მართვა უშუალოდ ჩანაწერის რედაქტირების რეჟიმში, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ახალი კომენტარის დამატება.

სხვა სიახლეები

  • ათობით შეცდომის გასწორება;
  • მუშაობის სიჩქარის მატება, მეხსიერების მოხმარების შემცირება;
  • უსასრულო სია თემების ძებნისას;
  • სრულიად ახალი API თემებისათვის, რომელიც საერთო ფუქნციონალს ეხება;
  • Admin Bar-ზე მაუსის დაწკაპუნებას ეკრანის დასაწყისში გადავყავართ (100% გადმოღებულია iOS-ის ბრაუზერის ანალოგიური ფუქნციიდან);
  • ვიჯეტში „Links“ შესაძლებელი იქნება ბმულების დახარისხება და დაფილტვრა.

რას ვერ ვიხილავთ

თემა „Twenty Twelve“

Twenty Twelve Theme
Twenty Twelve Theme

დიდი ხნის ნანატრი თემა Twenty Twelve არ იქნება დამატებული 3.4 ვერსიაში. უნდა ვივარაუდოდ, რომ მას მხოლოდ 3.5 ვერსიაში ვნახავთ. თემის შემუშავება დროებით გადატანილია GitHub-ზე. Favicon-ის ჩატვირთვის მხარდაჭერა არის მცირე შანსი, რომ ამ ფუქნციას 3.4 ვერსიაში დაამატებენ, დაველოდოთ.

  • დელფიკ, ეგ ბედნიერებები კაი ხანია არის ბლოგერზე. :)
    გადმოდი იქინე! ;)

    • არაა, რაღაც ვერ შევეჩვიე და არ მომეწონა ბლოგერი, წპ უკეთესია, მე მგონი ;)

    • George Mamadashvili

      რომელი ბედნიერება? მეგობას ვერხმარები ბლოგერზე დიზაინის მოდიფიკაციაში და ჯერ უბედურების მეტი არაფერი შემხვედრია :(

  • ვაიმე, მულტი-საიტების მართვა ანუ რამდენიმე ქვედომენის ჩართვა და ადმინისტრირება?

  • მადლობა მიმოხილვისთვის, მარა ბოლო განახლების შემდეგ იმდენი მაწვალა qTranslate პლაგინმა რომ სანამ არ დავრწმუნდები რომ მისი ახალი ვერსიაც უდგება წპ-ს არ გავაახლებ. მულტი საიტი ჩემთვის სიახლეა, თუმცა ახლა არ მჭირდება. ბლოგი მეც ბლოგგერზე მაქვს და გთხოვთ "დაიამხანაგოთ" http://highlander-ge.blogspot.com.
    წპ კი მშვენიერი კონტენტ მენეჯერია და საიტი მასზე მაქვს აწყობილი.

  • ისე კი არ შეგიძლიდა პლაგინი Facebook, Twitter & Google+ Social Widgets