რა არის WordPress?

მაშ, რა არის WordPress? თუ Wikipedia-ს დავესესხებით, გავიგებთ, რომ WordPress არის საიტის შიგთავსის მართვის სისტემა (Content Management System, CSM) ღია პროგრამული კოდით, რომელიც GNU GPL ლიცენზიის წესებით ვრცელდება. დაწერილია პროგრამირების ენის PHP გამოყენებით და მონაცემთა ბაზისათვის იყენებს MySQL-ს. გამოყენების სფერო ფართოა — ბლოგებიდან დაწყებული საკმაოდ რთული საინფორმაციო საიტებით და ინტერნეტ-მაღაზიებითაც კი დამთავრებული. „თემების“ და „ჩადგმების“ სისტემა საშუალებას გვაძლევს ავაწყოთ პრაქტიკულად ნებისმიერი საიტი.

უპირატესობები

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, WordPress მსოფლიოში საუკეთესო პლათფორმაა ბლოგისათვის, ან ინტერნეტ-პროექტისათვის, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება სიახლეები, ფოტოები, ვიდეო-რგოლები და სხვა სახის ინფორმაცია (შიგთავსი). რატომ საუკეთესო? მოდი ჩამოვთვალოთ 5 ძირითადი უპირატესობა:

  • უფასო. დიახ, WordPress — უფასოდ ვრცელდება. ახალბედასათვის, რომელიც პირველად აკეთებს საკუთარ ბლოგს, ეს მნიშვნელოვანი მომენტი და დიდი უპირატესობაა. რატომ უნდა გადავიხადოთ ფული ფასიან სისტემებში, როდესაც საუკეთესო სისტემა უფასოა?
  • დაყენებისა და გამოყენების სიმარტივე. დაყენების პროცესი 5 წუთი გრძელდება და სრულიად არ არის საჭირო რაიმე პროგრამისტული გამოცდილება ამ საქმისათვის. დეველოპერები შეეცადნენ შეექმნათ სისტემა, მაქსიმალურად მარტივი და მეგობრული მომხმარებლის მიმართ, რათა სრულიად ახალბედებისთვისაც კი იოლი ყოფილიყო ამ საკითხში გარკვევა.
  • კროსპლატფორმულობა. WordPress ყენდება უშუალოდ თქვენს საიტზე (სერვერზე). კომპიუტერში არაფერი ზედმეტის დაყენება არ არის საჭირო. ეს ნიშნავს, რომ შეგეძლებათ საიტის მართვა ნებისმიერი კომპიუტერიდან. ერთადერთი სავალდებულო პირობა — ინტერნეტთან კავშირი.
  • ჩადგმული ტექსტური რედაქტორი. WordPress-ით სარგებლობა ძალიან მარტივი და ადვილია ძიირთადად ჩადგმული ტექსტური რედაქტორის გამო. ერთხელ მაინც თუ გიმუშავიათ Microsoft Word-ში, WordPress-ის რედაქტორის ათვისება ძალიან მარტივი იქნება. ტექსტის დაფორმატება, სურათებისა და ვიდეოს ჩასმა — ეს ყველაფერი მაუსის ორიოდე დაწკაპუნებით ხორციელდება
  • პოპულარობა. WordPress — შიგთავსის მართვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სისტემაა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, WordPress-ის საბაზრო წილი 55%-ზე მეტია. მსოფლიოში 58 მილიონი საიტი WordPress-ის ძრავზე მუშაობს. 297 მილიონი ადამიანი ყოველთვიურად 2,5 მილიარდ ვებ-გვერდს ათვალიერებს WordPress-ზე. ყოველი მეშვიდე საიტი შექმნილია WordPress-ის გამოყენებით. თუ რაიმე სახის ჩადგმა გჭირდებათ, პრობლემა არაა — 15 ათასზე მეტია. WordPress-ის ბოლო ვერსიას 7 მილიონი ჩამოტვირთვა აქვს. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში თქვენ იპოვნით უფასო თემებისა და ჩადგმების აურაცხელ რაოდენობას. ხოლო თუ რაიმე კითხვა გაგიჩნდებათ, პასუხის მოძებნაც ადვილი იქნება.

დამატებითი შესაძლებლობები

ეს WordPress-ის მხოლოდ ძირითადი უპირატესობებია. ამ სიას შეგვიძლია დავუმატოთ ფასიანი თემების, რომლებშიც უფრო მეტი ფუქნციონალია ჩადებული, ვიდრე უფასოებში, უზარმაზარი ბიბლიოთეკა; ვიჯეტებისა და სოციალური ჩადგმების მხარდაჭერა; სისტემის საიმედობა და უსაფრთხოება და ა.შ. თუმცა WordPress-ის მშვენიერებისა და მოხერხებულობის შეგრძნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ სისტემაში აქტიურად მუშაობ. კიდევ ერთი უპირატესობა გახლავთ საძიებო ოპტიმიზაციის სისტემების (Search Engine Optimization, SEO) მხარდაჭერა — ამის გარეშე ძნელია საიტის რეიტინგის ამაღლება ისეთ საძიებო სისტემებში, როგორებიცაა Google, Bing და ა.შ. ასევე უნდა აღინიშნოს სოციალურ ქსელებთან და RSS-არხებთან ურთიერთქმედების მხარდაჭერა. ეს მნიშვნელოვანია, თუ დაინტერესებული ხართ მკითხველთა და ხელმომწერთა მატებით და გსურთ უფრო პროგრესული უკუქმედება. კომენტარების მოხერხებული სისტემა დაგეხმარებათ მიიღოთ ადექვატური და სწრაფი გამოხმაურება გამოქვეყნებულ სტატიაზე. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია გარე კომენტარების სისტემის მიერტება, მაგალითად Facebook-ის, ან Disqus-ის, რომლებსაც მთელი რიგი უპირატესობები გააჩნიათ. ზემოაღნიშნული ყველა ფაქტორი მხოლოდ ერთს გვეუბნება: WordPress — მოხერხებულია, მარტივია და ლამაზია! თუ სერიოზულად აპირებთ საკუთარი ბლოგის წარმოებას, ან გსურთ შექმნათ ინტერნეტ-პროექტი, მაგრამ ჯერ არ აგირჩევიათ შიგთავსის მართვის სისტემა — აირჩიეთ WordPress. ეს პირველი სტატიაა ციკლიდან WordPress-ის შესახებ. მომდევნო სტატიებში დეტალურად განვიხილავთ WordPress-თან მუშაობის ყველა ასპექტს.

8 Replies to “რა არის WordPress?”

  1. კარგი პოსტია :) აგერ ჩემი საიტიც ვორდპრესსზეა, თუმცა ბლოგად სხვა პლატფორმას ვიყენებ :)

  2. დიმა, რადგან ეს თემა ითავე, დახმარება მინდა ამ საკითხში:
    მოკლედ, ვაკეთებ საიტს http://auditcg.ge/ ვორდპრესის ბაზაზე კავკაზუსის ჰოსტინგი აქვს ნაყიდი პატრონს.
    ბოლო 3 კვირის მანძილზე ვიღაც არაბმა ნაბიჭვარმა ჰაკერებმა 3ჯერ გატეხეს საიტი. ისინი ცვლიან INDEX.PHP style.css header.php ჰაილებს და ჩემს იმეილს შლიან რომ ვერ აღვადგინო ვპ პაროლი. ნუ მიწევს მონაცემთა ბაზიდან გასწორება რომ კონტროლ პანელზე შევიდე.
    ვორდპრესსზე უამრავი საიტია და რაღა ამას გადაეკიდნენ? როგორ დავიცვა საიტი?

    1. რუსიკო, პირველი რაც უნდა გააკეთო ახალი საიტის შექმნისას, უნდა დაამატო ახალი მომხმარებელი, ადმინის ფუქნციებით, შეხვიდე მაგ მომხმარებლით საიტზე და წაშალო ნაგულისხმევი მომმხარებელი Admin.
      ეს ერთ-ერთი ძირითადი მომენტია.

    2. 3.0-იდან ადმინ უსერის პრობლემა წესით აღარ უნდა იყოს.

      რუსუდან ეს პრეზენტაცია ნახე – http://www.slideshare.net/armeda/wordcamp-philly-wordpress-enduser-security, საკმაოდ კარგად არის განხილული უსაფრთხოების სტანდარტული პროცედურა.

  3. ამ თემასთან დაკავსირებით რეკომენდაციას გავუწევდი პლაგინს Better WP Security

Comments are closed.